"ფორბსმა" ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგი გამოაქვეყნა, ვისი ასაკი 40 წელს არ აღემატება.
დასტინ მოსკოვიჩი
ასაკი: 28 წელი
ქონება: 3.8 მილიარდი დოლარი
მოსკოვიცჩ მარკ ცუკერბერგის ოთახის მეზობელი იყო და ამჟამად "ფეისბუქში" აღარ მუშაობს. არადა თავის დროზე სოცილუარი ქსელის დაარსებაში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი.
ბილ გეიტსისა და უორენ ბაფეტის ინიციატივაში Giving Pledge-ში მონაწილეობს და სამსახურში ველოსიპედით დადის. წელიწადში ერთხელ კარავის თანხლებით Burning Man-ის ფესტივალზე მიემგზავრება.
მარკ ცუკერბერგი
ასაკი: 28 წლის
ქონება: 13.3 მილიარდი დოლარი
მარკ ცუკერბერგი, რომელიც სულ რაღაც 8 დღით უფროსია მოსკოვიჩზე სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.
ალფრედ ფონ ტური უნდ ტაკსისი
ასაკი: 29 წელი
ქონება: 1.5 მილიარდი დოლარი.
ალბერტი ტურნ-ი-ტაკსისის მე-12 თავადია. მის მფლობელობაშია ლუდის ქარხნები, ბანკები, მიწები და ა.შ. ალბერტი მილიარდერი 2001 წელს გახდა, როცა მას 18 წელი შეუსრულდა. მემკვიდრეობით მან უზარმაზარი ქონება და მიწის 30 000 ჰექტარი მიიღო.
ალბერტი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.
სკოტ დუნკანი
ასკი: 30 წელი
ქონება: 5.1 მილიარდი დოლარი
სკოტ დუნკანი Enterprise Products Partners-ის დამფუძნებლის დენ დუნკანის უმცროსი შვილია. დენ დუნკანი 2012 წელს გარდაიცავალა და შვილს მილსადენის იმპერიის ნაწილობრივი კონტროლის პაკეტი დაუტოვა, რომლის ღირებულება 12.4 მილიარდი დოლარია.
ედუარდო სავერინი
ასაკი: 30 წელი
ქონება: 2.2 მილიარდი დოლარი
სავერინი "ფეისბუქის" თანადამფუძნებელი და მარკ ცუკერბერგის ყოფილი მეგობარია. დიდი ხნის იურიდიული დავის შემდეგ მან "ფეისბუქის" აქციების 5 პროცენტი მიიღო. გადასახადებისგან განთავისუფლების მიზნით სავერინმა აშშ-ის მოქალაქეობაზე უარი თქვა. ამჟამად ბრაზილიის მოქალაქე სავერინი სინგაპურში ცხოვრობს.