მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკული ხომალდი - ვაიკოაბიტაციის არენა!
ამერიკული ხომალდი - ვაიკოაბიტაციის არენა!

ალ­ბათ, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რომ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი თვით ადრე და­ტო­ვოს თა­ნამ­დე­ბო­ბა და თქვას, ახალ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრს ვქმნიო. ალ­ბათ, მხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ უცხო­უ­რი კრე­ი­სე­რის გემ­ბა­ნი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ვა­ი­კო­ა­ბი­ტა­ცი­ის არე­ნად იქ­ცეს და დიპ­ლო­მა­ტი­ურ უწყე­ბას გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბამ მო­უ­წი­ოს, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ელ­ჩის სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზე. სა­ვა­რა­უ­დოდ,მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ პრე­ზი­დენ­ტის ხელ­ში შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ ია­რა­ღად იქ­ცეს და მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი სამ დღე­ში ისევ გუ­ბერ­ნა­ტო­რად მოგ­ვევ­ლი­ნოს.

სა­ხუ­მა­როდ ნამ­დვი­ლად არა გვაქვს საქ­მე. რო­გორც იუ­რის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, გუ­ნა­ვას შემ­დეგ შე­სა­წყა­ლე­ბელ­თა რიგ­ში ბაჩო ახა­ლა­ია დგას, შემ­დეგ კი, ვი­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე მო­ას­წრებს (მა­შინ ეწუ­რე­ბა პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა), იმა­თაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს. მერე კი, ალ­ბათ, ცო­ტას კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოც "წა­ეხ­მა­რე­ბა". მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს ექ­სპერ­ტი გოგი ხუ­ციშ­ვი­ლი, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ თი­თო­ე­უ­ლი შე­წყა­ლე­ბა მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხია.

- სხვა­თა შო­რის, 2006 წლამ­დე შე­წყა­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რის მი­ხედ­ვით, მსჯავ­რდა­დე­ბულს უნდა და­ე­წე­რა თხოვ­ნა და ამით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. 2006 წლის შემ­დეგ ეს წესი შე­იც­ვა­ლა და პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პირი შე­ი­წყა­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ის აღი­ა­რებს თუ არა და­ნა­შა­ულს. მოკ­ლედ, სა­ა­კაშ­ვილს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად შე­ი­წყა­ლოს ახა­ლა­ია.

- მა­ნამ­დე კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს მიერ გამ­ტყუ­ნე­ბუ­ლი თენ­გიზ გუ­ნა­ვა შე­ი­წყა­ლა და ცი­ხი­დან სამი დღის გა­მო­სუ­ლი კაცი გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოსტზე აღად­გი­ნა.

- დიახ, მაგ­რამ ახა­ლა­ი­ე­ბის სა­კი­თხი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის" მე­ტად პრინ­ცი­პუ­ლია. კერ­ძოდ, ახალ­მა მმარ­თველ­მა გუნ­დმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად სწო­რედ ბაჩო ახა­ლა­ია და­ა­კა­ვა, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­დან სწო­რედ მას აღიქ­ვამ­და ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თად. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ახა­ლა­ი­ა­თი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, რად­გან მას ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თი იმი­ჯი ჰქონ­და. ამი­ტო­მაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თა იქით, რომ ახა­ლა­ია გა­მარ­თლდეს. და­ვე­ლო­დოთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ახა­ლა­ი­ას ყვე­ლა ეპი­ზოდ­ში ვერ გა­ა­მარ­თლე­ბენ და შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვილს მა­ინც მო­უ­წი­ოს მის­მა შე­წყა­ლე­ბამ. ეს კი პრე­ზი­დენ­ტის დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­ცხი იქ­ნე­ბა, რად­გან შე­წყა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი გა­მარ­თლდა. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლა­ია ცი­ხი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას თენ­გიზ გუ­ნა­ვა­ზე - რაკი პრე­ზი­დენ­ტმა ის შე­ი­წყა­ლა და გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღად­გი­ნა, რა, უდა­ნა­შა­უ­ლოა?

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არის სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მა­გა­ლი­თად, გუ­ნა­ვას ან ახა­ლა­ი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა?

- ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის რე­ზერვში ჰყავ­დეს.

- ვთქვათ, შე­ი­წყა­ლა სა­ა­კაშ­ვილ­მა ახა­ლა­ია და ის დარ­ჩა პო­ლი­ტი­კა­ში. ნუთუ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს მათ პო­ლი­ტი­კურ ქუ­ლებს შე­მა­ტებს ან ხალ­ხს უც­ბად გა­და­ა­ვი­წყდე­ბა, რა ხდე­ბო­და ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი, ალ­ბათ, მარ­თლაც მი­იჩ­ნევს, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა რა­ი­მეს შე­მა­ტებს. თუმ­ცა მე მათ ად­გი­ლას ამის იმე­დი არ მექ­ნე­ბო­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმ წევ­რებს, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ არ იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­თან, პო­ლი­ტი­კუ­რად გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა აქვთ - ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ე­მიჯ­ნონ თა­ვი­ანთ ლი­დე­რებს, და­ნა­შა­უ­ლებ­თან ასო­ცი­რე­ბულ პი­რებს და შექ­მნან ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა. აქამ­დე ამას არ აკე­თებ­დნენ, რად­გან მათ­თვის წი­თე­ლი ხაზი იყო პარ­ტი­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნა და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ პრინ­ცი­პით - არა­ფე­რი ვა­ღი­ა­როთ, და­ვე­ლო­დოთ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლას, მერე სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით დავ­ბრუნ­დე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და იმ წერ­ტი­ლი­დან და­ვი­წყებთ ყვე­ლა­ფერს, სა­დაც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შეგ­ვი­წყდაო. უკვე ცხა­დია, რომ არც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლა და ვერც ისი­ნი იქ­ცე­ვი­ან ისევ მმარ­თველ ძა­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თგა­მი­ჯვნა მხო­ლოდ დრო­ის ამ­ბა­ვია. მე­ტიც, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დაშ­ლა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

- ვთქვათ, და­ვით ბაქ­რა­ძის გუნ­დი გა­ე­მიჯ­ნა სა­ა­კაშ­ვილს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­მა­ში და­ი­წყო. პო­ლი­ტი­კუ­რად გა­დარ­ჩე­ნა ჯერ კი­დევ მოქ­მედ პრე­ზი­დენ­ტსაც სურს და სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ვის­ღა უნდა გა­ე­მიჯ­ნოს?

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რად გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არა აქვს, მის­თვის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლაა, სა­დაც შე­უძ­ლია სხვა საქ­მეს მოჰ­კი­დოს ხელი. მა­გა­ლი­თად, შე­უძ­ლია გახ­დეს სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ი­ნის მრჩე­ვე­ლი, რა თქმა უნდა, თუ თა­ვად მა­კ­კე­ინ­მა მო­ინ­დო­მა. ვი­მე­ო­რებ, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­კოტ­რე­ბუ­ლია.

- ჟურ­ნა­ლის­ტებს გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ჯის­ცე­მა­ზე გვე­დოს ხელი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის, რო­მე­ლიც ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან და­ი­ჩაგ­რა. გუ­ნა­ვა­სა და ახა­ლა­ი­ას საქ­მე­ე­ბი მათ­ში ძა­ლი­ან ცუდ იმ­პულ­სებს იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი ში­შობს, რომ ზო­გი­ერ­თმა ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქემ თვით­ნე­ბუ­რად არ და­ი­წყოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბა.

- სა­მარ­თლის თვით­ნე­ბუ­რად აღ­დგე­ნის საფრ­თხე მარ­თლაც რე­ა­ლუ­რია. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე. გა­სა­გე­ბია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლის მი­საღ­წე­ვად დრო მცი­რე იყო. სა­მა­გი­ე­როდ, საკ­მა­რი­სი იყო დრო, რათა მარ­თვის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო. მა­გა­ლი­თად,სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად თით­ქოს ცალ-ცალ­კე კარ­გად მუ­შა­ო­ბენ იუს­ტი­ცი­ი­სა და შს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, მაგ­რამ სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის მუ­შა­ო­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ვერ არის და გა­მარ­თუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვერ ტო­ვებს.

სა­მა­გი­ე­როდ, ვხე­დავ კონ­კუ­რენ­ცი­ა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას სხვა­დას­ხვა უწყე­ბას შო­რის. არ მინ­და ამ უწყე­ბე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, მაგ­რამ კონ­კუ­რენ­ცი­ა­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას­თან ნამ­დვი­ლად გვაქვს საქ­მე და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს მთლად ნორ­მა­ლუ­რად არ მი­მაჩ­ნია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ:

ივა­ნიშ­ვი­ლის და ნორ­ლან­დის რე­აქ­ცი­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს

"მო­გი­ხერ­ხებ რომ იშო­ვო" - რას და­პირ­და პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ერს

ამერიკული ხომალდი - ვაიკოაბიტაციის არენა!

ამერიკული ხომალდი - ვაიკოაბიტაციის არენა!

ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს, რომ ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დატოვოს თანამდებობა და თქვას, ახალ პოლიტიკურ ცენტრს ვქმნიო. ალბათ, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია შესაძლებელი, რომ უცხოური კრეისერის გემბანი ქვეყნის ხელმძღვანელების ვაიკოაბიტაციის არენად იქცეს და დიპლომატიურ უწყებას განმარტების გაკეთებამ მოუწიოს, არც მეტი, არც ნაკლები, ელჩის სახის გამომეტყველებაზე. სავარაუდოდ,მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, რომ პრეზიდენტის ხელში შეწყალების უფლება პოლიტიკურ იარაღად იქცეს და მსჯავრდადებული სამ დღეში ისევ გუბერნატორად მოგვევლინოს.

სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. როგორც იურისტები ვარაუდობენ, გუნავას შემდეგ შესაწყალებელთა რიგში ბაჩო ახალაია დგას, შემდეგ კი, ვისაც მიხეილ სააკაშვილი ნოემბრის ბოლომდე მოასწრებს (მაშინ ეწურება პრეზიდენტს უფლებამოსილება), იმათაც გაათავისუფლებს. მერე კი, ალბათ, ცოტას კუბლაშვილის სასამართლოც "წაეხმარება". მოვლენების ასე განვითარებას არ გამორიცხავს ექსპერტი გოგი ხუციშვილი, თუმცა როგორც ამბობს, სააკაშვილი ვერ აცნობიერებს, რომ თითოეული შეწყალება მისი პოლიტიკური მარცხია.

- სხვათა შორის, 2006 წლამდე შეწყალების პროცედურის მიხედვით, მსჯავრდადებულს უნდა დაეწერა თხოვნა და ამით, ფაქტობრივად, ეღიარებინა დანაშაული. 2006 წლის შემდეგ ეს წესი შეიცვალა და პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი პირი შეიწყალოს, მიუხედავად იმისა, ის აღიარებს თუ არა დანაშაულს. მოკლედ, სააკაშვილს შეუძლია თავისუფლად შეიწყალოს ახალაია.

- მანამდე კუბლაშვილის სასამართლოს მიერ გამტყუნებული თენგიზ გუნავა შეიწყალა და ციხიდან სამი დღის გამოსული კაცი გუბერნატორის პოსტზე აღადგინა.

- დიახ, მაგრამ ახალაიების საკითხი სააკაშვილისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" მეტად პრინციპულია. კერძოდ, ახალმა მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად სწორედ ბაჩო ახალაია დააკავა, რადგან საზოგადოება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან სწორედ მას აღიქვამდა ყველაზე უარყოფითად. სამართლიანობის აღდგენა ახალაიათი უნდა დაწყებულიყო, რადგან მას ყველაზე უარყოფითი იმიჯი ჰქონდა. ამიტომაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი ძალისხმევა მიმართა იქით, რომ ახალაია გამართლდეს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მგონია, რომ ახალაიას ყველა ეპიზოდში ვერ გაამართლებენ და შესაძლოა, სააკაშვილს მაინც მოუწიოს მისმა შეწყალებამ. ეს კი პრეზიდენტის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნება, რადგან შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდადებული გამართლდა. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა ახალაია ციხიდან გამოიყვანა. იგივე შეიძლება ითქვას თენგიზ გუნავაზე - რაკი პრეზიდენტმა ის შეიწყალა და გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა, რა, უდანაშაულოა?

- საინტერესოა, რატომ არის სააკაშვილისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, მაგალითად, გუნავას ან ახალაიას გათავისუფლება?

- ალბათ, იმიტომ, რომ მომავალში პოლიტიკური აქტიურობისთვის რეზერვში ჰყავდეს.

- ვთქვათ, შეიწყალა სააკაშვილმა ახალაია და ის დარჩა პოლიტიკაში. ნუთუ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ქულებს შემატებს ან ხალხს უცბად გადაავიწყდება, რა ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში?

- გაგიკვირდებათ და "ნაციონალების" ზოგიერთი ლიდერი, ალბათ, მართლაც მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა რაიმეს შემატებს. თუმცა მე მათ ადგილას ამის იმედი არ მექნებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" იმ წევრებს, რომლებიც პირდაპირ არ იყვნენ დაკავშირებული დანაშაულებთან, პოლიტიკურად გადარჩენის ერთადერთი გზა აქვთ - ოფიციალურად გაემიჯნონ თავიანთ ლიდერებს, დანაშაულებთან ასოცირებულ პირებს და შექმნან ახალი პოლიტიკური ძალა. აქამდე ამას არ აკეთებდნენ, რადგან მათთვის წითელი ხაზი იყო პარტიული დისციპლინა და ხელმძღვანელობდნენ პრინციპით - არაფერი ვაღიაროთ, დაველოდოთ ახალი ხელისუფლების ჩამოშლას, მერე სრული შემადგენლობით დავბრუნდებით ხელისუფლებაში და იმ წერტილიდან დავიწყებთ ყველაფერს, სადაც უფლებამოსილება შეგვიწყდაო. უკვე ცხადია, რომ არც ახალი ხელისუფლება ჩამოიშალა და ვერც ისინი იქცევიან ისევ მმართველ ძალად. შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება და ურთიერთგამიჯვნა მხოლოდ დროის ამბავია. მეტიც, "ნაციონალების" დაშლა უკვე დაწყებულია.

- ვთქვათ, დავით ბაქრაძის გუნდი გაემიჯნა სააკაშვილს და დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. პოლიტიკურად გადარჩენა ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტსაც სურს და საინტერესოა, სააკაშვილი ვისღა უნდა გაემიჯნოს?

- მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად გადარჩენის შანსი არა აქვს, მისთვის ერთადერთი გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლაა, სადაც შეუძლია სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. მაგალითად, შეუძლია გახდეს სენატორ ჯონ მაკკეინის მრჩეველი, რა თქმა უნდა, თუ თავად მაკკეინმა მოინდომა. ვიმეორებ, როგორც პოლიტიკოსი, სააკაშვილი გაკოტრებულია.

- ჟურნალისტებს გვაქვს საშუალება, საზოგადოების მაჯისცემაზე გვედოს ხელი, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში ძალიან დაიჩაგრა. გუნავასა და ახალაიას საქმეები მათში ძალიან ცუდ იმპულსებს იწვევს. შესაბამისად, თქვენი მონა-მორჩილი შიშობს, რომ ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ თვითნებურად არ დაიწყოს სამართლიანობის აღსრულება.

- სამართლის თვითნებურად აღდგენის საფრთხე მართლაც რეალურია. თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ახალი ხელისუფლების ეფექტურობაზე. გასაგებია, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლის მისაღწევად დრო მცირე იყო. სამაგიეროდ, საკმარისი იყო დრო, რათა მართვის ეფექტური მექანიზმები ჩამოყალიბებულიყო. მაგალითად,სამართლიანობის აღსადგენად თითქოს ცალ-ცალკე კარგად მუშაობენ იუსტიციისა და შს სამინისტროები, მაგრამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მუშაობა კოორდინირებული ვერ არის და გამართული მექანიზმის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს.

სამაგიეროდ, ვხედავ კონკურენციასა და დაპირისპირებას სხვადასხვა უწყებას შორის. არ მინდა ამ უწყებების დასახელება, მაგრამ კონკურენციასა და დაპირისპირებასთან ნამდვილად გვაქვს საქმე და საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს მთლად ნორმალურად არ მიმაჩნია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

ივანიშვილის და ნორლანდის რეაქციები სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს

"მოგიხერხებ რომ იშოვო" - რას დაპირდა პრეზიდენტი პრემიერს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა