Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!.."
"არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!.."

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა", რომ­ლის აგო­რე­ბა­საც მე და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ვა­პი­რებთ, სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ერის გა­მოღ­ვი­ძე­ბა იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი და ყვე­ლას და­ვა­ნახ­ვებთ, რომ ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძალა ვიქ­ნე­ბით", - ამ­ბობს რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი ფი­გუ­რა გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი.

- ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იქ­ნე­ბა სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბა. მე და ირაკ­ლის გვინ­და, ერს შე­ვუ­ძა­ხოთ - გა­მო­იღ­ვი­ძეთ! ცოტა ად­რეც უნდა და­გვე­წყო... თავ­და­პირ­ვე­ლად გვინ­და, ქა­ლა­ქე­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა წა­მო­ვი­წყოთ, შემ­დეგ კი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­ფან­ტოთ... ბოლო დროს ბევ­რი ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. არ გვინ­და, კაცო, ეს კო­ა­ბი­ტი­ცია და მა­ინც გვტე­ნი­ან. კო­ა­ბი­ტა­ცია "ოც­ნე­ბამ" ხალ­ხთან უნდა გა­ა­კე­თოს და არა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან"... იცით, რა­ტომ ვა­რა­უ­დო­ბენ მე­ო­რე ტურ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბას? ნინო პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" კო­ა­ბი­ტა­ცი­აც არ შე­იძ­ლე­ბაო... "ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, ეტყო­ბა, ავი­წყდე­ბათ, რომ ისი­ნი ხალ­ხმა აირ­ჩია. კი გვე­უბ­ნე­ბი­ან, ცო­ტაც გვა­ცა­ლეთ, აი, ოქ­ტომ­ბრამ­დე მო­ით­მი­ნეთ, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი მოვა და "ოც­ნე­ბა­საც" ხელ-ფეხი გა­ეხ­სნე­ბაო, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მოს­ვლის შემ­დე­გაც რომ ვერ შე­ას­რუ­ლოს "ოც­ნე­ბამ" და­ნა­პი­რე­ბი, ჩვენ, ჩვე­უ­ლებ­რივ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა რა ვქნათ?..

- "სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბის" წა­მო­წყე­ბა ამის პრე­ვენ­ცია იქ­ნე­ბა?..

- ჩვენ ერის გა­მო­ფხიზ­ლე­ბა გვინ­და. საკ­მა­რი­სია უკვე. იცით, რა­ტომ მო­მინ­და ამის გა­კე­თე­ბა, ერთხელ გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა თქვა, თუ რამე გინ­და გა­ი­გო, წყა­როს­თან უნდა ჩახ­ვი­დე, იქ ყვე­ლა­ფერს ამ­ბო­ბე­ნო, მაგ­რამ "წყა­როს­თან" არც ერთი ხე­ლი­სუ­ფა­ლი, არც ბი­ძი­ნა ჩა­სუ­ლა, რომ გა­ე­გო, რა ხდე­ბა. ისევ ჩვენ, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, ვიკ­რი­ბე­ბით და ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებთ აზ­რებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში "წყა­რო" ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის ოჯა­ხია. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის იქ შეს­ვლა და მათ­თან სა­უ­ბა­რი, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ჩანს ყვე­ლა­ფე­რი. ადა­მი­ა­ნებს მა­ჟო­რუ­ლის ნაც­ვლად, მი­ნო­რუ­ლი ბგე­რე­ბი ამოს­დით... ყვე­ლა­ფე­რი მი­ნო­რუ­ლია ამ ქვე­ყა­ნა­ში. არა­და, ხალ­ხს ძა­ლი­ან დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და, მაგ­რამ გარ­და იმი­სა, რომ ტი­რა­ნი მიშა ნა­ხევ­რად მოგ­ვა­შო­რეს, არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. ამა­სო­ბა­ში კი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ისე გა­იტ­ლი­კეს ენე­ბი, რომ უკვე ბე­და­ვენ და ჭკუ­ას გვა­რი­გე­ბენ. ისე­თი ტო­ნით გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, თით­ქოს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ. ბევ­რი სამ­სა­ხურ­შიც კი და­ტო­ვეს... არა­და, ხალ­ხი გაყ­ვლი­ფეს. ჩემს უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ ბესო ხარ­ზი­ანს სა­კუთ­რე­ბა წა­არ­თვეს. კი ბა­ტო­ნო, მეს­მის, რომ მისი დაბ­რუ­ნე­ბა ად­ვი­ლი არ არის, ის ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფომ უკვე კი­დევ ვი­ღა­ცა­ზე გა­ყი­და, მაგ­რამ ჩვენ რა ვქნათ? თუ არ შე­ეძ­ლოთ ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რას გვპირ­დე­ბოდ­ნენ?.. თა­ვად თუ არ იცი­ან, მე ვე­ტყვი რო­გორ მო­იქ­ცნენ, ის ხალ­ხი და­ი­ჭი­რონ და ის მი­ლი­არ­დე­ბი წა­არ­თვან, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე მათ სხვას წა­არ­თვეს.

- ასე­თი არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერი­დე­ბა...

- ისი­ნი იქ­ცე­ოდ­ნენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად? ხალ­ხი რომ გა­მო­ვი­დეს და უთხრას, შენ ძმაო, იმი­ტომ აგირ­ჩიე, რომ ჩემი ნება უნდა შე­ას­რუ­ლოო, მერე რას იზა­მენ?.. ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი სა­კუთ­რე­ბა ცი­ხე­ებ­ში რომ გა­და­ა­ფორ­მე­ბი­ნეს, ეს მე ვუ­თხრა ახ­ლან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას?.. სად უნდა ეძე­ბოს ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ან­მა სი­მარ­თლე? კი ბა­ტო­ნო, და­სავ­ლეთს პა­ტი­ვი ვცეთ, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნას ვცეთ პა­ტი­ვი. და­სავ­ლე­თის დაკ­ვე­თა იყო ისიც, რომ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე კი­დევ ცოტა ხანს ყო­ფი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და შემ­დეგ არ­ჩევ­ნე­ბის გზით გა­დამ­დგა­რი­ყო, ამი­ტო­მაც აღი­ა­რეს მი­ხე­ი­ლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ... და­ვი­ჯე­რო, არ იცი­ან, რომ ახა­ლა­ი­ებს, ადე­იშ­ვილს და მათ სუ­ლი­ერ ძმებს უამ­რა­ვი ფული აქვთ მოხ­ვე­ჭი­ლი? გა­არ­კვი­ონ, სად წა­ვი­და ის ფული. მხრებს რომ იჩე­ჩენ, ეს არ არის პა­სუ­ხი ხალ­ხის მო­თხოვ­ნა­ზე. თუ არა­და, ხალ­ხი თა­ვად იპო­ვის რა­ღაც გზას.

- რო­გორ?

- ვე­ლო­დე­ბი, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი რა­ღაც ჭკვი­ა­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. თუ არა­და, ხალ­ხი თა­ვად აღად­გენს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ჯო­ხე­ბი­თა და ქვე­ბით გა­მოვ­ლენ. შე­იკ­რი­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ხე­ლე­წი­ფე­ბათ, სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი გზით მო­იყ­ვა­ნონ სა­თა­ვე­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას აღად­გენს... ყვე­ლას­თან ვი­მე­გობ­რებთ და ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რად და­ხუნძლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ გვინ­და. ეს მოძ­რა­ო­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ იქ­ნე­ბა "ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი, ჩვენ ვა­პი­რებთ მარ­თა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, მაგ­რამ თუ "ოც­ნე­ბა" წინ დაგ­ვხვდე­ბა, მა­საც გვერ­დზე მი­ვა­ჩო­ჩებთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!.."

"არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტაცია და მაინც გვტენიან!.."

"საზოგადოებრივი მოძრაობა", რომლის აგორებასაც მე და ირაკლი კაკაბაძე ვაპირებთ, სექტემბერში ჩამოყალიბდება. ჩვენი მიზანი ერის გამოღვიძება იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი და ყველას დავანახვებთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით", - ამბობს რადიოწამყვანი, საზოგადოებრივად აქტიური ფიგურა გია კორკოტაშვილი.

- ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება სახალხო აჯანყება. მე და ირაკლის გვინდა, ერს შევუძახოთ - გამოიღვიძეთ! ცოტა ადრეც უნდა და­გვეწყო... თავდაპირველად გვინდა, ქალაქელების მოძრაობა წამოვიწყოთ, შემდეგ კი მთელ საქართველოში გავიფანტოთ... ბოლო დროს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს მიმდინარე პროცესებს. არ გვინდა, კაცო, ეს კოაბიტიცია და მაინც გვტენიან. კოაბიტაცია "ოცნებამ" ხალხთან უნდა გააკეთოს და არა "ნაციონალურ მოძრაობასთან"... იცით, რატომ ვარაუდობენ მეორე ტურში გიორგი მარგველაშვილისა და ნინო ბურჯანაძის დაპირისპირებას? ნინო პირდაპირ ამბობს, რომ "ნაციონალებთან" კოაბიტაციაც არ შეიძლებაო... "ოცნების" წარმომადგენლებს, ეტყობა, ავიწყდებათ, რომ ისინი ხალხმა აირჩია. კი გვეუბნებიან, ცოტაც გვაცალეთ, აი, ოქტომბრამდე მოითმინეთ, ახალი პრეზიდენტი მოვა და "ოცნებასაც" ხელ-ფეხი გაეხსნებაო, მაგრამ მაინტერესებს, ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგაც რომ ვერ შეასრულოს "ოცნებამ" დანაპირები, ჩვენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა რა ვქნათ?..

- "სახალხო მოძრაობის" წამოწყება ამის პრევენცია იქნება?..

- ჩვენ ერის გამოფხიზლება გვინდა. საკმარისია უკვე. იცით, რატომ მომინდა ამის გაკეთება, ერთხელ გივი ბერიკაშვილმა თქვა, თუ რამე გინდა გაიგო, წყაროსთან უნდა ჩახვიდე, იქ ყველაფერს ამბობენო, მაგრამ "წყაროსთან" არც ერთი ხელისუფალი, არც ბიძინა ჩასულა, რომ გაეგო, რა ხდება. ისევ ჩვენ, უბრალო ადამიანები, ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს. ამ შემთხვევაში "წყარო" ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახია. აუცილებელი არ არის იქ შესვლა და მათთან საუბარი, ვიზუალურადაც ჩანს ყველაფერი. ადამიანებს მაჟორულის ნაცვლად, მინორული ბგერები ამოსდით... ყველაფერი მინორულია ამ ქვეყანაში. არადა, ხალხს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ტირანი მიშა ნახევრად მოგვაშორეს, არაფერი გაკეთებულა. ამასობაში კი "ნაციონალებმა" ისე გაიტლიკეს ენები, რომ უკვე ბედავენ და ჭკუას გვარიგებენ. ისეთი ტონით გველაპარაკებიან, თითქოს არაფერი დაუშავებიათ. ბევრი სამსახურშიც კი დატოვეს... არადა, ხალხი გაყვლიფეს. ჩემს უახლოეს მეგობარ ბესო ხარზიანს საკუთრება წაართვეს. კი ბატონო, მესმის, რომ მისი დაბრუნება ადვილი არ არის, ის ქონება სახელმწიფომ უკვე კიდევ ვიღაცაზე გაყიდა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? თუ არ შეეძლოთ ამ პრობლემების მოგვარება, რას გვპირდებოდნენ?.. თავად თუ არ იციან, მე ვეტყვი როგორ მოიქცნენ, ის ხალხი დაიჭირონ და ის მილიარდები წაართვან, რომლებიც თავის დროზე მათ სხვას წაართვეს.

- ასეთი არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმას ხელისუფლება ერიდება...

- ისინი იქცეოდნენ დემოკრატიულად? ხალხი რომ გამოვიდეს და უთხრას, შენ ძმაო, იმიტომ აგირჩიე, რომ ჩემი ნება უნდა შეასრულოო, მერე რას იზამენ?.. ადამიანებს თავიანთი საკუთრება ციხეებში რომ გადააფორმებინეს, ეს მე ვუთხრა ახლანდელ ხელისუფლებას?.. სად უნდა ეძებოს ჩვეულებრივმა ადამიანმა სიმართლე? კი ბატონო, დასავლეთს პატივი ვცეთ, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას ვცეთ პატივი. დასავლეთის დაკვეთა იყო ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძე კიდევ ცოტა ხანს ყოფილიყო ხელისუფლებაში და შემდეგ არჩევნების გზით გადამდგარიყო, ამიტომაც აღიარეს მიხეილის "ვარდების რევოლუცია" რამდენიმე დღის შემდეგ... დავიჯერო, არ იციან, რომ ახალაიებს, ადეიშვილს და მათ სულიერ ძმებს უამრავი ფული აქვთ მოხვეჭილი? გაარკვიონ, სად წავიდა ის ფული. მხრებს რომ იჩეჩენ, ეს არ არის პასუხი ხალხის მოთხოვნაზე. თუ არადა, ხალხი თავად იპოვის რაღაც გზას.

- როგორ?

- ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრი რაღაც ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ არადა, ხალხი თავად აღადგენს სამართლიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჯოხებითა და ქვებით გამოვლენ. შეიკრიბება საზოგადოება, კონკრეტულად ის ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ, სრულიად კანონიერი გზით მოიყვანონ სათავეში ხელისუფლება, რომელიც შემდეგ სამართლიანობას აღადგენს... ყველასთან ვიმეგობრებთ და ვითანამშრომლებთ, მაგრამ პოლიტიკურად დახუნძლული ადამიანები არ გვინდა. ეს მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება "ოცნების" წინააღმდეგ მიმართული, ჩვენ ვაპირებთ მართალი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ თუ "ოცნება" წინ დაგვხვდება, მასაც გვერდზე მივაჩოჩებთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია