ერგნეთში მცხოვრები სოფიკო წერეთელი აგვისტოს ომის დროს დამწვარი სახლის აღდგენას ითხოვს. ქალბატონი, რაიონის გამგებელთან შესახვედრად, გორში რამდენიმე თანასოფლელთან ერთად ჩავიდა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც ამჟამად ერგნეთში მიმდინარეობს, ყველა სახლს არ უკეთებენ.