პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლოს გამხელას სთხოვს ჭორიკანა - ანა ქურთუბაძეს
რა საიდუმლოს გამხელას სთხოვს ჭორიკანა - ანა ქურთუბაძეს

მსა­ხი­ობ ანა ქურ­თუ­ბა­ძის სა­ხელ­ზე მო­სულ მე­სი­ჯებ­ში ძი­რი­თა­დად, მის მი­მართ სიმ­პა­თი­ას გა­მო­ხა­ტავ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ, "შუა ქა­ლაქ­ში" რომ დაბ­რუნ­და. ზო­გი­ერ­თი მას უბ­რა­ლოდ, რო­გორც მსა­ხი­ობს, ქება-დი­დე­ბას ას­ხამს, ზოგს კი მას­ში რა­ღაც არ მოს­წონს (ამ­ქვეყ­ნად მა­ქე­ბარ­სა და ცუ­დის მთქმელს რა და­ლევს?!.). ვი­ნა­ი­დან მსა­ხი­ო­ბის სა­ხელ­ზე ბევ­რი წე­რი­ლი მო­ვი­და და ცხა­დია, ყვე­ლას ვერ უპა­სუ­ხებ­და, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო შე­ვარ­ჩი­ეთ და მსა­ხი­ობს ვთხო­ვეთ, მო­ზარ­დე­ბის­თვის პა­სუ­ხე­ბი მო­ე­წე­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ანა ჯერ კი­დევ მუ­შა­ობს და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი­დან შინ დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ და­ი­ზა­რა...

"სე­რი­ალ­ში შე­ნე­ბურ ნა­პერ­წკალს ან­თებ..."

მეგი, 15 წლის:

"ანი, გა­მარ­ჯო­ბა. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი გოგო ხარ. სე­რი­ა­ლი­დან თეკ­ლა რომ გა­უშ­ვეს, მე­წყი­ნა, მაგ­რამ მერე ისევ რომ და­გი­ნა­ხე, გა­მი­ხარ­და. შენ ამ სე­რი­ალ­ში შე­ნე­ბურ ნა­პერ­წკალს ან­თებ და რო­გორც ვნა­ხე, კარ­გა­დაც მღე­რი. მა­ინ­ტე­რე­სებს, კი­დევ რო­მე­ლი­მე ფილმში ხომ არ მო­ნა­წი­ლე­ობ ან რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ხომ არ გაქვს? წარ­მა­ტე­ბე­ბი! ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ხარ და ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს იმ­სა­ხუ­რებ".

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- მეგი, გა­მარ­ჯო­ბა. დიდი მად­ლო­ბა ასე­თი თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის... რაც შე­ე­ხე­ბა სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს: ამ­ჟა­მად მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ვმუ­შა­ობთ სპექ­ტაკლზე (ამა­ზე მგო­ნი, ინ­ტერ­ვი­უ­შიც ვი­ლა­პა­რა­კე უფრო ვრცლად), აგ­ვის­ტო­ში კი ვის­ვე­ნებ. ვნა­ხოთ, სექ­ტემ­ბრი­დან რა იქ­ნე­ბა..."

"ეს სულ სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბაა, უფრო რე­ა­ლუ­რი, უფრო ნამ­დვი­ლი..."

განო, 17 წლის:

"ჰაი". ანი ქურ­თუ­ბა­ძის ინ­ტერ­ვიუ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. არ მე­გო­ნა, ასე­თი გახ­სნი­ლი ადა­მი­ა­ნი თუ იყო. ოღონდ, გული დამ­წყდა, და­ვით­გა­რე­ჯა­ზე უფრო მეტი რომ არ გვი­ამ­ბო (ამ ად­გი­ლას არას­დროს ვყო­ფილ­ვარ)... ანი, მა­ინ­ტე­რე­სებს, სად უფრო მოგ­წონს მუ­შა­ო­ბა: თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თუ კა­მე­რის წინ? სად უფრო ახერ­ხებ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ჩე­ნას? იმე­დია, ეს კი­თხვა ბავ­შვუ­რად არ მო­გეჩ­ვე­ნე­ბა და პა­სუ­ხის გა­ცე­მა­საც არ დამ­ზარ­დე­ბი, ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო..."

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- განო, ბავ­შვუ­რი კი­თხვა კი არა, ეს ის კი­თხვაა, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო პა­სუხზეც ხში­რად და­ო­ბენ. რო­მე­ლი უკე­თე­სია - სცე­ნა თუ კა­მე­რის წინ დგო­მა, ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ცოტა არ იყოს ძნე­ლია, უფრო მე­ტიც - მათ შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა არას­წო­რი მგო­ნია. რა­ტომ? სცე­ნა­ზე და კა­მე­რის წინ მუ­შა­ო­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რამ არის, ამ ორ საქ­მეს ერ­თმა­ნეთს ვერც შე­ა­და­რებ... მე რო­მე­ლი მირ­ჩევ­ნია? სცე­ნა­ზე დგო­მი­სას ერთი წა­მი­თაც არ გა­ვი­წყდე­ბა, რომ შენ ის კონ­კრე­ტუ­ლი გმი­რი ხარ, ვისი რო­ლის მორ­გე­ბაც გი­წევს და არა - ანა ქურ­თუ­ბა­ძე; ამ დროს შენი პე­რო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ და ეს სულ სხვა­ნა­ი­რი ცხოვ­რე­ბაა, უფრო რე­ა­ლუ­რი, უფრო ნამ­დვი­ლი. ამ დროს მა­ყუ­რე­ბელ­თან პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი გაქვს და უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ხალ­ხის­გან და­დე­ბით მუხტს იღებ - აი, სწო­რედ ასეთ დროს გა­მო­დის სპექ­ტაკ­ლი ნამ­დვი­ლი და მარ­თა­ლი... რაც შე­ე­ხე­ბა კი­ნოს: ეს ისე­თი რამ არის, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ მო­გე­ცა, აქაც ძა­ლი­ან მარ­თა­ლი უნდა იყო; კა­მე­რა ერთ ყალბ მი­მი­კა­საც კი არ გა­პა­ტი­ებს (კი­ნო­ზე ბევ­რს ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, რად­გან ამ სფე­რო­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს, თუმ­ცა ფილ­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი დი­დია :))). მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ ვი­ლა­პა­რა­კო, დღეს­დღე­ო­ბით თა­ვი­დან ბო­ლომ­დე თე­ატ­რში ვარ ჩაფ­ლუ­ლი :) და ვცდი­ლობ, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, უფრო მე­ტად გა­ვი­ზარ­დო. სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­შიც წლე­ბია ვთა­მა­შობ, ერ­თმა­ნე­თის­გან ყო­ველ­თვის გან­სხვავ­დე­ბა; ყო­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნა გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რა­ღაც ახა­ლი გა­ი­გო, აღ­მო­ა­ჩი­ნო. თე­ატ­რი ჩემ­თვის არის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სამ­ყა­რო, სა­დაც ბავ­შვუ­რად უნდა გჯე­რო­დეს და პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ითა­მა­შო ვთქვათ, "სახ­ლო­ბა­ნა", ოღონდ - ამ შემ­თხვე­ვა­ში, დიდი მოთ­მი­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნაც გჭირ­დე­ბა :). P.S. არ ვიცი, შენ რა­ტომ და­გა­ინ­ტე­რე­სა ამ ყვე­ლა­ფერ­მა, მაგ­რამ თუ მსა­ხი­ო­ბო­ბა გაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი და მიხ­ვდე­ბი, რომ ეს საქ­მე ნამ­დვი­ლად გინ­და, გე­ტყვი, რომ ეს სა­ო­ცა­რი პრო­ფე­სი­აა, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო :)...

"დე­და­ჩე­მიც გიჟ­დე­ბა ზურა ყიფ­ში­ძე­ზე..."

ქეთო:

"გა­მარ­ჯო­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს რუბ­რი­კა "ჩემი თა­ო­ბა", რად­გა­ნაც მისი წყა­ლო­ბით გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ცნო­ბი­ლებს კი­თხვე­ბი და­ვუს­ვათ. ანა, ზურა ყიფ­ში­ძე მეც მომ­წონს, მაგ­რამ დე­და­ჩე­მი მას­ზე გიჟ­დე­ბა. ამ მსა­ხი­ობ­მა ხელი რომ სთხო­ვოს, მგო­ნი, ოჯა­ხი რომ ჰყავს, ეგეც და­ა­ვი­წყდე­ბა და გაჰ­ყვე­ბა (ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ამის­გან, ეს უბ­რა­ლოდ, სი­ტყვას მო­ვა­ყო­ლე). მა­ინ­ტე­რე­სებს, იმის­თვის, რომ ოც­ნე­ბა აგიხ­დეს და ყიფ­ში­ძის პარტნი­ო­რი გახ­დე, თუ და­თან­ხმდე­ბი მას­თან ერ­თად ერო­ტი­კულ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას? სა­ერ­თოდ, ასე­თი რო­ლე­ბი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის (არა მხო­ლოდ ქა­ლე­ბის­თვის) მი­უ­ღე­ბე­ლია. შენ რა შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებ­დი ასე­თი ჟან­რის ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას? მე ვფიქ­რობ, მსა­ხი­ობ­მა არც ერთ კარგ როლ­ზე არ უნდა თქვას უარი... P.S. ჟურ­ნალ "გზას" კი­დევ ერთხელ ვუხ­დი მად­ლო­ბას იმის­თვის, რომ ცნო­ბი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. იმე­დია, "ესე­მე­სის" ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ "და­ვიბ­ლო­კე­ბი"..."

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- ქეთო, გა­მარ­ჯო­ბა. ამა­ზე ბევ­რჯერ მი­ლა­პა­რა­კია, მაგ­რამ კი­დევ გე­ტყვი: თუ პი­ე­სა, სცე­ნა­რი მო­ი­თხოვს თა­მამ სცე­ნებს, თუ ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლია და მსა­ხი­ობს მხო­ლოდ იმი­ტომ არ აშიშ­ვლე­ბენ, რომ მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­ან­თი "უკომ­პლექ­სო­ბა" და­ა­ნახ­ვონ, თუ ეს არ იქ­ნე­ბა ვულ­გა­რუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი და იქ­ნე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი სა­ნა­ხა­ვი (რაც ჩვენ­თან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა) და რე­ჟი­სო­რიც ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, თა­მამ სცე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მეც დავ­თან­ხმდე­ბი, მით უმე­ტეს, რო­გორც შენ თქვი, თუ ჩემი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­მი­წევს პარტნი­ო­რო­ბას :).

"ანას ძა­ლი­ან ვგა­ვარ..."

სან­დრა, 13 წლის:

"ანი (თეკ­ლა) ძა­ლი­ან მომ­წონს, კარ­გი გო­გოა. სხვა­თა შო­რის, მას რა­ღა­ცით მამ­სგავ­სე­ბენ, რად­გან მეც წი­თე­ლი თმა მაქვს და ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვარ. მინ­და, მო­მა­ვალ­ში მეც მის­ნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვიყო. მი­ხა­რია, ჩემს საყ­ვა­რელ სე­რი­ალ­ში რომ დაბ­რუნ­და".

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- სან­დრა, დიდი მად­ლო­ბა, რომ მოგ­წონ­ვარ. ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ? მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რი გოგო ხარ :)... შენ თქვი, რომ გინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, არა? ჰოდა, როცა რა­ი­მე ძა­ლი­ან გინ­და, გა­მო­რი­ცხუ­ლია, არ აგიხ­დეს. თუ ერ­თმა­ნეთს ვგა­ვართ, იქ­ნებ ოდეს­მე ფილმში გა­დაგ­ვი­ღონ ერ­თად, სა­დაც შენ ჩემს ბავ­შვო­ბას ითა­მა­შებ :) ან მე - შენს დი­დო­ბას ანუ მო­მა­ვალს ავ­სა­ხავ :)))...

"ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დე­დას მოგ­ვა­რეა..."

ეკ­ლე­რი, 15 წლის:

"ანა ქურ­თუ­ბა­ძის­გან რჩე­ვის მი­ღე­ბა მსურს და იმე­დია, ამა­ში და­მეხ­მა­რე­ბით... მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ­ლის დე­დაც ჩემი მოგ­ვა­რეა. ჰოდა, ამის გამო პრობ­ლე­მე­ბი გვექ­მნე­ბა: ჩემი მშობ­ლე­ბიც და მისი დედ-მა­მაც ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არი­ან. ამ­ბო­ბენ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ შო­რის რამე მოხ­დეს. არა­და, ახლო ნა­თე­სა­ვე­ბიც არ ვართ. დე­და­მისს უბ­რა­ლოდ, ჩემ­ნა­ი­რი გვა­რი აქვს, სის­ხლით ნა­თე­სა­ო­ბა არ გვა­კავ­ში­რებს. მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემს ად­გი­ლას, ანი რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და? მერ­წმუ­ნეთ, ის ბიჭი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ეს არ არის გა­ტა­ცე­ბა. რო­გორ და­ვუმ­ტკი­ცო მშობ­ლებს, რომ ცდე­ბი­ან და რომ არ უნდა დაგ­ვა­შო­რონ? ძა­ლი­ან გთხოვთ, მირ­ჩი­ეთ რამე, თო­რემ ერთხე­ლაც შე­იძ­ლე­ბა, მე და ჩემ­მა სატ­რფომ "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას" გმი­რებს მივ­ბა­ძოთ... P.S. ძა­ლი­ან მინ­და, მო­ძღვარ­საც გა­ვე­სა­უბ­რო, მაგ­რამ ჩემს სო­ფელ­ში მა­მაო არ გვყავს, სხვა­გან კი თა­ვად ვერ მივ­დი­ვარ. წი­ნას­წარ გიხ­დით ყვე­ლას მად­ლო­ბას რჩე­ვის­თვის".

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- მო­გე­სალ­მე­ბი, ეკ­ლე­რო (ისე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნამ­ცხვა­რი ეკ­ლე­რი). და­ე­ლა­პა­რა­კე მშობ­ლებს და აუხ­სე­ნი, რომ ეს არ არის უბ­რა­ლოდ გა­ტა­ცე­ბა და არ გინ­და, სუ­ლე­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნო მხო­ლოდ იმის გამო, რომ რა­ღა­ცას გიკ­რძა­ლა­ვენ... არ ვიცი, საყ­ვა­რე­ლო, სხვა რა გირ­ჩიო. შენს ად­გი­ლას რო­გორ მო­ვიქ­ცე­ო­დი, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი იმის­თვის, რომ ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვა­კე­თებ­დი ამას ჩუ­მად და მშობ­ლე­ბის­გან მა­ლუ­ლად. კარ­გად აუხ­სე­ნი დედ-მა­მას ყვე­ლა­ფე­რი და შენი სატ­რფოც ასე უნდა მო­იქ­ცეს. ბო­ლოს და ბო­ლოს, როცა მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ერ­თმა­ნე­თი მარ­თლა ძა­ლი­ან გიყ­ვართ, გა­გი­გე­ბენ... იცო­დე, აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­ლა­პა­რა­კე მშობ­ლებს, ძა­ლი­ან მშვი­დად აუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი. მეს­მის, ეს რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ასე აჯო­ბებს! მათ სათ­ქმელს რომ ეტყვი, მეც გა­მა­გე­ბი­ნე, რას გი­პა­სუ­ხე­ბენ...

"ჭო­რი­კა­ნა ვარ, მაგ­რამ სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვაც მე­ხერ­ხე­ბა..."

ჭო­რი­კა­ნა:

"უბან­ში ჭო­რი­კა­ნას მე­ძა­ხი­ან, რად­გან ყვე­ლას ამ­ბა­ვი მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე, სა­ი­დუმ­ლოს შე­ნახ­ვაც მე­ხერ­ხე­ბა. ისე, ეს მეტ­სა­ხე­ლი მომ­წონს. რა­ტომ? ვი­ნა­ი­დან იცი­ან, რომ ბევ­რი რამ ვიცი, ხალ­ხი პა­ტა­რა გო­გოს რჩე­ვებ­საც კი მე­კი­თხე­ბა... ახლა, ვერ შეგ­პირ­დე­ბი, რომ თუ გა­მიმ­ხელ, სა­ი­დუმ­ლოს შე­გი­ნა­ხავ-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ არის შენი რჩე­უ­ლი? ისიც მსა­ხი­ო­ბია თუ არა? რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია? რით მო­გა­წო­ნა თავი? სი­ურპრი­ზებს ხში­რად გი­წყობს? მას­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ხარ ხოლ­მე? მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს, რაც შენს "ლო­ვეს" ეხე­ბა. ჰოდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩემს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ. ბო­ლოს და ბო­ლოს, შენ სა­ჯა­რო პირი ხარ და ვალ­დე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბი, შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აფი­ში­რე­ბუ­ლი იყოს :))... ანი, ვიცი, იუ­მო­რიც გაქვს და ეს ჩემი ზედ­მე­ტი პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბაც არ გა­გაბ­რა­ზებს. რა ვქნა, მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ არის და რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია შენი რჩე­უ­ლი. მიყ­ვარ­ხარ, თა­ნაც - გულ­ში..."

