მედვედევი - რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების გადახედვას ამ ეტაპზე არ აპირებს

მედვედევი - რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების გადახედვას ამ ეტაპზე არ აპირებს

რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის აღიარების გადახედვას ამ ეტაპზე არ აპირებს.

როგორც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, ჯერჯერობით ამისთვის არანაირი გარემოება არ არსებობს. დიმიტრი მედვედევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე. მას მე ვთვლი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად კონკრეტულ სიტუაციაში. ამ გადაწყვეტილების გადახედვისთვის ამჟამად, რა თქმა უნდა, არანაირი გარემოებები არ არსებობს. ეს იქნებოდა ძალიან უხეში შეცდომა, რაც ამ ხალხებს შეუქმნიდა უაღრესად რთულ პირობებს არსებობისთვის, შესაძლოა, განადგურების პირობებსაც კი გარკვეულ სიტუაციებში. იმედი მაქვს, რომ ეს პირობები აღარ გამეორდება, რადგან თქვენთანაც ყველაფერი იცვლება – ხელისუფლება იცვლება, ადამიანების მიდგომებიც იცვლება, მაგრამ მაინც", - განაცხადა მედვედევმა.

რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, რუსეთის პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე საუბარი უჭირს. მისი თქმით, ამის შესახებ შესაძლოა მხოლოდ "ზეცაში" იცოდნენ.

"მომავალი დამოკიდებულია ხალხებზე – მათზე, ვინც თქვენთან ცხოვრობს, ქართველებზე, მთლიანად საქართველოზე, მათზე, ვინც იმ ტერიტორიებზე სახლობს, რომლებიც ჩვენ მიერ აღიარებულია საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად, ხალხის კოლექტიურ ნებაზე. ყველაფერი შეიძლება განვითარდეს სულ სხვადასხვა სცენარით, მაგრამ ნებისმიერი დაახლოება, ნებისმიერი დიალოგი უნდა იყოს დაფუძნებული ხალხის ნებაზე და არა - სამხედრო ძალაზე. თუ იქნება თანამშრომლობის, ნორმალური ცხოვრების აწყობის ერთობლივი სურვილი, რუსეთი ამას ხელს არასოდეს შეუშლის, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონში მშვიდობა იყოს", - აღნიშნა მედვედევმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა