პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!"
"არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!"

უკა­ნო­ნო მოს­მე­ნა, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზე კომ­პრო­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა, ძა­ლა­დო­ბა, ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბა - ეს ის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. ხელ­წე­რა ყვე­ლა სის­ტე­მა­ში ერ­თნა­ი­რი იყო, თუმ­ცა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მეს­ვე­უ­რე­ბი მა­ინც ჯი­უ­ტად ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ის, რაც ხდე­ბო­და, სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი არ იყო. "კვი­რის პა­ლიტ­რას" შს სა­მი­ნის­ტროს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი შოთა უტი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- ვერ ვი­ტყვით, 24 ათა­სი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ბევ­რია თუ ცოტა. რა­ო­დე­ნო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ცო­დეთ, რამ­დე­ნია ლე­გა­ლუ­რი და რამ­დე­ნი - არა­ლე­გა­ლუ­რი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერთ ადა­მი­ან­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ას ჩა­ნა­წერს აკე­თებ­დნენ. უნდა ვი­ცო­დეთ, რო­გორ დათ­ვა­ლეს, ერთ პირ­ზეა რამ­დე­ნი­მე ჩა­ნა­წე­რი თუ 24 ათას ადა­მი­ან­ზეა მა­სა­ლა.

- იცო­დით, რომ ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი რამ ხდე­ბო­და?

- უამ­რა­ვი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი კეთ­დე­ბო­და და რაც ლე­გა­ლუ­რი იყო, ვი­ცო­დი.

- არა­ლე­გა­ლურ ჩა­წე­რას ვინ ბე­დავ­და, ნუთუ მი­ნის­ტრის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბო­და თვალ­თვა­ლი და კომ­პრო­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა?

- ისი­ნი, ვის შე­სა­ხე­ბაც ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობს, მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი არი­ან. ცხა­დია, ამის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში იყ­ვნენ მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი. კონ­კრე­ტუ­ლად ვისი და­ვა­ლე­ბით კეთ­დე­ბო­და ეს, არ ვიცი.

ცუ­დია, როცა შს სა­მი­ნის­ტრო­ში არის და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც უთ­ვალ­თვა­ლებს მი­ნის­ტრის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას.

- გინ­დათ თქვათ, რომ ახა­ლა­ია იდგა ამის უკან? მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ახა­ლა­ი­ე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ?

- ამას არ ვა­დას­ტუ­რებ. გან­ცხა­დე­ბა რომ გა­ვა­კე­თო, და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ და ჩა­ნა­წე­რებს ამი­ტომ აკე­თებ­დნენ-მეთ­ქი, არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ხომ უნდა მქონ­დეს?

- სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნილ ვი­დე­ო­ფი­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლიც სა­მი­ნის­ტრო­ში იგეგ­მე­ბო­და?

- რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ საქ­მე­ებ­ში მე­გის ქარ­და­ვაა ბრალ­დე­ბუ­ლი. ფი­რე­ბი 2011 წლით თა­რიღ­დე­ბა. ამ დროს ქარ­და­ვა ჯერ სამ­ხა­რეო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში, მერე კი სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სი გახ­და.

- თქვე­ნი აზ­რით, იყო თუ არა ეს სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი?

- თუ სა­მეგ­რე­ლოს ამ­ბე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ, გე­ტყვით, რომ ეს არ არის სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მა. ჩემი აზ­რით, მსგავ­სი უსა­მარ­თლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცე­ბი სხვე­ბის კარ­გად მუ­შა­ო­ბის გამო გა­ბო­როტ­დნენ. 2008 წლის ომის შემ­დეგ ტე­რაქ­ტე­ბი გახ­შირ­და, რამ­დე­ნი­მე სა­მეგ­რე­ლო­შიც მოხ­და. თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვე­ბი გა­იხ­სნა და ჩა­ტარ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ამის შემ­დეგ სა­მეგ­რე­ლო­ში ვი­ღა­ცამ ჩათ­ვა­ლა, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბი საქ­მე­ებს იძი­ე­ბენ, ისი­ნი კი ვე­რა­ფერს აკე­თებ­დნენ... უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ჭი­რეს და აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობ­დნენ. მათ­თვის ეს არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია, ამი­ტომ სის­ტე­მუ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!"

"არავის ჩავაყენებ ამ მდგომარეობაში!"

უკანონო მოსმენა, ცნობილ ადამიანებზე კომპრომატების მოპოვება, ძალადობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს. ხელწერა ყველა სისტემაში ერთნაირი იყო, თუმცა წინა ხელისუფლების მესვეურები მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ის, რაც ხდებოდა, სისტემური დანაშაული არ იყო. "კვირის პალიტრას" შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ესაუბრა:

- ვერ ვიტყვით, 24 ათასი ფარული ჩანაწერი ბევრია თუ ცოტა. რაოდენობა არაფერს ნიშნავს, რადგან აუცილებელია, ვიცოდეთ, რამდენია ლეგალური და რამდენი - არალეგალური. შესაძლებელია, ერთ ადამიანზე ყოველდღიურად ას ჩანაწერს აკეთებდნენ. უნდა ვიცოდეთ, როგორ დათვალეს, ერთ პირზეა რამდენიმე ჩანაწერი თუ 24 ათას ადამიანზეა მასალა.

- იცოდით, რომ ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდა?

- უამრავი ფარული ჩანაწერი კეთდებოდა და რაც ლეგალური იყო, ვიცოდი.

- არალეგალურ ჩაწერას ვინ ბედავდა, ნუთუ მინისტრის გარეშე შეიძლებოდა თვალთვალი და კომპრომატების მოპოვება?

- ისინი, ვის შესახებაც ჩანაწერები არსებობს, მერაბიშვილის მეგობრები არიან. ცხადია, ამის ჩამდენი პირები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იყვნენ მოკალათებული. კონკრეტულად ვისი დავალებით კეთდებოდა ეს, არ ვიცი.

ცუდია, როცა შს სამინისტროში არის დანაყოფი, რომელიც უთვალთვალებს მინისტრის უახლოეს გარემოცვას.

- გინდათ თქვათ, რომ ახალაია იდგა ამის უკან? მერაბიშვილი და ახალაიები დაპირისპირებული იყვნენ?

- ამას არ ვადასტურებ. განცხადება რომ გავაკეთო, დაპირისპირებული იყვნენ და ჩანაწერებს ამიტომ აკეთებდნენ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. მტკიცებულებები ხომ უნდა მქონდეს?

- სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოფირებზე აღბეჭდილიც სამინისტროში იგეგმებოდა?

- როგორც ირკვევა, ამ საქმეებში მეგის ქარდავაა ბრალდებული. ფირები 2011 წლით თარიღდება. ამ დროს ქარდავა ჯერ სამხარეო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში, მერე კი სამხედრო დაზვერვის უფროსი გახდა.

- თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული?

- თუ სამეგრელოს ამბები გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს არ არის სისტემური პრობლემა. ჩემი აზრით, მსგავსი უსამართლობა ჩაიდინეს იმიტომ, რომ ვიღაცები სხვების კარგად მუშაობის გამო გაბოროტდნენ. 2008 წლის ომის შემდეგ ტერაქტები გახშირდა, რამდენიმე სამეგრელოშიც მოხდა. თბილისში მომხდარი შემთხვევები გაიხსნა და ჩატარდა გამოძიება. ამის შემდეგ სამეგრელოში ვიღაცამ ჩათვალა, რომ თბილისელები საქმეებს იძიებენ, ისინი კი ვერაფერს აკეთებდნენ... უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს და აღიარების მოპოვებას ცდილობდნენ. მათთვის ეს არავის დაუვალებია, ამიტომ სისტემურობაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა