პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”ჭიანჭველას როლი მოვირგე და ჩემს წილ ტვირთს პატიოსნად ვეზიდები”
”ჭიანჭველას როლი მოვირგე და ჩემს წილ ტვირთს პატიოსნად ვეზიდები”

ვა­ლი­კო მა­ჩა­ბე­ლი "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ის პრო­ექ­ტებ­ში ალ­ბათ ხში­რად შე­გი­ნიშ­ნავთ. ახ­ლა­ხან "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ინ­ტერ­ნეტ­კას­ტინ­გშიც გა­მოჩ­ნდა. მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ასა­კით ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი გახ­ლავთ - ნო­ემ­ბერ­ში 62 წლის გახ­დე­ბა. ბა­ტო­ნი ვა­ლი­კოს მიერ "ბა­ი­ლა მო­რე­ნას" ფონ­ზე შეს­რუ­ლე­ბულ ცეკ­ვას მნახ­ვე­ლე­ბი არ აკ­ლია... გა­დავ­წყვი­ტეთ, ეს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი მკი­თხვე­ლე­ბის­თვის უკეთ გაგ­ვეც­ნო:

- ბა­ტო­ნო ვა­ლი­კო, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ინ­ტერ­ნეტ­კას­ტინ­გში გა­მარ­ჯვე­ბის ამ­ბი­ცია გაქვთ?

- არა, რა ამ­ბი­ცია?! ეს ვი­დეო "ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის შო­უს­თვის" გა­და­ვი­ღეთ. რას ვა­კე­თებ­დი, არ ვი­ცო­დი. როცა რა­ღა­ცას სპე­ცი­ა­ლუ­რად კა­მე­რის­თვის აკე­თებ, ალ­ბათ, მე კი არა, ლავ­როვ­სკიც და­იბ­ნე­ვა (იცი­ნის). შო­უს­თვის ერთხელ ჩემს "მა­კა­რო­ნის" ფე­ხებ­ზე ფარ­თხუ­ნა შორ­ტიც ჩა­მაც­ვეს, სმო­კინ­გიც... ადრე ოთარ­მა მი­თხრა: შენს როლს კი ას­რუ­ლებ, მაგ­რამ გე­ტყო­ბა, რომ ცო­ტა­თი და­ძა­ბუ­ლი ხარ, არ უნდა ინერ­ვი­უ­ლოო. ბოლო 3 თვეა, ამ საქ­მეს უკვე კარ­გად გა­ვარ­თვი თავი.

- სა­კუ­თა­რი თავი უკეთ გაგ­ვა­ცა­ნით - კი­დევ რას საქ­მი­ა­ნობთ?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში მი­მი­წე­რეს: მისი ოც­ნე­ბაა კი­ნომ­სა­ხი­ო­ბო­ბაო. მსა­ხი­ო­ბო­ბა მარ­თლაც მინ­დო­და. 1972 წელს, ჯა­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში" გამ­ნა­თებ­ლად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე "ენ­გურ­ჰეს­ზე" ფილ­მის - "სა­ჰა­ე­რო ხიდი" მუ­შა­ო­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი - ტა­ბი­ჯვარ­ში ცხოვ­რობ­და. თურ­მე თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­სი­დედ­რო ჩემი წი­ნა­აღ­მდე­გი ყო­ფი­ლა. ხომ იცით, არ­ტის­ტებს "ციგ­ნებს" ეძა­ხი­ან. ჰოდა, ჩემს მო­მა­ვალ ცოლს ჩემ შე­სა­ხებ ეუბ­ნე­ბო­და, - რაში დაგ­ჭირ­დე­ბაო?.. ახლა მე­უღ­ლე მე­ტყვის ხოლ­მე, - კი­დევ კარ­გი, დე­დას არ და­ვუ­ჯე­რეო...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი გქო­ნი­ათ...

- კი, კი­ნოს­ტუ­დი­ა­შიც ამი­ტომ მი­ვე­დი. ცხა­დია, დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვერ მოვ­ხვდე­ბო­დი, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რი­დან და­ვი­წყებ-მეთ­ქი... მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემ­სა­ვით მსა­ხი­ო­ბის მსურ­ვე­ლი ათა­სო­ბით იყო. კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში 3 წელი გამ­ნა­თებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი. პირ­ვე­ლი სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც ვი­მუ­შა­ვე, "ჩარი-რამა" იყო, შემ­დეგ - "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი", "ციმ­ბი­რე­ლი პაპა", "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი", "პას­ტო­რა­ლი", "დათა თუ­თაშ­ხია" (პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში), "სა­ჰა­ე­რო ხიდი"... ბოლო ფილ­მი "თვა­ლი პა­ტი­ო­სა­ნი" იყო. 1975 წლის ზა­ფხულ­ში სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და 28 წელი მას შევ­წი­რე.

- გამ­ნა­თებ­ლის პრო­ფე­სია რო­გორ აით­ვი­სეთ?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი არ­სე­ბობ­და, სა­დაც გამ­ნა­თებ­ლებს ამ­ზა­დებ­დნენ, მაგ­რამ მე კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში "შე­მოვ­ლი­თი გზით" მი­ვე­დი. ნელ-ნელა ოს­ტა­ტიც გავ­ხდი. 1989 წელს, "გარ­დაქ­მნე­ბი" რომ და­ი­წყო, ტე­ლე­ვი­ზია 4 სეგ­მენ­ტად და­ი­ყო: კო­მი­ტე­ტი, რა­დიო, ტე­ლე­ცენ­ტრი და ტე­ლე­ფილ­მე­ბი. მე ტე­ლე­ფილ­მე­ბის სეგ­მენ­ტში აღ­მოვ­ჩნდი. საკ­მაო ხანს სა­ამ­ქროს უფ­რო­სად ვმუ­შა­ობ­დი. "იმე­დის" ტე­ლე­ვი­ზია რომ გა­იხ­სნა, ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან იმა­ვე წელს წა­მო­ვე­დი. ივ­ლის­ში უკვე 10 წელი შეს­რულ­და, რაც "იმედ­ში" ვმუ­შა­ობ. ჯი­ბე­ში თუ არა­ფე­რი ჩა­ი­დე და ოჯახ­ში არ მი­ი­ტა­ნე, სა­ამ­ქროს უფ­რო­სის სტა­ტუსს რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს?! მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ხელ­ფა­სი 100-110 ლარი გვქონ­და და იმა­საც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ვი­ღებ­დით. "იმედ­ში" მის­ვლის­თა­ნა­ვე 200 დო­ლა­რი და­მი­ნიშ­ნეს. მცი­რე შვე­ბა ვიგ­რძე­ნი. აღარ და­გი­დევ­დით, "უფ­რო­სი" მერ­ქმე­ო­და თუ - "რი­გი­თი". ამ­ჟა­მად, სტუ­დი­ერ გა­ნა­თე­ბა­ზე სამ­ნი - მე, ნო­დარ პა­პი­აშ­ვი­ლი (გა­ნა­თე­ბის რე­ჟი­სო­რი) და დათო კუ­პა­ტა­ძე ვმუ­შა­ობთ. ცხო­ნე­ბუ­ლი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის დროს, სი­ა­მა­ყით ვამ­ბობ­დი ხოლ­მე, რომ "იმედ­ში" ვმუ­შა­ობ­დი. მერე რაც მოხ­და - ტე­ლე­ვი­ზია რომ "აა­ხი­ეს", თქვენც კარ­გად იცით. "ნა­ნუ­კას შო­უ­საც" "ვა­კე­თებ­დი". გა­და­ცე­მის მო­სამ­ზა­დებ­ლად ნა­ნუ­კას პრე­სა ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი. "მო­ო­პო­ზი­ციო" გა­ზე­თებს რომ ვკი­თხუ­ლობ­დი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - და­მა­ლე, ბიჭო, "ლა­ფატ­კა­ზე" არ შეგსვა­ნო. არად და­გი­დევ­დით, ყო­ველ­თვის ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი გახ­ლდით. აბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მო­ფე­რე­ბით ლა­პა­რა­კი რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, დღეს რომ ვი­თომ "კო­ა­ბი­ტა­ცი­ო­ბენ"?! ტე­ლე­ვი­ზია ბად­რის ოჯახ­მა რომ და­იბ­რუ­ნა, იმე­დი გაგ­ვიჩ­ნდა... პრინ­ციპ­ში, წინსვლა შე­იმ­ჩნე­ვა, ხელ­ფა­სე­ბიც მოგ­ვე­მა­ტა... მოკ­ლედ, ასე მოვ­დი­ვარ - ჭი­ან­ჭვე­ლას როლი მო­ვირ­გე და ჩემს წილ ტვირთს პა­ტი­ოს­ნად ვე­ზი­დე­ბი...

- ბოლო პე­რი­ოდ­ში თქვენს გა­აქ­ტი­უ­რე­ბას თუ არ ჩავ­თვლით, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსა­ხი­ო­ბო­ბა არ გიც­დი­ათ?

- მსა­ხი­ო­ბო­ბა იქით იყოს და, ერთ მშვე­ნი­ერ სა­ღა­მოს, მგზავ­რო­ბი­სას (გა­და­ღე­ბე­ბი­დან ვბრუნ­დე­ბო­დით) დიდ­მა რე­ჟი­სორ­მა - გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ მი­თხრა: ვა­ლი­კო, ამ­დე­ნი ხა­ნია გი­ყუ­რებ, თქვე­ნი ბი­ჭე­ბი­დან (მა­შინ ბრი­გა­დუ­ლი სის­ტე­მა იყო, საბ­ჭო­უ­რი ტექ­ნი­კით ვმუ­შა­ობ­დით) გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონ­ხარ, მინ­და, კი­ნო­რე­ჟი­სუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე "მო­გა­წყოო" (მა­შინ "ჩა­წყო­ბა-მო­წყო­ბა" "მო­დი­ო­და" და ალ­ბათ, არც ახლა აკ­ლე­ბენ). იმ პე­რი­ოდ­ში, ოჯა­ხი ახა­ლი შექ­მნი­ლი მქონ­და, ქი­რით ვცხოვ­რობ­დი. ამი­ტომ ცოტა უკან და­ვი­ხიე - უარი შევ­კად­რე­სა­ვით. მარ­თა­ლია, შვი­ლე­ბი არ მყავ­და, მაგ­რამ თა­ვიც უნდა მერ­ჩი­ნა და ბი­ნის ქი­რაც გა­და­მე­ხა­და. გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ მი­თხრა: თუ ასეა, მა­შინ სას­წავ­ლებ­ლად ლე­ნინ­გრად­ში გა­გიშ­ვებ, იქ და­უს­წრე­ბე­ლი ფა­კულ­ტე­ტია და მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის სე­სი­ებ­ზე, 20 დღით წახ­ვალ ხოლ­მეო. დავ­თან­ხმდი. მერე ისე მოხ­და, რომ გა­ზა­ფხულ­ზე ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­თხოვ­და. ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა სი­ძეს ლე­ნინ­გრა­დის ინ­სტი­ტუ­ტში "პრე­ზენ­ტი" გა­უ­კე­თა, ერთ სას­წავ­ლე­ბელ­ში 2 კა­ცის მო­წყო­ბა კი მა­შინ­დელ ცე­კას მდი­ვან­საც გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, რო­გო­რი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო... მერე, ყო­ველ წე­ლი­წადს, ზა­ფხუ­ლო­ბით, ირაკ­ლი ონოფ­რიშ­ვილ­თან ერ­თად, ბა­ტო­ნი გუ­რა­მი მივ­ლი­ნე­ბა­ში იყო ხოლ­მე, მე კი ვრჩე­ბო­დი, ასე ვთქვათ - უპატ­რო­ნოდ... "მიმ­წო­ლი" პი­როვ­ნე­ბა არ ვარ. ჰოდა, დავ­რჩი ასე (იღი­მის)...

- ბა­ტო­ნო ვა­ლი­კო, ფილ­მებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ალ­ბათ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვიც გა­დაგხდე­ნი­ათ თავს...

- ფილ­მს - "სიყ­ვა­რუ­ლი, ხან­ძა­რი და პომ­პი­ე­რო" (მთა­ვარ როლ­ში - რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე) კა­ხეთ­ში ვი­ღებ­დით. რა­მაზს (ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს მისი სული!) შა­შის თა­მა­ში უყ­ვარ­და. სა­ნამ ჯგუ­ფი გა­და­სა­ღებ ობი­ექტს მო­ამ­ზა­დებ­და, შა­შის კო­ლოფს გა­მო­აძ­ვრენ­და, ფი­გუ­რებს ამოყ­რი­და და და­მი­ძა­ხებ­და, - ვა­ლი­კო, მოდი, ვი­თა­მა­შო­თო. რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, ძი­რი­თა­დად, ვუ­გებ­დი. ჰოდა, ერთხე­ლაც გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ გვერ­დზე გა­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა: ვა­ლი­კო, ძა­ლი­ან გთხოვ, ერთი-ორ­ჯერ მო­ა­გე­ბი­ნე ან თა­მა­ში ყა­ი­მით და­ას­რუ­ლე, თო­რემ წა­გე­ბუ­ლი ცუდ ხა­სი­ათ­ზე დგე­ბა და როლ­ში ვე­ღარ შემ­ყავ­სო... მას მერე რა­მაზს კო­ჭებს შეგ­ნე­ბუ­ლად და­ვუს­ვამ­დი და მო­ვა­გე­ბი­ნებ­დი ხოლ­მე. "დაფ­რი­ნავ­და" (იღი­მის)!..

კი­ნო­ბა­ლეტს - "ალი­ბა­ბა და 40 ყა­ჩა­ღი" შუა აზი­ა­ში ვი­ღებ­დით. სა­მარ­ყან­დში რომ ჩავფრინ­დით, ბი­ჭებ­მა მი­თხრეს, - დაბ­ლა თე­მურ ლენ­გის აკ­ლდა­მაა და ნა­ხეო... გიდს რუსი სტუმ­რე­ბი ჰყავ­და და მათ უხ­სნი­და: ეს ჩვე­ნი დიდი თე­მურ ლენ­გი გახ­ლდათ, ახლა კი იქით გა­და­ვი­ნაც­ვლო­თო... ჰოდა, რომ გა­და­ი­ნაც­ვლეს, აკ­ლდა­მას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და ვთქვი (ღმერ­თმა მა­პა­ტი­ოს): შენ ხარ თე­მურ ლენ­გი? თფუი, შენი დედა-მეთ­ქი!.. ალ­ბათ, ხელ­ში ურო რომ მჭე­რო­და, აკ­ლდა­მის და­სან­გრე­ვად არ და­ვი­ნა­ნებ­დი.

- ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და კი­ნოს გარ­და, სხვა სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა­ზე არა­სო­დეს გი­ფიქ­რი­ათ?

- არა­სო­დეს. მარ­თა­ლია, ვერც მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდი და ვერც - რე­ჟი­სო­რი, მაგ­რამ ჩემი სა­მუ­შაო სფე­რო მომ­წონს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა, რან­გით "სა­შუ­ა­ლო რგო­ლიც" არ ვიყო, აქ უჩ­ვე­ნოდ - გამ­ნა­თებ­ლე­ბის გა­რე­შე ბევ­რი რამ არ კეთ­დე­ბა.

- ამ­ჟა­მად რა გა­და­ცე­მებ­ზე მუ­შა­ობთ?

- "მთა­ვარ ფაქ­ტორს", "ღია ეთერს", "ფულ­თან თა­მაშს", სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მას "ვა­კე­თებ". "ახალ ხმა­შიც" ჩარ­თუ­ლი ვარ. მალე ეთერ­ში ეკა ხო­ფე­რი­ას აპო­ლი­ტი­კუ­რი ტოქ­შო­უც გავა... პე­რი­ო­დუ­ლად, ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა: ვა­ლი­კო, დღეს ჩემ­თან ხარო... სე­რი­ალ­ში - "შუა ქა­ლაქ­ში" ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ხოლ­მე, მერე ფილმში - "სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ლა­და" გა­და­მი­ღეს, სე­რი­ალ­ში - "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" თა­მუ­ნას ქორ­წილ­ში თა­მა­დის როლ­ში გახ­ლდით.

- რო­გო­რი გრძნო­ბა გე­უფ­ლე­ბათ, როცა მსა­ხი­ო­ბო­ბას ითავ­სებთ?

- წა­კი­თხუ­ლიც მაქვს და მოს­მე­ნი­ლიც, რომ უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი სცე­ნა­ზე გას­ვლი­სას ან კა­მე­რე­ბის წინ მა­ინც ნერ­ვი­უ­ლობს, მაგ­რამ როლ­ში რომ შე­დის, და­ძა­ბუ­ლო­ბა ეხ­სნე­ბა. მე ჩემს საქ­მეს "როლ­ში შეს­ვლა­საც" ვერ და­ვარ­ქმევ - ეს რა­ღაც გა­ელ­ვე­ბა­სა­ვი­თაა: როლ­ში შეს­ვლას ვერ ვას­წრებ, რომ უკვე "გა­მო­სუ­ლი" ვარ (იცი­ნის). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­რი­ფე­ებ­თან (ბუ­ხუ­ტი ზა­ქა­რი­ა­ძე, დოდო აბა­ში­ძე, იპო­ლი­ტე ხვი­ჩია, კოტე და­უშ­ვი­ლი, სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი...) მი­მუ­შა­ვია და თით­ქოს მსა­ხი­ო­ბის სა­მუ­შაო გა­რე­მო ჩემ­თვის უცხო არ უნდა იყოს, კა­მე­რა მა­ინც ოხე­რია (იცი­ნის) - ცო­ტა­თი ვი­ძა­ბე­ბი.

- ბა­ტო­ნო ვა­ლი­კო, სამ­სა­ხუ­რის მიღ­მა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რო­გო­რია?

- 5 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს: უფ­რო­სი 10 წლის არის, უმ­ცრო­სი - 2-ის. უნდა ნა­ხოთ, ტე­ლე­ვი­ზორ­თან რო­გორ ჩამ­წკრივ­დე­ბი­ან ხოლ­მე და ეკ­რან­ზე ჩემი და­ნახ­ვა უხა­რი­ათ. ამ­ბო­ბენ: აი, პა­პი­კოო! მეც მათი სი­ხა­რუ­ლით ვხა­რობ. გი­ნა­ხავთ, ადა­მი­ა­ნი კედ­ლებ­ზე რო­გორ და­დის? ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ზუს­ტად ასე იქ­ცე­ვი­ან, როცა ჩემ­თან არი­ან. ერთხელ ყვე­ლა­ნი შინ ვი­ყა­ვით და ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დით. ყვე­ლა­ზე უმ­ცროს­მა შვი­ლიშ­ვილ­მა ეკ­რან­ზეც რომ და­მი­ნა­ხა, გა­ო­ცე­ბულ­მა თქვა: "იქა - პაპა, აქა - პაპა?!" გა­უკ­ვირ­და, - რა პონ­ტი­აო (იცი­ნის)?.. ამ­ჟა­მად, შინ მე, ჩემი მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ვიწ­როდ ვცხოვ­რობთ. ჩემი ვაჟი, რძა­ლი და მათი 5 შვი­ლი ქი­რით, ცალ­კე არი­ან. ხან სად შე­ე­კედ­ლე­ბი­ან, ხან - სად. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა პროგ­რა­მა­ში არი­ან მოხ­ვედ­რი­ლე­ბი. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, - ყვავს რა ჰქონ­და, ბუს გაჰ­ქონ­დაო? ჩვე­ნი საქ­მეც ასეა: მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი მეც არ მაქვს - 1 წე­ლია, რაც 650 ლარი გა­მიხ­და. დღეს­დღე­ო­ბით, ამ­ხე­ლა ოჯახ­ში ეს თან­ხა არა­ფე­რია. რა და­გი­მა­ლოთ და, ჩემი ვა­ჟის ოჯა­ხი ზოგ­ჯერ ქი­რას სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბით იხ­დის. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი­დან 3 სკო­ლის მოს­წავ­ლე გახ­ლავთ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ხში­რი ცვლი­ლე­ბის გამო, სკო­ლა უკვე ოთხჯერ გა­მო­იც­ვა­ლეს. სხვა­თა შო­რის, სხვე­ბის გამო, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა და ვინ­მეს­თვის სი­ტყვის შე­წევ­ნა არ მი­ჭირს - გამ­ბე­და­ო­ბა მე­მა­ტე­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ამას ვერ ვა­ხერ­ხებ. გუ­შინ ჩემს თავს ვა­ჯო­ბე და ჩვენს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს - ზუ­რაბ აბა­ში­ძეს ჩემი ვა­ჟის ოჯა­ხის­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბის სა­თხოვ­ნე­ლად შევ­ხვდი. ადა­მი­ა­ნის დიდი ამომცნო­ბი არ ვარ, მაგ­რამ ბა­ტონ­მა ზუ­რაბ­მა ჩემ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა - ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია...

- თქვე­ნი ვაჟი არ მუ­შა­ობს?

- მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი არ აქვს. ხომ იცით, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე ოჯახ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს: ცოლ-ქმა­რი ხან გა­ექ­ცე­ვა ერ­თმა­ნეთს, ხან - შე­რიგ­დე­ბა. ახლა ერ­თად არი­ან. სა­კუ­თა­რი ჭერი რომ ექ­ნე­ბათ, პრობ­ლე­მებს უფრო იო­ლად შე­ე­ჭი­დე­ბი­ან...

- იუ­მო­რის­ტუ­ლი რო­ლე­ბი - ის არის, რა­საც მსა­ხი­ო­ბად ყოფ­ნი­სას ისურ­ვებ­დით?

- არა, რა­ტომ? არა მგო­ნია, სე­რი­ო­ზუ­ლი რო­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად მე­თა­მა­შა, მაგ­რამ რად­გან "ღა­მის შოუ ოთარ ტა­ტიშ­ვილ­თან ერ­თად" იუ­მო­რის­ტუ­ლია, მეც ვერ­გე­ბი, ასე თუ ისე... ცხოვ­რე­ბა­ში, რამ­დენ­ჯერ­მე სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ, მაგ­რამ შან­სი არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია - არ ვაქ­ტი­უ­რობ­დი...

შო­უს­თვის ერთხელ ჩემს "მა­კა­რო­ნის" ფე­ხებ­ზე ფარ­თხუ­ნა შორ­ტიც

ჩა­მაც­ვეს, სმო­კინ­გიც...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

”ჭიანჭველას როლი მოვირგე და ჩემს წილ ტვირთს პატიოსნად ვეზიდები”

”ჭიანჭველას როლი მოვირგე და ჩემს წილ ტვირთს პატიოსნად ვეზიდები”

ვალიკო მაჩაბელი ”ღამის შოუს” სტუდიის პროექტებში ალბათ ხშირად შეგინიშნავთ. ახლახან ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ინტერნეტკასტინგშიც გამოჩნდა. მონაწილეებს შორის ასაკით ყველაზე უფროსი გახლავთ - ნოემბერში 62 წლის გახდება. ბატონი ვალიკოს მიერ ”ბაილა მორენას” ფონზე შესრულებულ ცეკვას მნახველები არ აკლია... გადავწყვიტეთ, ეს საინტერესო ადამიანი მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო:

- ბატონო ვალიკო, ”ცეკვავენ ვარსკვლავების” ინტერნეტკასტინგში გამარჯვების ამბიცია გაქვთ?

- არა, რა ამბიცია?! ეს ვიდეო ”ოთარ ტატიშვილის შოუსთვის” გადავიღეთ. რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი. როცა რაღაცას სპეციალურად კამერისთვის აკეთებ, ალბათ, მე კი არა, ლავროვსკიც დაიბნევა (იცინის). შოუსთვის ერთხელ ჩემს ”მაკარონის” ფეხებზე ფართხუნა შორტიც ჩამაცვეს, სმოკინგიც... ადრე ოთარმა მითხრა: შენს როლს კი ასრულებ, მაგრამ გეტყობა, რომ ცოტათი დაძაბული ხარ, არ უნდა ინერვიულოო. ბოლო 3 თვეა, ამ საქმეს უკვე კარგად გავართვი თავი.

- საკუთარი თავი უკეთ გაგვაცანით - კიდევ რას საქმიანობთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, დახასიათებაში მიმიწერეს: მისი ოცნებაა კინომსახიობობაო. მსახიობობა მართლაც მინდოდა. 1972 წელს, ჯარიდან რომ დავბრუნდი, კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” გამნათებლად დავიწყე მუშაობა. მომავალი მეუღლე ”ენგურჰესზე” ფილმის - ”საჰაერო ხიდი” მუშაობისას გავიცანი - ტაბიჯვარში ცხოვრობდა. თურმე თავდაპირველად, სასიდედრო ჩემი წინააღმდეგი ყოფილა. ხომ იცით, არტისტებს ”ციგნებს” ეძახიან. ჰოდა, ჩემს მომავალ ცოლს ჩემ შესახებ ეუბნებოდა, - რაში დაგჭირდებაო?.. ახლა მეუღლე მეტყვის ხოლმე, - კიდევ კარგი, დედას არ დავუჯერეო...

- მსახიობობა გადაწყვეტილი გქონიათ...

- კი, კინოსტუდიაშიც ამიტომ მივედი. ცხადია, დიდ თანამდებობაზე ვერ მოვხვდებოდი, მაგრამ ვიფიქრე, დაბალი საფეხურიდან დავიწყებ-მეთქი... მერე აღმოჩნდა, რომ ჩემსავით მსახიობის მსურველი ათასობით იყო. კინოსტუდიაში 3 წელი გამნათებლად ვმუშაობდი. პირველი სურათი, რომელზეც ვიმუშავე, ”ჩარი-რამა” იყო, შემდეგ - ”მხიარული რომანი”, ”ციმბირელი პაპა”, ”ვერის უბნის მელოდიები”, ”პასტორალი”, ”დათა თუთაშხია” (პავილიონებში), ”საჰაერო ხიდი”... ბოლო ფილმი ”თვალი პატიოსანი” იყო. 1975 წლის ზაფხულში სახელმწიფო ტელევიზიაში მუშაობა დავიწყე და 28 წელი მას შევწირე.

- გამნათებლის პროფესია როგორ აითვისეთ?

- თქვენ წარმოიდგინეთ, კომუნისტური რეჟიმის დროს, პროფესიული სასწავლებელი არსებობდა, სადაც გამნათებლებს ამზადებდნენ, მაგრამ მე კინოსტუდიაში ”შემოვლითი გზით” მივედი. ნელ-ნელა ოსტატიც გავხდი. 1989 წელს, ”გარდაქმნები” რომ დაიწყო, ტელევიზია 4 სეგმენტად დაიყო: კომიტეტი, რადიო, ტელეცენტრი და ტელეფილმები. მე ტელეფილმების სეგმენტში აღმოვჩნდი. საკმაო ხანს საამქროს უფროსად ვმუშაობდი. ”იმედის” ტელევიზია რომ გაიხსნა, ძველი სამსახურიდან იმავე წელს წამოვედი. ივლისში უკვე 10 წელი შესრულდა, რაც ”იმედში” ვმუშაობ. ჯიბეში თუ არაფერი ჩაიდე და ოჯახში არ მიიტანე, საამქროს უფროსის სტატუსს რა მნიშვნელობა აქვს?! მაშინ სახელმწიფო ტელევიზიაში ხელფასი 100-110 ლარი გვქონდა და იმასაც თვეების განმავლობაში ვერ ვიღებდით. ”იმედში” მისვლისთანავე 200 დოლარი დამინიშნეს. მცირე შვება ვიგრძენი. აღარ დაგიდევდით, ”უფროსი” მერქმეოდა თუ - ”რიგითი”. ამჟამად, სტუდიერ განათებაზე სამნი - მე, ნოდარ პაპიაშვილი (განათების რეჟისორი) და დათო კუპატაძე ვმუშაობთ. ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის დროს, სიამაყით ვამბობდი ხოლმე, რომ ”იმედში” ვმუშაობდი. მერე რაც მოხდა - ტელევიზია რომ ”აახიეს”, თქვენც კარგად იცით. ”ნანუკას შოუსაც” ”ვაკეთებდი”. გადაცემის მოსამზადებლად ნანუკას პრესა ჰქონდა გამოწერილი. ”მოოპოზიციო” გაზეთებს რომ ვკითხულობდი, თანამშრომლები მეუბნებოდნენ, - დამალე, ბიჭო, ”ლაფატკაზე” არ შეგსვანო. არად დაგიდევდით, ყოველთვის ოპოზიციურად განწყობილი გახლდით. აბა, ხელისუფლებასთან მოფერებით ლაპარაკი როგორ შეიძლებოდა, დღეს რომ ვითომ ”კოაბიტაციობენ”?! ტელევიზია ბადრის ოჯახმა რომ დაიბრუნა, იმედი გაგვიჩნდა... პრინციპში, წინსვლა შეიმჩნევა, ხელფასებიც მოგვემატა... მოკლედ, ასე მოვდივარ - ჭიანჭველას როლი მოვირგე და ჩემს წილ ტვირთს პატიოსნად ვეზიდები...

- ბოლო პერიოდში თქვენს გააქტიურებას თუ არ ჩავთვლით, ამდენი ხნის განმავლობაში, მსახიობობა არ გიცდიათ?

- მსახიობობა იქით იყოს და, ერთ მშვენიერ საღამოს, მგზავრობისას (გადაღებებიდან ვბრუნდებოდით) დიდმა რეჟისორმა - გურამ პატარაიამ მითხრა: ვალიკო, ამდენი ხანია გიყურებ, თქვენი ბიჭებიდან (მაშინ ბრიგადული სისტემა იყო, საბჭოური ტექნიკით ვმუშაობდით) გამორჩეულად მომწონხარ, მინდა, კინორეჟისურის ფაკულტეტზე ”მოგაწყოო” (მაშინ ”ჩაწყობა-მოწყობა” ”მოდიოდა” და ალბათ, არც ახლა აკლებენ). იმ პერიოდში, ოჯახი ახალი შექმნილი მქონდა, ქირით ვცხოვრობდი. ამიტომ ცოტა უკან დავიხიე - უარი შევკადრესავით. მართალია, შვილები არ მყავდა, მაგრამ თავიც უნდა მერჩინა და ბინის ქირაც გადამეხადა. გურამ პატარაიამ მითხრა: თუ ასეა, მაშინ სასწავლებლად ლენინგრადში გაგიშვებ, იქ დაუსწრებელი ფაკულტეტია და მხოლოდ ზაფხულის სესიებზე, 20 დღით წახვალ ხოლმეო. დავთანხმდი. მერე ისე მოხდა, რომ გაზაფხულზე ქალიშვილი გაუთხოვდა. ბატონმა გურამმა სიძეს ლენინგრადის ინსტიტუტში ”პრეზენტი” გაუკეთა, ერთ სასწავლებელში 2 კაცის მოწყობა კი მაშინდელ ცეკას მდივანსაც გაუჭირდებოდა, როგორი ავტორიტეტული პიროვნებაც უნდა ყოფილიყო... მერე, ყოველ წელიწადს, ზაფხულობით, ირაკლი ონოფრიშვილთან ერთად, ბატონი გურამი მივლინებაში იყო ხოლმე, მე კი ვრჩებოდი, ასე ვთქვათ - უპატრონოდ... ”მიმწოლი” პიროვნება არ ვარ. ჰოდა, დავრჩი ასე (იღიმის)...

- ბატონო ვალიკო, ფილმებზე მუშაობისას ალბათ ბევრი საინტერესო ამბავიც გადაგხდენიათ თავს...

- ფილმს - ”სიყვარული, ხანძარი და პომპიერო” (მთავარ როლში - რამაზ ჩხიკვაძე) კახეთში ვიღებდით. რამაზს (ღმერთმა გაანათლოს მისი სული!) შაშის თამაში უყვარდა. სანამ ჯგუფი გადასაღებ ობიექტს მოამზადებდა, შაშის კოლოფს გამოაძვრენდა, ფიგურებს ამოყრიდა და დამიძახებდა, - ვალიკო, მოდი, ვითამაშოთო. რომ არ მოგატყუოთ, ძირითადად, ვუგებდი. ჰოდა, ერთხელაც გურამ პატარაიამ გვერდზე გამიყვანა და მითხრა: ვალიკო, ძალიან გთხოვ, ერთი-ორჯერ მოაგებინე ან თამაში ყაიმით დაასრულე, თორემ წაგებული ცუდ ხასიათზე დგება და როლში ვეღარ შემყავსო... მას მერე რამაზს კოჭებს შეგნებულად დავუსვამდი და მოვაგებინებდი ხოლმე. ”დაფრინავდა” (იღიმის)!..

კინობალეტს - ”ალიბაბა და 40 ყაჩაღი” შუა აზიაში ვიღებდით. სამარყანდში რომ ჩავფრინდით, ბიჭებმა მითხრეს, - დაბლა თემურ ლენგის აკლდამაა და ნახეო... გიდს რუსი სტუმრები ჰყავდა და მათ უხსნიდა: ეს ჩვენი დიდი თემურ ლენგი გახლდათ, ახლა კი იქით გადავინაცვლოთო... ჰოდა, რომ გადაინაცვლეს, აკლდამას მივუახლოვდი და ვთქვი (ღმერთმა მაპატიოს): შენ ხარ თემურ ლენგი? თფუი, შენი დედა-მეთქი!.. ალბათ, ხელში ურო რომ მჭეროდა, აკლდამის დასანგრევად არ დავინანებდი.

- ტელევიზიისა და კინოს გარდა, სხვა სფეროში მუშაობაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- არასოდეს. მართალია, ვერც მსახიობი გავხდი და ვერც - რეჟისორი, მაგრამ ჩემი სამუშაო სფერო მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, რანგით ”საშუალო რგოლიც” არ ვიყო, აქ უჩვენოდ - გამნათებლების გარეშე ბევრი რამ არ კეთდება.

- ამჟამად რა გადაცემებზე მუშაობთ?

- ”მთავარ ფაქტორს”, ”ღია ეთერს”, ”ფულთან თამაშს”, საბავშვო გადაცემას ”ვაკეთებ”. ”ახალ ხმაშიც” ჩართული ვარ. მალე ეთერში ეკა ხოფერიას აპოლიტიკური ტოქშოუც გავა... პერიოდულად, ოთარ ტატიშვილი მირეკავს და მეუბნება: ვალიკო, დღეს ჩემთან ხარო... სერიალში - ”შუა ქალაქში” ეპიზოდურ როლებში ვმონაწილეობდი ხოლმე, მერე ფილმში - ”სიყვარულის ბალადა” გადამიღეს, სერიალში - ”გოგონა გარეუბნიდან” თამუნას ქორწილში თამადის როლში გახლდით.

- როგორი გრძნობა გეუფლებათ, როცა მსახიობობას ითავსებთ?

- წაკითხულიც მაქვს და მოსმენილიც, რომ უამრავი პროფესიონალი მსახიობი სცენაზე გასვლისას ან კამერების წინ მაინც ნერვიულობს, მაგრამ როლში რომ შედის, დაძაბულობა ეხსნება. მე ჩემს საქმეს ”როლში შესვლასაც” ვერ დავარქმევ - ეს რაღაც გაელვებასავითაა: როლში შესვლას ვერ ვასწრებ, რომ უკვე ”გამოსული” ვარ (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ კორიფეებთან (ბუხუტი ზაქარიაძე, დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, კოტე დაუშვილი, სოფიკო ჭიაურელი, ოთარ მეღვინეთუხუცესი...) მიმუშავია და თითქოს მსახიობის სამუშაო გარემო ჩემთვის უცხო არ უნდა იყოს, კამერა მაინც ოხერია (იცინის) - ცოტათი ვიძაბები.

- ბატონო ვალიკო, სამსახურის მიღმა თქვენი ცხოვრება როგორია?

- 5 შვილიშვილი მყავს: უფროსი 10 წლის არის, უმცროსი - 2-ის. უნდა ნახოთ, ტელევიზორთან როგორ ჩამწკრივდებიან ხოლმე და ეკრანზე ჩემი დანახვა უხარიათ. ამბობენ: აი, პაპიკოო! მეც მათი სიხარულით ვხარობ. გინახავთ, ადამიანი კედლებზე როგორ დადის? ჩემი შვილიშვილები ზუსტად ასე იქცევიან, როცა ჩემთან არიან. ერთხელ ყველანი შინ ვიყავით და ტელევიზორს ვუყურებდით. ყველაზე უმცროსმა შვილიშვილმა ეკრანზეც რომ დამინახა, გაოცებულმა თქვა: ”იქა - პაპა, აქა - პაპა?!” გაუკვირდა, - რა პონტიაო (იცინის)?.. ამჟამად, შინ მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ. ჩემი ვაჟი, რძალი და მათი 5 შვილი ქირით, ცალკე არიან. ხან სად შეეკედლებიან, ხან - სად. სოციალურად დაუცველთა პროგრამაში არიან მოხვედრილები. ხომ გაგიგონიათ, - ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო? ჩვენი საქმეც ასეა: მაღალი ხელფასი მეც არ მაქვს - 1 წელია, რაც 650 ლარი გამიხდა. დღესდღეობით, ამხელა ოჯახში ეს თანხა არაფერია. რა დაგიმალოთ და, ჩემი ვაჟის ოჯახი ზოგჯერ ქირას სოციალური დახმარებით იხდის. შვილიშვილებიდან 3 სკოლის მოსწავლე გახლავთ. საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლილების გამო, სკოლა უკვე ოთხჯერ გამოიცვალეს. სხვათა შორის, სხვების გამო, დახმარების თხოვნა და ვინმესთვის სიტყვის შეწევნა არ მიჭირს - გამბედაობა მემატება, მაგრამ საკუთარი თავისთვის ამას ვერ ვახერხებ. გუშინ ჩემს თავს ვაჯობე და ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს - ზურაბ აბაშიძეს ჩემი ვაჟის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართობის სათხოვნელად შევხვდი. ადამიანის დიდი ამომცნობი არ ვარ, მაგრამ ბატონმა ზურაბმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა - ღირსეული ადამიანია...

- თქვენი ვაჟი არ მუშაობს?

- მუდმივი სამსახური არ აქვს. ხომ იცით, მატერიალური სიდუხჭირე ოჯახში უკმაყოფილებას იწვევს: ცოლ-ქმარი ხან გაექცევა ერთმანეთს, ხან - შერიგდება. ახლა ერთად არიან. საკუთარი ჭერი რომ ექნებათ, პრობლემებს უფრო იოლად შეეჭიდებიან...

- იუმორისტული როლები - ის არის, რასაც მსახიობად ყოფნისას ისურვებდით?

- არა, რატომ? არა მგონია, სერიოზული როლები ნაკლებად მეთამაშა, მაგრამ რადგან ”ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად” იუმორისტულია, მეც ვერგები, ასე თუ ისე... ცხოვრებაში, რამდენჯერმე საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩენილვარ, მაგრამ შანსი არ გამომიყენებია - არ ვაქტიურობდი...

შოუსთვის ერთხელ ჩემს ”მაკარონის” ფეხებზე ფართხუნა შორტიც

ჩამაცვეს, სმოკინგიც...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება