პოპულარული ქართველი ქალების მიერ ბოლო დროს გახშირებულ ერთმანეთის გამოლანძღვას "ფეისბუქით" მსახიობი იუნა შაფათავა და კესარია (ბესო) აბრამიძე შეუერთდნენ. როგორც გავარკვიეთ, კესარიამ სატელევიზიო ეთერით კოლეგა ტრანსსექსუალების "გალანძღვის" შემდეგ იერიში ქალბატონებზე მიიტანა. მას თურმე, იუნა დიდი ხანია თვალში არ მოსდიოდა და გამომწვევ და კრიტიკულ ფრაზებს ხშირად ესროდა. ცოტა ხნის წინ შაფათავამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კიდევ ერთი თამამი განცხადება გააკეთა - საქართველოში სექსსიმბოლოდ მთვლიანო. ამ ფრაზამ კესო აღაშფოთა. "სხვა ქალებსაც გვესმის სექსი და ჩვენც აქ ვართ, იუნა!" - ასე გამოვეხმაურე", - ამბობს ჩვენთან საუბარში კესარია აბრამიძე. ამაზე კი იუნამ უპასუხა, შენ ჯერ გაერკვიე, ქალი ხარ თუ კაციო. თუ რა შინაარსის მიმოწერა გაგრძელდა ამ ორ მოპაექრეს შორის, აქ ვერ მოგიყვებით. როგორც შაფათავა ჩვენთან საუბარში აცხადებს, ირონიანარევი განცხადება თავისი "სექსექსპერტობის" შესახებ ერთ-ერთი მეგობრის საპასუხოდ დაწერა. "როდესაც სექსსიმბოლოდ და სექსუალური საკითხების ექსპერტად მასახელებენ ადამიანები, ვინც ბევრად უფრო გამომწვევად ცხოვრობს, ვიდრე ჩემი უბრალო განცხადებებია, მეცინება". მისივე თქმით, სექსის შესახებ ბევრი იცის, რადგან ბებიამისი თბილისში ერთ-ერთი ცნობილი გინეკოლოგი იყო და უყვებოდა, სექსუალური დაუკმაყოფილებლობის რა სახის ფსიქიკური აშლილობებით აკითხავდნენ მას ქალბატონები. იუნა შაფათავა აგრძელებს ოლიგარქის ძებნას. როგორც გამოგვიტყდა, ქალს უამრავი რამ სჭირდება, ამიტომ მას შეძლებულ მამაკაცზე სურს გათხოვება. ის ზაფხულს "ლაგუნა ვერეზე" ატარებს. ფორმაში ყოფნისთვის 40 წუთი მცირე შესვენებებით ცურავს და იქვე, აუზზე ირუჯება.
შეგახსენებთ, რომ მსახიობობის და თამამ სცენებში გადაღებების გარდა, მას ტელეკომპანია "მე-9 არხზე" გადაცემა "16++იუნა შაფათავასთან ერთად" მიჰყავს და, ამავე დროს, ჩოგბურთელი დის, სოფიკოს მენეჯერიც გახლავთ. იუნას ტყუპისცალი დეა კი ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტობის შემდეგ მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ასისტენტი გახდა.
ზაზა გიგაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)