მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიეტნამის ომის დროს დაკარგული მამა-შვილი ჯუნგლებში იპოვეს
ვიეტნამის ომის დროს დაკარგული მამა-შვილი ჯუნგლებში იპოვეს

ვი­ეტ­ნა­მის ჯუნ­გლებ­ში 40 წლის წინ და­კარ­გუ­ლი მამა-შვი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თი Тhanh Nien News-ი წერს.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გაგ­რძელ­და. ძებ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­კარ­გულ­თა ნა­თე­სა­ვე­ბიც იღებ­დნენ. 82 წლის ჰო ვან ტჰა­ნი იმ­დე­ნად იყო და­სუს­ტე­ბუ­ლი, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ვი­ეტ­ნა­მის ომის დროს, ტჰა­ნი 2 წლის შვილ­თან ერ­თად და­ბომ­ბი­ლი სოფ­ლი­დან გა­იქ­ცა და თავი ჯუნ­გლებს შე­ა­ფა­რა. ომის დროს მა­მა­კაცს მე­უღ­ლე და ორი უფ­რო­სი შვი­ლი და­ე­ღუ­პა.

სოფ­ლი­დან გა­მოქ­ცე­ვის შემ­დეგ, მამა-შვილ­მა 6 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე, ხეზე და­ი­დო ბინა. ტჰან­მა ხის­გან და­ნის და ნა­ჯა­ხის გა­მოთ­ლაც ის­წავ­ლა და მათი სა­შუ­ა­ლე­ბით ცხო­ვე­ლებ­ზე ნა­დი­რობ­და. მაშ­ვე­ლებ­მა სა­მუ­შაო ია­რა­ღებს და სა­ო­ჯა­ხო ნივ­თებ­საც მი­აგ­ნეს. ასე­ვე, ხეს­თან ახ­ლოს აღ­მოჩ­ნდა მცი­რე პლან­ტა­ცია, სა­დაც ტჰანს შაქ­რის ლერ­წა­მი მოჰ­ყავ­და.

ჯუნ­გლებ­ში ჰო ვან ტჰანს მშობ­ლი­უ­რი ენა და­ა­ვი­წყდა და შე­სა­ბა­მი­სად, ლა­პა­რა­კი შვილ­საც ვერ ას­წავ­ლა.

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ტჰა­ნის კი­დევ ერ­თმა უმ­ცროს­მა შვილ­მა, მა­მას და ძმას ჯუნ­გლებ­ში 20 წლის წინ მი­აგ­ნო, თუმ­ცა ვერ და­არ­წმუ­ნა, რომ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thanhniennews.com-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვიეტნამის ომის დროს დაკარგული მამა-შვილი ჯუნგლებში იპოვეს

ვიეტნამის ომის დროს დაკარგული მამა-შვილი ჯუნგლებში იპოვეს

ვიეტნამის ჯუნგლებში 40 წლის წინ დაკარგული მამა-შვილი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Тhanh Nien News-ი წერს.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა. ძებნაში მონაწილეობას დაკარგულთა ნათესავებიც იღებდნენ. 82 წლის ჰო ვან ტჰანი იმდენად იყო დასუსტებული, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვიეტნამის ომის დროს, ტჰანი 2 წლის შვილთან ერთად დაბომბილი სოფლიდან გაიქცა და თავი ჯუნგლებს შეაფარა. ომის დროს მამაკაცს მეუღლე და ორი უფროსი შვილი დაეღუპა.

სოფლიდან გამოქცევის შემდეგ, მამა-შვილმა 6 მეტრის სიმაღლეზე, ხეზე დაიდო ბინა. ტჰანმა ხისგან დანის და ნაჯახის გამოთლაც ისწავლა და მათი საშუალებით ცხოველებზე ნადირობდა. მაშველებმა სამუშაო იარაღებს და საოჯახო ნივთებსაც მიაგნეს. ასევე, ხესთან ახლოს აღმოჩნდა მცირე პლანტაცია, სადაც ტჰანს შაქრის ლერწამი მოჰყავდა.

ჯუნგლებში ჰო ვან ტჰანს მშობლიური ენა დაავიწყდა და შესაბამისად, ლაპარაკი შვილსაც ვერ ასწავლა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ტჰანის კიდევ ერთმა უმცროსმა შვილმა, მამას და ძმას ჯუნგლებში 20 წლის წინ მიაგნო, თუმცა ვერ დაარწმუნა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.

მომზადებულია thanhniennews.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა