მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გა­და­დის თუ არა ზო­ო­პარ­კი თბი­ლი­სის ზღვა­ზე
გა­და­დის თუ არა ზო­ო­პარ­კი თბი­ლი­სის ზღვა­ზე

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ერ­თხანს თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ქა­ლაქ­გა­რეთ გა­და­ტა­ნას აპი­რებ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ეს თე­მა ყვე­ლას მი­ა­ვიწყ­და. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნა კვლავ დგას თუ არა დღის წეს­რიგ­ში და აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს მივ­მარ­თეთ.

- ახ­ლა­ხან ზო­ო­პარკს თბი­ლი­სის ზღვის ახ­ლოს 30 წლით, უზუფ­რუქ­ტით გა­და­ე­ცა ტე­რი­ტო­რი­ა. ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნა ძა­ლი­ან ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი და რთუ­ლი საქ­მე­ა, რის სა­შუ­ა­ლე­ბაც დღეს­დღე­ო­ბით არ გვაქვს. თუ დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი გა­მოგ­ვიჩ­ნდე­ბა, მა­შინ სხვა საქ­მე­ა. თუმ­ცა, ამის­თვის იმ­დე­ნად დი­დი თან­ხაა სა­ჭი­რო, რომ და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა მე­ტად სა­ეჭ­ვო­ა. რად­გან ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან ბევ­რი ცხო­ვე­ლი გვყავს, გა­დავ­წყვი­ტეთ მა­თი ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო­ა, თბი­ლი­სის ზღვა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. მა­გა­ლი­თად, გვყავს 17 დათ­ვი და მა­თი უმე­ტე­სო­ბის გა­დაყ­ვა­ნას იქ ვა­პი­რებთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვო­ლი­ე­რე­ბის მოწყ­ო­ბა­ა. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ე.წ. სი­თი ზო­ო­პარ­კე­ბი, ისი­ნი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს, მაგ­რამ თი­თო­ე­ულს ქა­ლაქ­გა­რეთ დი­დი ტე­რი­ტო­რია აქვს, სა­დაც სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ებს ეწე­ვი­ან. ზო­ო­პარ­კის ამო­ცა­ნა უნ­და იყოს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლე­ბი­სა თუ ფრინ­ვე­ლე­ბის შე­ძე­ნა­სა და გა­დარ­ჩე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა და არა შო­უს მოწყ­ო­ბა. აქაც ზუს­ტად ასე­თი მო­დე­ლის დამ­კვიდ­რე­ბას ვა­პი­რებთ. ეს უკ­ვე დღის წეს­რიგ­შია და ტე­რი­ტო­რი­ის ათ­ვი­სე­ბას ნო­ემ­ბერ­ში და­ვიწყ­ებთ. უამ­რა­ვი სა­ხის ზო­ო­პარ­კი არ­სე­ბობს და ყვე­ლას აქვს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უფ­ლე­ბა, თუ იქ გარ­კვე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბია და­ცუ­ლი. ჩვე­ნი ზო­ო­პარ­კი უკ­ვე მე­სა­მე წე­ლი­ა, "ევ­რო­პის აკ­ვა­რი­უ­მე­ბი­სა და ზო­ო­პარ­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი­ა. წე­სით კან­დი­და­ტი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და იყო, 2 წე­ლი­წად­ში კი შე­საძ­ლოა "ე­ა­ზას" სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი გავ­ხდეთ. მა­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­მო­დის და გვი­მოწ­მებს, თუ რო­გორ ვმუ­შა­ობთ, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს. ა­სე რომ, ვი­ცით, სწო­რი გზით მივ­დი­ვართ. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ვო­ლი­ე­რი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მოთხ­ოვ­ნებს. შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ეს ერ­თი ხე­ლის დაკ­ვრით გა­კეთ­დეს. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ზო­ო­პარ­კის მთლი­ა­ნად აღორ­ძი­ნე­ბას სა­შუ­ა­ლოდ, 10 წე­ლი სჭირ­დე­ბა. ჩვენ კი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ.

- ცხო­ვე­ლებ­ზე რა­ი­მე ფორ­მით თუ აი­სა­ხე­ბა ის, რომ მათ დი­დი სივ­რცე არა აქვთ?

- ფარ­თო­ბი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა გა­დამ­წყვე­ტი, რო­გორც ბევ­რს ჰგო­ნი­ა. ა­მი­ტომ სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რა რო­გორ და რა­ტომ კეთ­დე­ბა. არ უნ­და იფიქ­რონ, რომ ჩვენ ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და გვსი­ა­მოვ­ნებს, რო­ცა ცხო­ვე­ლე­ბი პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვყავს გა­მო­კე­ტი­ლი. არ­სე­ბობს სტან­დარ­ტე­ბი და ჩვე­ნი ზო­ო­პარ­კი ამ სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მხო­ლოდ ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის კეთ­დე­ბა, მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, ასე ვთქვათ, ეფექ­ტე­ბი კი ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი თა­ვი­დან­ვე ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა იყო, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ და ამის დას­ტუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბის ტემ­პი­ა, ის კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­გა­ნაც კარგ შე­ფა­სე­ბებს ვი­ღებთ. ნე­ბის­მი­ერ ზო­ო­პარ­კში, ცხო­ველს რამ­ხე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცეც არ უნ­და ჰქონ­დეს, მოწყ­ე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, თუ ვო­ლი­ერ­ში გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ ჩა­ტარ­და. ამას გა­რე­მოს გამ­დიდ­რე­ბა ეწო­დე­ბა და საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი­ა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სხვა ზო­ო­პარ­კი­დან გად­მო­ი­ღო, მაგ­რამ ჩვენ­თან ამან არ იმუ­შა­ოს. ამი­ტომ ხდე­ბა ცხო­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და ამის მი­ხედ­ვით ვმოქ­მე­დებთ. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­ვო­ბის დო­ნეს, გა­აჩ­ნი­ა, ადა­მი­ა­ნი რო­დის მო­დის ზო­ო­პარ­კში. პი­კის სა­ა­თებ­ში ცხო­ვე­ლე­ბი, რა თქმა უნ­და, ძილს არ­ჩე­ვენ, ეს სიცხ­ის დროს ბუ­ნებ­რი­ვი­ა. ისი­ნი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან დი­ლით და სა­ღა­მოს. ამას გარ­და, ცხო­ველს და­მალ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და ჰქონ­დეს. ადა­მი­ა­ნის­თვი­საც აუ­ტა­ნე­ლი­ა, რო­ცა ყვე­ლა მას უყუ­რებს და ერ­თი სუ­ლი აქვს, მყუდ­რო­ე­ბა მო­ი­პო­ვოს. სა­ჭი­როა ცხო­ველ­საც ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­ცა მო­ე­სურ­ვე­ბა, თვალს მო­ე­ფა­როს, ჰო­და ჩვენს ზო­ო­პარ­კშიც ასე­ა.

ეკა აბა­ში­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

გა­და­დის თუ არა ზო­ო­პარ­კი თბი­ლი­სის ზღვა­ზე

გა­და­დის თუ არა ზო­ო­პარ­კი თბი­ლი­სის ზღვა­ზე

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ერ­თხანს თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ქა­ლაქ­გა­რეთ გა­და­ტა­ნას აპი­რებ­და, თუმ­ცა შემ­დეგ ეს თე­მა ყვე­ლას მი­ა­ვიწყ­და. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნა კვლავ დგას თუ არა დღის წეს­რიგ­ში და აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძეს მივ­მარ­თეთ.

- ახ­ლა­ხან ზო­ო­პარკს თბი­ლი­სის ზღვის ახ­ლოს 30 წლით, უზუფ­რუქ­ტით გა­და­ე­ცა ტე­რი­ტო­რი­ა. ზო­ო­პარ­კის გა­და­ტა­ნა ძა­ლი­ან ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი და რთუ­ლი საქ­მე­ა, რის სა­შუ­ა­ლე­ბაც დღეს­დღე­ო­ბით არ გვაქვს. თუ დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი გა­მოგ­ვიჩ­ნდე­ბა, მა­შინ სხვა საქ­მე­ა. თუმ­ცა, ამის­თვის იმ­დე­ნად დი­დი თან­ხაა სა­ჭი­რო, რომ და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა მე­ტად სა­ეჭ­ვო­ა. რად­გან ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან ბევ­რი ცხო­ვე­ლი გვყავს, გა­დავ­წყვი­ტეთ მა­თი ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო­ა, თბი­ლი­სის ზღვა­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. მა­გა­ლი­თად, გვყავს 17 დათ­ვი და მა­თი უმე­ტე­სო­ბის გა­დაყ­ვა­ნას იქ ვა­პი­რებთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვო­ლი­ე­რე­ბის მოწყ­ო­ბა­ა. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ე.წ. სი­თი ზო­ო­პარ­კე­ბი, ისი­ნი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს, მაგ­რამ თი­თო­ე­ულს ქა­ლაქ­გა­რეთ დი­დი ტე­რი­ტო­რია აქვს, სა­დაც სა­მეც­ნი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ებს ეწე­ვი­ან. ზო­ო­პარ­კის ამო­ცა­ნა უნ­და იყოს სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლე­ბი­სა თუ ფრინ­ვე­ლე­ბის შეძენასა და გა­დარ­ჩე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა და არა შო­უს მოწყ­ო­ბა. აქაც ზუს­ტად ასე­თი მო­დე­ლის დამ­კვიდ­რე­ბას ვა­პი­რებთ. ეს უკ­ვე დღის წეს­რიგ­შია და ტე­რი­ტო­რი­ის ათ­ვი­სე­ბას ნო­ემ­ბერ­ში და­ვიწყ­ებთ. უამ­რა­ვი სა­ხის ზო­ო­პარ­კი არ­სე­ბობს და ყვე­ლას აქვს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის უფ­ლე­ბა, თუ იქ გარ­კვე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბია და­ცუ­ლი. ჩვე­ნი ზო­ო­პარ­კი უკ­ვე მე­სა­მე წე­ლი­ა, "ევ­რო­პის აკ­ვა­რი­უ­მე­ბი­სა და ზო­ო­პარ­კე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი­ა. წე­სით კან­დი­და­ტი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და იყო, 2 წე­ლი­წად­ში კი შე­საძ­ლოა "ე­ა­ზას" სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი გავ­ხდეთ. მა­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­მო­დის და გვი­მოწ­მებს, თუ რო­გორ ვმუ­შა­ობთ, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებს. ა­სე რომ, ვი­ცით, სწო­რი გზით მივ­დი­ვართ. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა ვო­ლი­ე­რი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მოთხ­ოვ­ნებს. შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ეს ერ­თი ხე­ლის დაკ­ვრით გა­კეთ­დეს. ცნო­ბი­ლი­ა, რომ ზო­ო­პარ­კის მთლი­ა­ნად აღორ­ძი­ნე­ბას სა­შუ­ა­ლოდ, 10 წე­ლი სჭირ­დე­ბა. ჩვენ კი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თეთ.

- ცხო­ვე­ლებ­ზე რა­ი­მე ფორ­მით თუ აი­სა­ხე­ბა ის, რომ მათ დი­დი სივ­რცე არა აქვთ?

- ფარ­თო­ბი საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა გა­დამ­წყვე­ტი, რო­გორც ბევრს ჰგო­ნი­ა. ა­მი­ტომ სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რა რო­გორ და რა­ტომ კეთ­დე­ბა. არ უნ­და იფიქ­რონ, რომ ჩვენ ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და გვსი­ა­მოვ­ნებს, რო­ცა ცხო­ვე­ლე­ბი პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გვყავს გა­მო­კე­ტი­ლი. არ­სე­ბობს სტან­დარ­ტე­ბი და ჩვე­ნი ზო­ო­პარ­კი ამ სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მხო­ლოდ ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის კეთ­დე­ბა, მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, ასე ვთქვათ, ეფექ­ტე­ბი კი ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი თა­ვი­დან­ვე ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა იყო, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ და ამის დას­ტუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბის ტემ­პი­ა, ის კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა. სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­გა­ნაც კარგ შე­ფა­სე­ბებს ვი­ღებთ. ნე­ბის­მი­ერ ზო­ო­პარ­კში, ცხო­ველს რამ­ხე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცეც არ უნ­და ჰქონ­დეს, მოწყ­ე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, თუ ვო­ლი­ერ­ში გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ ჩა­ტარ­და. ამას გა­რე­მოს გამ­დიდ­რე­ბა ეწო­დე­ბა და საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი­ა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც სხვა ზო­ო­პარ­კი­დან გად­მო­ი­ღო, მაგ­რამ ჩვენ­თან ამან არ იმუ­შა­ოს. ამი­ტომ ხდე­ბა ცხო­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და ამის მი­ხედ­ვით ვმოქ­მე­დებთ. რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­ვო­ბის დო­ნეს, გა­აჩ­ნი­ა, ადა­მი­ა­ნი რო­დის მო­დის ზო­ო­პარ­კში. პი­კის სა­ა­თებ­ში ცხო­ვე­ლე­ბი, რა თქმა უნ­და, ძილს არ­ჩე­ვენ, ეს სიცხ­ის დროს ბუ­ნებ­რი­ვი­ა. ისი­ნი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან დი­ლით და სა­ღა­მოს. ამას გარ­და, ცხო­ველს და­მალ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და ჰქონ­დეს. ადა­მი­ა­ნის­თვი­საც აუ­ტა­ნე­ლი­ა, რო­ცა ყვე­ლა მას უყუ­რებს და ერ­თი სუ­ლი აქვს, მყუდ­რო­ე­ბა მო­ი­პო­ვოს. სა­ჭი­როა ცხო­ველ­საც ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­ცა მო­ე­სურ­ვე­ბა, თვალს მო­ე­ფა­როს, ჰო­და ჩვენს ზო­ო­პარ­კშიც ასე­ა.

ეკა აბა­ში­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია