საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ხუჯაძე - "ჩემი ყოფილი ცოლი ბავშვს არ მანახებს"
დათო ხუჯაძე - "ჩემი ყოფილი ცოლი ბავშვს არ მანახებს"

სა­ქარ­თვე­ლო­დან ბევ­რი ქარ­თვე­ლია გა­დახ­ვე­წი­ლი, მათ შო­რის - ხე­ლო­ვა­ნე­ბიც. ზოგ­მა სი­დუ­ხ­ჭი­რის, ზოგ­მაც პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო ევ­რო­პა­სა თუ რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქს შე­ა­ფა­რა თავი. ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რუბ­რი­კის სტუ­მა­რი პო­ლიტ­დევ­ნი­ლია, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში 2003 წელს ე.წ. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ წა­ვი­და - ეს "აღორ­ძი­ნე­ბის" არ­შემ­დგა­რი დე­პუ­ტა­ტი და­ვით ხუ­ჯა­ძეა. მარ­თა­ლია, ხუ­ჯა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში კრა­ხი გა­ნი­ცა­და, მაგ­რამ რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. მომ­ღე­რა­ლი ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­შიც ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. ამ­ჟა­მად აშშ-ში, და­ლას­შია, სა­დაც ახა­ლი სიმ­ღე­რის კლიპს იღებს.

ხუ­ჯა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­სა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სტუ­დი­ის გახ­სნას გეგ­მავს, რო­მე­ლიც დათო ფორჩხი­ძეს­თან ერ­თად შექ­მნა. სა­ბავ­შვო სტუ­დი­ას "სახე" და­არ­ქვეს. "კვი­რის პა­ლიტ­რა" დათო ხუ­ჯა­ძეს და­ლას­ში და­უ­კავ­შირ­და:

- კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად ვემ­ზა­დე­ბით. სიმ­ღე­რას "Когда ты со мной" ჰქვია. რუ­სულ-ინ­გლი­სუ­რი სიმ­ღე­რაა, კლი­პის გა­და­ღე­ბა კი სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყე­ბა.

- ვინ­მეს ეძღვნე­ბა? ანუ "Она с тобой"?

- კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუ­დი­ას თქვენ და დათო ფორჩხი­ძე ხსნით?

- მე და დათო სა­ბავ­შვო სტუ­დია "სა­ხეს" 16 სექ­ტემ­ბერს გავ­ხსნით. ბავ­შვო­ბას გა­ვიხ­სე­ნებთ.

- ხა­ჩი­ძე რა­ტომ "და­ჩაგ­რეთ", ისიც თქვე­ნი ბავ­შვო­ბა არ იყო?

- პო­ლი­ტი­კა­შია და ამის სურ­ვი­ლი არ გა­მო­უთ­ქვამს, მუ­სი­კა აღარ აინ­ტე­რე­სებს.

- თუ ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ? ტამ­ტა­მებ­ზე ახ­ლაც კარ­გად უკ­რავს...

- დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს, მე აქეთ ვარ, ის - იქით..

- ფორჩხი­ძეც ხომ იქით იყო, მაგ­რამ ბავ­შვო­ბას მა­ინც იხ­სე­ნებთ...

- და­თოს­თან თა­ვი­დან­ვე სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. თან ჩვენ მე­ტად გვიყ­ვარს და გვეს­მის მუ­სი­კა, ვიდ­რე გო­გას.

- იმის თქმა გინ­დათ, რომ ხა­ჩი­ძეს მუ­სი­კი­სა არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა და მის­გან მუ­სი­კო­სი ვერ გა­მო­ვი­და?

- რაც გა­მო­ვი­და, კარ­გად ხე­დავთ. რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დი­ას, ნი­ჭი­ე­რი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შვე­ბის­თვის გვექ­ნე­ბა წე­ლი­წად­ში 10 უფა­სო ად­გი­ლი, რომ­ლის ხარ­ჯებს სტუ­დია და­ფა­რავს. უფუ­ლო­ბის გამო ნიჭი არ უნდა და­ი­კარ­გოს.

- რა ეღი­რე­ბა სტუ­დი­ა­ში სწავ­ლა?

- სა­შუ­ა­ლოდ, თვე­ში 120 ლარი. ამ თან­ხა­ში შევა ვო­კა­ლის, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ი­სა და პლას­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

- სტუ­დია რითი იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- რითი გან­სხვავ­დე­ბი­ან ხუ­ჯა­ძე და ფორჩხი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი მომ­ღერ­ლე­ბის­გან?.. მე შრო­მი­თა და ნი­ჭით მი­ვაღ­წიე წარ­მა­ტე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვებ­საც შე­ვუ­წყობ ხელს. ჩვენ მათ სწორ გზა­ზე და­ვა­ყე­ნებთ... დროა, ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ.

- ფიქ­რობთ, ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში მხო­ლოდ ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რე­ბი დო­მი­ნი­რებს?

- გვინ­და, ის სფე­რო, რო­მელ­საც 10 წელი კლავ­დნენ, გა­მო­ვა­ცო­ცხლოთ.

- ვინ ან რამ გა­ნა­პი­რო­ბა შო­უ­ბიზ­ნე­სის ჩაკ­ვდო­მა?

- სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას არ უნ­დო­და ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი, მას მხო­ლოდ ტუ­რის­ტებ­ზე გათ­ვლი­ლი ტა­კი­მას­ხა­რე­ბი სჭირ­დე­ბო­და.

ხან­ჯლე­ბი, ფა­ფა­ხე­ბი, ტან­ცი-მან­ცი და მეტი არა­ფე­რი. მიშა თა­ვად იყო ყვე­ლაფ­რის შემ­კვე­თი და შემ­ფა­სე­ბე­ლი. მას რაც მოს­წონ­და, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ კარ­გი და ხა­რის­ხი­ა­ნი იყო. კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა, რად­გან არ აინ­ტე­რე­სებ­დათ და არც კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რე­ბი ჰყავ­დათ! 10 წელი ეს სფე­რო ისე­თი უვი­ცი ხალ­ხის ხელ­ში იყო, რომ სას­წრა­ფო წე­სით და­საწ­მენ­დია. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც კი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ სფე­რო­ში და ახლა აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­საც ჩა­მოვ­რჩით?! ნორ­მა­ლუ­რი ვინც იყო, ყვე­ლა გა­იქ­ცა. დღეს ვინ­ღაა მომ­ღე­რა­ლი?

- ნი­ჟა­რა­ძე, სტე­ფა­ნე, ბა­დუ­რაშ­ვი­ლი... რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო?

- რას აკე­თე­ბენ, რო?

- თქვე­ნი გა­გე­ბით, რა არის შო­უ­ბიზ­ნე­სი?

- თუ სა­ნა­ხა­ო­ბა არ გი­ვარ­გა, ვერ გა­ა­კე­თებ ბიზ­ნესს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არც შოუა და არც ბიზ­ნე­სი. შოუს გა­კე­თე­ბა რთუ­ლია და ცოდ­ნას მო­ი­თხოვს... რა­ღა­ცა უმ­ნიშ­ვნე­ლო რომ გა­ა­კე­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში, იმ­ხე­ლა თან­ხას ყრი­ან, იმან ფული რო­გორ­ღა უნდა მო­გი­ტა­ნოს?

- გა­სა­გე­ბია, რომ შო­უ­ბიზ­ნე­სი პო­ლი­ტი­კურ რან­გში იყო აყ­ვა­ნი­ლი, რა­მაც ეს სფე­რო და­ა­სა­მა­რა და "კა­რის მომ­ღერ­ლე­ბი" შექ­მნა, მაგ­რამ ცოტა გე­მოვ­ნე­ბის პრობ­ლე­მაც ხომ არ გვქონ­და?

- გე­მოვ­ნე­ბის პრობ­ლე­მა ქარ­თველს არა­სო­დეს ჰქო­ნია, თუმ­ცა მი­ზან­მი­მარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კამ, მდა­რე პრო­დუქ­ცია ხალ­ხის­თვის მი­სა­ღე­ბი გა­ხა­და!

- დღეს გა­მოს­წორ­და ვი­თა­რე­ბა?

- რო­გორ უნდა გა­მოს­წორ­დეს, როცა ქვე­ყა­ნა­ში მუ­სი­კა­ლუ­რი არხი არ არ­სე­ბობს?! მი­შამ მოს­პო ყვე­ლა­ფე­რი, რაც კულ­ტუ­რას­თან, ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მუ­სი­კას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და. პრინ­ცი­პი იყო, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მარ­ტო პრე­ზი­დენ­ტი და მისი მიმ­დევ­რე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ბავ­შვი რომ გა­გე­ჩე­რე­ბი­ნათ ქუ­ჩა­ში, გე­ტყო­და, მი­ნის­ტრის მე-5 მო­ად­გი­ლე ვინ იყო, მაგ­რამ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ვერც ერთ მსა­ხი­ობს ვერ და­გი­სა­ხე­ლებ­დათ! ამ ყვე­ლაფ­რის შე­მობ­რუ­ნე­ბას დრო სჭირ­დე­ბა.

- მე­ლა­ნო რო­გორ არის? (და­თოს შვი­ლი. - ავტ.)

- სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს.

- ქარ­თუ­ლი ას­წავ­ლე?

- კონ­ტაქ­ტი არა მაქვს.

- რა­ტომ? მახ­სოვს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი აპი­რებ­დი ჩა­მოყ­ვა­ნას?

- ჩემ­მა ყო­ფილ­მა ცოლ­მა ასე გა­და­წყვი­ტა, ბავ­შვს არ მა­ნა­ხებს. მე­ლა­ნო 4 წლის ხდე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, დე­და­ჩემს ჯერ არ უნა­ხავს. მოდი, მოვ­რჩეთ ამა­ზე სა­უ­ბარს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დათო ხუჯაძე - "ჩემი ყოფილი ცოლი ბავშვს არ მანახებს"

დათო ხუჯაძე - "ჩემი ყოფილი ცოლი ბავშვს არ მანახებს"

საქართველოდან ბევრი ქართველია გადახვეწილი, მათ შორის - ხელოვანებიც. ზოგმა სიდუხჭირის, ზოგმაც პოლიტიკური შეხედულებების გამო ევროპასა თუ რუსეთის სხვადასხვა ქალაქს შეაფარა თავი. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი პოლიტდევნილია, რომელიც მოსკოვში 2003 წელს ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ წავიდა - ეს "აღორძინების" არშემდგარი დეპუტატი დავით ხუჯაძეა. მართალია, ხუჯაძემ პოლიტიკაში კრახი განიცადა, მაგრამ რუსულ შოუბიზნესში პოპულარობა მოიპოვა. მომღერალი ევროპასა და ამერიკაშიც ბევრს მოგზაურობს. ამჟამად აშშ-ში, დალასშია, სადაც ახალი სიმღერის კლიპს იღებს.

ხუჯაძე საქართველოში ჩამოსვლასა და უახლოეს მომავალში სტუდიის გახსნას გეგმავს, რომელიც დათო ფორჩხიძესთან ერთად შექმნა. საბავშვო სტუდიას "სახე" დაარქვეს. "კვირის პალიტრა" დათო ხუჯაძეს დალასში დაუკავშირდა:

- კლიპის გადასაღებად ვემზადებით. სიმღერას "Когда ты со мной" ჰქვია. რუსულ-ინგლისური სიმღერაა, კლიპის გადაღება კი სექტემბერში დაიწყება.

- ვინმეს ეძღვნება? ანუ "Она с тобой"?

- კონკრეტულად არავის.

- საქართველოში სტუდიას თქვენ და დათო ფორჩხიძე ხსნით?

- მე და დათო საბავშვო სტუდია "სახეს" 16 სექტემბერს გავხსნით. ბავშვობას გავიხსენებთ.

- ხაჩიძე რატომ "დაჩაგრეთ", ისიც თქვენი ბავშვობა არ იყო?

- პოლიტიკაშია და ამის სურვილი არ გამოუთქვამს, მუსიკა აღარ აინტერესებს.

- თუ ცუდი ურთიერთობა გაქვთ? ტამტამებზე ახლაც კარგად უკრავს...

- დიდი ხანია არ მინახავს, მე აქეთ ვარ, ის - იქით..

- ფორჩხიძეც ხომ იქით იყო, მაგრამ ბავშვობას მაინც იხსენებთ...

- დათოსთან თავიდანვე სხვა ურთიერთობა მქონდა. თან ჩვენ მეტად გვიყვარს და გვესმის მუსიკა, ვიდრე გოგას.

- იმის თქმა გინდათ, რომ ხაჩიძეს მუსიკისა არაფერი გაეგება და მისგან მუსიკოსი ვერ გამოვიდა?

- რაც გამოვიდა, კარგად ხედავთ. რაც შეეხება სტუდიას, ნიჭიერი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გვექნება წელიწადში 10 უფასო ადგილი, რომლის ხარჯებს სტუდია დაფარავს. უფულობის გამო ნიჭი არ უნდა დაიკარგოს.

- რა ეღირება სტუდიაში სწავლა?

- საშუალოდ, თვეში 120 ლარი. ამ თანხაში შევა ვოკალის, ქორეოგრაფიისა და პლასტიკის გაკვეთილები.

- სტუდია რითი იქნება გამორჩეული?

- რითი განსხვავდებიან ხუჯაძე და ფორჩხიძე საქართველოში მცხოვრები მომღერლებისგან?.. მე შრომითა და ნიჭით მივაღწიე წარმატებას და შესაბამისად, ბავშვებსაც შევუწყობ ხელს. ჩვენ მათ სწორ გზაზე დავაყენებთ... დროა, ქალაქური სიმღერებიდან გამოვიდეთ.

- ფიქრობთ, ქართულ შოუბიზნესში მხოლოდ ქალაქური სიმღერები დომინირებს?

- გვინდა, ის სფერო, რომელსაც 10 წელი კლავდნენ, გამოვაცოცხლოთ.

- ვინ ან რამ განაპირობა შოუბიზნესის ჩაკვდომა?

- სააკაშვილის მთავრობას არ უნდოდა ხელოვანი ხალხი, მას მხოლოდ ტურისტებზე გათვლილი ტაკიმასხარები სჭირდებოდა.

ხანჯლები, ფაფახები, ტანცი-მანცი და მეტი არაფერი. მიშა თავად იყო ყველაფრის შემკვეთი და შემფასებელი. მას რაც მოსწონდა, სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი და ხარისხიანი იყო. კულტურის განვითარებისთვის არაფერი გაკეთებულა, რადგან არ აინტერესებდათ და არც კომპეტენტური კადრები ჰყავდათ! 10 წელი ეს სფერო ისეთი უვიცი ხალხის ხელში იყო, რომ სასწრაფო წესით დასაწმენდია. საბჭოთა კავშირის დროსაც კი პირველი ვიყავით, განსაკუთრებით ამ სფეროში და ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ჩამოვრჩით?! ნორმალური ვინც იყო, ყველა გაიქცა. დღეს ვინღაა მომღერალი?

- ნიჟარაძე, სტეფანე, ბადურაშვილი... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

- რას აკეთებენ, რო?

- თქვენი გაგებით, რა არის შოუბიზნესი?

- თუ სანახაობა არ გივარგა, ვერ გააკეთებ ბიზნესს. საქართველოში კი არც შოუა და არც ბიზნესი. შოუს გაკეთება რთულია და ცოდნას მოითხოვს... რაღაცა უმნიშვნელო რომ გააკეთონ საქართველოში, იმხელა თანხას ყრიან, იმან ფული როგორღა უნდა მოგიტანოს?

- გასაგებია, რომ შოუბიზნესი პოლიტიკურ რანგში იყო აყვანილი, რამაც ეს სფერო დაასამარა და "კარის მომღერლები" შექმნა, მაგრამ ცოტა გემოვნების პრობლემაც ხომ არ გვქონდა?

- გემოვნების პრობლემა ქართველს არასოდეს ჰქონია, თუმცა მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, მდარე პროდუქცია ხალხისთვის მისაღები გახადა!

- დღეს გამოსწორდა ვითარება?

- როგორ უნდა გამოსწორდეს, როცა ქვეყანაში მუსიკალური არხი არ არსებობს?! მიშამ მოსპო ყველაფერი, რაც კულტურასთან, ხელოვნებასა და მუსიკასთან ასოცირდებოდა. პრინციპი იყო, რომ ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მარტო პრეზიდენტი და მისი მიმდევრები უნდა ყოფილიყვნენ. ბავშვი რომ გაგეჩერებინათ ქუჩაში, გეტყოდა, მინისტრის მე-5 მოადგილე ვინ იყო, მაგრამ რუსთაველის თეატრის ვერც ერთ მსახიობს ვერ დაგისახელებდათ! ამ ყველაფრის შემობრუნებას დრო სჭირდება.

- მელანო როგორ არის? (დათოს შვილი. - ავტ.)

- სამწუხაროდ, დიდი ხანია არ მინახავს.

- ქართული ასწავლე?

- კონტაქტი არა მაქვს.

- რატომ? მახსოვს, საქართველოშიც კი აპირებდი ჩამოყვანას?

- ჩემმა ყოფილმა ცოლმა ასე გადაწყვიტა, ბავშვს არ მანახებს. მელანო 4 წლის ხდება და სამწუხაროდ, დედაჩემს ჯერ არ უნახავს. მოდი, მოვრჩეთ ამაზე საუბარს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"