საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”თავისუფალი ზონა” - ENA არ გასცემს იურისტის დიპლომს
”თავისუფალი ზონა” -  ENA არ გასცემს იურისტის დიპლომს

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რმა ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­მა, იმის გა­სარ­კვე­ვად აქვს თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, თეა წუ­ლუ­კი­ანს იუ­რის­ტის კვა­ლი­ფი­კა­ცია, საფ­რან­გეთ­ში წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნა.

საფ­რან­გე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა (ENA) არ გას­ცემს იუ­რის­ტის დიპ­ლომს - ნათ­ქვა­მია "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ორ­გა­ნი­ზა­ცია თაქთა­ქიშ­ვი­ლის­თვის საფ­რან­გე­თი­დან მი­ღე­ბულ პა­სუხზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

"უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო პა­რი­ზი, 09 აგ­ვის­ტო 2013 N 2013-0879 2013 წლის 13 მა­ი­სით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლით თქვენ მომ­მარ­თეთ რამ­დე­ნი­მე კი­თხვით , რაც საფ­რან­გე­თის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლის (ენა) მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ნორ­მებს შე­ე­ხე­ბა. თქვენ გა­ინ­ტე­რე­სებთ, გას­ცემს თუ არა ენა იუ­რის­ტის დიპ­ლომს. გაც­ნო­ბებთ, რომ ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სამ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია იმ პი­რე­ბის­თვის, რო­მელ­თაც უკვე აქვთ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ან სურთ გა­იღ­რმა­ვონ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა. ხსე­ნე­ბუ­ლი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი არ არის კონ­კრე­ტუ­ლად იუ­რი­დი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. ამას­თან, სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის მა­გის­ტრა­ტუ­რის ფარ­გლებ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია ისე­თი მე­ნე­ჯე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ პი­ლო­ტი­რე­ბა გა­უ­წი­ონ და გა­უ­ძღვნენ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სებს, სას­წავ­ლო მო­დუ­ლი "სა­ჯა­რო ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა" სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს სას­წავ­ლო კურსს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის სა­მარ­თალ­სა და ეკო­ნო­მი­კა­ში. ასე­ვე, ურ­ბა­ნიზ­მის სა­მარ­თლის კურ­სე­ბი ის­წავ­ლე­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რის - "ტე­რი­ტო­რი­უ­ლი რის­კე­ბის პრე­ვენ­ცია და მარ­თვა" - კურ­სის ფარ­გლებ­ში. გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დარ­გში სი­მონ ბო­ნა­ფუ­სი."- ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

წუ­ლუ­კი­ა­ნის იუ­რის­ტო­ბა­ზე პირ­ვე­ლად სა­კი­თხი უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა გოგა ხა­ჩი­ძემ წა­მოჭ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს არ გა­აჩ­ნდა იუ­რი­დუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

”თავისუფალი ზონა” - ENA არ გასცემს იურისტის დიპლომს

”თავისუფალი ზონა” -  ENA არ გასცემს იურისტის დიპლომს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, იმის გასარკვევად აქვს თუ არა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს იურისტის კვალიფიკაცია, საფრანგეთში წერილი გაგზავნა.

საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა (ENA) არ გასცემს იურისტის დიპლომს - ნათქვამია ”თავისუფალი ზონის” მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაცია თაქთაქიშვილისთვის საფრანგეთიდან მიღებულ პასუხზე დაყრდნობით ავრცელებს.

”უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პარიზი, 09 აგვისტო 2013 N 2013-0879 2013 წლის 13 მაისით დათარიღებული წერილით თქვენ მომმართეთ რამდენიმე კითხვით , რაც საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებისა და ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის (ენა) მიერ განხორციელებულ სასწავლო პროგრამების მარეგულირებელ ნორმებს შეეხება. თქვენ გაინტერესებთ, გასცემს თუ არა ენა იურისტის დიპლომს. გაცნობებთ, რომ ეს დაწესებულება, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, სამ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს. პროგრამები განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ პროფესიული საქმიანობის გამოცდილება ან სურთ გაიღრმავონ საუნივერსიტეტო განათლება. ხსენებული სამაგისტრო პროგრამები არ არის კონკრეტულად იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთან, საჯარო მმართველობის მაგისტრატურის ფარგლებში, რომლის მიზანია ისეთი მენეჯერების მომზადება, რომლებიც შეძლებენ პილოტირება გაუწიონ და გაუძღვნენ საჯარო სექტორში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესებს, სასწავლო მოდული “საჯარო ფინანსების მართვა” სტუდენტებს სთავაზობს სასწავლო კურსს ადმინისტრაციული გარიგების სამართალსა და ეკონომიკაში. ასევე, ურბანიზმის სამართლის კურსები ისწავლება მაგისტრატურის - “ტერიტორიული რისკების პრევენცია და მართვა” - კურსის ფარგლებში. გენერალური დირექტორი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განვითარების დარგში სიმონ ბონაფუსი.”- ნათქვამია წერილში.

წულუკიანის იურისტობაზე პირველად საკითხი უმცირესობის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ წამოჭრა და განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრს არ გააჩნდა იურიდული განათლება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა