მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზაჰესი და ასევე ყველა ჰესი საფრთხეშია"
"ზაჰესი და ასევე ყველა ჰესი საფრთხეშია"

ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გამო ატე­ხი­ლი ხმა­უ­რი მხო­ლოდ დრო­ე­ბით მი­წყნარ­და, - მო­სახ­ლე­ო­ბის ზრდა სა­ქარ­თვე­ლო­საც, ისე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ოს, ალ­ბათ მა­ინც აი­ძუ­ლებს, ენერ­გე­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდას. თუმ­ცა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, თუკი მშე­ნებ­ლო­ბის ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი ზუს­ტად გათ­ვლი­ლი არ იქნა, ჰე­სე­ბის ნაჩ­ქა­რე­ვი აგე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან სი­ცო­ცხლის­თვის უდი­დეს რისკს შე­ი­ცავს.

- წყლის სტი­ქია უეჭ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლია მა­შინ, როცა მას არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ხელი ეხე­ბა! თით­ქოს­და "უწყი­ნარ" ზა­ჰეს­საც რამ­დენ­ჯერ­მე ჰქო­ნია "შან­სი", ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა! ამ ამ­ბე­ბის შემ­სწრე ყო­ფილ­მა ენერ­გე­ტი­კოს­მა ვლა­დი­მერ ნა­ი­რაშ­ვილ­მა ზა­ჰე­სის არ­ხი­სა­კენ წაგ­ვიყ­ვა­ნა (მტკვარ-არაგ­ვის შე­ერ­თე­ბუ­ლი წყა­ლი სწო­რედ ამ არ­ხით მი­ე­წო­დე­ბა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურს).

ვლა­დი­მერ ნა­ი­რაშ­ვი­ლი: - ზა­ჰეს­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად ერ­თსა და იმა­ვე სიზ­მარს ვხე­დავ­დი: სა­ში­ნე­ლი დელ­გმაა, წვი­მას ცა და მიწა მი­აქვს, კაშ­ხალ­თან ვდგა­ვარ და აბო­ბოქ­რე­ბულ მო­რევს ჩავ­ყუ­რებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ჯე­ბი­რე­ბი წყალს აჩე­რებს, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ ასე დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა. უცებ აქა­ფე­ბულ­მა წყალ­მა აი­წია, კაშ­ხალს და­ეძ­გე­რა და გა­და­უ­ა­რა. ტალ­ღე­ბი 7 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლი­საა, წამ­ში 2000 კუ­ბუ­რი მეტ­რი წყა­ლი მიღ­მუ­ის და პირ­ვე­ლად ზა­ჰე­სის და­სახ­ლე­ბას უნდა გა­და­უ­ა­როს, მერე კი თბი­ლი­სის­კენ წა­ვი­დეს. მან­ქა­ნით მივ­ქრი­ვარ და გამ­წა­რე­ბუ­ლი ვყვი­რი, - ხალ­ხო, გო­რა­ზე გა­ი­ქე­ცით, თავს უშ­ვე­ლეთ-მეთ­ქი. ქუ­ჩებ­ში პა­ნი­კაა, ზოგს ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავს აღ­მარ­თე­ბის­კენ, ზოგს - მო­ხუ­ცე­ბი. ჩემს მძი­ნა­რე პა­ტა­რა დის­შვილს ხელ­ში ვი­ტა­ცებ, დებს და დე­დას ვაღ­ვი­ძებ და მან­ქა­ნი­სა­კენ მი­ვარ­ბე­ნი­ნებ. უცებ მე­ზობ­ლის მო­ხუ­ცი ქალი მორ­ბის, ხე­ლე­ბი უკან­კა­ლებს და მე­ვედ­რე­ბა, - შვი­ლო, მე სი­ცო­ცხლე არ მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემი ინ­ვა­ლი­დი შვი­ლი ჩას­ვი მან­ქა­ნა­ში და წა­იყ­ვა­ნეო. ახლა დებს ვუყ­ვი­რი, - მან­ქა­ნი­დან გად­მო­დით, თქვენ სირ­ბი­ლი შე­გიძ­ლი­ათ, ამას კი არა-მეთ­ქი და ინ­ვა­ლიდს მან­ქა­ნა­ში ვსვამ. მერე მან­ქა­ნას ვქო­ქავ. არ იქო­ქე­ბა... ამ დროს ტალ­ღაც გვე­წე­ვა! მეღ­ვი­ძე­ბა... ოფლში ვცუ­რავ. ტანი ისე მაქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი, თით­ქოს მთე­ლი დღე ბე­ტონს ვუ­რევ­დი...

ეს სიზ­მა­რი რამ­დენ­ჯერ­მე კი­ნა­ღამ ამი­ცხად­და... ახ­ლაც რომ აცხად­დეს, არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, - მხო­ლოდ ზა­ჰე­სი კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ჰესი გა­უ­მარ­თა­ვად მუ­შა­ობს. ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბიც გა­უთ­ვლე­ლად და­ი­წყეს. ვეჭ­ვობ, რო­მე­ლი­მე სა­ი­მე­დო იყოს. ოზურ­გეთ­ში, ბახ­ვჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უკვე მი­ლი­ო­ნე­ბია და­ხარ­ჯუ­ლი და შარ­შან ერთი სად­გუ­რი მთლი­ა­ნად მე­წყერ­მა შთან­თქა. მე­გო­ნა, ამა­ზე მთე­ლი ქვე­ყა­ნა ალა­პა­რაკ­დე­ბო­და, მაგ­რამ...

- ბრძა­ნეთ, სა­ში­ნე­ლი სიზ­მა­რი კი­ნა­ღამ ამიხ­დაო. რო­გორ?!

- 1987 წლის ზა­ფხუ­ლი იყო. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი შე­ბინ­დე­ბი­სას მტკვარ­ზე ჩა­ვე­დით სა­თევ­ზა­ოდ. ბადე ჩა­ვაგ­დეთ წყა-ლში და დი­ლამ­დე თევ­ზის მოს­ვლას და­ვე­ლო­დეთ. ჩემი მე­გო­ბა­რი მან­ქა­ნა­ში დარ­ჩა. მე კი ნავ­ში ჩა­მე­ძი­ნა. მა­ლე­ვე გა­მეღ­ვი­ძა, ნა­პირ­ზე გა­და­ვე­დი და მაღ­ლობ­ზე ავე­დი წა­მო­სა­წო­ლად. ამ დროს წყლის ღმუ­ი­ლი მო­მეს­მა. უცებ 3-მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღა და­ვი­ნა­ხე. წინ უზარ­მა­ზარ ხე­ებს მო­ა­ქა­ნებ­და. მივ­ხვდი, რომ გა­დავ­რჩი, - სულ რამ­დე­ნი­მე წა­მის წინ წყლი­დან რომ არ ამოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ტალ­ღა ხე­ე­ბით გამ­ჭყლეტ­და და მერე და­მახ­რჩობ­და. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ სა­დღაც მთა­ში წვიმს, ადი­დე­ბუ­ლი წყა­ლი მოგ­ვა­წყდა-მეთ­ქი და მან­ქა­ნი­სა­კენ გი­ჟი­ვით გა­ვი­ქე­ცი, - კაშხლი­სა­კენ გავ­ვარ­დი, იქ მო­მუ­შა­ვე­ე­ბის­თვის ეს ამ­ბა­ვი რომ შე­მე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა და კაშხლის ფა­რე­ბი აგ­ვე­წია - ამ დროს წყლის უზარ­მა­ზა­რი მო­რე­ვი ნელ-ნელა გა­ი­წო­ვე­ბო­და, ეს რომ არა, წყა­ლი კაშ­ხალს გა­და­ან­გრევ­და და ჩემი სიზ­მა­რიც გა­ცხად­დე­ბო­და...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ზაჰესი და ასევე ყველა ჰესი საფრთხეშია"

"ზაჰესი და ასევე ყველა ჰესი საფრთხეშია"

ჰესების მშენებლობის გამო ატეხილი ხმაური მხოლოდ დროებით მიწყნარდა, - მოსახლეობის ზრდა საქართველოსაც, ისე როგორც მთელ მსოფლიოს, ალბათ მაინც აიძულებს, ენერგეტიკული შესაძლებლობების გაზრდას. თუმცა, სპეციალისტების თქმით, თუკი მშენებლობის ყველა პარამეტრი ზუსტად გათვლილი არ იქნა, ჰესების ნაჩქარევი აგება დაუშვებელია, რადგან სიცოცხლისთვის უდიდეს რისკს შეიცავს.

- წყლის სტიქია უეჭველი სიკვდილია მაშინ, როცა მას არაპროფესიონალის ხელი ეხება! თითქოსდა "უწყინარ" ზაჰესსაც რამდენჯერმე ჰქონია "შანსი", ირგვლივ ყველაფერი გაენადგურებინა! ამ ამბების შემსწრე ყოფილმა ენერგეტიკოსმა ვლადიმერ ნაირაშვილმა ზაჰესის არხისაკენ წაგვიყვანა (მტკვარ-არაგვის შეერთებული წყალი სწორედ ამ არხით მიეწოდება ჰიდროელექტროსადგურს).

ვლადიმერ ნაირაშვილი: - ზაჰესზე მუშაობის პერიოდში ხშირად ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი: საშინელი დელგმაა, წვიმას ცა და მიწა მიაქვს, კაშხალთან ვდგავარ და აბობოქრებულ მორევს ჩავყურებ. ჯერჯერობით ჯებირები წყალს აჩერებს, მაგრამ ვხვდები, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. უცებ აქაფებულმა წყალმა აიწია, კაშხალს დაეძგერა და გადაუარა. ტალღები 7 მეტრამდე სიმაღლისაა, წამში 2000 კუბური მეტრი წყალი მიღმუის და პირველად ზაჰესის დასახლებას უნდა გადაუაროს, მერე კი თბილისისკენ წავიდეს. მანქანით მივქრივარ და გამწარებული ვყვირი, - ხალხო, გორაზე გაიქეცით, თავს უშველეთ-მეთქი. ქუჩებში პანიკაა, ზოგს ბავშვები მიჰყავს აღმართებისკენ, ზოგს - მოხუცები. ჩემს მძინარე პატარა დისშვილს ხელში ვიტაცებ, დებს და დედას ვაღვიძებ და მანქანისაკენ მივარბენინებ. უცებ მეზობლის მოხუცი ქალი მორბის, ხელები უკანკალებს და მევედრება, - შვილო, მე სიცოცხლე არ მჭირდება, მაგრამ ჩემი ინვალიდი შვილი ჩასვი მანქანაში და წაიყვანეო. ახლა დებს ვუყვირი, - მანქანიდან გადმოდით, თქვენ სირბილი შეგიძლიათ, ამას კი არა-მეთქი და ინვალიდს მანქანაში ვსვამ. მერე მანქანას ვქოქავ. არ იქოქება... ამ დროს ტალღაც გვეწევა! მეღვიძება... ოფლში ვცურავ. ტანი ისე მაქვს დამძიმებული, თითქოს მთელი დღე ბეტონს ვურევდი...

ეს სიზმარი რამდენჯერმე კინაღამ ამიცხადდა... ახლაც რომ აცხადდეს, არ გამიკვირდება, - მხოლოდ ზაჰესი კი არა, საქართველოს ყველა ჰესი გაუმართავად მუშაობს. ახალი მშენებლობებიც გაუთვლელად დაიწყეს. ვეჭვობ, რომელიმე საიმედო იყოს. ოზურგეთში, ბახვჰესის მშენებლობაზე უკვე მილიონებია დახარჯული და შარშან ერთი სადგური მთლიანად მეწყერმა შთანთქა. მეგონა, ამაზე მთელი ქვეყანა ალაპარაკდებოდა, მაგრამ...

- ბრძანეთ, საშინელი სიზმარი კინაღამ ამიხდაო. როგორ?!

- 1987 წლის ზაფხული იყო. მე და ჩემი მეგობარი შებინდებისას მტკვარზე ჩავედით სათევზაოდ. ბადე ჩავაგდეთ წყა-ლში და დილამდე თევზის მოსვლას დაველოდეთ. ჩემი მეგობარი მანქანაში დარჩა. მე კი ნავში ჩამეძინა. მალევე გამეღვიძა, ნაპირზე გადავედი და მაღლობზე ავედი წამოსაწოლად. ამ დროს წყლის ღმუილი მომესმა. უცებ 3-მეტრიანი ტალღა დავინახე. წინ უზარმაზარ ხეებს მოაქანებდა. მივხვდი, რომ გადავრჩი, - სულ რამდენიმე წამის წინ წყლიდან რომ არ ამოვსულიყავი, ტალღა ხეებით გამჭყლეტდა და მერე დამახრჩობდა. ვიფიქრე, ალბათ სადღაც მთაში წვიმს, ადიდებული წყალი მოგვაწყდა-მეთქი და მანქანისაკენ გიჟივით გავიქეცი, - კაშხლისაკენ გავვარდი, იქ მომუშავეებისთვის ეს ამბავი რომ შემეტყობინებინა და კაშხლის ფარები აგვეწია - ამ დროს წყლის უზარმაზარი მორევი ნელ-ნელა გაიწოვებოდა, ეს რომ არა, წყალი კაშხალს გადაანგრევდა და ჩემი სიზმარიც გაცხადდებოდა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია