საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანდიდატების მთავარი საარჩევნო მესიჯები
კანდიდატების მთავარი საარჩევნო მესიჯები

საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის ნა­წი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხვდე­ბა და აქ­ტი­ურ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს. სპე­ცი­ლის­ტე­ბის აზ­რით, მათი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მე­სი­ჯე­ბი ძი­რი­თა­დად სა­გა­რეო ორი­ენ­ტირ­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ეთ­მო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მე­ბი კი ნაკ­ლე­ბად ჩანს.

რამ­დე­ნი­მე დღეა, რე­გი­ო­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რობს "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე და ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დაშ­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხელ­მოწრებს აგ­რო­ვებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რჩე­უ­ლი გი­ორ­გი მარ­გევ­ლაშ­ვი­ლიც რა­ი­ო­ნებს აქ­ტი­უ­რად სტუმ­რობს და ძი­რი­თა­დად მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის ცხრათ­ვი­ან ან­გა­რიშს აბა­რებს.

მო­სახ­ლე­ო­ბა­სა­თან შეხ­ვედ­რებს მარ­თავს "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და პი­რო­ბას დებს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას აღად­გენს. უკვე რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნი შე­მო­ი­ა­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად და­უს­რუ­ლე­ბელ პრო­ექ­ტებ­სა და სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის წარ­სულ შეც­დო­მებ­ზე სა­უბ­რობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი იმ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის მე­სი­ჯებს აფა­სებს, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აქ­ტი­ურ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ე­ბენ.

"გა­მოვ­ყოფ­დი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მე­სიჯს, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა სხვა კან­დი­და­ტე­ბი­სა­გან. ფაქ­ტობ­რი­ვად ჯერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­აჟ­ღე­რა, რომ არ უნდა მო­ე­ლო­დეთ პრე­ზი­დენ­ტის­გან შე­უძ­ლე­ბელს, ის იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი. სამი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც არც ისე გა­და­უ­ლა­ხა­ვი და მი­უღ­წე­ვე­ლია.

"მი­ზა­ნი იყო, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას არ ჰქო­ნო­და დიდი მო­ლო­დი­ნი. არ­ჩევ­ნე­ბის წინ ყო­ველ­თვის არის ხოლ­მე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი ლი­დე­რი ძა­ლის მი­მართ, იგი­ვე მოხ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შემ­თხვე­ვა­შიც. შემ­დეგ ამომ­რჩევ­ლის ამ მო­ლო­დი­ნის მარ­თვა ძა­ლი­ან უჭირს გა­მარ­ჯვე­ბულ პარ­ტი­ას თუ კან­დი­დატს. თუმ­ცა მსგავ­სი სა­ხის მე­სი­ჯი შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი წრის­თვის იყოს მი­სა­ღე­ბი, მაგ­რამ მა­სის­თვის - ნაკ­ლე­ბად", - უთხრა პირ­მი­საშ­ვილ­მა "რე­ზო­ნანსს".

"მასა უფრო აგ­რე­სი­ულ მე­სი­ჯებს ელო­დე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ასე­თი აქ­ცენ­ტე­ბი აქვს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს, ის აცხა­დებს, რომ ნამ­დვი­ლად აღად­გენს სა­მარ­თლი­ნო­ბას. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო რე­ფორ­მე­ბი, რაც არ არის ისე­თი სწრა­ფი, რო­გორ­საც ელოდ­ნენ.

"ისი­ნი ელო­დე­ბოდ­ნენ რა­დი­კა­ლიზმს, და­კა­ვე­ბებს და ა.შ. ანუ ეს მე­სი­ჯი ბურ­ჯა­ნა­ძის­თვის კარ­გად მუ­შა­ობს. რაც უფრო მეტ აგ­რე­სი­ას ჩა­დებ მე­სი­ჯში, გარ­კვე­ულ­წი­ლად მუ­შა­ობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ოღონდ მოკ­ლე­ვა­დი­ან რე­ჟიმ­ში. სა­არ­ჩევ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყო­ველ­თვის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მე­სი­ჯე­ბია მომ­გე­ბი­ა­ნი.

"გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე აქ­ცენტს ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა­ზე აკე­თებს. ვფიქ­რობ, ნაკ­ლე­ბად პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი თე­მაა მე­სი­ჯად ქცე­ვის­თვის, თუმ­ცა ის იმ გზას არ უხ­ვევს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტია ქვია. მო­წო­დე­ბა გან­კუთ­ვნი­ლია იმ სეგ­მენ­ტი­სათ­ვის, ვინც ფიქ­რობს, რომ რე­ლი­გი­ას და ჩვენს თვითმყო­ფა­დო­ბას დაც­ვა სჭირ­დე­ბა.

"წრეც სწო­რად აქვს შერ­ჩე­უ­ლი, ძი­რი­თა­დად რე­გი­ო­ნებ­ში ხვდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად მგო­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. თარ­გა­მა­ძის უფრო გლო­ბა­ლუ­რი ხედ­ვა იქ­ნე­ბო­და სა­ინ­ტერ­სო შიდა და სა­გა­რეო ორი­ენ­ტი­რებ­ზე, ვიდ­რე ერთ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი. შე­იძ­ლე­ბა ის იმ ტენ­დენ­ცი­ის­კე­ნაც წა­ვი­დეს, რომ რამ­დე­ნი­მე თემა აი­ღოს ერ­თად და შემ­დეგ შე­ა­ჯა­მოს. ესეც პი­ა­რის გარ­კვე­უ­ლი მე­თო­დია, რო­მელ­საც თან­მიმ­დევ­რულ სტრა­ტე­გი­ას ვე­ძა­ხით.

"რაც შე­ე­ხე­ბა და­ვით ბაქ­რა­ძეს, ვფიქ­რობ, კამ­პა­ნი­ას სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში აწარ­მო­ებს. ჯერ ძი­რი­თა­დად თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­შია და სხვა­დახ­ვა პრო­ექ­ტე­ბის კრი­ტი­კი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­მოკ­ვე­თი­ლი მე­სი­ჯი არ აქვს. მისი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ალ­ბათ ეს არის", - დას­ძენს პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კან­დი­და­ტე­ბი ამ ეტაპ­ზე ერ­თმა­ნე­თის პროგ­რა­მებს აკ­ვირ­დე­ბი­ან და უფრო მკვეთრ ლო­ზუნ­გებს სა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­აჟ­ღე­რე­ბენ.

"და­ტესტვის რე­ჟი­მია და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც პო­ლი­ტი­კუ­რა­დაა მი­ნე­ლე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ერ­თფე­რო­ვა­ნია ყვე­ლა­ფე­რი და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა. რო­გორც ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე, ჩვენს შემ­თხვე­ვა­შიც, ყვე­ლა კან­დი­და­ტი კამ­პა­ნი­ის ბოლო პე­რი­ოდ­ში ცდი­ლობსხოლ­მე რა­ღაც რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას. ამომ­რჩვე­ლიც მი­ეჩ­ვია ამას.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მებს, ძი­რი­თა­დად ელო­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ვინ გა­მო­აქ­ვეყ­ნებს პირ­ვე­ლად რომ შემ­დეგ გა­აკ­რი­ტი­კონ. ზო­გა­დად ეს არ არის კარ­გი ტენ­დენ­ცია. სხვა­თა შო­რის, ჩვენ­თან ასე­ვე არ ხდე­ბა კან­დი­და­ტე­ბის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თა, რას აკე­თე­ბენ, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ და ა.შ. ეს ძა­ლი­ან კარ­გად მოქ­მე­დებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე და ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი თუ იქ­ნე­ბა წარ­მო­ჩენ­ლი, და­ეხ­მა­რე­ბა თი­თო­ე­ულ კან­დი­დატს", - გან­მარ­ტავს ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბილ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტებს ორ ძი­რი­თად ჯგუ­ფად ყოფს.

"პი­რო­ბი­თად შეძ­ლე­ბა ორ დიდი ჯგუ­ფად და­ი­ყოს საპ­რე­ზი­ენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი. ერთ მხა­რეს არი­ან უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი და მათ­ვე აქვთ სა­მარ­თლი­ნო­ბის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შეძ­ლო სა­მარ­თლი­ნო­ბის აღ­დგე­ნა და უსუ­სუ­რია - ესეც ამ ჯგუ­ფის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­სი­ჯია და მიზ­ნობ­რივ ჯგუფ­ზე მუ­შა­ო­ბენ. ამ ჯგუფ­ში მო­ვი­აზ­რებ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს, კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის, აკა­კი ასა­თი­ანს, ამა­ვე ჯგუფ­ში უნდა მო­ექ­ცეს ალ­ბათ შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი.

"ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ან­ტა­გო­ნიზ­მზე, რომ და­სავ­ლე­თი და და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან. ამ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი რათ­ქმა­უნ­და ხმას ერ­თმა­ნეთს გა­უ­ყო­ფენ და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ძი­რი­თა­დი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ისი­ნი არი­ან.

"რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ჯგუფს, აქ უნდა გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ბაქ­რა­ძე, თარ­გა­მა­ძე და ხა­რა­ტიშ­ვი­ლი, თუკი ის კენ­ჭს იყ­რის. მათი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ნი­შა­ნი სწო­რედ და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია, თუმ­ცა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნა­დაც ის წარ­მო­ად­გენს დღე­ვან­დელ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდს, სა­გა­რეო კურ­სი ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით იშ­ლე­ბა - რო­გორც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა, ასე­ვე დას­ვლეთ­თან ტრა­დი­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი სამი კან­დი­და­ტი მკვეთ­რად და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­საა.

"ხმე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც ალ­ბათ ეს სამი კან­დი­და­ტი წა­არ­თმევს ერ­თმა­ნეთს ხმებს. თარ­გა­მა­ძე ალ­ბათ ასე­ვე ხმებს პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბა­საც წა­არ­თმევს, იმი­ტომ რომ მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი და სა­არ­ჩევ­ნო მი­ზა­ნი დიდ­წი­ლად თან­ხმდე­ბა მე­ო­რე ჯგუ­ფის მე­სი­ჯებს, რად­გან ტრა­დი­ცი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა", - ამ­ბობს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში.

"ერ­თგვა­რად წვრილ კონ­კუ­რენ­ტე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა ხა­რა­ტიშ­ვი­ლი­სა და ბაქ­რა­ძის წყვი­ლი. ხა­რა­ტიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის ავ­ტო­რად თა­ნაბ­რად შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დათო ბაქ­რა­ძის ჯგუფ­თან სა­კუ­თარ მო­მა­ვალს ვერ ხე­დავს, და წინა პლან­ზე წა­მო­წია ხა­რა­ტიშ­ვი­ლის ფი­გუ­რა. ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ხა­რა­ტიშ­ვი­ლის შე­საძ­ლო კან­დი­და­ტო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც აწყობ­დეს, თუკი ის დათო ბაქ­რა­ძეს გა­უ­ყოფს ხმებს.

"ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი, ყვე­ლა წინა არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ჩემ­თვის არის ის, რომ ძი­რი­თა­დი ბრძო­ლა წავა მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის და შემ­დეგ ამ მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი პო­ლიტ­კუ­რი ფი­გუ­რის გარ­შე­მო მოხ­დე­ბა და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის გა­დაჯ­გუ­ფე­ბა, ან პი­რი­ქით, მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ კი­დევ ერთი პო­ლიტ­კუ­რი ფლან­გი ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა.

"კი­დევ ერთი უც­ნა­უ­რი რამ ახა­სი­ა­თებს ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას. სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ლო­ზუნ­გე­ბის ფონ­ზე სა­დღაც უკა­ნა პლან­ზე გა­და­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი ძა­ლი­ან მძი­მე რჩე­ბა, ეს თემა ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის, რო­გორც ყვე­ლა სხვა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას", - დას­ძენს ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე.

თამ­თა ვირ­სა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კანდიდატების მთავარი საარჩევნო მესიჯები

კანდიდატების მთავარი საარჩევნო მესიჯები

საპრეზიდენტო კანდიდატების ნაწილი მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და აქტიურ კამპანიას აწარმოებს. სპეცილისტების აზრით, მათი წინასაარჩევნო მესიჯები ძირითადად საგარეო ორიენტირსა და ტრადიციული ღირებულებების დაცვას ეთმობა, სოციალური თემები კი ნაკლებად ჩანს.

რამდენიმე დღეა, რეგიონებში მოგზაურობს "ქრისტიან-დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე და ერთსქესიანი ქორწინების დაშვების წინააღმდეგ ხელმოწრებს აგროვებს.

"ქართული ოცნების" რჩეული გიორგი მარგევლაშვილიც რაიონებს აქტიურად სტუმრობს და ძირითადად მთავრობის მუშაობის ცხრათვიან ანგარიშს აბარებს.

მოსახლეობასათან შეხვედრებს მართავს "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატი ნინო ბურჯანაძე და პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს. უკვე რამდენიმე რეგიონი შემოიარა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ძირითადად დაუსრულებელ პროექტებსა და საკუთარი პარტიის წარსულ შეცდომებზე საუბრობს. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი იმ საპრეზიდენტო კანდიდატების მესიჯებს აფასებს, რომლებიც მოსახლეობაში აქტიურ კამპანიას აწარმოებენ.

"გამოვყოფდი მარგველაშვილის მესიჯს, რომელიც განსხვავდება სხვა კანდიდატებისაგან. ფაქტობრივად ჯერ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, რომ არ უნდა მოელოდეთ პრეზიდენტისგან შეუძლებელს, ის იქნება ჩვეულებრივი ადამიანი. სამი ძირითადი მიმართულება დაასახელა, რომელიც არც ისე გადაულახავი და მიუღწეველია.

"მიზანი იყო, რომ მოსახლეობას არ ჰქონოდა დიდი მოლოდინი. არჩევნების წინ ყოველთვის არის ხოლმე გადაჭარბებული მოლოდინი ლიდერი ძალის მიმართ, იგივე მოხდა "ქართული ოცნების" შემთხვევაშიც. შემდეგ ამომრჩევლის ამ მოლოდინის მართვა ძალიან უჭირს გამარჯვებულ პარტიას თუ კანდიდატს. თუმცა მსგავსი სახის მესიჯი შეიძლება გარკვეული წრისთვის იყოს მისაღები, მაგრამ მასისთვის - ნაკლებად", - უთხრა პირმისაშვილმა "რეზონანსს".

"მასა უფრო აგრესიულ მესიჯებს ელოდება რადიკალური ცვლილებების შესახებ. ასეთი აქცენტები აქვს ნინო ბურჯანაძეს, ის აცხადებს, რომ ნამდვილად აღადგენს სამართლინობას. არსებობს გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც თვლიან, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო რეფორმები, რაც არ არის ისეთი სწრაფი, როგორსაც ელოდნენ.

"ისინი ელოდებოდნენ რადიკალიზმს, დაკავებებს და ა.შ. ანუ ეს მესიჯი ბურჯანაძისთვის კარგად მუშაობს. რაც უფრო მეტ აგრესიას ჩადებ მესიჯში, გარკვეულწილად მუშაობს საზოგადოებაზე, ოღონდ მოკლევადიან რეჟიმში. საარჩევნო სიტუაციაში ყოველთვის მოკლევადიანი მესიჯებია მომგებიანი.

"გიორგი თარგამაძე აქცენტს ერთსქესიანი ქორწინების მიუღებლობაზე აკეთებს. ვფიქრობ, ნაკლებად პრიორიტეტული თემაა მესიჯად ქცევისთვის, თუმცა ის იმ გზას არ უხვევს, რასაც ქრისტიანული დემოკრატია ქვია. მოწოდება განკუთვნილია იმ სეგმენტისათვის, ვინც ფიქრობს, რომ რელიგიას და ჩვენს თვითმყოფადობას დაცვა სჭირდება.

"წრეც სწორად აქვს შერჩეული, ძირითადად რეგიონებში ხვდება მოსახლეობას, თუმცა ნაკლებად მგონია, რომ ეს ყველაფერი ეფექტური იქნება. თარგამაძის უფრო გლობალური ხედვა იქნებოდა საინტერსო შიდა და საგარეო ორიენტირებზე, ვიდრე ერთ კონკრეტულ საკითხზე საუბარი. შეიძლება ის იმ ტენდენციისკენაც წავიდეს, რომ რამდენიმე თემა აიღოს ერთად და შემდეგ შეაჯამოს. ესეც პიარის გარკვეული მეთოდია, რომელსაც თანმიმდევრულ სტრატეგიას ვეძახით.

"რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, ვფიქრობ, კამპანიას სატესტო რეჟიმში აწარმოებს. ჯერ ძირითადად თავის მართლების პოზიციაშია და სხვადახვა პროექტების კრიტიკითაა დაკავებული, გამოკვეთილი მესიჯი არ აქვს. მისი მთავარი პრობლემა ალბათ ეს არის", - დასძენს პიარის სპეციალისტი.

მისივე განმარტებით, კანდიდატები ამ ეტაპზე ერთმანეთის პროგრამებს აკვირდებიან და უფრო მკვეთრ ლოზუნგებს საფხულის სეზონის დასრულების შემდეგ გააჟღერებენ.

"დატესტვის რეჟიმია და საზოგადოებაც პოლიტიკურადაა მინელებული. ძალიან ერთფეროვანია ყველაფერი და დიფერენცირების საშუალებას არ იძლევა. როგორც ყველა არჩევნებზე, ჩვენს შემთხვევაშიც, ყველა კანდიდატი კამპანიის ბოლო პერიოდში ცდილობსხოლმე რაღაც რადიკალური ცვლილებების შეტანას. ამომრჩველიც მიეჩვია ამას.

"რაც შეეხება საარჩევნო პროგრამებს, ძირითადად ელოდებიან ერთმანეთს, ვინ გამოაქვეყნებს პირველად რომ შემდეგ გააკრიტიკონ. ზოგადად ეს არ არის კარგი ტენდენცია. სხვათა შორის, ჩვენთან ასევე არ ხდება კანდიდატების პიროვნული მახასიათებლების გამოკვეთა, რას აკეთებენ, როგორ მუშაობენ და ა.შ. ეს ძალიან კარგად მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და ეს მიმართულებები თუ იქნება წარმოჩენლი, დაეხმარება თითოეულ კანდიდატს", - განმარტავს ელდარ პირმისაშვილი.

დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებისათვის ცნობილ პრეზიდენტობის კანდიდატებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფს.

"პირობითად შეძლება ორ დიდი ჯგუფად დაიყოს საპრეზიენტო კანდიდატები. ერთ მხარეს არიან უფრო ტრადიციული ღირებულებების დამცველები და მათვე აქვთ სამართლინობის აღდგენის მოთხოვნა. ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართლინობის აღდგენა და უსუსურია - ესეც ამ ჯგუფის დამახასიათებელი მესიჯია და მიზნობრივ ჯგუფზე მუშაობენ. ამ ჯგუფში მოვიაზრებ ნინო ბურჯანაძეს, კობა დავითაშვილის, აკაკი ასათიანს, ამავე ჯგუფში უნდა მოექცეს ალბათ შალვა ნათელაშვილი.

"ისინი მუშაობენ ანტაგონიზმზე, რომ დასავლეთი და დასავლური ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ტრადიციულ ღირებულებებთან. ამ ჯგუფის წევრები რათქმაუნდა ხმას ერთმანეთს გაუყოფენ და ნინო ბურჯანაძის ძირითადი კონკურენტები ისინი არიან.

"რაც შეეხება მეორე ჯგუფს, აქ უნდა გავაერთიანოთ მარგველაშვილი, ბაქრაძე, თარგამაძე და ხარატიშვილი, თუკი ის კენჭს იყრის. მათი გამაერთიანებელი ნიშანი სწორედ დასავლური ღირებულებებია, თუმცა მარგველაშვილის შემთხვევაში, რამდენადაც ის წარმოადგენს დღევანდელ სახელისუფლებო გუნდს, საგარეო კურსი ორივე მიმართულებით იშლება - როგორც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ასევე დასვლეთთან ტრადიციული ურთიერთობის გაღრმავება. დანარჩენი სამი კანდიდატი მკვეთრად დასავლური ორიენტაციისაა.

"ხმების თვალსაზრისითაც ალბათ ეს სამი კანდიდატი წაართმევს ერთმანეთს ხმებს. თარგამაძე ალბათ ასევე ხმებს პირველი ჯგუფის წარმომადგენლებასაც წაართმევს, იმიტომ რომ მიზნობრივი ჯგუფი და საარჩევნო მიზანი დიდწილად თანხმდება მეორე ჯგუფის მესიჯებს, რადგან ტრადიციულ ღირებულებებს ეხება", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" საუბარში.

"ერთგვარად წვრილ კონკურენტებად წარმოგვიდგება ხარატიშვილისა და ბაქრაძის წყვილი. ხარატიშვილის პოლიტიკაში წასვლის ავტორად თანაბრად შეიძლება ვივარაუდოთ, როგორც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დათო ბაქრაძის ჯგუფთან საკუთარ მომავალს ვერ ხედავს, და წინა პლანზე წამოწია ხარატიშვილის ფიგურა. ასევე წარმატებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხარატიშვილის შესაძლო კანდიდატობა ხელისუფლებასაც აწყობდეს, თუკი ის დათო ბაქრაძეს გაუყოფს ხმებს.

"ამ საარჩევნო კამპანიის მთავარი განმასხვავებელი, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, ჩემთვის არის ის, რომ ძირითადი ბრძოლა წავა მეორე ადგილისთვის და შემდეგ ამ მეორე ადგილზე გასული პოლიტკური ფიგურის გარშემო მოხდება დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფება, ან პირიქით, მის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი პოლიტკური ფლანგი ჩამოყალიბდება.

"კიდევ ერთი უცნაური რამ ახასიათებს ამ საარჩევნო კამპანიას. სოციალური თემატიკა სამართლიანობის აღდგენისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის ლოზუნგების ფონზე სადღაც უკანა პლანზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და სოციალური ფონი ძალიან მძიმე რჩება, ეს თემა ისეთი აქტუალური არ არის, როგორც ყველა სხვა წინასაარჩევნო კამპანიისას", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა