პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სწყინთ ადამიანებს ყველაზე მეტად
რა სწყინთ ადამიანებს ყველაზე მეტად

გა­რეგ­ნო­ბა­ზე და­ცინ­ვა ადა­მი­ანს იმა­ზე მე­ტად სწყინთ, ვიდ­რე მისი მი­სა­მარ­თით გი­ნე­ბა ან რა­სის­ტუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამ დას­კვნამ­დე ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ ბოლო დროს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი უცენ­ზუ­რო გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის მი­მათ უფრო "სქელ­კა­ნი­ა­ნე­ბი" გახ­დნენ, ვიდ­რე წინა თა­ო­ბა. ამა­ვე დროს ბევ­რი გა­ნა­წყენ­დე­ბა, თუ მათ მსუ­ქანს ან ზედ­მე­ტად მა­ღალს და­უ­ძა­ხე­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ადა­მი­ა­ნებს გულ­თან ახ­ლოს მი­აქვთ არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის, არა­მედ სხვე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კაც. რეს­პო­დენ­ტე­ბის 43%-ს სწყინს თუ მათ ნაც­ნო­ბებს აკ­რი­ტი­კე­ბენ, 39% კი თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად იგ­რძნობს, თუ მათ პი­რა­დად გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ. შე­და­რე­ბის­თვის, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­სა­მარ­თით რე­ლი­გი­ა­ზე ხუმ­რო­ბა გა­მო­კი­თხულ­თა 35% არ მოს­წონს, მათი რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის კრი­ტი­კა კი 21%-ს ანა­წყე­ნებს.

კა­ნის ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მხო­ლოდ 23% აღელ­ვებს. ხოლო ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის გმი­რე­ბის პი­რით მოს­მე­ნი­ლი გი­ნე­ბა რეს­პო­დენ­ტე­ბის ოთხ მე­ხუ­თედს სა­ერ­თოდ არ ანაღ­ვლებს.

მხცო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ცი­ის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხყო­ფა­სა და ფილ­მებ­სა თუ ჟურ­ნა­ლებ­ში სი­შიშ­ვლის დე­მონ­სტრა­ცა­ზე უფრო მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან. ახალ­გაზ­რდო­ბას კი უფრო მე­ტად გა­რეგ­ნო­ბის კრი­ტი­კა სწყინს: სა­კუ­თარ ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ზე ხუმ­რო­ბას მძი­მედ იტანს 19-29 წლის ადა­მა­ნე­ბის 42%, ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის კი - 35%.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა სწყინთ ადამიანებს ყველაზე მეტად

რა სწყინთ ადამიანებს ყველაზე მეტად

გარეგნობაზე დაცინვა ადამიანს იმაზე მეტად სწყინთ, ვიდრე მისი მისამართით გინება ან რასისტული და რელიგიური შეურაცხყოფა. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ.

ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბოლო დროს დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლები უცენზურო გამონათქვამების მიმათ უფრო "სქელკანიანები" გახდნენ, ვიდრე წინა თაობა. ამავე დროს ბევრი განაწყენდება, თუ მათ მსუქანს ან ზედმეტად მაღალს დაუძახებენ.

საინტერესოა, რომ ადამიანებს გულთან ახლოს მიაქვთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების მისამართით გამოთქმული კრიტიკაც. რესპოდენტების 43%-ს სწყინს თუ მათ ნაცნობებს აკრიტიკებენ, 39% კი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუ მათ პირადად გააკრიტიკებენ. შედარებისთვის, სხვა ადამიანების მისამართით რელიგიაზე ხუმრობა გამოკითხულთა 35% არ მოსწონს, მათი რელიგიური აღმსარებლობის კრიტიკა კი 21%-ს ანაწყენებს.

კანის ფერთან დაკავშირებული კრიტიკა ბრიტანელების მხოლოდ 23% აღელვებს. ხოლო ტელეგადაცემების გმირების პირით მოსმენილი გინება რესპოდენტების ოთხ მეხუთედს საერთოდ არ ანაღვლებს.

მხცოვანი ადამიანები პოლიციის მისამართით შეურაცხყოფასა და ფილმებსა თუ ჟურნალებში სიშიშვლის დემონსტრაცაზე უფრო მგრძნობიარენი არიან. ახალგაზრდობას კი უფრო მეტად გარეგნობის კრიტიკა სწყინს: საკუთარ ფიზიკურ მონაცემებზე ხუმრობას მძიმედ იტანს 19-29 წლის ადამანების 42%, ასაკოვანი ადამიანების კი - 35%.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს