პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს
რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი გოგა ხა­ჩი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტსა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ადა­მი­ან­თან ერ­თად ორი­ოდ კვი­რის წინ ტო­ბა­ვარჩხი­ლის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ტბის სა­ნა­ხა­ვად იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ ტბას უამ­რა­ვი ლე­გენ­და უკავ­შირ­დე­ბა, მათ შო­რის, ისიც, რომ იქ ბა­ნა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ლე­გენ­დაა, რაც შე­ე­ხე­ბა ტბა­ში ბა­ნა­ო­ბას, ეს უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გამო, რომ წყა­ლი ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვია. გოგა ხა­ჩი­ძემ ამ ლა­მაზ ად­გი­ლას მუ­ზის მოს­ვლაც იგ­რძნო და თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტიც ააჟ­ღე­რა, რა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მენ­და ბა­ლახ­ზე წა­მო­წო­ლი­ლი პრე­ზი­დენ­ტი.

- რამ­დე­ნი­მე წე­ლია, პი­რა­დად მე ტო­ბა­ვარჩხილ­ზე ას­ვლას ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ამას­თა­ნა­ვე, იგი­ვე გან­ზრახ­ვა, რო­გორც ვიცი, პრე­ზი­დენ­ტსაც ჰქონ­და და ვერ­ტმფრე­ნით რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და იქამ­დე მის­ვლა, მაგ­რამ მი­უ­ვა­ლი ხე­ო­ბაა და ვერ მო­ა­ხერ­ხეს შეს­ვლა. როცა გა­ი­გო, რომ ლაშ­ქრო­ბა მზად­დე­ბო­და, გა­და­წყვი­ტა, ამ ლაშ­ქრო­ბას შე­მო­ერ­თე­ბო­და. ორი დღე გვქონ­და მო­სამ­ზა­დებ­ლად. შე­ვუ­ერ­თდით ჯგუფს და გა­ვემ­გზავ­რეთ. საკ­მა­ოდ დიდი ლაშ­ქრო­ბა იყო. პრინ­ციპ­ში, ამ­ხე­ლა ლაშ­ქრო­ბა ტო­ბა­ვარჩხილ­ზე არც ყო­ფი­ლა, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ადა­მი­ა­ნამ­დე იყო. ტო­ბა­ვარჩხილ­ზე ფეს­ტი­ვა­ლი იყო, რო­მელ­საც შე­ვუ­ერ­თდით და მთლი­ა­ნო­ბა­ში ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ამი­ტო­მაც შე­იკ­რი­ბა. ლაშ­ქრო­ბა 4-5 დღეს უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და სწო­რედ ამ­დე­ნი ხნით წა­ვი­და ჯგუ­ფის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი, მაგ­რამ ჩვენ მხო­ლოდ ორი დღით მო­ვა­ხერ­ხეთ წას­ვლა, ორ დღე­ში ავე­დით და ჩა­მო­ვე­დით. პრე­ზი­დენტს უნ­დო­და, დრო­ზე მოგ­ვევ­ლო ეს ად­გი­ლი.

- არ იყო დამ­ღლე­ლი?

- ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლი იყო. მცი­რე დრო­ში კი­დევ უფრო რთუ­ლია და მარ­თლაც ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ. თუკი ასე­თი ხან­გრძლი­ვი მარ­შრუ­ტე­ბის­თვის მზად არ ხარ, არც უნდა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე. გარ­კვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

- ტო­ბა­ვარჩხილ­ზე მა­ნამ­დე რა იცო­დით?

- ამ ტბის შე­სა­ხებ და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი წლის წინ გა­ვი­გე. ვნა­ხე ფოტო, ულა­მა­ზე­სი ფო­ტოა, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, რომ ეს ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია. მო­მინ­და ავ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩემი თვა­ლით მე­ნა­ხა ეს სი­ლა­მა­ზე. ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო, რთუ­ლად მი­სას­ვლე­ლი ად­გი­ლია. აქვს გარ­კვე­უ­ლი მის­ტი­კაც, უკავ­შირ­დე­ბა ლე­გენ­დე­ბი, მა­გა­ლი­თად, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ტო­ბა­ვარჩხილ­ში ბა­ნა­ო­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ წყა­ლია თა­ვად ძა­ლი­ან ცივი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყი­ნუ­ლი­ვით ცივი. ტო­ბა­ვარჩხი­ლი ისე­თი ად­გი­ლია, სა­დაც უც­ბად არ­ბე­ნა­ჩა­მორ­ბე­ნას ვერ მო­ას­წრებ. ახ­ლავს სირ­თუ­ლე­ე­ბი და ამი­ტო­მაც ეტა­ნე­ბა ბევ­რი ხალ­ხი. იქი­დან მერე ფო­ტო­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი

ჩა­მო­დი­ან. ჩვენ გვქონ­და მცდე­ლო­ბა, რომ ვი­დეო ჩა­მოგ­ვე­ტა­ნა და მო­ვა­ხერ­ხეთ კი­დეც. თან, მე ჩემი პი­რა­დი გან­ზრახ­ვაც მქონ­და, მინ­დო­და იქ და­მეკ­რა...

- პრე­ზი­დენ­ტი რო­გო­რი მო­ლაშ­ქრე აღ­მოჩ­ნდა? ადრე წა­სულ­ხარ­თმას­თან ერ­თად ასეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში?

- დიახ, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც უკა­ნას­კნე­ლი. თუ სად­მე ყო­ფი­ლა

გას­ვლი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, სპორ­ტუ­ლი თუ სხვა სა­ხის, ხში­რად ვყო­ფილ­ვარ და ვარ პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, და­უ­ღა­ლა­ვი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი მო­ლაშ­ქრეა. ზო­გა­დად, ასე­თი რთუ­ლი ლაშ­ქრო­ბა ნე­ბის­ყო­ფა­საც წვრთნის. ნე­ბის­ყო­ფა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნო. მი­დი­ხარ, მი­დი­ხარ, გა­და­ივ­ლი ერთ მთას და ნა­ხუ­ლობ, რომ უფრო დიდი მთა გაქვს გა­და­სავ­ლე­ლი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს

რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს

უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე საქართველოს პრეზიდენტსა და კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად ორიოდ კვირის წინ ტობავარჩხილის უმშვენიერესი ტბის სანახავად იმყოფებოდა. ამ ტბას უამრავი ლეგენდა უკავშირდება, მათ შორის, ისიც, რომ იქ ბანაობა არ შეიძლება, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ეს, რასაკვირველია, ლეგენდაა, რაც შეეხება ტბაში ბანაობას, ეს უბრალოდ შეუძლებელია იმის გამო, რომ წყალი ყინულივით ცივია. გოგა ხაჩიძემ ამ ლამაზ ადგილას მუზის მოსვლაც იგრძნო და თავისი ცნობილი ინსტრუმენტიც ააჟღერა, რასაც სიამოვნებით უსმენდა ბალახზე წამოწოლილი პრეზიდენტი.

- რამდენიმე წელია, პირადად მე ტობავარჩხილზე ასვლას ვფიქრობდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამასთანავე, იგივე განზრახვა, როგორც ვიცი, პრეზიდენტსაც ჰქონდა და ვერტმფრენით რამდენჯერმე სცადა იქამდე მისვლა, მაგრამ მიუვალი ხეობაა და ვერ მოახერხეს შესვლა. როცა გაიგო, რომ ლაშქრობა მზადდებოდა, გადაწყვიტა, ამ ლაშქრობას შემოერთებოდა. ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად. შევუერთდით ჯგუფს და გავემგზავრეთ. საკმაოდ დიდი ლაშქრობა იყო. პრინციპში, ამხელა ლაშქრობა ტობავარჩხილზე არც ყოფილა, დაახლოებით 50 ადამიანამდე იყო. ტობავარჩხილზე ფესტივალი იყო, რომელსაც შევუერთდით და მთლიანობაში ამდენი ადამიანი ამიტომაც შეიკრიბა. ლაშქრობა 4-5 დღეს უნდა გაგრძელებულიყო და სწორედ ამდენი ხნით წავიდა ჯგუფის დანარჩენი ნაწილი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორი დღით მოვახერხეთ წასვლა, ორ დღეში ავედით და ჩამოვედით. პრეზიდენტს უნდოდა, დროზე მოგვევლო ეს ადგილი.

- არ იყო დამღლელი?

- ძალიან დამღლელი იყო. მცირე დროში კიდევ უფრო რთულია და მართლაც ძალიან დავიღალეთ. თუკი ასეთი ხანგრძლივი მარშრუტებისთვის მზად არ ხარ, არც უნდა აიღო საკუთარ თავზე. გარკვეული ფიზიკური მომზადება აუცილებლად სჭირდება.

- ტობავარჩხილზე მანამდე რა იცოდით?

- ამ ტბის შესახებ დაახლოებით ოთხი წლის წინ გავიგე. ვნახე ფოტო, ულამაზესი ფოტოა, საკმაოდ ცნობილი და დაუჯერებელი იყო, რომ ეს ადგილი საქართველოშია. მომინდა ავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა ეს სილამაზე. ძალიან კარგი და საინტერესო, რთულად მისასვლელი ადგილია. აქვს გარკვეული მისტიკაც, უკავშირდება ლეგენდები, მაგალითად, რომ არ შეიძლება ტობავარჩხილში ბანაობა. არ შეიძლება სხვა საკითხია, მაგრამ წყალია თავად ძალიან ცივი, ფაქტობრივად, ყინულივით ცივი. ტობავარჩხილი ისეთი ადგილია, სადაც უცბად არბენაჩამორბენას ვერ მოასწრებ. ახლავს სირთულეები და ამიტომაც ეტანება ბევრი ხალხი. იქიდან მერე ფოტოებით დატვირთულები

ჩამოდიან. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ვიდეო ჩამოგვეტანა და მოვახერხეთ კიდეც. თან, მე ჩემი პირადი განზრახვაც მქონდა, მინდოდა იქ დამეკრა...

- პრეზიდენტი როგორი მოლაშქრე აღმოჩნდა? ადრე წასულხართმასთან ერთად ასეთ მოგზაურობაში?

- დიახ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და დარწმუნებული ვარ, არც უკანასკნელი. თუ სადმე ყოფილა

გასვლითი ღონისძიება, სპორტული თუ სხვა სახის, ხშირად ვყოფილვარ და ვარ პრეზიდენტთან ერთად. ძალიან პრინციპული, დაუღალავი და მიზანსწრაფული მოლაშქრეა. ზოგადად, ასეთი რთული ლაშქრობა ნებისყოფასაც წვრთნის. ნებისყოფა უნდა გამოავლინო. მიდიხარ, მიდიხარ, გადაივლი ერთ მთას და ნახულობ, რომ უფრო დიდი მთა გაქვს გადასავლელი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა