მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება
დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება

თავი და­ვიმ­შვი­დოთ...

...ევ­რო­ტურ­ნი­რებ­ზე ქარ­თუ­ლი გუნ­დის ნე­ბის­მი­ე­რი მარ­ცხი სა­წყე­ნია, მით უფრო, არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე 0:5-ით წა­გე­ბა, მაგ­რამ, მოდი, გუ­ლახ­დი­ლად ვთქვათ - 22 აგ­ვის­ტოს "დი­ნა­მო-არე­ნა­ზე" შეკ­რე­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქო­მა­გი იმედ­გაც­რუ­ე­ბას­თან ერ­თად, ალ­ბათ, მე­ტო­ქი­თაც დატ­კბე­ბო­და!

კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნად შორს ვართ იმ "საქ­მის­გან", რა­საც... ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში ჰქვია. უფრო ზუს­ტად, თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურ­თის­გან ვართ შორს და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნეც რამ­დე­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ინ­გლი­სურ პრე­მი­ერ­ლი­გას, ამა­ზე ხომ სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია!

...უც­ნა­უ­რი მატ­ჩი გა­მოდ­გა, - თა­მა­ში წუ­თე­ბის და­წყე­ბუ­ლი იყო, რომ მა­შინ­ვე ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა მე­ტო­ქე­თა შო­რის კლას­ში სხვა­ო­ბა. გუ­ლახ­დი­ლად ვამ­ბობთ: ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მისტ ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარ­საც არ ექ­ნე­ბო­და იმე­დი, "დი­ნა­მო" რომ შეძ­ლებ­და და "ტო­ტე­ნ­ჰემს" მეტ-ნაკ­ლე­ბად ღირ­სე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევ­და.

კარ­გად და­უკ­ვირ­დით: "ღირ­სე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ზეა" ლა­პა­რა­კი და არა - ჩვენ­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბა­ზე. არა­და, ერთი შე­ხედ­ვით, მას­პინ­ძლებს და­სა­კარ­გი რა უნდა ჰქო­ნო­დათ: "ტო­ტე­ნ­ჰე­მის" და­მარ­ცხე­ბას ხომ არა­ვინ ითხოვ­და!

მაგ­რამ მე­ტო­ქე­თა შო­რის კლას­ში აშ­კა­რა­ზე მეტი სხვა­ო­ბა რომ იყო, ამა­ზე მე­ტად სხვა რამ გვე­წყი­ნა: ერთი-ორი დი­ნა­მო­ე­ლის გარ­და, მას­პინ­ძელ ფეხ­ბურ­თელ­თა თით­ქმის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ კა­პი­ტუ­ლა­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, მატ­ჩის პირ­ველ­სა­ვე წუ­თებ­ზე გა­მო­ა­ცხა­და!

აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ უამ­რავ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ წუნ­ზე, ზო­გი­ერ­თი დი­ნა­მო­ე­ლის აშ­კა­რად არა­სა­სურ­ველ კონ­დი­ცი­ებ­ში ყოფ­ნა­ზე, არა­ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ტრშე­ტე­ვებ­სა თუ კი­დევ ბევრ სხვა უამ­რავ სა­ფეხ­ბურ­თო კომ­პო­ნენტზე, ყვე­ლა­ფერ­ზე, რი­თაც ჩა­მოვ­რჩე­ბო­დით სა­ხე­ლო­ვან მე­ტო­ქეს.

რა თქმა უნდა, ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებთ სა­ში­ნაო მატჩში ხუთ­ბურ­თი­ა­ნი სხვა­ო­ბით წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩის მერე რა­ი­მე გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის ძებ­ნა­სა თუ ჩა­მოთ­ვლას, მაგ­რამ იმით ხომ მა­ინც შეგ­ვიძ­ლია თავი "და­ვიმ­შვი­დოთ", რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის გუნდთან წა­ვა­გეთ, პრე­მი­ერ­ლი­გის მომ­დევ­ნო ტუ­რის წინ მშვე­ნი­ე­რი სპა­რინ­გი რომ ჩა­ა­ტა­რა...

ტკბო­ბა... მე­ტო­ქით!

აა­რონ ლე­ნო­ნი, ჯერ­მე­ინ დეფო, იან ვერ­ტონ­გე­ნი, - "ტო­ტე­ნ­ჰემს" თბი­ლის­ში სამი ლი­დე­რი აკ­ლდა. ამას და­ვუ­მა­ტოთ ამ გუნ­დის აწ უკვე ყო­ფი­ლი უპი­რო­ბო ლი­დე­რის, გა­რეთ ბე­ი­ლის არ­ყოფ­ნა, თუმ­ცა ინ­გლი­სურ გრან­დს სუ­ლაც არ ეტყო­ბო­და, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით თა­მა­შობ­და!

თა­ნაც, ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სიც: ქარ­თუ­ლი გუნ­დე­ბის მწვრთნე­ლებს ხში­რად უყ­ვართ ხოლ­მე ერთი "ფრთი­ა­ნი ფრა­ზის" თქმა: "კლუბ­ში ბევ­რი ახალ­წვე­უ­ლი მყავს და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შე­თა­მა­შე­ბა­საც გარ­კვე­უ­ლი დრო ხომ სჭირ­დე­ბაო!"

არა­და, "ტო­ტე­ნ­ჰე­მის" ძი­რი­თად­ში 22 აგ­ვის­ტოს 4 ახალ­წვე­უ­ლი (თა­უნ­სენ­დი, კაპუ, პა­უ­ლი­ნიო, სოლ­და­დო) ვი­ხი­ლეთ, ერ­თიც შეც­ვლა­ზე შე­მო­ვი­და (შად­ლი), ასე­ვე შეც­ვლა­ზე შე­მო­სულ ორ ახალ­გაზ­რდას (კე­რო­ლი, კე­ი­ნი) კი ოფი­ცი­ა­ლურ მატ­ჩებ­ში თა­მა­ში იშ­ვი­ათ­ზე-იშ­ვი­ა­თად უწევს!

თუმ­ცა "ტო­ტე­ნ­ჰემ­მა" ისე ითა­მა­შა, გე­გო­ნე­ბო­დათ, ამ შე­მად­გენ­ლო­ბით უკვე წლე­ბია ას­პა­რე­ზობს! თა­ნაც, სტუ­მარ­თა ახალ­გაზ­რდა და ერ­თობ გო­ნი­ერ მწვრთნელს, ან­დრე ვი­ლაშ-ბო­აშს მშვე­ნი­ე­რი სპა­რინ­გიც გა­მო­უ­ვი­და პრე­მი­ერ­ლი­გის მომ­დევ­ნო ტუ­რის წინ...

...ჩვენ­მა მე­ტო­ქემ ამ სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი კვი­რას, 18 აგ­ვის­ტოს ჩა­ა­ტა­რა. იმის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ვარ­ჯი­ში თბი­ლის­ში, 21 აგ­ვის­ტოს ჰქონ­და, 22-ში კი, ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე­დაც წა­ი­ვარ­ჯი­შა და ახლა უკვე კვი­რის მატ­ჩი­სათ­ვის ("სო­უნ­სის­თან") მო­ემ­ზა­დე­ბა.

თა­ნაც, ხში­რად გვი­ნა­ხავს, ამა თუ იმ მწვრთნელს თა­ვი­სი შე­გირ­დე­ბი­სათ­ვის ვარ­ჯიშ­ზე ქან­ცი რომ გა­უძ­რია, მაგ­რამ თბი­ლის­ში "ტო­ტე­ნ­ჰემს" ერ­თობ "სა­ხა­ლი­სო" სპა­რინ­გი ჰქონ­და და ამ გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­თა თით­ქმის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ (რაღა თქმა უნდა, მე­კა­რე უგო ლო­რი­სის გარ­და) სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ალ­ბათ, 25 პრო­ცენ­ტი თუ გა­მო­ავ­ლი­ნა.

მი­ზე­ზი? მეტი არც იყო სა­ჭი­რო და იმი­ტომ! უბ­რა­ლოდ, მარ­ჯვე­ნა გა­რე­მარ­ბი ენდი თა­უნ­სენ­დი (გოლი და ორი სა­გო­ლე პასი რომ მი­ით­ვა­ლა) სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად "ზედ­მე­ტად" აქ­ტი­უ­რობ­და, რა­მე­თუ "ტო­ტე­ნ­ჰემ­ში" იჯა­რის მერე დაბ­რუ­ნე­ბულს სურ­და და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ თა­ვის სა­ხე­ლო­ვან კონ­კუ­რენტს აა­რონ ლე­ნონს ბევ­რით არაფ­რით ჩა­მორ­ჩე­ბო­და...

ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო სტუ­მარ­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­ტე­ვე­ბის ხილ­ვა! მარ­ჯვნი­დან, მარ­ცხნი­დან, სიღ­რმი­დან, - არც ერთი ზედ­მე­ტი მოძ­რა­ო­ბა და არც ერთი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი კომ­ბი­ნა­ცია! აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ ბურ­თის ოს­ტა­ტუ­რად "ამო­ტა­ნა­სა" თუ "ერთი შე­ხე­ბით" თა­მაშ­ზე: სტუ­მარ­თა ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი ჩვე­ნი­ა­ნებ­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად სწრა­ფად აზ­როვ­ნებ­და და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­ტე­ვე­ბი­თაც ხომ, სა­ერ­თოდ, თავ­გზა აგ­ვიბ­ნი­ეს!

იხი­ლეთ ვრცლად

იხი­ლეთ ვი­დეო

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება

დინამო-ტოტენჰემი 0:5 - სხვა განზომილება

თავი დავიმშვიდოთ...

...ევროტურნირებზე ქართული გუნდის ნებისმიერი მარცხი საწყენია, მით უფრო, არავის სიამოვნებს საკუთარ მოედანზე 0:5-ით წაგება, მაგრამ, მოდი, გულახდილად ვთქვათ - 22 აგვისტოს "დინამო-არენაზე" შეკრებილი ქართველი ქომაგი იმედგაცრუებასთან ერთად, ალბათ, მეტოქითაც დატკბებოდა!

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად შორს ვართ იმ "საქმისგან", რასაც... ფეხბურთის თამაში ჰქვია. უფრო ზუსტად, თანამედროვე ფეხბურთისგან ვართ შორს და საქართველოს ჩემპიონატის დონეც რამდენად ჩამორჩება ინგლისურ პრემიერლიგას, ამაზე ხომ საუბარიც ზედმეტია!

...უცნაური მატჩი გამოდგა, - თამაში წუთების დაწყებული იყო, რომ მაშინვე ნათლად გამოჩნდა მეტოქეთა შორის კლასში სხვაობა. გულახდილად ვამბობთ: ალბათ, ყველაზე ოპტიმისტ ქართველ გულშემატკივარსაც არ ექნებოდა იმედი, "დინამო" რომ შეძლებდა და "ტოტენჰემს" მეტ-ნაკლებად ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა.

კარგად დაუკვირდით: "ღირსეულ წინააღმდეგობაზეა" ლაპარაკი და არა - ჩვენთვის მეტ-ნაკლებად სასურველი შედეგის ჩვენებაზე. არადა, ერთი შეხედვით, მასპინძლებს დასაკარგი რა უნდა ჰქონოდათ: "ტოტენჰემის" დამარცხებას ხომ არავინ ითხოვდა!

მაგრამ მეტოქეთა შორის კლასში აშკარაზე მეტი სხვაობა რომ იყო, ამაზე მეტად სხვა რამ გვეწყინა: ერთი-ორი დინამოელის გარდა, მასპინძელ ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ კაპიტულაცია, ფაქტობრივად, მატჩის პირველსავე წუთებზე გამოაცხადა!

აღარაფერს ვამბობთ უამრავ ინდივიდუალურ წუნზე, ზოგიერთი დინამოელის აშკარად არასასურველ კონდიციებში ყოფნაზე, არაორგანიზებულ კონტრშეტევებსა თუ კიდევ ბევრ სხვა უამრავ საფეხბურთო კომპონენტზე, ყველაფერზე, რითაც ჩამოვრჩებოდით სახელოვან მეტოქეს.

რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებთ საშინაო მატჩში ხუთბურთიანი სხვაობით წაგებული მატჩის მერე რაიმე გასამართლებელი მიზეზების ძებნასა თუ ჩამოთვლას, მაგრამ იმით ხომ მაინც შეგვიძლია თავი "დავიმშვიდოთ", რომ ძალიან, ძალიან მაღალი დონის გუნდთან წავაგეთ, პრემიერლიგის მომდევნო ტურის წინ მშვენიერი სპარინგი რომ ჩაატარა...

ტკბობა... მეტოქით!

აარონ ლენონი, ჯერმეინ დეფო, იან ვერტონგენი, - "ტოტენჰემს" თბილისში სამი ლიდერი აკლდა. ამას დავუმატოთ ამ გუნდის აწ უკვე ყოფილი უპირობო ლიდერის, გარეთ ბეილის არყოფნა, თუმცა ინგლისურ გრანდს სულაც არ ეტყობოდა, რომ, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა!

თანაც, ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსიც: ქართული გუნდების მწვრთნელებს ხშირად უყვართ ხოლმე ერთი "ფრთიანი ფრაზის" თქმა: "კლუბში ბევრი ახალწვეული მყავს და ფეხბურთელების შეთამაშებასაც გარკვეული დრო ხომ სჭირდებაო!"

არადა, "ტოტენჰემის" ძირითადში 22 აგვისტოს 4 ახალწვეული (თაუნსენდი, კაპუ, პაულინიო, სოლდადო) ვიხილეთ, ერთიც შეცვლაზე შემოვიდა (შადლი), ასევე შეცვლაზე შემოსულ ორ ახალგაზრდას (კეროლი, კეინი) კი ოფიციალურ მატჩებში თამაში იშვიათზე-იშვიათად უწევს!

თუმცა "ტოტენჰემმა" ისე ითამაშა, გეგონებოდათ, ამ შემადგენლობით უკვე წლებია ასპარეზობს! თანაც, სტუმართა ახალგაზრდა და ერთობ გონიერ მწვრთნელს, ანდრე ვილაშ-ბოაშს მშვენიერი სპარინგიც გამოუვიდა პრემიერლიგის მომდევნო ტურის წინ...

...ჩვენმა მეტოქემ ამ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი კვირას, 18 აგვისტოს ჩაატარა. იმის შემდეგ პირველი ვარჯიში თბილისში, 21 აგვისტოს ჰქონდა, 22-ში კი, ჩვენდა სამწუხაროდ, მეორედაც წაივარჯიშა და ახლა უკვე კვირის მატჩისათვის ("სოუნსისთან") მოემზადება.

თანაც, ხშირად გვინახავს, ამა თუ იმ მწვრთნელს თავისი შეგირდებისათვის ვარჯიშზე ქანცი რომ გაუძრია, მაგრამ თბილისში "ტოტენჰემს" ერთობ "სახალისო" სპარინგი ჰქონდა და ამ გუნდის ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (რაღა თქმა უნდა, მეკარე უგო ლორისის გარდა) საკუთარი შესაძლებლობების, ალბათ, 25 პროცენტი თუ გამოავლინა.

მიზეზი? მეტი არც იყო საჭირო და იმიტომ! უბრალოდ, მარჯვენა გარემარბი ენდი თაუნსენდი (გოლი და ორი საგოლე პასი რომ მიითვალა) სხვებისგან გამორჩეულად "ზედმეტად" აქტიურობდა, რამეთუ "ტოტენჰემში" იჯარის მერე დაბრუნებულს სურდა დაემტკიცებინა, რომ თავის სახელოვან კონკურენტს აარონ ლენონს ბევრით არაფრით ჩამორჩებოდა...

ერთი სიამოვნება იყო სტუმართა მრავალფეროვანი შეტევების ხილვა! მარჯვნიდან, მარცხნიდან, სიღრმიდან, - არც ერთი ზედმეტი მოძრაობა და არც ერთი გაუაზრებელი კომბინაცია! აღარაფერს ვამბობთ ბურთის ოსტატურად "ამოტანასა" თუ "ერთი შეხებით" თამაშზე: სტუმართა ყველა ფეხბურთელი ჩვენიანებთან შედარებით ბევრად სწრაფად აზროვნებდა და მრავალფეროვანი შეტევებითაც ხომ, საერთოდ, თავგზა აგვიბნიეს!

იხილეთ ვრცლად

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია