საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანგელა მერკელის საწოლში ნარკომანი იპოვეს
ანგელა მერკელის საწოლში ნარკომანი იპოვეს

კან­ცლერ ან­გე­ლა მერ­კე­ლის თვითმფრი­ნავ­ში უცხო პირ­მა შე­აღ­წია. შემ­თხვე­ვა 25 ივ­ლისს მოხ­და. ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი იუ­წყე­ბი­ან.

bild-ი წერს, რომ მა­მა­კა­ცი 24 წლი­საა და მისი სა­ხე­ლია ფოლ­კან ტ. ის და­კა­ვე­ბის დროს ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. შემ­თხვე­ვა კი­ოლ­ნი-ბო­ნის აე­რო­პორ­ტის სამ­თავ­რო­ბო ნა­წილ­ში მოხ­და. მა­მა­კაც­მა სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტზე გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხედ­რო პირი იყო და საშ­ვი სახ­ლში დარ­ჩა, რის შემ­დე­გაც მას ად­მი­ნიტ­რა­ცი­ამ დრო­ე­ბი­თი საშ­ვი გა­დას­ცა. ამ­გვა­რად, მა­მა­კაც­მა შეძ­ლო შე­ეღ­წია სამ­თავ­რო­ბო თვითმფრი­ნავ Airbus А319-ში.

თვითმფრი­ნავ­ში მა­მა­კაც­მა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი თა­ვად­ვე ჩარ­თო სიგ­ნა­ლი­ზა­ცია.

პრე­სა­ში წე­რენ, რომ 24 წლის მა­მა­კა­ცი კულ­ტუ­რის­ტია და ის ამ­ჟა­მად ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

თა­ვად კან­ცლე­რი ამ დროს ბა­ი­რო­ით­ში, მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. კან­ცლე­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bild.de-ს მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ანგელა მერკელის საწოლში ნარკომანი იპოვეს

ანგელა მერკელის საწოლში ნარკომანი იპოვეს

კანცლერ ანგელა მერკელის თვითმფრინავში უცხო პირმა შეაღწია. შემთხვევა 25 ივლისს მოხდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემები იუწყებიან.

bild-ი წერს, რომ მამაკაცი 24 წლისაა და მისი სახელია ფოლკან ტ. ის დაკავების დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შემთხვევა კიოლნი-ბონის აეროპორტის სამთავრობო ნაწილში მოხდა. მამაკაცმა საკონტროლო პუნქტზე განაცხადა, რომ სამხედრო პირი იყო და საშვი სახლში დარჩა, რის შემდეგაც მას ადმინიტრაციამ დროებითი საშვი გადასცა.  ამგვარად, მამაკაცმა შეძლო შეეღწია სამთავრობო თვითმფრინავ Airbus А319-ში.

თვითმფრინავში მამაკაცმა რამდენიმე საათი გაატარა. მოგვიანებით კი თავადვე ჩართო სიგნალიზაცია.

პრესაში წერენ, რომ 24 წლის მამაკაცი კულტურისტია და ის ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება.

თავად კანცლერი ამ დროს ბაიროითში, მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. კანცლერის წარმომადგენლები გამოძიების დასრულებამდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

მომზადებულია bild.de-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს