მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსი მიატოვა
მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსი მიატოვა

მა­იკლ დუ­გ­ლა­სი და კეტ­რინ ზეტა ჯონ­სი შორ­დე­ბი­ან. ამე­რი­კუ­ლი ტაბ­ლო­ი­დი Star-ი წერს, რომ 68 წლის მა­იკლმა 43 წლის კეტ­რინ­თან 13 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი - 300 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

ორი ვარ­სკვლა­ვის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა: 2010 წელს მა­იკლს ხორ­ხის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ამ ამ­ბავ­მა იმ­დე­ნად იმოქ­მე­და კეტ­რინ­ზე, რომ ვარ­სკვლავს ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და, ის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე იწვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბო­ლომ­დე გან­კურ­ნე­ბა კეტ­რინ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა (მისი მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­მაც კიბო დაძ­ლია). დღემ­დე ზეტა-ჯონსს ხში­რად ეც­ვლე­ბა ხა­სი­ა­თი და მძი­მე დეპ­რე­სი­ა­შიც ვარ­დე­ბა. კეტ­რი­ნი თა­ვის ავად­მყო­ფო­ბა­ში გარ­კვე­ულ წი­ლად მე­უღ­ლეს ადა­ნა­შა­უ­ლებს:

"რო­დე­საც მა­იკლს სა­ში­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, მა­შინ­ვე ვი­ფიქ­რე, რომ ეს კა­ლა­პო­ტი­დან ამო­მაგ­დებ­და. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იტან­ჯე­ბა...ის ფაქ­ტი, რომ შენ არ ხარ პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი, სა­ერ­თოდ არ გშვე­ლის და არ გამ­შვი­დებს. შოკი, შო­კად რჩე­ბა, ხოლო ტკი­ვი­ლი - ტკი­ვი­ლად. ბო­ლომ­დე ვერ იჯე­რებ, ნუთუ შე­იძ­ლე­ბო­და ეს ჩვენ დაგ­ვმარ­თნო­და? არას­დროს მქო­ნია მსგავ­სი სევ­დი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორ გავმკლა­ვე­ბო­დი ემო­ცი­უ­რად სა­კუ­თარ თავს და უბე­დუ­რე­ბას. რა თქმა უნდა, ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ ჩემი ძვე­ლი პრობ­ლე­მის გამ­წვა­ვე­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა", - აღ­ნიშ­ნავს კეტ­რინ ზეტა ჯონ­სი.

რო­დე­საც კეტ­რი­ნი ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და, პრე­სა­ში დუ­გ­ლა­სის ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და, სა­დაც ის წვე­უ­ლე­ბებ­ზე ერ­თო­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წყვი­ლი ერ­თად მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის გამო იყო. ახლა კი მა­იკლმა გა­და­წყვი­ტა, ყვე­ლა­ფერს წერ­ტი­ლი და­უს­ვას.

წყა­როს ცნო­ბით, კერ­ტი­ნი შვი­ლებ­თან ერ­თად უკვე გა­და­ვი­და ბე­დფორდში სა­ცხოვ­რებ­ლად, მა­იკ­ლი კი მათ სახ­ლში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე დარ­ჩა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას წყვი­ლი სექ­ტემ­ბერ­ში "ემის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე აპი­რებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Star-ის მი­ხედ­ვით.

მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსი მიატოვა

მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსი მიატოვა

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი შორდებიან. ამერიკული ტაბლოიდი Star-ი წერს, რომ 68 წლის მაიკლმა 43 წლის კეტრინთან 13 წლიანი ქორწინების დასრულება გადაწყვიტა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული - 300 მილიონიანი განქორწინება იქნება.

ორი ვარსკვლავის ოჯახური ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: 2010 წელს მაიკლს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა კეტრინზე, რომ ვარსკვლავს ნერვული აშლილობა განუვითარდა, ის სარეაბილიტაციო კლინიკაში რამდენჯერმე იწვა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე განკურნება კეტრინმა ვერ მოახერხა (მისი მეუღლისგან განსხვავებით, რომელმაც კიბო დაძლია). დღემდე ზეტა-ჯონსს ხშირად ეცვლება ხასიათი და მძიმე დეპრესიაშიც ვარდება. კეტრინი თავის ავადმყოფობაში გარკვეულ წილად მეუღლეს ადანაშაულებს:

"როდესაც მაიკლს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს კალაპოტიდან ამომაგდებდა. რამდენი ადამიანი იტანჯება...ის ფაქტი, რომ შენ არ ხარ პირველი და უკანასკნელი, საერთოდ არ გშველის და არ გამშვიდებს. შოკი, შოკად რჩება, ხოლო ტკივილი - ტკივილად. ბოლომდე ვერ იჯერებ, ნუთუ შეიძლებოდა ეს ჩვენ დაგვმართნოდა? არასდროს მქონია მსგავსი სევდიანი გამოცდილება, ამიტომ ძალიან განვიცადე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორ გავმკლავებოდი ემოციურად საკუთარ თავს და უბედურებას. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ ჩემი ძველი პრობლემის გამწვავებამდე მიმიყვანა", - აღნიშნავს კეტრინ ზეტა ჯონსი.

როდესაც კეტრინი ბიპოლარული აშლილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, პრესაში დუგლასის ფოტოები გავრცელდა, სადაც ის წვეულებებზე ერთობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში წყვილი ერთად მხოლოდ ბავშვების გამო იყო. ახლა კი მაიკლმა გადაწყვიტა, ყველაფერს წერტილი დაუსვას.

წყაროს ცნობით, კერტინი შვილებთან ერთად უკვე გადავიდა ბედფორდში საცხოვრებლად, მაიკლი კი მათ სახლში, მანჰეტენზე დარჩა. გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთებას წყვილი სექტემბერში "ემის" დაჯილდოებაზე აპირებს.

მომზადებულია Star-ის მიხედვით.

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?