მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანუკი არეშიძე - "კახას არაფერზე ვაწუხებ"
ანუკი არეშიძე - "კახას არაფერზე ვაწუხებ"

ერ­თობ­ლი­ვი ბრენ­დი "ანუ­კი & ბი­ჭო­ლა" და­ი­შა­ლა და ამ ფაქტს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა... ანუ­კის თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დრო­უ­ლი იყო - ის ახლა მარ­ტო მუ­შა­ობს და რო­მე­ლი­მე სხვა დი­ზა­ი­ნე­რით ბი­ჭო­ლას ჩა­ნაც­ვლე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ამ­ბობს, რომ საქ­მის მარ­ტო კე­თე­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს. ანუ­კის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­ლექ­ცია უკვე შერ­ჩე­უ­ლი და შეკ­ვე­თი­ლია, თბი­ლი­სე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მას ნო­ემ­ბერ­ში იხი­ლავს...

- ანუ­კი, ახა­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნას აპი­რებთ. რა ეტაპ­ზე ხართ? რით იქ­ნე­ბა თქვე­ნი კო­ლექ­ცია გა­მორ­ჩე­უ­ლი და რას ელით ამ პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი­სა­გან?

- კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ვამ­თავ­რე, კი­ე­ვის­თვის შე­იქ­მნა. ეს არ არის runway-ს კო­ლექ­ცია, პრეტ-ა-პორ­ტე, pre-collezione ჰქვია. პირ­ვე­ლი ხა­ზია, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი კო­ლექ­ცი­ის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნე­ბას - თბი­ლის­სა და კი­ევ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­თე­ბა, რად­გან თა­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ვგრძნობ დიდ მო­ლო­დინს. გარ­და ამი­სა, ბუ­ნებ­რი­ვია, მეც დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­ლექ­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი ნა­მუ­შევ­რე­ბით იყოს დატ­ვირ­თუ­ლი. ვფიქ­რობ, უკვე ნო­ემ­ბერ­ში ქარ­თველ და უკ­რა­ი­ნელ მა­ყუ­რე­ბელს ჩემი პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა. მუ­შა­ო­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი მაქვს, თემა - შერ­ჩე­უ­ლი; შერ­ჩე­უ­ლი და შეკ­ვე­თი­ლია ასე­ვე ქსო­ვი­ლე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვით ვმუ­შა­ობ. ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ დღეს ძალ­ზე რთუ­ლია, ამ სფე­რო­ში ახა­ლი სი­ტყვა თქვა, თუმ­ცა ვნა­ხოთ...

- გარ­და ჩვე­ნე­ბი­სა, რა გეგ­მე­ბი გაქვთ უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის­თვის?

- უახ­ლო­ეს და მნიშ­ვნე­ლო­ვან გეგ­მებ­ში კი­ე­ვის მა­ღა­ზი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი შეც­ვლა შე­დის. პირ­ვე­ლად, როცა ეს მა­ღა­ზია გა­იხ­სნა, ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც იყ­ვნენ. ზო­გი­ერთს თა­ვი­სი სამ­კა­უ­ლიც ჰქონ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მემ ხა­რის­ხი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი მეთ­ქვა. სექ­ტემ­ბრი­დან ახა­ლი სტი­ლით ვი­მუ­შა­ვებთ. დი­რექ­ტო­რად ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა მყავს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რი იყო. აქ მხო­ლოდ ჩემი ბრენ­დის რე­ა­ლი­ზე­ბა არ ხდე­ბა - ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით ბევრ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერს ვუდ­გა­ვარ მხარ­ში და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, როცა მყიდ­ველს ამა თუ იმ დი­ზა­ი­ნე­რის ნა­მუ­შე­ვა­რი მოს­წონს. თა­ნაც, ახლა ყვე­ლა ცდი­ლობს, ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი­დან ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლებ­ზე გა­და­ვი­დეს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც Anoukiconceptstore მაქ­სი­მა­ლუ­რად აძ­ლევს...

- ზა­ფხულს რო­გორ ატა­რებთ?

- ზა­ფხუ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი თბი­ლის­ში, სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში გა­ვა­ტა­რე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნებს ვეხ­მა­რე­ბი. ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს­თან ერ­თად, პა­ტა­რა სა­ღა­მო გავ­მარ­თეთ, მერე კი კო­ლექ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. მო­ვა­ხერ­ხე და 2 კვი­რით ოჯახ­თან ერ­თად ქო­ბუ­ლეთ­ში ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, ენერ­გია აღ­ვიდ­გი­ნე. სექ­ტემ­ბრი­დან კვლავ გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით მუ­შა­ო­ბა მო­მი­წევს.

- ამ­ჟა­მა­დაც ის­ვე­ნებთ?

- ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ვის­ვე­ნებ, რად­გან, რო­გორც გი­თხა­რით, სექ­ტემ­ბრი­დან და­ძა­ბულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა მე­ლის. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა, ოჯა­ხი ჩემ­თვის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად რჩე­ბა. რო­გო­რი დაღ­ლი­ლიც უნდა ვიყო, ბავ­შვებ­თან ყო­ველ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ თავს, ენერ­გი­ით მავ­სე­ბენ.

- რა შე­გიძ­ლი­ათ მი­თხრათ ბი­ჭო­ლა თეთ­რა­ძი­სა და თქვე­ნი ბრენ­დის გან­ცალ­კე­ვე­ბის შე­სა­ხებ? სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გაჩ­ნდა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მის ად­გილს სხვა დი­ზა­ი­ნე­რი და­ი­კა­ვებს...

- დიახ, ვნა­ხე, ეწე­რა, თით­ქოს ჩემ გვერ­დით სხვა დი­ზა­ი­ნე­რი გაჩ­ნდა. ეს ტყუ­ი­ლია. ბი­ჭო­ლას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს! ჩემ­თვის ეს თემა ივ­ნის­ში და­ი­ხუ­რა - მა­შინ, როცა ერ­თობ­ლი­ვი ბრენ­დის დაშ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. ვფიქ­რობ, ბრენ­დის დაშ­ლა დრო­უ­ლი იყო: აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა ასეთ სფე­რო­ში საქ­მეს ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს. მინ­და, ეს თემა თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ი­ხუ­როს. ანუ­კის გვერ­დით აღარ ეყო­ლე­ბა არც ბი­ჭო­ლა, არც ვინ­მე სხვა დი­ზა­ი­ნე­რი. ვმუ­შა­ობ მარ­ტო, რაც ძა­ლი­ან მომ­წონს და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს.

- საქ­მი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ბრძან­დე­ბით, ლა­მა­ზი ოჯა­ხით. დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა გი­ჭირთ თუ სა­ა­მი­სოდ უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გაქვთ თქვე­ნე­უ­ლი ხერ­ხი?

- დღის რე­ჟიმს დი­ლი­დან "ვა­ლა­გებ", ყვე­ლაფ­რის­თვის დრო­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი. ვცდი­ლობ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა სხვა საქ­მე მო­ვას­წრო, რომ სა­ღა­მოს მუ­შა­ო­ბა­ში ხელი არ შე­მე­შა­ლოს.

- რა როლი აქვს მე­უღ­ლეს თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ში? რამ­დე­ნად გი­წყობთ ხელს, რომ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა სრუ­ლად მო­ახ­დი­ნოთ?

- კა­ხას არა­ფერ­ზე ვა­წუ­ხებ, მხო­ლოდ მუ­შა­ო­ბის შე­დეგს ვუჩ­ვე­ნებ და ვე­კი­თხე­ბი, თუ მოს­წონს. მას იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, ვცდი­ლობ, მსგავ­სი თე­მე­ბით ხელი არ შე­ვუ­შა­ლო, ზედ­მე­ტად არ შე­ვა­წუ­ხო. კა­ხას ფაქ­ტო­რი მა­ინც არის ალ­ბათ, თუმ­ცა, ვინც უნდა იყოს შენი მე­უღ­ლე, თუ არა­ფე­რი გა­მოგ­დის, გვერ­დით ვე­რა­ვის ყოფ­ნა ვერ გიშ­ვე­ლის... კი­ევ­ში იმ­დე­ნად აღარ მოქ­მე­დებს კა­ხას ფაქ­ტო­რი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ, მისი "ჩრდი­ლი" რომ ყვე­ლა საქ­მე­ში ჩა­მო­ვი­შო­რო (იცი­ნის)...

- არა­სო­დეს გი­ნა­ნი­ათ, მე­უღ­ლის თხოვ­ნით, მო­დე­ლო­ბას რომ თავი და­ა­ნე­ბეთ?

- სი­მარ­თლეს გე­ტყვით - არა­სო­დეს მი­ნა­ნია. მო­დე­ლო­ბი­სას ურ­თუ­ლე­სი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი მქონ­და - დი­ლის 8 სა­ა­თი­დან გა­რეთ ვი­ყა­ვი; შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მუმ 2 სა­ა­თით თუ ვა­ხერ­ხებ­დით ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვას... ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, სწავ­ლა და­ვი­წყე და დღეს იმ საქ­მეს ვა­კე­თებ, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს და მთე­ლი არ­სე­ბით მიყ­ვარს. მთა­ვა­რიც ეს არის - ის საქ­მე ვა­კე­თოთ, რაც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს...

- ქველ­მოქ­მე­დე­ბას კვლავ აპი­რებთ?

- დიახ, აუ­ცი­ლებ­ლად. წინ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გვე­ლის, იმე­დია, ღვთის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­ვა...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთი ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტად იქე­ცით, კერ­ძოდ - რუ­სუ­ლის ცოდ­ნა და­გი­წუ­ნათ...

- ჩემი მხრი­დან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა იმ ქალ­ბა­ტო­ნის აზ­რზე, რო­მე­ლიც მგო­ნი, დე­და­ჩემ­ზე უფ­რო­სია, ვფიქ­რობ, არ იქ­ნე­ბა კო­რექ­ტუ­ლი. აქვს უფ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი აზრი ჰქონ­დეს და ეს აზრი გა­მო­ხა­ტოს კი­დეც. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს რუ­სულს: პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ - სწავ­ლის პრო­ცეს­ში ვარ და ბუ­ნებ­რი­ვია, მალე უკე­თე­სად ვი­სა­უბ­რებ. უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­ხე­ბი­დან ხში­რად მაქვს მიწ­ვე­ვა და ვცდი­ლობ, გა­მარ­თუ­ლად ვი­სა­უბ­რო, თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ - ჯერ­ჯე­რო­ბით მი­ჭირს "იდე­ა­ლუ­რად" სა­უ­ბა­რი. რუ­სუ­ლი არ არის ჩემი ენა და სი­ტყვე­ბის გა­მოთ­ქმაც სა­სა­ცი­ლოდ გა­მომ­დის (იცი­ნის)... მინ­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ვამ­შვი­დო: რუ­სულს კვლა­ვაც ვსწავ­ლობ და პროგ­რე­სიც მაქვს. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, თუ მხო­ლოდ ჩემი რუ­სუ­ლის ცოდ­ნის დონე აქვთ სა­ნერ­ვი­უ­ლო...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

ანუკი არეშიძე - "კახას არაფერზე ვაწუხებ"

ანუკი არეშიძე - "კახას არაფერზე ვაწუხებ"

ერთობლივი ბრენდი "ანუკი & ბიჭოლა" დაიშალა და ამ ფაქტს ინტერნეტსივრცეში, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა... ანუკის თქმით, ეს გადაწყვეტილება დროული იყო - ის ახლა მარტო მუშაობს და რომელიმე სხვა დიზაინერით ბიჭოლას ჩანაცვლებას კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ საქმის მარტო კეთება დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ანუკის დამოუკიდებელი კოლექცია უკვე შერჩეული და შეკვეთილია, თბილისელი და უკრაინელი მაყურებელი მას ნოემბერში იხილავს...

- ანუკი, ახალი დამოუკიდებელი კოლექციის შექმნას აპირებთ. რა ეტაპზე ხართ? რით იქნება თქვენი კოლექცია გამორჩეული და რას ელით ამ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯისაგან?

- კოლექცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დავამთავრე, კიევისთვის შეიქმნა. ეს არ არის runway-ს კოლექცია, პრეტ-ა-პორტე, pre-collezione ჰქვია. პირველი ხაზია, საჩვენებელი კოლექციისგან საკმაოდ განსხვავებული. რაც შეეხება ჩვენებას - თბილისსა და კიევშიც აუცილებლად გაიმართება, რადგან თავად საზოგადოებისგან ვგრძნობ დიდ მოლოდინს. გარდა ამისა, ბუნებრივია, მეც დიდი სურვილი მაქვს, პირველი დამოუკიდებელი კოლექცია მაქსიმალურად წარმატებული და ძლიერი ნამუშევრებით იყოს დატვირთული. ვფიქრობ, უკვე ნოემბერში ქართველ და უკრაინელ მაყურებელს ჩემი პირველი კოლექციის ნახვის საშუალება ექნება. მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს, თემა - შერჩეული; შერჩეული და შეკვეთილია ასევე ქსოვილები. მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობ. ვაცნობიერებ, რომ დღეს ძალზე რთულია, ამ სფეროში ახალი სიტყვა თქვა, თუმცა ვნახოთ...

- გარდა ჩვენებისა, რა გეგმები გაქვთ უახლოესი პერიოდისთვის?

- უახლოეს და მნიშვნელოვან გეგმებში კიევის მაღაზიის მაქსიმალური შეცვლა შედის. პირველად, როცა ეს მაღაზია გაიხსნა, ქართველ დიზაინერებთან ერთად უკრაინელებიც იყვნენ. ზოგიერთს თავისი სამკაულიც ჰქონდა, თუმცა რამდენიმემ ხარისხი ვერ დააკმაყოფილა და იძულებული ვიყავი, მათთან თანამშრომლობაზე უარი მეთქვა. სექტემბრიდან ახალი სტილით ვიმუშავებთ. დირექტორად ძალიან კარგი გოგონა მყავს, რომელიც საკმაოდ წარმატებული მაღაზიების მთავარი მენეჯერი იყო. აქ მხოლოდ ჩემი ბრენდის რეალიზება არ ხდება - ჩემი საქმიანობით ბევრ ქართველ დიზაინერს ვუდგავარ მხარში და ძალიან მიხარია, როცა მყიდველს ამა თუ იმ დიზაინერის ნამუშევარი მოსწონს. თანაც, ახლა ყველა ცდილობს, ცნობილი ბრენდებიდან ნაკლებად ცნობილებზე გადავიდეს და განსხვავებული იყოს, რის საშუალებასაც Anoukiconceptstore მაქსიმალურად აძლევს...

- ზაფხულს როგორ ატარებთ?

- ზაფხულის უმეტესი ნაწილი თბილისში, სამუშაო რეჟიმში გავატარე. მოგეხსენებათ, ონკოლოგიური პრობლემების მქონე ქალბატონებს ვეხმარები. ივლისის შუა რიცხვებში აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, პატარა საღამო გავმართეთ, მერე კი კოლექციაზე მუშაობით ვიყავი დაკავებული. მოვახერხე და 2 კვირით ოჯახთან ერთად ქობულეთში ვიყავი წასული, ენერგია აღვიდგინე. სექტემბრიდან კვლავ გადატვირთული გრაფიკით მუშაობა მომიწევს.

- ამჟამადაც ისვენებთ?

- ამჟამად მხოლოდ ვისვენებ, რადგან, როგორც გითხარით, სექტემბრიდან დაძაბულ რეჟიმში მუშაობა მელის. მიუხედავად ჩემი საქმიანობისა, ოჯახი ჩემთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ბავშვებთან ყოველთვის არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს, ენერგიით მავსებენ.

- რა შეგიძლიათ მითხრათ ბიჭოლა თეთრაძისა და თქვენი ბრენდის განცალკევების შესახებ? სოციალურ ქსელებში ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა. იმასაც ამბობენ, რომ მის ადგილს სხვა დიზაინერი დაიკავებს...

- დიახ, ვნახე, ეწერა, თითქოს ჩემ გვერდით სხვა დიზაინერი გაჩნდა. ეს ტყუილია. ბიჭოლას თავისი ცხოვრება აქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოს! ჩემთვის ეს თემა ივნისში დაიხურა - მაშინ, როცა ერთობლივი ბრენდის დაშლის გადაწყვეტილება მივიღეთ. ვფიქრობ, ბრენდის დაშლა დროული იყო: აზრთა სხვადასხვაობა ასეთ სფეროში საქმეს ძალიან ართულებს. მინდა, ეს თემა თქვენი ჟურნალის საშუალებით დაიხუროს. ანუკის გვერდით აღარ ეყოლება არც ბიჭოლა, არც ვინმე სხვა დიზაინერი. ვმუშაობ მარტო, რაც ძალიან მომწონს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

- საქმიანი ქალბატონი ბრძანდებით, ლამაზი ოჯახით. დროის განაწილება გიჭირთ თუ საამისოდ უკვე შემუშავებული გაქვთ თქვენეული ხერხი?

- დღის რეჟიმს დილიდან "ვალაგებ", ყველაფრისთვის დროის გარკვეული ნაწილი მაქვს გამოყოფილი. ვცდილობ, დღის განმავლობაში ყველა სხვა საქმე მოვასწრო, რომ საღამოს მუშაობაში ხელი არ შემეშალოს.

- რა როლი აქვს მეუღლეს თქვენს წარმატებაში? რამდენად გიწყობთ ხელს, რომ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება სრულად მოახდინოთ?

- კახას არაფერზე ვაწუხებ, მხოლოდ მუშაობის შედეგს ვუჩვენებ და ვეკითხები, თუ მოსწონს. მას იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვს, ვცდილობ, მსგავსი თემებით ხელი არ შევუშალო, ზედმეტად არ შევაწუხო. კახას ფაქტორი მაინც არის ალბათ, თუმცა, ვინც უნდა იყოს შენი მეუღლე, თუ არაფერი გამოგდის, გვერდით ვერავის ყოფნა ვერ გიშველის... კიევში იმდენად აღარ მოქმედებს კახას ფაქტორი. მაქსიმალურად ვცდილობ, ძალიან ბევრს ვმუშაობ, მისი "ჩრდილი" რომ ყველა საქმეში ჩამოვიშორო (იცინის)...

- არასოდეს გინანიათ, მეუღლის თხოვნით, მოდელობას რომ თავი დაანებეთ?

- სიმართლეს გეტყვით - არასოდეს მინანია. მოდელობისას ურთულესი სამუშაო გრაფიკი მქონდა - დილის 8 საათიდან გარეთ ვიყავი; შეყვარებულობის პერიოდში მაქსიმუმ 2 საათით თუ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას... ყველაფერს თავისი დრო აქვს. სამაგიეროდ, სწავლა დავიწყე და დღეს იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მომწონს და მთელი არსებით მიყვარს. მთავარიც ეს არის - ის საქმე ვაკეთოთ, რაც ძალიან გვიყვარს...

- ქველმოქმედებას კვლავ აპირებთ?

- დიახ, აუცილებლად. წინ მნიშვნელოვანი პროექტები გველის, იმედია, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვა...

- სოციალურ ქსელში ერთი ცნობილი ქალბატონის კრიტიკის ობიექტად იქეცით, კერძოდ - რუსულის ცოდნა დაგიწუნათ...

- ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება იმ ქალბატონის აზრზე, რომელიც მგონი, დედაჩემზე უფროსია, ვფიქრობ, არ იქნება კორექტული. აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს და ეს აზრი გამოხატოს კიდეც. რაც შეეხება ჩემს რუსულს: პრობლემას ვერ ვხედავ - სწავლის პროცესში ვარ და ბუნებრივია, მალე უკეთესად ვისაუბრებ. უკრაინული არხებიდან ხშირად მაქვს მიწვევა და ვცდილობ, გამართულად ვისაუბრო, თუმცა ვაღიარებ - ჯერჯერობით მიჭირს "იდეალურად" საუბარი. რუსული არ არის ჩემი ენა და სიტყვების გამოთქმაც სასაცილოდ გამომდის (იცინის)... მინდა, ეს ადამიანები დავამშვიდო: რუსულს კვლავაც ვსწავლობ და პროგრესიც მაქვს. ძალიან მიხარია, თუ მხოლოდ ჩემი რუსულის ცოდნის დონე აქვთ სანერვიულო...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია