მონიკა ბელუჩი და ვინსენ კასელი დაშორდნენ, ამის შესახებ Corriere della Sera წერს. მონიკას წარმომადგენლებმა წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.
რა გახდა ვარსკვლავების დაშორების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. თავად მსახიობებს ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ. ასევე, უცნობია უკვე შეიტანა თუ არა წყვილმა განქორწინებაზე განცხადება. ბელუჩი ამჟამად სერბეთში იმყოფება. მას რეჟისორი ემირ კუსტურიცა ფილმში იღებს.
ბელუჩიმ და კასელმა ერთმანეთი 1990-იან წლებში გაიცნეს. 1999 წელს მსახიობებმა იქორწინეს. მათ ორი ქალიშვილი - დევა და ლეონი ჰყავთ.
მომზადებულია Corriere della Sera-ს მიხედვით.