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- ჭო­რი­კა­ნა, გა­მარ­ჯო­ბა. რა საყ­ვა­რე­ლი გოგო ხარ :). ისე, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე არ ვლა­პა­რა­კობ და არც სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით ვინ­ტე­რეს­დე­ბი. არ მი­მაჩ­ნია სა­ჭი­როდ პი­რა­დი რა­ღა­ცე­ბის სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ტა­ნა... ისე, შენ კი გა­გიმ­ხელ­დი სა­ი­დუმ­ლოს, მაგ­რამ აქ რომ დავ­წე­რო, ხომ იცი, შენ გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი წა­ი­კი­თხავს ჩემს ნათ­ქვამს :)... თუ შემ­თხვე­ვით გა­ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, გა­მახ­სე­ნე: მე ჭო­რი­კა­ნა ვარ-თქო და ვი­სა­უბ­როთ :)...

"გუ­რი­ა­ში და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით ვივ­სე­ბი"

კატო, 15 წლის:

"ანა, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, და­სას­ვე­ნებ­ლად სად მი­დი­ხარ? ახლა ზა­ფხუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ეს თე­მაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­ლავს, ჟურ­ნა­ლის­ტი კი ამ კი­თხვას რა­ტომ­ღაც, არ გის­ვამს. ჰო, ალ­ბათ იმი­ტომ არ გკი­თხა, რომ უთხა­რი, - რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მაქ­ვსო... ანა, შენი აზ­რით, და­სას­ვე­ნებ­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გი რო­მე­ლი ქვე­ყა­ნაა? სა­მოგ­ზა­უ­როდ ხში­რად და­დი­ხარ? თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლად ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ სად იყა­ვი და იქ რო­გო­რი დრო ატა­რე? პა­სუ­ხე­ბის­თვის წი­ნას­წარ გიხ­დი მად­ლო­ბას, ჟურ­ნალ "გზას" და ამ რუბ­რი­კის ავ­ტორს კი ვთხოვ, ჩემი მე­სი­ჯი გად­მოგ­ცეს. ყვე­ლას კარგ დას­ვე­ნე­ბას გი­სურ­ვებთ!"

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- კატო, გა­მარ­ჯო­ბა. და­სას­ვე­ნებ­ლად ძი­რი­თა­დად, კვა­რი­ათ­ში დავ­დი­ვარ... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ზღვა, ვგიჟ­დე­ბი ცურ­ვა­ზე და ყვე­ლა­ზე უკეთ ზღვის­პი­რეთ­ში ვის­ვე­ნებ. მთაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს; მთე­ლი ბავ­შვო­ბა ბახ­მა­რო­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ რა­ჭა­შიც ვი­ყა­ვი და იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა... მოგ­ზა­უ­რო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე მო­ვი­ა­რო, რად­გან ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას არ ვარ ნამ­ყო­ფი. მა­გა­ლი­თად, მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რია სვა­ნე­თი, მაგ­რამ წელს ხევ­სუ­რე­თი­სა და თუ­შე­თის მოვ­ლას ვგეგ­მავ. თუმ­ცა, არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად გა­მო­მი­ვა, რად­გან ლა­მის მთე­ლი ზა­ფხუ­ლი რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მი­წევს სი­ა­რუ­ლი....

სა­ზღვარ­გა­რეთ პირ­ვე­ლად ან­ტა­ლი­ა­ში ვი­ყა­ვი - მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წლის გახ­ლდით. ის პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სენ­დე­ბა - "ბას­ტი-ბუ­ბუ­დან" წაგ­ვიყ­ვა­ნეს, გას­ტროლ­ზე...

P.S. და რაც მთა­ვა­რია, ჩემ­თვის გუ­რი­აა ის ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე უკეთ ვის­ვე­ნებ და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით ვივ­სე­ბი, რა თქმა უნდა, ჩემს ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან ერ­თად...

ივარ­ცხნის თუ არა მსა­ხი­ო­ბი თმას

ნიტა:

"ანი, თმას მარ­თლა არ ივარ­ცხნი თუ ამა­ზე უბ­რა­ლოდ, ღა­და­ობ ხოლ­მე? ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­გორ სა­მოს­ში გრძნობ თავს კარ­გად? მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი სკო­ლის ბან­კეტ­ზე? რა გეც­ვა, ამის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­დი? და კი­დევ, ნინო მი­თა­იშ­ვი­ლი შენი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რია? ერ­თმა­ნეთს რჩე­ვებს თუ აძ­ლევთ ხოლ­მე, თუნ­დაც, ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით? დიდი მად­ლო­ბა..."

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- ნიტა, გა­მარ­ჯო­ბა. თმას რო­გორ არ ვი­ვარ­ცხნი, უბ­რა­ლოდ, მშრალს ვერ ვი­ვარ­ცხნი ხოლ­მე. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამის გამო თმა და­ვი­პუ­ტე - რაც მაქვს, 10 იმ­დე­ნი მქონ­და და მა­შინ მარ­თლა ლომს ვგავ­დი :)... სა­მოსს რაც შე­ე­ხე­ბა - მაც­ვია მა­ქი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუფ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად... მე და ნინო ვმე­გობ­რობთ. ის ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ერ­თმა­ნე­თის აზ­რებს ხში­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ :)...

ზინ­და, 16 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა, ანი. ძა­ლი­ან მომ­წონს პირ­სინ­გე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით წარბსა და ტუჩ­ზე, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ. მათ ვერ შე­ვაგ­ნე­ბი­ნე, რომ ამა­ში ცუდი არა­ფე­რია. ჰგო­ნი­ათ, თუ წარბს გა­ვიხვრეტ, ქა­ლაქ­ში ჩემ­ზე ბევ­რს იჭო­რა­ვე­ბენ და მერე სა­ერ­თოდ ვე­ღარ გავ­თხოვ­დე­ბი. მირ­ჩიე, რო­გორ შე­ვაგ­ნე­ბი­ნო მათ, რომ ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია? მიყ­ვარ­ხარ, მიყ­ვარ­ხარ გულ­წრფე­ლად და შენი ფანი ვარ..."

ანა ქურ­თუ­ბა­ძე:

- ზინ­და, ვერ გე­ტყვი, პირ­სინ­გი არ გა­ი­კე­თო-მეთ­ქი, რად­გა­ნაც წარბზე სა­ყუ­რე თა­ვა­დაც მი­კე­თია და ამის უფ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ იცო­დე, დიდი შან­სია, რომ გა­ი­კე­თო და შენი პირ­სინ­გი ძა­ლი­ან მალე მოგ­ბეზ­რდეს. თუ ეს ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან არ გინ­და და უბ­რა­ლო ახი­რე­ბა არ არის, გირ­ჩევ, არ გა­ი­კე­თო... რაც შე­ე­ხე­ბა "ვერ გა­თხო­ვე­ბას" და ქუ­ჩა­ში შენ­ზე ჭო­რა­ო­ბას - ამა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლო, ასე ნამ­დვი­ლად არ მოხ­დე­ბა :). და­ბო­ლოს, ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა საიდუმლოს გამხელას სთხოვს ჭორიკანა - ანა ქურთუბაძეს

რა საიდუმლოს გამხელას სთხოვს ჭორიკანა - ანა ქურთუბაძეს

მსახიობ ანა ქურთუბაძის სახელზე მოსულ მესიჯებში ძირითადად, მის მიმართ სიმპათიას გამოხატავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ძალიან გაუხარდათ, "შუა ქალაქში" რომ დაბრუნდა. ზოგიერთი მას უბრალოდ, როგორც მსახიობს, ქება-დიდებას ასხამს, ზოგს კი მასში რაღაც არ მოსწონს (ამქვეყნად მაქებარსა და ცუდის მთქმელს რა დალევს?!.). ვინაიდან მსახიობის სახელზე ბევრი წერილი მოვიდა და ცხადია, ყველას ვერ უპასუხებდა, მათ შორის რამდენიმე ყველაზე საინტერესო შევარჩიეთ და მსახიობს ვთხოვეთ, მოზარდებისთვის პასუხები მოეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ანა ჯერ კიდევ მუშაობს და რეპეტიციებიდან შინ დაღლილი ბრუნდება, თაყვანისმცემლებისთვის პასუხის გაცემა არ დაიზარა...

"სერიალში შენებურ  ნაპერწკალს ანთებ..."

მეგი, 15 წლის:

"ანი, გამარჯობა. ძალიან საყვარელი გოგო ხარ. სერიალიდან თეკლა რომ გაუშვეს, მეწყინა, მაგრამ მერე ისევ რომ დაგინახე, გამიხარდა. შენ ამ სერიალში შენებურ ნაპერწკალს ანთებ და როგორც ვნახე, კარგადაც მღერი. მაინტერესებს, კიდევ რომელიმე ფილმში ხომ არ მონაწილეობ ან რაიმე საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ გაქვს? წარმატებები! ძალიან საყვარელი ხარ და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ".

ანა ქურთუბაძე:

- მეგი, გამარჯობა. დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის... რაც შეეხება სხვა შემოთავაზებებს: ამჟამად მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობთ სპექტაკლზე (ამაზე მგონი, ინტერვიუშიც ვილაპარაკე უფრო ვრცლად), აგვისტოში კი ვისვენებ. ვნახოთ, სექტემბრიდან რა იქნება..."

"ეს სულ სხვანაირი ცხოვრებაა, უფრო რეალური, უფრო ნამდვილი..."

განო, 17 წლის:

"ჰაი". ანი ქურთუბაძის ინტერვიუ ძალიან მომეწონა. არ მეგონა, ასეთი გახსნილი ადამიანი თუ იყო. ოღონდ, გული დამწყდა, დავითგარეჯაზე უფრო მეტი რომ არ გვიამბო (ამ ადგილას არასდროს ვყოფილვარ)... ანი, მაინტერესებს, სად უფრო მოგწონს მუშაობა: თეატრის სცენაზე თუ კამერის წინ? სად უფრო ახერხებ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას? იმედია, ეს კითხვა ბავშვურად არ მოგეჩვენება და პასუხის გაცემასაც არ დამზარდები, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზის გამო..."

ანა ქურთუბაძე:

- განო, ბავშვური კითხვა კი არა, ეს ის კითხვაა, რომლის სავარაუდო პასუხზეც ხშირად დაობენ. რომელი უკეთესია - სცენა თუ კამერის წინ დგომა, ამაზე პასუხის გაცემა ცოტა არ იყოს ძნელია, უფრო მეტიც - მათ შორის არჩევანის გაკეთება არასწორი მგონია. რატომ? სცენაზე და კამერის წინ მუშაობა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის, ამ ორ საქმეს ერთმანეთს ვერც შეადარებ... მე რომელი მირჩევნია? სცენაზე დგომისას ერთი წამითაც არ გავიწყდება, რომ შენ ის კონკრეტული გმირი ხარ, ვისი როლის მორგებაც გიწევს და არა - ანა ქურთუბაძე; ამ დროს შენი პერონაჟის ცხოვრებით ცხოვრობ და ეს სულ სხვანაირი ცხოვრებაა, უფრო რეალური, უფრო ნამდვილი. ამ დროს მაყურებელთან პირდაპირი კონტაქტი გაქვს და უდიდესი ბედნიერებაა, როცა ხალხისგან დადებით მუხტს იღებ - აი, სწორედ ასეთ დროს გამოდის სპექტაკლი ნამდვილი და მართალი... რაც შეეხება კინოს: ეს ისეთი რამ არის, რომელშიც მონაწილეობის საშუალება თუ მოგეცა, აქაც ძალიან მართალი უნდა იყო; კამერა ერთ ყალბ მიმიკასაც კი არ გაპატიებს (კინოზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, რადგან ამ სფეროში დიდი გამოცდილება არ მაქვს, თუმცა ფილმებში მონაწილეობის სურვილი დიდია :))). მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, დღესდღეობით თავიდან ბოლომდე თეატრში ვარ ჩაფლული :) და ვცდილობ, როგორც მსახიობი, უფრო მეტად გავიზარდო. სპექტაკლი, რომელშიც წლებია ვთამაშობ, ერთმანეთისგან ყოველთვის განსხვავდება; ყოველი წარმოდგენა გაძლევს საშუალებას, რაღაც ახალი გაიგო, აღმოაჩინო. თეატრი ჩემთვის არის თავგადასავლების სამყარო, სადაც ბავშვურად უნდა გჯეროდეს და პატარა ბავშვივით ითამაშო ვთქვათ, "სახლობანა", ოღონდ - ამ შემთხვევაში, დიდი მოთმინების გამოჩენაც გჭირდება :). P.S. არ ვიცი, შენ რატომ დაგაინტერესა ამ ყველაფერმა, მაგრამ თუ მსახიობობა გაქვს გადაწყვეტილი და მიხვდები, რომ ეს საქმე ნამდვილად გინდა, გეტყვი, რომ ეს საოცარი პროფესიაა, ძალიან, ძალიან, ძალიან საინტერესო :)...

"დედაჩემიც გიჟდება ზურა ყიფშიძეზე..."

ქეთო:

"გამარჯობა. ძალიან მიყვარს რუბრიკა "ჩემი თაობა", რადგანაც მისი წყალობით გვეძლევა საშუალება, ცნობილებს კითხვები დავუსვათ. ანა, ზურა ყიფშიძე მეც მომწონს, მაგრამ დედაჩემი მასზე გიჟდება. ამ მსახიობმა ხელი რომ სთხოვოს, მგონი, ოჯახი რომ ჰყავს, ეგეც დაავიწყდება და გაჰყვება (ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, ეს უბრალოდ, სიტყვას მოვაყოლე). მაინტერესებს, იმისთვის, რომ ოცნება აგიხდეს და ყიფშიძის პარტნიორი გახდე, თუ დათანხმდები მასთან ერთად ეროტიკულ ფილმში მონაწილეობას? საერთოდ, ასეთი როლები ქართველი მსახიობებისთვის (არა მხოლოდ ქალებისთვის) მიუღებელია. შენ რა შემთხვევაში მიიღებდი ასეთი ჟანრის ფილმში მონაწილეობას? მე ვფიქრობ, მსახიობმა არც ერთ კარგ როლზე არ უნდა თქვას უარი... P.S. ჟურნალ "გზას" კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ცნობილებთან ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს. იმედია, "ესემესის" შინაარსიდან გამომდინარე არ "დავიბლოკები"..."

ანა ქურთუბაძე:

- ქეთო, გამარჯობა. ამაზე ბევრჯერ მილაპარაკია, მაგრამ კიდევ გეტყვი: თუ პიესა, სცენარი მოითხოვს თამამ სცენებს, თუ ეს გამართლებულია და მსახიობს მხოლოდ იმიტომ არ აშიშვლებენ, რომ მაყურებელს თავიანთი "უკომპლექსობა" დაანახვონ, თუ ეს არ იქნება ვულგარულად გაკეთებული და იქნება ესთეტიკური სანახავი (რაც ჩვენთან ძალიან იშვიათად ხდება) და რეჟისორიც ნდობას იმსახურებს, ამ შემთხვევაში, თამამ სცენებში მონაწილეობას მეც დავთანხმდები, მით უმეტეს, როგორც შენ თქვი, თუ ჩემი საყვარელი მსახიობი გამიწევს პარტნიორობას :).

"ანას ძალიან ვგავარ..."

სანდრა, 13 წლის:

"ანი (თეკლა) ძალიან მომწონს, კარგი გოგოა. სხვათა შორის, მას რაღაცით მამსგავსებენ, რადგან მეც წითელი თმა მაქვს და ძალიან გამხდარი ვარ. მინდა, მომავალში მეც მისნაირი წარმატებული ადამიანი ვიყო. მიხარია, ჩემს საყვარელ სერიალში რომ დაბრუნდა".

ანა ქურთუბაძე:

- სანდრა, დიდი მადლობა, რომ მოგწონვარ. ერთმანეთს ვგავართ? მაინტერესებს, როგორი გოგო ხარ :)... შენ თქვი, რომ გინდა, წარმატებული იყო, არა? ჰოდა, როცა რაიმე ძალიან გინდა, გამორიცხულია, არ აგიხდეს. თუ ერთმანეთს ვგავართ, იქნებ ოდესმე ფილმში გადაგვიღონ ერთად, სადაც შენ ჩემს ბავშვობას ითამაშებ :) ან მე - შენს დიდობას ანუ მომავალს ავსახავ :)))...

"ჩემი შეყვარებული დედას მოგვარეა..."

ეკლერი, 15 წლის:

"ანა ქურთუბაძისგან რჩევის მიღება მსურს და იმედია, ამაში დამეხმარებით... მყავს შეყვარებული, რომლის დედაც ჩემი მოგვარეა. ჰოდა, ამის გამო პრობლემები გვექმნება: ჩემი მშობლებიც და მისი დედ-მამაც ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არიან. ამბობენ, რომ არ შეიძლება, ჩვენ შორის რამე მოხდეს. არადა, ახლო ნათესავებიც არ ვართ. დედამისს უბრალოდ, ჩემნაირი გვარი აქვს, სისხლით ნათესაობა არ გვაკავშირებს. მაინტერესებს, ჩემს ადგილას, ანი როგორ მოიქცეოდა? მერწმუნეთ, ის ბიჭი ძალიან მიყვარს და ეს არ არის გატაცება. როგორ დავუმტკიცო მშობლებს, რომ ცდებიან და რომ არ უნდა დაგვაშორონ? ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რამე, თორემ ერთხელაც შეიძლება, მე და ჩემმა სატრფომ "რომეო და ჯულიეტას" გმირებს მივბაძოთ... P.S. ძალიან მინდა, მოძღვარსაც გავესაუბრო, მაგრამ ჩემს სოფელში მამაო არ გვყავს, სხვაგან კი თავად ვერ მივდივარ. წინასწარ გიხდით ყველას მადლობას რჩევისთვის".

ანა ქურთუბაძე:

- მოგესალმები, ეკლერო (ისე, ძალიან მიყვარს ნამცხვარი ეკლერი). დაელაპარაკე მშობლებს და აუხსენი, რომ ეს არ არის უბრალოდ გატაცება და არ გინდა, სულელური საქციელი ჩაიდინო მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცას გიკრძალავენ... არ ვიცი, საყვარელო, სხვა რა გირჩიო. შენს ადგილას როგორ მოვიქცეოდი, ნამდვილად არ ვიცი. ალბათ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი ამას ჩუმად და მშობლებისგან მალულად. კარგად აუხსენი დედ-მამას ყველაფერი და შენი სატრფოც ასე უნდა მოიქცეს. ბოლოს და ბოლოს, როცა მიხვდებიან, რომ ერთმანეთი მართლა ძალიან გიყვართ, გაგიგებენ... იცოდე, აუცილებლად დაელაპარაკე მშობლებს, ძალიან მშვიდად აუხსენი ყველაფერი. მესმის, ეს რთული იქნება, მაგრამ ასე აჯობებს! მათ სათქმელს რომ ეტყვი, მეც გამაგებინე, რას გიპასუხებენ...

"ჭორიკანა ვარ, მაგრამ საიდუმლოს შენახვაც მეხერხება..."

ჭორიკანა:

"უბანში ჭორიკანას მეძახიან, რადგან ყველას ამბავი მაინტერესებს, მაგრამ მერწმუნე, საიდუმლოს შენახვაც მეხერხება. ისე, ეს მეტსახელი მომწონს. რატომ? ვინაიდან იციან, რომ ბევრი რამ ვიცი, ხალხი პატარა გოგოს რჩევებსაც კი მეკითხება... ახლა, ვერ შეგპირდები, რომ თუ გამიმხელ, საიდუმლოს შეგინახავ-მეთქი, მაგრამ მაინტერესებს, ვინ არის შენი რჩეული? ისიც მსახიობია თუ არა? როგორი ადამიანია? რით მოგაწონა თავი? სიურპრიზებს ხშირად გიწყობს? მასთან ერთად დასასვენებლად მიდიხარ ხოლმე? მოკლედ, ყველაფერი მაინტერესებს, რაც შენს "ლოვეს" ეხება. ჰოდა, კარგი იქნება, თუ ჩემს ცნობისმოყვარეობას ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებ. ბოლოს და ბოლოს, შენ საჯარო პირი ხარ და ვალდებული ბრძანდები, შენი პირადი ცხოვრებაც აფიშირებული იყოს :))... ანი, ვიცი, იუმორიც გაქვს და ეს ჩემი ზედმეტი პრეტენზიულობაც არ გაგაბრაზებს. რა ვქნა, მართლა მაინტერესებს, ვინ არის და როგორი ადამიანია შენი რჩეული. მიყვარხარ, თანაც - გულში..."

ანა ქურთუბაძე:

- ჭორიკანა, გამარჯობა. რა საყვარელი გოგო ხარ :). ისე, პირად ცხოვრებაზე არ ვლაპარაკობ და არც სხვისი პირადი ცხოვრებით ვინტერესდები. არ მიმაჩნია საჭიროდ პირადი რაღაცების სააშკარაოზე გამოტანა... ისე, შენ კი გაგიმხელდი საიდუმლოს, მაგრამ აქ რომ დავწერო, ხომ იცი, შენ გარდა კიდევ რამდენი ადამიანი წაიკითხავს ჩემს ნათქვამს :)... თუ შემთხვევით გავიცნობთ ერთმანეთს, გამახსენე: მე ჭორიკანა ვარ-თქო და ვისაუბროთ :)...

"გურიაში დადებითი ენერგიით ვივსები"

კატო, 15 წლის:

"ანა, ძალიან მაინტერესებს, დასასვენებლად სად მიდიხარ? ახლა ზაფხულია და შესაბამისად, ეს თემაც აქტუალური გახლავს, ჟურნალისტი კი ამ კითხვას რატომღაც, არ გისვამს. ჰო, ალბათ იმიტომ არ გკითხა, რომ უთხარი, - რეპეტიციები მაქვსო... ანა, შენი აზრით, დასასვენებლად ყველაზე კარგი რომელი ქვეყანაა? სამოგზაუროდ ხშირად დადიხარ? თუ გახსოვს, პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ სად იყავი და იქ როგორი დრო ატარე? პასუხებისთვის წინასწარ გიხდი მადლობას, ჟურნალ "გზას" და ამ რუბრიკის ავტორს კი ვთხოვ, ჩემი მესიჯი გადმოგცეს. ყველას კარგ დასვენებას გისურვებთ!"

ანა ქურთუბაძე:

- კატო, გამარჯობა. დასასვენებლად ძირითადად, კვარიათში დავდივარ... ძალიან მიყვარს ზღვა, ვგიჟდები ცურვაზე და ყველაზე უკეთ ზღვისპირეთში ვისვენებ. მთაც ძალიან მიყვარს; მთელი ბავშვობა ბახმაროში მაქვს გატარებული. რამდენიმე წლის წინ რაჭაშიც ვიყავი და იქაურობა ძალიან მომეწონა... მოგზაურობას რაც შეეხება, გადაწყვეტილი მაქვს, ჯერ საქართველოს ყველა კუთხე მოვიარო, რადგან ძალიან ბევრ ადგილას არ ვარ ნამყოფი. მაგალითად, მაინტერესებს, როგორია სვანეთი, მაგრამ წელს ხევსურეთისა და თუშეთის მოვლას ვგეგმავ. თუმცა, არ ვიცი, ეს რამდენად გამომივა, რადგან ლამის მთელი ზაფხული რეპეტიციებზე მიწევს სიარული....

საზღვარგარეთ პირველად ანტალიაში ვიყავი - მაშინ დაახლოებით, 10 წლის გახლდით. ის პერიოდი კარგად მახსენდება - "ბასტი-ბუბუდან" წაგვიყვანეს, გასტროლზე...

P.S. და რაც მთავარია, ჩემთვის გურიაა ის ადგილი, სადაც ყველაზე უკეთ ვისვენებ და დადებითი ენერგიით ვივსები, რა თქმა უნდა, ჩემს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად...

ივარცხნის თუ არა მსახიობი თმას

ნიტა:

"ანი, თმას მართლა არ ივარცხნი თუ ამაზე უბრალოდ, ღადაობ ხოლმე? ყველაზე მეტად, როგორ სამოსში გრძნობ თავს კარგად? მაინტერესებს, როგორ გამოიყურებოდი სკოლის ბანკეტზე? რა გეცვა, ამისთვის როგორ ემზადებოდი? და კიდევ, ნინო მითაიშვილი შენი ყველაზე ახლო მეგობარია? ერთმანეთს რჩევებს თუ აძლევთ ხოლმე, თუნდაც, ჩაცმასთან დაკავშირებით? დიდი მადლობა..."

ანა ქურთუბაძე:

- ნიტა, გამარჯობა. თმას როგორ არ ვივარცხნი, უბრალოდ, მშრალს ვერ ვივარცხნი ხოლმე. რამდენჯერმე ვცადე და შეიძლება ითქვას, რომ ამის გამო თმა დავიპუტე - რაც მაქვს, 10 იმდენი მქონდა და მაშინ მართლა ლომს ვგავდი :)... სამოსს რაც შეეხება - მაცვია მაქიმალურად თავისუფლად და კომფორტულად... მე და ნინო ვმეგობრობთ. ის ძალიან მიყვარს და ერთმანეთის აზრებს ხშირად ვითვალისწინებთ :)...

ზინდა, 16 წლის:

"გამარჯობა, ანი. ძალიან მომწონს პირსინგები, განსაკუთრებით წარბსა და ტუჩზე, მაგრამ მშობლები ამის გაკეთების უფლებას არ მაძლევენ. მათ ვერ შევაგნებინე, რომ ამაში ცუდი არაფერია. ჰგონიათ, თუ წარბს გავიხვრეტ, ქალაქში ჩემზე ბევრს იჭორავებენ და მერე საერთოდ ვეღარ გავთხოვდები. მირჩიე, როგორ შევაგნებინო მათ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია? მიყვარხარ, მიყვარხარ გულწრფელად და შენი ფანი ვარ..."

ანა ქურთუბაძე:

- ზინდა, ვერ გეტყვი, პირსინგი არ გაიკეთო-მეთქი, რადგანაც წარბზე საყურე თავადაც მიკეთია და ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ იცოდე, დიდი შანსია, რომ გაიკეთო და შენი პირსინგი ძალიან მალე მოგბეზრდეს. თუ ეს ძალიან, ძალიან არ გინდა და უბრალო ახირება არ არის, გირჩევ, არ გაიკეთო... რაც შეეხება "ვერ გათხოვებას" და ქუჩაში შენზე ჭორაობას - ამაზე არ ინერვიულო, ასე ნამდვილად არ მოხდება :). დაბოლოს, ყველას წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება