მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”საქართველოში მიჭირს გამოვლინება ნიჭის”...
”საქართველოში მიჭირს გამოვლინება ნიჭის”...

ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი­სა და კლუ­ბის დი­რექ­ტო­რის, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა მარ­ტი­ვია: ბევ­რი კი­თხვა, სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა და გა­მარ­თლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სამ სამ­სა­ხურ­ში 24-დან 20 სა­ა­თი მუ­შა­ობს, ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს... რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, მისი თქმით, ოჯა­ხი­სა და სამ­სა­ხუ­რის შე­თავ­სე­ბა მხო­ლოდ რჩე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ხვედ­რია და ეს არ გა­მოს­დის. სწო­რედ მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, თა­მუ­ნა არც ოჯა­ხის შექ­მნას ჩქა­რობს...

- თა­მუ­ნა, უკვე და­ის­ვე­ნეთ სად­მე?

- ეგ­ვიპ­ტე­ში ვი­ყა­ვი შვილ­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად. ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბა იმას ნიშ­ნავს, რა­საც ამ სი­ტყვის ში­ნა­არ­სი მო­ი­ცავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა სხვაგ­ვა­რად ეს­მით - და­ლე­ვა, კლუ­ბი, გარ­თო­ბა. ეგ­ვიპ­ტე­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ავირ­ჩი­ეთ სას­ტუმ­რო, სა­დაც იყო მშვი­დი გა­რე­მო და არა­ნა­ი­რი კლუ­ბი. ისე­დაც, კვი­რა­ში 4 ღამე კლუბ­ში ვმუ­შა­ობ. ახლა ვა­პი­რებ, სან­დრო 10 დღით ბა­კუ­რი­ან­ში წა­ვიყ­ვა­ნო.

- ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობთ?

- გარ­და იმი­სა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ (რა­დი­ო­ში გა­და­ცე­მა "თეთ­რი ღა­მე­ე­ბი" მიმ­ყავს), უკვე ერთი თვეა, კლუბ "ეფ ერ­თის" დი­რექ­ტო­რი ვარ. ახლა კლუბ­ში რე­მონ­ტია, სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში გა­იხ­სნე­ბა.

- შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა გქონ­დათ. ეს ბავ­შვის გა­ჩე­ნის გამო მოხ­და?

- პა­უ­ზა მხო­ლოდ ერთი წელი მქონ­და. 2008 წელს ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი, როცა "იმე­დი­დან" წა­მო­ვე­დი. სან­დრო გა­ვა­ჩი­ნე და "ავ­ტო­რა­დი­ო­ში" და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

- სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა გი­ჭირთ?

- ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, სირ­თუ­ლე­ე­ბი რა­ღაც პე­რი­ოდ­ში თუ მქო­ნია, მა­ლე­ვე თა­ვის­თა­ვად მოგ­ვა­რე­ბუ­ლა.

- რა­საც ვერ ვი­ტყვით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხომ?

- მარ­თა­ლია. ამას ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე: ქმარს ფეხ­მძი­მე გავ­შორ­დი. რთუ­ლია, როცა ფეხ­მძი­მე ექიმ­თან ექოს­კო­პი­ა­ზე მი­დი­ხარ, ყვე­ლა გოგო ქმარ­თან ერ­თა­დაა და თითს სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი უმ­შვე­ნებს, შენ კი მარ­ტო ხარ. ამ დროს ექი­მე­ბიც ეჭ­ვით და "სხვა­ნა­ი­რად" გი­ყუ­რე­ბენ... მაგ­რამ სირ­თუ­ლე მაძ­ლი­ე­რებს კი­დეც. ასეა: რაც არ გკლავს, გაძ­ლი­ე­რებს... (იცი­ნის)

- თქვენს პრო­ფე­სი­ულ მაქ­სი­მუ­მად რა მი­გაჩ­ნი­ათ?

- ჯერ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ალ­ბათ მხო­ლოდ 20 პრო­ცენ­ტი მაქვს და­ხარ­ჯუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფი­ზი­კუ­რად არ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, შენი მაქ­სი­მუ­მი გა­მო­ავ­ლი­ნო. კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის არ იყოს, "სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ჭირს გა­მოვ­ლი­ნე­ბა ნი­ჭის"...

- სამი სამ­სა­ხუ­რი გაქვთ. ეს თუ გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას?

- რომ ვმუ­შა­ობ, არ ნიშ­ნავს, რომ ვავ­ლენ იმ პო­ტენ­ცი­ალს, რაც ჩემ­შია. ამ­დენს იმი­ტომ ვმუ­შა­ობ, რომ ჩემს შვილს არა­ფე­რი მო­აკ­ლდეს, მაგ­რამ ისეთ სამ­სა­ხურ­ში ვარ, რო­მე­ლიც ჩემი სფე­რო არ არის, თუმ­ცა სხვა­ნა­ი­რად ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან მხო­ლოდ მე ვარ და­საქ­მე­ბუ­ლი. უკვე 5 წე­ლია, ვიც­ნობ კლუ­ბის სფე­როს, პიარ-მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ­დი. არის რამ­დე­ნი­მე კლუ­ბი, რო­მელ­ზეც თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემი დახ­მა­რე­ბით დას­ძლია კრი­ზი­სი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ჩემი მის­ვლი­სას და­ხურ­ვის პი­რას იყო, ახლა კი კვლავ აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.

- ამ­ბობთ, რომ ზედ­მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ და ოჯა­ხის შექ­მნას არ აპი­რებთ, რად­გან ამის­თვის დრო არ გე­ყო­ფათ...

- 24-დან 20 სა­ათს ვმუ­შა­ობ, შა­ბათ-კვი­რის ჩათ­ვლით. ნამ­დვი­ლად არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო ისე­თი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა, ვინც სულ მუ­შა­ობს და დრო არ აქვს შენ­თვის...

- "გამ­გე­ბი ქმრის" პრინ­ცი­პის არ გჯე­რათ?

- ოჯა­ხი­სა და სამ­სა­ხუ­რის შე­თავ­სე­ბა მხო­ლოდ რჩე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ხვედ­რია. სამ­წუ­ხა­როდ, მე ეს არ გა­მომ­დის. ჯერ­ჯე­რო­ბით, გამ­გე­ბი ქმა­რი არ შემ­ხვედ­რია...

- შვი­ლის გა­ჩე­ნამ ცხოვ­რე­ბის წესი შე­გიც­ვა­ლათ?

- მას შემ­დეგ, რაც სან­დრო მყავს, ყვე­ლა­ფერს იმის­თვის ვა­კე­თებ, რომ ის იყოს კარ­გად. დე­დო­ბამ შემ­ცვა­ლა, თუმ­ცა ზო­გა­დად, წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უფრო ცივი გავ­ხდი, ვიდ­რე ადრე ვი­ყა­ვი.

- ბავ­შვი რო­გორ ეგუ­ე­ბა თქვენს დღის რე­ჟიმს?

- სა­ერ­თოდ უჩე­მო­ბას ძა­ლი­ან ძნე­ლად ეგუ­ე­ბა. 6-მდე ბაღ­შია, როცა გა­მომ­ყავს, დღის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი ჩემ­თა­ნაა, 10-ზე ვა­ძი­ნებ და სამ­სა­ხურ­ში გავ­დი­ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, რე­ჟი­მი ისე გვაქვს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, რომ ვერ გრძნობს უჩე­მო­ბას. მაგ­რამ თუ მოხ­და ისე, რომ ის სახ­ლში უნდა დარ­ჩეს და მე გა­ვი­დე, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. გვერ­დით ოთახ­ში გას­ვლი­სა­საც კი უკან მომ­დევს. ბავ­შვის გაზ­რდა­ში დედა მეხ­მა­რე­ბა.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში პირ­ვე­ლად რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- 16 წლის ასაკ­ში. პირ­ველ არხზე იყო სტუ­დენ­ტუ­რი გა­და­ცე­მა - "სა­წინ­და­რი". გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი ნუგ­ზარ ნაც­ვლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და და წამ­ყვა­ნად მე ამირ­ჩი­ეს. ასე რომ, ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა - რომ არა ეს ადა­მი­ა­ნი, მი­ჭირს გი­თხრათ, ვიქ­ნე­ბო­დი თუ არა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი. ტელე-რა­დიო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და­ვამ­თავ­რე. უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტშიც ვსწავ­ლობ­დი კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე.

- რო­გორ ფიქ­რობთ - სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად რა არსი სა­ჭი­რო?

- იმის­თვის, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბა, მუდ­მი­ვი და ბევ­რი კი­თხვა, სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი სწრაფ­ვა და გა­მარ­თლე­ბა. გვი­ნა­ხავს "ერთჯე­რა­დი" წამ­ყვა­ნი, რო­მელ­საც ახ­ლო­ბე­ლი გა­მო­უჩ­ნდა ან გა­რეგ­ნუ­ლად იყო ლა­მა­ზი, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ და­ი­კარ­გა... ასე რომ, თუ რე­ა­ლუ­რად არ გაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბით ხან­გრძლივ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ.

- მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რი რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ, ოღონდ არა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში, შე­ე­ლე­ო­დით ეთერ­ში ყოფ­ნას?

- არა, ვერ დავ­თმობ­დი. უკვე 13 წე­ლია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ და სხვა საქ­მე არ გა­მომ­დის. სა­ერ­თოდ, კარ­გი იქ­ნე­ბა, ყვე­ლამ ის საქ­მე გა­ა­კე­თოს, რაც გა­მოს­დის და არ ეცა­დოს იქ შეს­ვლას, სა­დაც მისი ად­გი­ლი არ არის...

- როცა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი გაქვთ, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს არ გიშ­ლით?

- არა­სო­დეს. მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, შა­ბათს დავ­კრძა­ლეთ და ორ­შა­ბათს ეთერ­ში გა­ვე­დი. მა­ყუ­რე­ბელს არ გა­უ­გია, რომ რა­ი­მე სტრე­სი მქონ­და.

- თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი?

- რო­დე­საც ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ, გავ­შორ­დი ქმარს და გა­მიშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან... დიახ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად მოხ­და. არ უნ­დო­დათ ფეხ­მძი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მალე დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­დო­და... სხვა­თა შო­რის, როცა ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, - გა­ვი­გეთ, რომ გა­ა­ჩი­ნე და დაბ­რუნ­დიო... ბავ­შვით ხელ­ში, უქ­მროდ და უსამ­სა­ხუ­როდ ვი­ყა­ვი. ისევ ჩემ­მა შვილ­მა გა­და­მა­ტა­ნი­ნა ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი...

- ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ბავ­შვო­ბი­დან გინ­დო­დათ?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, გავმხდა­რი­ყა­ვი მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ მა­მამ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ეს პრო­ფე­სია არ ამერ­ჩია (იცი­ნის).

- მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხომ არ არის თქვე­ნი რო­გორც მსა­ხი­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რა­ი­მე პრო­ექ­ტში?

- არა. მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ ფილმში პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მსა­ხი­ობ­მა უნდა ითა­მა­შოს. სა­კუ­თა­რი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გამო და­სა­ცი­ნი არ უნდა გახ­დე...

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

”საქართველოში მიჭირს გამოვლინება ნიჭის”...

”საქართველოში მიჭირს გამოვლინება ნიჭის”...

ტელე-რადიო წამყვანისა და კლუბის დირექტორის, თამუნა მუსერიძის წარმატების ფორმულა მარტივია: ბევრი კითხვა, სიახლეებისკენ მუდმივი სწრაფვა და გამართლება. მიუხედავად იმისა, რომ სამ სამსახურში 24-დან 20 საათი მუშაობს, ამბობს, რომ შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილის რეალიზების საშუალება აქვს... რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მისი თქმით, ოჯახისა და სამსახურის შეთავსება მხოლოდ რჩეული ქალბატონების ხვედრია და ეს არ გამოსდის. სწორედ მოუცლელობის გამო, თამუნა არც ოჯახის შექმნას ჩქარობს...

- თამუნა, უკვე დაისვენეთ სადმე?

- ეგვიპტეში ვიყავი შვილთან და მეგობართან ერთად. ჩემთვის დასვენება იმას ნიშნავს, რასაც ამ სიტყვის შინაარსი მოიცავს. საქართველოში დასვენება სხვაგვარად ესმით - დალევა, კლუბი, გართობა. ეგვიპტეში სპეციალურად ავირჩიეთ სასტუმრო, სადაც იყო მშვიდი გარემო და არანაირი კლუბი. ისედაც, კვირაში 4 ღამე კლუბში ვმუშაობ. ახლა ვაპირებ, სანდრო 10 დღით ბაკურიანში წავიყვანო.

- ამჟამად რას საქმიანობთ?

- გარდა იმისა, რომ ტელევიზიასა და რადიოში ვმუშაობ (რადიოში გადაცემა ”თეთრი ღამეები” მიმყავს), უკვე ერთი თვეა, კლუბ ”ეფ ერთის” დირექტორი ვარ. ახლა კლუბში რემონტია, სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.

- შემოქმედებითი პაუზა გქონდათ. ეს ბავშვის გაჩენის გამო მოხდა?

- პაუზა მხოლოდ ერთი წელი მქონდა. 2008 წელს ფეხმძიმე ვიყავი, როცა ”იმედიდან” წამოვედი. სანდრო გავაჩინე და ”ავტორადიოში” დავიწყე მუშაობა.

- სირთულეების გადალახვა გიჭირთ?

- ჩემდა საბედნიეროდ, სირთულეები რაღაც პერიოდში თუ მქონია, მალევე თავისთავად მოგვარებულა.

- რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე, ხომ?

- მართალია. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე: ქმარს ფეხმძიმე გავშორდი. რთულია, როცა ფეხმძიმე ექიმთან ექოსკოპიაზე მიდიხარ, ყველა გოგო ქმართან ერთადაა და თითს საქორწინო ბეჭედი უმშვენებს, შენ კი მარტო ხარ. ამ დროს ექიმებიც ეჭვით და ”სხვანაირად” გიყურებენ... მაგრამ სირთულე მაძლიერებს კიდეც. ასეა: რაც არ გკლავს, გაძლიერებს... (იცინის)

- თქვენს პროფესიულ მაქსიმუმად რა მიგაჩნიათ?

- ჯერ ჩემი შესაძლებლობების ალბათ მხოლოდ 20 პროცენტი მაქვს დახარჯული. საქართველოში ფიზიკურად არ არის საშუალება, შენი მაქსიმუმი გამოავლინო. კოტე ყუბანეიშვილის არ იყოს, ”საქართველოში მიჭირს გამოვლინება ნიჭის”...

- სამი სამსახური გაქვთ. ეს თუ გაძლევთ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას?

- რომ ვმუშაობ, არ ნიშნავს, რომ ვავლენ იმ პოტენციალს, რაც ჩემშია. ამდენს იმიტომ ვმუშაობ, რომ ჩემს შვილს არაფერი მოაკლდეს, მაგრამ ისეთ სამსახურში ვარ, რომელიც ჩემი სფერო არ არის, თუმცა სხვანაირად ვერ იქნება, რადგან ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მე ვარ დასაქმებული. უკვე 5 წელია, ვიცნობ კლუბის სფეროს, პიარ-მენეჯერად ვმუშაობდი. არის რამდენიმე კლუბი, რომელზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დახმარებით დასძლია კრიზისი. ზოგიერთი მათგანი ჩემი მისვლისას დახურვის პირას იყო, ახლა კი კვლავ აგრძელებს მუშაობას.

- ამბობთ, რომ ზედმეტად დაკავებული ხართ და ოჯახის შექმნას არ აპირებთ, რადგან ამისთვის დრო არ გეყოფათ...

- 24-დან 20 საათს ვმუშაობ, შაბათ-კვირის ჩათვლით. ნამდვილად არ არის სასიამოვნო ისეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება, ვინც სულ მუშაობს და დრო არ აქვს შენთვის...

- ”გამგები ქმრის” პრინციპის არ გჯერათ?

- ოჯახისა და სამსახურის შეთავსება მხოლოდ რჩეული ქალბატონების ხვედრია. სამწუხაროდ, მე ეს არ გამომდის. ჯერჯერობით, გამგები ქმარი არ შემხვედრია...

- შვილის გაჩენამ ცხოვრების წესი შეგიცვალათ?

- მას შემდეგ, რაც სანდრო მყავს, ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ ის იყოს კარგად. დედობამ შემცვალა, თუმცა ზოგადად, წლების მატებასთან ერთად, უფრო ცივი გავხდი, ვიდრე ადრე ვიყავი.

- ბავშვი როგორ ეგუება თქვენს დღის რეჟიმს?

- საერთოდ უჩემობას ძალიან ძნელად ეგუება. 6-მდე ბაღშია, როცა გამომყავს, დღის დანარჩენი ნაწილი ჩემთანაა, 10-ზე ვაძინებ და სამსახურში გავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ, რეჟიმი ისე გვაქვს განაწილებული, რომ ვერ გრძნობს უჩემობას. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ის სახლში უნდა დარჩეს და მე გავიდე, ძალიან განიცდის. გვერდით ოთახში გასვლისასაც კი უკან მომდევს. ბავშვის გაზრდაში დედა მეხმარება.

- ტელევიზიაში პირველად როგორ აღმოჩნდით?

- 16 წლის ასაკში. პირველ არხზე იყო სტუდენტური გადაცემა - ”საწინდარი”. გადაცემის პროდიუსერი ნუგზარ ნაცვლიშვილი გახლდათ. უნივერსიტეტში კასტინგი ჩატარდა და წამყვანად მე ამირჩიეს. ასე რომ, ჩემი პირველი ნაბიჯები ტელევიზიაში ბატონი ნუგზარის დამსახურებაა - რომ არა ეს ადამიანი, მიჭირს გითხრათ, ვიქნებოდი თუ არა წარმატებული ჟურნალისტი. ტელე-რადიო ჟურნალისტიკა დავამთავრე. უნივერსიტეტთან ერთად, თეატრალურ ინსტიტუტშიც ვსწავლობდი კინომცოდნეობის ფაკულტეტზე.

- როგორ ფიქრობთ - საქართველოში წარმატების მისაღწევად რა არსი საჭირო?

- იმისთვის, რომ წარმატებული იყო, პირველ რიგში, აუცილებელია განათლება, მუდმივი და ბევრი კითხვა, სიახლეებისადმი სწრაფვა და გამართლება. გვინახავს ”ერთჯერადი” წამყვანი, რომელსაც ახლობელი გამოუჩნდა ან გარეგნულად იყო ლამაზი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაიკარგა... ასე რომ, თუ რეალურად არ გაქვს შესაძლებლობები, ერთჯერადი დახმარებით ხანგრძლივ წარმატებას ვერ მიაღწევ.

- მაღალანაზღაურებადი სამსახური რომ შემოგთავაზონ, ოღონდ არა სატელევიზიო სივრცეში, შეელეოდით ეთერში ყოფნას?

- არა, ვერ დავთმობდი. უკვე 13 წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ და სხვა საქმე არ გამომდის. საერთოდ, კარგი იქნება, ყველამ ის საქმე გააკეთოს, რაც გამოსდის და არ ეცადოს იქ შესვლას, სადაც მისი ადგილი არ არის...

- როცა პირად ცხოვრებაში პრობლემები გაქვთ, ეს საქმიანობაში ხელს არ გიშლით?

- არასოდეს. მამა რომ გარდაიცვალა, შაბათს დავკრძალეთ და ორშაბათს ეთერში გავედი. მაყურებელს არ გაუგია, რომ რაიმე სტრესი მქონდა.

- თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი?

- როდესაც ვიყავი ფეხმძიმედ, გავშორდი ქმარს და გამიშვეს სამსახურიდან... დიახ, ეს ყველაფერი ერთდროულად მოხდა. არ უნდოდათ ფეხმძიმე თანამშრომელი, რომელიც მალე დეკრეტულ შვებულებაში გავიდოდა... სხვათა შორის, როცა ბავშვი შემეძინა, დამირეკეს და მითხრეს, - გავიგეთ, რომ გააჩინე და დაბრუნდიო... ბავშვით ხელში, უქმროდ და უსამსახუროდ ვიყავი. ისევ ჩემმა შვილმა გადამატანინა ეს რთული პერიოდი...

- ჟურნალისტობა ბავშვობიდან გინდოდათ?

- ყოველთვის მინდოდა, გავმხდარიყავი მსახიობი, მაგრამ მამამ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროფესია არ ამერჩია (იცინის).

- მოსალოდნელი ხომ არ არის თქვენი როგორც მსახიობის მონაწილეობა რაიმე პროექტში?

- არა. მაინც მიმაჩნია, რომ ფილმში პროფესიონალმა მსახიობმა უნდა ითამაშოს. საკუთარი არაპროფესიონალიზმის გამო დასაცინი არ უნდა გახდე...

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები