მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ქათამაძის "წიკებიანი" გემოვნება
სალომე ქათამაძის "წიკებიანი" გემოვნება

6 წლი­დან სცე­ნა­ზე მღე­რის. გა­რეგ­ნო­ბა­ზეც ბავ­შვო­ბი­დან ზრუ­ნავს. გაპ­რან­ჭვა და კეკ­ლუ­ცო­ბა 11-12 წლი­სამ და­ი­წყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ტყა­ვის მოკ­ლე კა­ბე­ბი, შორ­ტე­ბი, ქურ­თუ­კე­ბი და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბი მოს­წონ­და. ამ­ჟა­მად უპი­რა­ტე­სო­ბას ჯინ­სის შარ­ვალ­სა და მა­ი­სურს ანი­ჭებს. "გა­დაპ­რან­ჭვა" წვე­უ­ლე­ბე­ბის­თვი­საც არ უყ­ვარს. თა­ვის საქ­მე­ში - ნი­ჭი­ე­რი, სადა და გულ­ღია ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ... იურ­მა­ლას მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ და და­დე­ბი­თად და­მუხ­ტულ სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძეს ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- მა­კი­აჟს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ვი­კე­თებ, ვი­ზა­ჟის­ტებს ვენ­დო­ბი. წვე­უ­ლე­ბა­ზე წას­ვლის წინ უბ­რა­ლოდ, თვა­ლებ­ზე შავ ფან­ქარს "გაკ­ვრით" ვის­ვამ. მკვეთ­რი ფე­რის პო­მა­დას ხში­რად ვი­ყე­ნებ. კოს­მე­ტო­ლოგ­თან წე­ლი­წად­ში 1-2-ჯერ მივ­დი­ვარ, რად­გან ამ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ხში­რი ვი­ზი­ტი სა­ხის კან­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს.

ვარ­ცხნი­ლო­ბა და თმის ფერი

- ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან გრძე­ლი თმა მქონ­და. 10 წლი­სამ "კარე" შე­ვი­ჭე­რი. როცა გა­ვი­ზარ­დე, თმის შე­ღებ­ვა მო­მინ­და, მაგ­რამ დედა უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და. მერე ისე მოხ­და, რომ სა­ლონ­ში თა­ვად წა­მიყ­ვა­ნა და ღია ფე­რის მე­ლი­რე­ბა გა­მი­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თმა წით­ლად შე­ვი­ღე­ბე, შემ­დეგ ბორ­დოს­ფრად... თმის ფერს ხში­რად ვიც­ვლი­დი, მაგ­რამ შე­ღებ­ვის პრო­ცე­სი დი­დად არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 22 წლის გო­გოს კვა­ლო­ბა­ზე ბევ­რი ჭა­ღა­რა მაქვს, ახლა თმას სა­ერ­თოდ არ ვი­ღე­ბავ. ჩემი ჭა­ღა­რა მომ­წონს... ცალ მხა­რეს აპარ­სუ­ლი თმა ჩემს მე­გო­ბარს - მაკო კვი­ტა­იშ­ვილს და­ვუ­ნა­ხე. იმ პე­რი­ოდ­ში ბი­ჭუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა მქონ­და და არ მომ­წონ­და, რად­გან თმა გვერ­დებ­ზე მი­ფუვ­დე­ბო­და და ძა­ლი­ან დიდ თავს მი­ჩენ­და (იცი­ნის). ვი­ფიქ­რე, - ცალ მხა­რეს მეც ავი­პარ­სავ-მეთ­ქი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. მე­გობ­რე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, - გიხ­დე­ბაო. ახლა ასე­თი ვარ­ცხნი­ლო­ბა ბევ­რს აქვს, მაგ­რამ ამ ფაქტს ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ...

იურ­მა­ლა­ში ყოფ­ნი­სას, თმის ხა­რის­ხი ოდ­ნავ გა­მი­ფუჭ­და, რად­გან იქ თმას ხში­რად მიხ­ვევ­დნენ, მის­წო­რებ­დნენ... ჩემი სტი­ლის­ტი - დათო საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭია. მისი ერ­თგუ­ლი ვარ და ვიქ­ნე­ბი...

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ვარ­ჯი­შის­თვის დრო არ მაქვს და ვე­ღარც დი­ე­ტას ვი­ცავ. გან­ტვირ­თვის­თვის 1-2 დღით თუ "წა­ვა­დი­ე­ტებ", რად­გან ჭამა სულ "გა­დარ­ბე­ნი­სას" მი­წევს, თან - ძი­რი­თა­დად, ცო­მე­უ­ლის. დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის გამო, დი­ე­ტას დიდ­ხანს ვერ და­ვი­ცავ.

ტატუ

- 2 ტატუ მაქვს - ხელ­სა და მუ­ცელ­ზე. ხელ­ზე ინ­გლი­სუ­რად მა­წე­რია: "მე მიყ­ვარს ჩემი თავი". თუკი ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი თავი არ გიყ­ვარს, ვერც სხვას შე­იყ­ვა­რებ. ეს ტატუ იმის ნიშ­ნად გა­ვი­კე­თე, რომ სიყ­ვა­რუ­ლი შე­მიძ­ლია. მუ­ცელ­ზე უბ­რა­ლოდ, ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლე­ბი მა­ხა­ტია. მას არა­ვი­თა­რი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა არ აქვს.

ცურ­ვა და ნამ­ზე­უ­რი

- აუზ­ში ცურ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ზღვა­ში - ისე, რა... ცურ­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლე. სა­უ­კე­თე­სო მო­ცუ­რა­ვე არ ვარ, მაგ­რამ არც და­ვიხ­რჩო­ბი. გა­რუ­ჯვა­ზე ვგიჟ­დე­ბი, თან - ნამ­ზე­უ­რი მიხ­დე­ბა (იცი­ნის). სო­ლა­რი­უმ­ში დავ­დი­ვარ, რად­გან პლაჟ­ზე "უზაგ­როდ" გას­ვლა არ მიყ­ვარს - წი­ნას­წარ ვირუ­ჯე­ბი ხოლ­მე.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- ჯვა­რი და "კა­ლი­ცო" სულ მი­კე­თია, სა­ყუ­რე - იშ­ვი­ა­თად. ზო­გა­დად, ვცდი­ლობ, ბევ­რი სამ­კა­უ­ლი არ "ავის­ხა", არ "ავ­ჭრელ­დე"... როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მო­სი გაც­ვია, ზედ­მე­ტი სამ­კა­უ­ლი სა­ჭი­რო არ არის, მაგ­რამ აი, თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე მივ­დი­ვარ, "ავჟღა­რუნ­დე­ბი" ხოლ­მე (იცი­ნის).

სა­მო­სი

- შო­პინგზე ვგიჟ­დე­ბი. "წი­კე­ბი­ა­ნი" გე­მოვ­ნე­ბა მაქვს. მა­გა­ლი­თად, ბეწ­ვე­ულს არას­დროს ჩა­ვიც­ვამ. შე­იძ­ლე­ბა, ტან­საც­მლის რა­ღაც პა­ტა­რა დე­ტა­ლი არ მო­მე­წო­ნოს და ამის გამო, არ შე­ვი­ძი­ნო. ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას ძი­რი­თა­დად, უპი­რა­ტე­სო­ბას უბ­რა­ლო ბრენ­დებს ვა­ნი­ჭებ, სა­კონ­ცერ­ტო სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას კი - უფრო მა­ღა­ლი დო­ნი­სას... თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის ტან­საც­მე­ლი მიყ­ვარს. სა­მო­სი არ უნდა მი­ჭერ­დეს, კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს. მომ­წონს ტყა­ვის შარ­ვლე­ბი, ქურ­თუ­კე­ბი, ჟი­ლე­ტე­ბი... სა­მოს­ზე ოქ­როს­ფე­რი დე­ტა­ლე­ბი არ მომ­წონს.

- სას­ცე­ნო სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გე­მოვ­ნე­ბას ენ­დო­ბი?

- ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს პა­ტივს ვცემ. მი­მაჩ­ნია, რომ თუკი ადა­მი­ანს გე­მოვ­ნე­ბა გაქვს, უმ­ჯო­ბე­სია, თა­ვად უკარ­ნა­ხო დი­ზა­ი­ნერს, თუ რო­გო­რი ფე­რი­სა და სტი­ლის კოს­ტი­უ­მი გინ­და. ქარ­თვე­ლებს ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი გვყავს. ისი­ნი თა­ვის საქ­მეს კარ­გად ას­რუ­ლე­ბენ.

საქ­მე

- სიმ­ღე­რა ბავ­შვო­ბა­ში და­ვი­წყე. თავ­და­პირ­ვე­ლად კლა­სი­კუ­რი ვო­კა­ლის გან­ხრით ვმღე­რო­დი, 15 წლი­სამ კი ესტრა­და ავირ­ჩიე. იმე­დია, ამ სფე­რო­ში კი­დევ უფრო მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ...

- სა­ლო­მე, ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი იურ­მა­ლის მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე ერ­თსუ­ლოვ­ნად წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ­დნენ, თუმ­ცა აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით - ამ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თოდ, უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს თუ არა?..

- მი­მაჩ­ნია, რომ "ახა­ლი ტალ­ღა" ძა­ლი­ან კარ­გი კონ­კურ­სია და მას­ში სა­ქარ­თვე­ლოც უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს. ქარ­თვე­ლებ­მა სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­სა­ჩე­ნად და ქვეყ­ნის­თვის დი­დე­ბის მო­სა­ტა­ნად ყვე­ლა შან­სი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. იურ­მა­ლა­ში ყვე­ლა თბი­ლად გვე­პყრო­ბო­და, ყვე­ლას­თან სიყ­ვა­რუ­ლით და­მუხ­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და... ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- კონ­კურ­სზე სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან რო­გორ შე­დეგს ელო­დი?

- სა­მე­ულ­ში მოხ­ვედ­რა მინ­დო­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად - პირ­ვე­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა (იღი­მის), მაგ­რამ მე­ო­რი­თაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ: პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულ კონ­კურ­სანტს მხო­ლოდ 1 ქუ­ლით რომ ჩა­მორ­ჩე­ბი, ეს წა­გე­ბას არ ნიშ­ნავს...

- ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ზე რას გვე­ტყვი?

- ძა­ლი­ან თბი­ლად მე­პყრო­ბი­ან. მე­უბ­ნე­ბი­ან, - სა­ლო­მე, შენ ჩვენ­თვის პირ­ვე­ლი ხარო. ეს ამ­ბა­ვი მა­ხა­რებს.

- ტოტო კუ­ტუ­ნი­ოს მიერ შენი ნამ­ღე­რის 8 ქუ­ლით შე­ფა­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა - ეს ფაქ­ტი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში კარ­გა ხანს სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა იყო...

- (იცი­ნის) ეს ქარ­თუ­ლი "გუ­ლის მო­ფხა­ნა" გახ­ლდათ. მი­ხა­რია, რომ ჩემ­ზე გული შეს­ტკი­ვათ... ალ­ბათ, ტოტო კუ­ტუ­ნი­ოს ის სიმ­ღე­რა არ მო­ე­წო­ნა, რო­მე­ლიც ჩემი სტი­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო. მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რია...

ოჯა­ხი

- მხი­ა­რუ­ლი, საყ­ვა­რე­ლი და ტკბი­ლი ოჯა­ხი მაქვს. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან: მშობ­ლე­ბი, და-ძმა, ბებო და ბაბუ, მე­უღ­ლე.... მუ­სი­კო­სი არც ერთი არ არის, მაგ­რამ სიმ­ღე­რა თით­ქმის ყვე­ლას შე­უძ­ლია. ჩემს სიყ­ვა­რულს მათ თა­ნაბ­რად ვუ­ნა­წი­ლებ.

- დიდი ხა­ნია, რაც და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ხარ?

- 2 წე­ლია. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მე­გობ­რულ წრე­ში გა­ვი­ცა­ნი; ჯერ დავ­მე­გობ­რდით, მერე ერ­თმა­ნე­თი შეგ­ვიყ­ვარ­და და დღემ­დე ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, ის ჩემი მე­ნე­ჯე­რია და შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ...

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- სულ ვმუ­შა­ობ, ვმღე­რი, ინ­ტერ­ვი­უ­ზე ვარ... "დას­ვე­ნე­ბი­სა" და "გარ­თო­ბის" მნიშ­ვნე­ლო­ბა უკვე დიდი ხა­ნია, არ მახ­სოვს (იცი­ნის)... ბუ­ნე­ბა­ში ყოფ­ნა მიყ­ვარს. ღა­მის კლუ­ბებს უკვე იშ­ვი­ა­თად ვსტუმ­რობ - ეტყო­ბა, ასა­კის ბრა­ლია ან უბ­რა­ლოდ, ახლა ასე­თი პე­რი­ო­დი მაქვს. თუ მო­ვი­ცა­ლე, და­სას­ვე­ნებ­ლად თურ­ქეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე­ბი - იქ სა­უ­კე­თე­სო სა­კუ­რორ­ტო ქა­ლა­ქე­ბია. მა­ნამ­დე ბა­თუმს აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­ტუმ­რე­ბი.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სალომე ქათამაძის "წიკებიანი" გემოვნება

სალომე ქათამაძის "წიკებიანი" გემოვნება

6 წლიდან სცენაზე მღერის. გარეგნობაზეც ბავშვობიდან ზრუნავს. გაპრანჭვა და კეკლუცობა 11-12 წლისამ დაიწყო. განსაკუთრებულად ტყავის მოკლე კაბები, შორტები, ქურთუკები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოსწონდა. ამჟამად უპირატესობას ჯინსის შარვალსა და მაისურს ანიჭებს. "გადაპრანჭვა" წვეულებებისთვისაც არ უყვარს. თავის საქმეში - ნიჭიერი, სადა და გულღია ადამიანი გახლავთ... იურმალას მუსიკალური კონკურსიდან დაბრუნებულ და დადებითად დამუხტულ სალომე ქათამაძეს ცხოვრების სტილზე ვესაუბრეთ.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- მაკიაჟს დამოუკიდებლად ვერ ვიკეთებ, ვიზაჟისტებს ვენდობი. წვეულებაზე წასვლის წინ უბრალოდ, თვალებზე შავ ფანქარს "გაკვრით" ვისვამ. მკვეთრი ფერის პომადას ხშირად ვიყენებ. კოსმეტოლოგთან წელიწადში 1-2-ჯერ მივდივარ, რადგან ამ საქმის პროფესიონალთან ხშირი ვიზიტი სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს.

ვარცხნილობა და თმის ფერი

- ბავშვობაში ძალიან გრძელი თმა მქონდა. 10 წლისამ "კარე" შევიჭერი. როცა გავიზარდე, თმის შეღებვა მომინდა, მაგრამ დედა უფლებას არ მაძლევდა. მერე ისე მოხდა, რომ სალონში თავად წამიყვანა და ღია ფერის მელირება გამიკეთა. მოგვიანებით თმა წითლად შევიღებე, შემდეგ ბორდოსფრად... თმის ფერს ხშირად ვიცვლიდი, მაგრამ შეღებვის პროცესი დიდად არ მსიამოვნებდა. მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის გოგოს კვალობაზე ბევრი ჭაღარა მაქვს, ახლა თმას საერთოდ არ ვიღებავ. ჩემი ჭაღარა მომწონს... ცალ მხარეს აპარსული თმა ჩემს მეგობარს - მაკო კვიტაიშვილს დავუნახე. იმ პერიოდში ბიჭური ვარცხნილობა მქონდა და არ მომწონდა, რადგან თმა გვერდებზე მიფუვდებოდა და ძალიან დიდ თავს მიჩენდა (იცინის). ვიფიქრე, - ცალ მხარეს მეც ავიპარსავ-მეთქი. ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. მეგობრებიც მეუბნებიან, - გიხდებაო. ახლა ასეთი ვარცხნილობა ბევრს აქვს, მაგრამ ამ ფაქტს ყურადღებას არ ვაქცევ...

იურმალაში ყოფნისას, თმის ხარისხი ოდნავ გამიფუჭდა, რადგან იქ თმას ხშირად მიხვევდნენ, მისწორებდნენ... ჩემი სტილისტი - დათო საყვარელი ბიჭია. მისი ერთგული ვარ და ვიქნები...

ვარჯიში და დიეტა

- ვარჯიშისთვის დრო არ მაქვს და ვეღარც დიეტას ვიცავ. განტვირთვისთვის 1-2 დღით თუ "წავადიეტებ", რადგან ჭამა სულ "გადარბენისას" მიწევს, თან - ძირითადად, ცომეულის. დატვირთული დღის რეჟიმის გამო, დიეტას დიდხანს ვერ დავიცავ.

ტატუ

- 2 ტატუ მაქვს - ხელსა და მუცელზე. ხელზე ინგლისურად მაწერია: "მე მიყვარს ჩემი თავი". თუკი ადამიანს საკუთარი თავი არ გიყვარს, ვერც სხვას შეიყვარებ. ეს ტატუ იმის ნიშნად გავიკეთე, რომ სიყვარული შემიძლია. მუცელზე უბრალოდ, ლამაზი ყვავილები მახატია. მას არავითარი სიმბოლური დატვირთვა არ აქვს.

ცურვა და ნამზეური

- აუზში ცურვა ძალიან მიყვარს, ზღვაში - ისე, რა... ცურვა დამოუკიდებლად ვისწავლე. საუკეთესო მოცურავე არ ვარ, მაგრამ არც დავიხრჩობი. გარუჯვაზე ვგიჟდები, თან - ნამზეური მიხდება (იცინის). სოლარიუმში დავდივარ, რადგან პლაჟზე "უზაგროდ" გასვლა არ მიყვარს - წინასწარ ვირუჯები ხოლმე.

სამკაული და აქსესუარები

- ჯვარი და "კალიცო" სულ მიკეთია, საყურე - იშვიათად. ზოგადად, ვცდილობ, ბევრი სამკაული არ "ავისხა", არ "ავჭრელდე"... როცა თავისუფალი სტილის სამოსი გაცვია, ზედმეტი სამკაული საჭირო არ არის, მაგრამ აი, თუ წვეულებაზე მივდივარ, "ავჟღარუნდები" ხოლმე (იცინის).

სამოსი

- შოპინგზე ვგიჟდები. "წიკებიანი" გემოვნება მაქვს. მაგალითად, ბეწვეულს არასდროს ჩავიცვამ. შეიძლება, ტანსაცმლის რაღაც პატარა დეტალი არ მომეწონოს და ამის გამო, არ შევიძინო. ყოველდღიური სამოსის შერჩევისას ძირითადად, უპირატესობას უბრალო ბრენდებს ვანიჭებ, საკონცერტო სამოსის შერჩევისას კი - უფრო მაღალი დონისას... თავისუფალი სტილის ტანსაცმელი მიყვარს. სამოსი არ უნდა მიჭერდეს, კომფორტული უნდა იყოს. მომწონს ტყავის შარვლები, ქურთუკები, ჟილეტები... სამოსზე ოქროსფერი დეტალები არ მომწონს.

- სასცენო სამოსის შერჩევისას ქართველი დიზაინერების გემოვნებას ენდობი?

- ქართველ დიზაინერებს პატივს ვცემ. მიმაჩნია, რომ თუკი ადამიანს გემოვნება გაქვს, უმჯობესია, თავად უკარნახო დიზაინერს, თუ როგორი ფერისა და სტილის კოსტიუმი გინდა. ქართველებს ამ სფეროში მომუშავე ნიჭიერი ადამიანები გვყავს. ისინი თავის საქმეს კარგად ასრულებენ.

საქმე

- სიმღერა ბავშვობაში დავიწყე. თავდაპირველად კლასიკური ვოკალის განხრით ვმღეროდი, 15 წლისამ კი ესტრადა ავირჩიე. იმედია, ამ სფეროში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ...

- სალომე, ქართველი გულშემატკივრები იურმალის მუსიკალურ კონკურსზე ერთსულოვნად წარმატებას გისურვებდნენ, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით - ამ კონკურსზე საქართველო საერთოდ, უნდა მონაწილეობდეს თუ არა?..

- მიმაჩნია, რომ "ახალი ტალღა" ძალიან კარგი კონკურსია და მასში საქართველოც უნდა მონაწილეობდეს. ქართველებმა საკუთარი თავის წარმოსაჩენად და ქვეყნისთვის დიდების მოსატანად ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ. იურმალაში ყველა თბილად გვეპყრობოდა, ყველასთან სიყვარულით დამუხტული ურთიერთობა გვქონდა... ძალიან კმაყოფილი ვარ.

- კონკურსზე საკუთარი თავისგან როგორ შედეგს ელოდი?

- სამეულში მოხვედრა მინდოდა, განსაკუთრებულად - პირველი ადგილის დაკავება (იღიმის), მაგრამ მეორითაც კმაყოფილი ვარ: პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს მხოლოდ 1 ქულით რომ ჩამორჩები, ეს წაგებას არ ნიშნავს...

- ქართველ გულშემატკივრებზე რას გვეტყვი?

- ძალიან თბილად მეპყრობიან. მეუბნებიან, - სალომე, შენ ჩვენთვის პირველი ხარო. ეს ამბავი მახარებს.

- ტოტო კუტუნიოს მიერ შენი ნამღერის 8 ქულით შეფასებას საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - ეს ფაქტი ინტერნეტსივრცეში კარგა ხანს საუბრის მთავარი თემა იყო...

- (იცინის) ეს ქართული "გულის მოფხანა" გახლდათ. მიხარია, რომ ჩემზე გული შესტკივათ... ალბათ, ტოტო კუტუნიოს ის სიმღერა არ მოეწონა, რომელიც ჩემი სტილი ნამდვილად არ იყო. მისი გადაწყვეტილება სწორია...

ოჯახი

- მხიარული, საყვარელი და ტკბილი ოჯახი მაქვს. ჩემი ოჯახის წევრები არიან: მშობლები, და-ძმა, ბებო და ბაბუ, მეუღლე.... მუსიკოსი არც ერთი არ არის, მაგრამ სიმღერა თითქმის ყველას შეუძლია. ჩემს სიყვარულს მათ თანაბრად ვუნაწილებ.

- დიდი ხანია, რაც დაოჯახებული ხარ?

- 2 წელია. მომავალი მეუღლე მეგობრულ წრეში გავიცანი; ჯერ დავმეგობრდით, მერე ერთმანეთი შეგვიყვარდა და დღემდე ბედნიერად ვცხოვრობთ. ჯერჯერობით, ის ჩემი მენეჯერია და შეხმატკბილებულები ვართ...

დასვენება და გართობა

- სულ ვმუშაობ, ვმღერი, ინტერვიუზე ვარ... "დასვენებისა" და "გართობის" მნიშვნელობა უკვე დიდი ხანია, არ მახსოვს (იცინის)... ბუნებაში ყოფნა მიყვარს. ღამის კლუბებს უკვე იშვიათად ვსტუმრობ - ეტყობა, ასაკის ბრალია ან უბრალოდ, ახლა ასეთი პერიოდი მაქვს. თუ მოვიცალე, დასასვენებლად თურქეთში გავემგზავრები - იქ საუკეთესო საკურორტო ქალაქებია. მანამდე ბათუმს აუცილებლად ვესტუმრები.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება