პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე..."
"ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე..."

"მა­ინც მა­ჯო­ბეთ და გა­დამ­ძა­ლეთ. ეს მე­რამ­დე­ნედ უკვე... არა­და, სათ­ქმე­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი მაქვს, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, ვის ეტყვი მას და რო­გორ გა­ი­გე­ბენ... მე გირ­ჩევთ, გა­ე­მიჯ­ნოთ იმას, ვინც ამ ქვე­ყა­ნას ან­გრევს და თავს ჟურ­ნა­ლისტს უწო­დებს... ახლა კი ჩემს სათ­ქმელს რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტად დავ­ყოფ და მო­ვი­თხოვ, არც ერთი სი­ტყვა არ შე­მიც­ვა­ლოთ. ლა­პა­რაკს ვე­რა­ვინ მას­წავ­ლის", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას პო­ე­ტი რეზო ამა­შუ­კე­ლი.

- ამას წი­ნათ ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხე მკვლე­ლი, რო­მელ­საც გულ­თან ყვა­ვი­ლი ეკე­თა. ვინ არის, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მკვლე­ლი მკვლე­ლია, გინ­და, გულ­თან გა­უ­კე­თე ყვა­ვი­ლი და გინ­და, გვირ­გვი­ნი და­ად­გი, ან­გე­ლო­ზად ვე­რა­ვინ აქ­ცევს და და­ნა­შა­ულს ვერ გა­მო­ის­ყი­დის.

- რას გუ­ლის­ხმობთ, ყა­ყა­ჩო ეკე­თა?

- ყა­ყა­ჩო არ იყო ის, ყა­ყა­ჩო­სი არა­ფე­რი უგავს იმას... ეს არის ფა­რი­სევ­ლუ­რი თვალ­თმაქ­ცო­ბა. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, აფე­რის­ტე­ბი არი­ან. და­ვა­ნე­ბოთ მა­გათ თავი, თუ კარ­გად ვი­ქე­ნი, მე მო­ვუვ­ლი...

- რას აპი­რებთ?

- მა­გა­საც ვნა­ხავთ... ახლა რა­ღაც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მაქვს და ილო­ცონ მაგ უბე­დუ­რებ­მა, რომ ვერ გა­დავ­რჩე, თო­რემ, ვერც ამე­რი­კა უშ­ვე­ლით და ვერც მა­კ­კე­ი­ნი. მა­გა­თი საქ­მე დამ­თავ­რე­ბუ­ლია. ისი­ნი უნდა წა­ვიდ­ნენ. თუ ასე არ მოხ­და, პირ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბი, ვინც ხალ­ხს ქუ­ჩა­ში გა­მო­იყ­ვანს. ამის პი­რო­ბას გაძ­ლევთ... არ შეგ­ვჭა­მეს ამ კო­ა­ბი­ტა­ცი­ით, არ გვინ­და, ბა­ტო­ნო, მოგ­ვა­შო­რეთ, ნუ გა­დაგ­ვა­ყო­ლეთ! არ უნდა ქარ­თველ ხალ­ხს ეს უბე­დუ­რე­ბა და თუ თა­ვად ძა­ლი­ან უნ­დათ, და­ახ­ვი­ონ და გა­ი­კე­თონ ყუ­რებ­ში, აქე­თაც და იქი­თაც. ეს ერთი, ახლა სხვა სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც მინ­და გე­სა­უბ­როთ, - ამას წი­ნათ ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ვის­მი­ნე ერთი, ვი­თომ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ქალ­ბა­ტო­ნის სა­უ­ბა­რი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს კბენ­და. ვაფრ­თხი­ლებ მას, მეტი აღარ გა­აგ­რძე­ლოს და თა­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ას მი­ხე­დოს მაგ უბე­დურ­მა, თო­რემ, "უმ­წიკ­ვლო" წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ვიცი და ისეთ რა­ღა­ცებს "შე­ვახ­სე­ნებ", პრე­ზი­დენ­ტო­ბა კი არა, ხალ­ხში თავი არ გა­მო­ე­ყო­ფო­დეს...

- ვის გუ­ლის­ხმობთ, ბა­ტო­ნო რეზო?

- მიხ­ვდე­ბა თა­ვად. იცით, რა­ხან ქა­ლია, მა­ინც არ მინ­და, ბო­ლომ­დე გავ­წი­რო და არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, მაგ­რამ თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც იწიკ­ვი­ნებს და მე­ზობ­ლის კურ­დღე­ლი­ვით შე­მო­მახ­ტე­ბა, მერე კი გა­დავ­ხე­დავ მის "ქალ­წუ­ლებ­რივ" და "მო­წა­მე­ობ­რივ" ცხოვ­რე­ბას. ვნა­ხოთ მერე, რო­გორ აპ­რი­ხავს წარ­ბებს და რო­გორ ისა­უბ­რებს და­ყე­ნე­ბუ­ლი ბავ­შვუ­რი ხმით. იმე­დია, თა­ვა­დაც მიხ­ვდე­ბა, ვი­საც ვგუ­ლის­ხმობ. ვე­ლო­დე­ბი ერთი, შე­მო­მე­პა­სუ­ხოს, გა­ვაბრტყე­ლებ მი­წას­თან ისე, რომ ვე­ღა­რას­დროს წა­მოდ­გეს.

- რა­ტომ, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს შს მი­ნის­ტრის გაკ­რი­ტი­კე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს?

- გა­აჩ­ნია ვინ აკ­რი­ტი­კებს და ვის აკ­რი­ტი­კებს. ირაკ­ლი უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭია და თა­ვის საქ­მეს მშვე­ნივ­რად უძღვე­ბა... მე­ო­რე, რა­ზეც მინ­და ვი­ლა­პა­რა­კო, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის თე­მას მინ­და შე­ვე­ხო, სო­კო­ე­ბი­ვით რომ ყო­ველ ჯი­ხურ­ში გა­მოჩ­ნდნენ, ეს გა­რეწ­რე­ბი უსაქ­მურ ყა­ყან­ში იღე­ბენ ფუ­ლებს, მე მა­გათ "მთლად უფ­რო­სე­ბი" და­ვარ­ქვი. ჩიტი თუ გა­დაფ­რინ­და ხი­დან ხეზე, იმ წუთ­ში გა­მოც­ვივ­დე­ბი­ან და ბრიყ­ვუ­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე­ე­ბით და­ი­წყე­ბენ "მსჯე­ლო­ბას", იცით, აი, იმ ად­გი­ლას არას­წო­რად მო­იქ­ნია კუ­დიო. ეს ამე­რი­კუ­ლი ფუ­ლით გა­მა­ძღრე­ბი. ასე და­წე­რეთ ზუს­ტად. სხვა­ზე კარ­გად ვიცი, რომ არ­სე­ბობს სი­ტყვა და­ნაყ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­გათ­ზე გა­მა­ძღრე­ბი ით­ქმის. და­ჯიჯგნეს სა­ქარ­თვე­ლო. არ და­ტო­ვეს არც ერთი სფე­რო და არც ანე­ბე­ბენ თავს. ყვა­ვის ბა­ხა­ლე­ბი­ვით აფ­ჩე­ნენ პირს და არც ერთ მათ­განს კარ­გი არ დას­ცდე­ბა, ქვეყ­ნის­თვის კარ­გი, თო­რემ სხვე­ბის ლან­ძღვა რომ მათი საქ­მეა, ეგ ვი­ცით უკვე. არ გა­მო­უ­ვათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დამ­კვიდ­რე­ბა. ვერ მო­ეს­წრე­ბი­ან მა­გას. ამას წი­ნათ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს ვუს­მენ­დი, სი­ა­მა­ყი­თა და ბედ­ნი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე ვი­ყა­ვი. გუნ­დი­სა და პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბა­მაც რომ მო­მი­წი­ოს, ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას არ და­ვე­თან­ხმე­ბიო, თქვა. გი­ხა­როს მის­მა გამ­ზრდელ­მა... ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი, "ნე­ტფილ­მის" გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას რომ ჰგავს, გა­აფ­თრე­ბუ­ლი იცავს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას. ან მშობ­ლე­ბი არ ჰყავს, ან ბე­ბია-ბა­ბუა ან ნა­თე­სა­ვე­ბი? რო­გორ და რის ფა­სად კად­რუ­ლობს ამის გა­კე­თე­ბას. გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის იმი­ჯის შე­საქ­მნე­ლად შე­იძ­ლე­ბა, ახალ­გაზ­რდამ ყე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თო?.. რა გი­ხა­რი­აო და რა გწყინ­სო, მკი­თხეთ, რა უნდა მი­ხა­რო­დეს, მე­ტყვის ვინ­მე, რომ ჩვენ დღეს თა­ვი­სუფ­ლე­ბი ვართ?..

- არა ვართ თა­ვი­სუ­ფა­ლი?

- ასეთ რა­მე­ებს რომ გვტე­ნის ამე­რი­კა, რო­გორ გა­მოვ­დი­ვართ თა­ვი­სუ­ფა­ლი?.. მე­რამ­დე­ნედ ვთქვა, მე­ზი­ზღე­ბა ამე­რი­კა-მეთ­ქი, არ უნდა მე­ზი­ზღე­ბო­დეს? კაცი კაც­თან დაწ­ვე­სო, გვას­წავ­ლი­ან... სა­ნამ ასე­თი რა­მე­ე­ბის პრო­პა­გან­და იქ­ნე­ბა, ჩვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვერ ვიქ­ნე­ბით.

- ალ­ბათ თვალ­ყურს ადევ­ნებთ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცესს...

- ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ოქ­ტომ­ბერს ვე­ლო­დე­ბი. თუ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს ყვე­ლა­ფე­რი ისე არ გა­და­წყდა, რო­გორც სა­ჭი­როა, რა­საც მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა შევ­წი­რე თავი, ისევ იმას გა­ვაგ­რძე­ლებ. ნუ­რა­ვის ეგო­ნე­ბა, რომ მე მარ­ტო ვარ ასე­თი მო­ტი­ვა­ცი­ით. ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, საკ­მა­რი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი მაქვს იმის­თვის, რომ ერთი და­ვიღ­რი­ა­ლო და ქუდ­ზე კაცი გა­მო­ვიყ­ვა­ნო, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თუ არა, მთე­ლი ქა­ლა­ქი მა­ინც დად­გე­ბა ფეხ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კო­სებს, მათ­გან ზოგი ჩემი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ისე მე­რი­დე­ბა, გე­გო­ნე­ბა, რა­ღაც გა­დამ­დე­ბი სენი შე­მე­ყა­რა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე..."

"ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე..."

"მაინც მაჯობეთ და გადამძალეთ. ეს მერამდენედ უკვე... არადა, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ გააჩნია, ვის ეტყვი მას და როგორ გაიგებენ... მე გირჩევთ, გაემიჯნოთ იმას, ვინც ამ ქვეყანას ანგრევს და თავს ჟურნალისტს უწოდებს... ახლა კი ჩემს სათქმელს რამდენიმე პუნქტად დავყოფ და მოვითხოვ, არც ერთი სიტყვა არ შემიცვალოთ. ლაპარაკს ვერავინ მასწავლის", - ამბობს ჩვენთან საუბრისას პოეტი რეზო ამაშუკელი.

- ამას წინათ ტელევიზიით ვნა­ხე მკვლელი, რომელსაც გულთან ყვავილი ეკეთა. ვინ არის, რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი მკვლელია, გინდა, გულთან გაუკეთე ყვავილი და გინდა, გვირგვინი დაადგი, ანგელოზად ვერავინ აქცევს და დანაშაულს ვერ გამოისყიდის.

- რას გულისხმობთ, ყაყაჩო ეკეთა?

- ყაყაჩო არ იყო ის, ყაყაჩოსი არაფერი უგავს იმას... ეს არის ფარისევლური თვალთმაქცობა. ყველაფერთან ერთად, აფერისტები არიან. დავანებოთ მაგათ თავი, თუ კარგად ვიქენი, მე მოვუვლი...

- რას აპირებთ?

- მაგასაც ვნახავთ... ახლა რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ილოცონ მაგ უბედურებმა, რომ ვერ გადავრჩე, თორემ, ვერც ამერიკა უშველით და ვერც მაკკეინი. მაგათი საქმე დამთავრებულია. ისინი უნდა წავიდნენ. თუ ასე არ მოხდა, პირველი ვიქნები, ვინც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს. ამის პირობას გაძლევთ... არ შეგვჭამეს ამ კოაბიტაციით, არ გვინდა, ბატონო, მოგვაშორეთ, ნუ გადაგვაყოლეთ! არ უნდა ქართველ ხალხს ეს უბედურება და თუ თავად ძალიან უნდათ, დაახვიონ და გაიკეთონ ყურებში, აქეთაც და იქითაც. ეს ერთი, ახლა სხვა საკითხები, რაზეც მინდა გესაუბროთ, - ამას წინათ ტელევიზიით მოვისმინე ერთი, ვითომ საპრეზიდენტო კანდიდატი ქალბატონის საუბარი, ირაკლი ღარიბაშვილს კბენდა. ვაფრთხილებ მას, მეტი აღარ გააგრძელოს და თავის ბიოგრაფიას მიხედოს მაგ უბედურმა, თორემ, "უმწიკვლო" წარსულის შესახებ ყველაფერი ვიცი და ისეთ რაღაცებს "შევახსენებ", პრეზიდენტობა კი არა, ხალხში თავი არ გამოეყოფოდეს...

- ვის გულისხმობთ, ბატონო რეზო?

- მიხვდება თავად. იცით, რახან ქალია, მაინც არ მინდა, ბოლომდე გავწირო და არ დავაკონკრეტებ, მაგრამ თუ მაინცდამაინც იწიკვინებს და მეზობლის კურდღელივით შემომახტება, მერე კი გადავხედავ მის "ქალწულებრივ" და "მოწამეობრივ" ცხოვრებას. ვნახოთ მერე, როგორ აპრიხავს წარბებს და როგორ ისაუბრებს დაყენებული ბავშვური ხმით. იმედია, თავადაც მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ. ველოდები ერთი, შემომეპასუხოს, გავაბრტყელებ მიწასთან ისე, რომ ვეღარასდროს წამოდგეს.

- რატომ, პრეზიდენტობის კან­დიდატს შს მინისტრის გაკრიტიკების უფლება არ აქვს?

- გააჩნია ვინ აკრიტიკებს და ვის აკრიტიკებს. ირაკლი უაღრესად პატიოსანი ბიჭია და თავის საქმეს მშვენივრად უძღვება... მეორე, რაზეც მინდა ვილაპარაკო, არასამთავრობოების თემას მინდა შევეხო, სოკოებივით რომ ყოველ ჯიხურში გამოჩნდნენ, ეს გარეწრები უსაქმურ ყაყანში იღებენ ფულებს, მე მაგათ "მთლად უფროსები" დავარქვი. ჩიტი თუ გადაფრინდა ხიდან ხეზე, იმ წუთში გამოცვივდებიან და ბრიყვულად სერიოზული სახეებით დაიწყებენ "მსჯელობას", იცით, აი, იმ ადგილას არასწორად მოიქნია კუდიო. ეს ამერიკული ფულით გამაძღრები. ასე დაწერეთ ზუსტად. სხვაზე კარგად ვიცი, რომ არსებობს სიტყვა დანაყრებული, მაგრამ მაგათზე გამაძღრები ითქმის. დაჯიჯგნეს საქართველო. არ დატოვეს არც ერთი სფერო და არც ანებებენ თავს. ყვავის ბახალებივით აფჩენენ პირს და არც ერთ მათგანს კარგი არ დასცდება, ქვეყნისთვის კარგი, თორემ სხვების ლანძღვა რომ მათი საქმეა, ეგ ვიცით უკვე. არ გამოუვათ საქართველოში ერთსქესიანი ქორწინების დამკვიდრება. ვერ მოესწრებიან მაგას. ამას წინათ მანანა კობახიძეს ვუსმენდი, სიამაყითა და ბედნიერებით აღსავსე ვიყავი. გუნდისა და პარლამენტის დატოვებამაც რომ მომიწიოს, ერთსქესიანთა ქორწინებას არ დავეთანხმებიო, თქვა. გიხაროს მისმა გამზრდელმა... ერთ-ერთი ჟურნალისტი, "ნეტფილმის" გამოსახულებას რომ ჰგავს, გააფთრებული იცავს ამ ინიციატივას. ან მშობლები არ ჰყავს, ან ბებია-ბაბუა ან ნათესავები? როგორ და რის ფასად კადრულობს ამის გაკეთებას. განსხვავებულობის იმიჯის შესაქმნელად შეიძლება, ახალგაზრდამ ყელაფერი გააკეთო?.. რა გიხარიაო და რა გწყინსო, მკითხეთ, რა უნდა მიხაროდეს, მეტყვის ვინმე, რომ ჩვენ დღეს თავისუფლები ვართ?..

- არა ვართ თავისუფალი?

- ასეთ რამეებს რომ გვტენის ამერიკა, როგორ გამოვდივართ თავისუფალი?.. მერამდენედ ვთქვა, მეზიზღება ამერიკა-მეთქი, არ უნდა მეზიზღებოდეს? კაცი კაცთან დაწვესო, გვასწავლიან... სანამ ასეთი რამეების პროპაგანდა იქნება, ჩვენ თავისუფალი ვერ ვიქნებით.

- ალბათ თვალყურს ადევნებთ ქვეყანაში მიმდინარე სამართლიანობის აღდგენის პროცესს...

- ყველა შემთხვევაში, ოქტომბერს ველოდები. თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაფერი ისე არ გადაწყდა, როგორც საჭიროა, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე თავი, ისევ იმას გავაგრძელებ. ნურავის ეგონება, რომ მე მარტო ვარ ასეთი მოტივაციით. ასაკის მიუხედავად, საკმარისი ადამიანური რესურსი მაქვს იმისთვის, რომ ერთი დავიღრიალო და ქუდზე კაცი გამოვიყვანო, მთელი საქართველო თუ არა, მთელი ქალაქი მაინც დადგება ფეხზე. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მათგან ზოგი ჩემი მეგობარია, მაგრამ მათი უმრავლესობა ისე მერიდება, გეგონება, რაღაც გადამდები სენი შემეყარა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია