პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ არანორმალური და ანომალიურია"
"პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ არანორმალური და ანომალიურია"

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ოგ­ნა პრე­ზი­დენ­ტის სკან­და­ლურ­მა გან­ცხა­დე­ბამ, რომ 26 მა­ისს მო­მი­ტინ­გე­თა დარ­ბე­ვი­სას შსს-ში ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ის­ხდნენ, ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­დნენ და მე­ტიც, მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბა მო­ი­წო­ნეს. ეს გან­ცხა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად შე­ა­ფა­სა, პრე­ზი­დენტს კი უკვე მე­რამ­დე­ნედ დას­დეს ბრა­ლი ქვეყ­ნის სა­გა­რეო კურ­სის სა­ბო­ტი­რე­ბა­ში. ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი რან­გის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზიტ­მა ვა­შინგტონ­ში.

ამ და სხვა თე­მებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ბა­ტონ­მა არ­ჩილ გე­გე­ში­ძემ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა:

- და­ვი­წყოთ ელ­ჩის რან­გში თქვე­ნი პირ­ვე­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბით, როცა თქვენ ბრძა­ნეთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობ­და, და­ეკ­ნი­ნე­ბი­ნა აშშ-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მნიშ­ვნე­ლო­ბა. რა მოხ­და მა­შინ და მიმ­დი­ნა­რე­ობს თუ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე უფრო რთუ­ლად, ვიდ­რე ეს მოხ­და ქვეყ­ნის შიგ­ნით?

- ეს საკ­მა­ოდ დე­ლი­კა­ტუ­რი თე­მაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ერ­თგვა­რად გა­ო­რე­ბუ­ლია, ცხა­დია, გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ელ­ჩო­ე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზეც. "კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის" პი­რო­ბებ­ში შე­იქ­მნა ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ერთი ძალა ცდი­ლობს მე­ო­რის დის­კრე­დი­ტი­რე­ბას რო­გორც სა­ში­ნაო, ასე­ვე სა­გა­რეო ას­პა­რეზ­ზე. ამით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზა­რალ­დე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­მელ­საც ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი გა­უ­თა­ვებ­ლად აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ თით­ქოს­და არ არი­ან ჭეშ­მა­რი­ტი დე­მოკ­რა­ტე­ბი და აშშ-თან მე­გობ­რო­ბას რუ­სებ­თან ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. პრე­ზი­დენ­ტის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ელ­ჩო­სად­მი სხვა არა­ფე­რია, თუ არა მცდე­ლო­ბა, სა­დაც მო­ა­ხერ­ხებს, თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნოს. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად იმ ინ­ცი­დენტს: პრე­ზი­დენტს სულ ორი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, მათ შო­რის ერთი გავ­ლე­ნი­ან რეს­პუბ­ლი­კელ სე­ნა­ტორ მარ­კო რუ­ბი­ოს­თან. სწო­რედ ამ შეხ­ვედ­რა­ზე არ ისურ­ვა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ხილ­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ელ­ჩო მო­ნა­წი­ლე­ობ­და მისი ორი­ვე შეხ­ვედ­რის და­გეგ­მვა­ში. თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ წას­ვლის წინ პრე­ზი­დენ­ტმა და­მი­რე­კა და მად­ლო­ბა გა­და­ი­ხა­და შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის.

- კარ­გი იქ­ნე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის ფი­გუ­რის წო­ნა­დო­ბა­ზეც გვე­სა­უბ­რა ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­ში. მთავ­რო­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან გა­მუდ­მე­ბით ის­მის ბრალ­დე­ბე­ბი, რომ იგი ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სა­ბო­ტი­რე­ბას ახ­დენს. რამ­დე­ნად შეს­წევს სა­ა­კაშ­ვილს ამის ძალა?

- პრე­ზი­დენ­ტი აკ­რი­ტი­კებს მთავ­რო­ბის შიდა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას და ეს ერ­თგვა­რად აძ­ნე­ლებს ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ობი­ექ­ტურ აღ­ქმას მსოფ­ლი­ო­ში. მა­გა­ლი­თად, აშშ-ის პო­ლი­ტი­კურ ის­ტებ­ლიშ­მენ­ტში ჯერ კი­დევ ბევ­რს აწ­ვა­ლებს ეჭვი, მარ­თლაც ხომ არ არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­სავ­ლუ­რი კურ­სი მოჩ­ვე­ნე­ბი­თი და ხომ არ შე­იც­ვა­ლა ქვეყ­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ის ვექ­ტო­რი რუ­სე­თი­სა­კენ.

- თუმ­ცა, ალ­ბათ, ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ბლო­მად არი­ან, ვინც ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმი­ტომ უჭე­რენ მხარს, რომ მათ პო­ლი­ტი­კურ მო­კავ­ში­რე­ე­ბად რჩე­ბი­ან და რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თის და­ნახ­ვა სუ­ლაც არ აძ­ლევთ ხელს.

- სავ­სე­ბით გე­თან­ხმე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, აქ, ვა­შინგტონ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რს წყვეტს პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კონ­ტაქ­ტე­ბი.

აქა­უ­რი "პო­ლი­ტი­კის კე­თე­ბი­სათ­ვის" და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის პერ­სო­ნი­ფი­ცი­რე­ბა. პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბის გაბ­მა-და­ლა­გე­ბა კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო.

ეს კეთ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა ფორ­მით, სა­ზო­გა­დოდ კი ამ მე­ქა­ნიზმს "მო­პა­ტი­ჟე­ბა-პა­ტი­ვის­ცე­მის" მე­ქა­ნიზ­მი შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ.

თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მოვ­ლე­ნილ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­მა, რო­მელ­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სჩა­დი­ო­და, თუნ­დაც ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რის ინ­ცი­დენ­ტმა, მათი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მი ერ­თგვა­რად გა­ა­ნე­ლა. კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი: ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნას­თან შე­და­რე­ბით და­ბალ­მა ცნო­ბა­დო­ბამ შექ­მნა ერ­თგვა­რი უნ­დობ­ლო­ბაც და სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მის მი­მართ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის წო­ნა­დო­ბას, კვლა­ვაც აქვთ მის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი, თუმ­ცა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი სულ უფრო და უფრო ფერ­მკრთალ­დე­ბა.

- კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც მო­ვიყ­ვა­ნოთ: სე­ნა­ტორ ტერ­ნე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა, სე­ნა­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი, სე­ნა­ტო­რე­ბის წე­რი­ლი. ამის ფონ­ზე, უც­ნა­უ­რად ჩანს მა­კ­კე­ი­ნის ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ უნდა დაჩ­ქარ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში შეს­ვლა.

- ის, რომ ტერ­ნერ­მა ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თე­ბი­ნა თავ­დაც­ვის ავ­ტო­რი­ზე­ბის აქ­ტში, მე­ტყვე­ლებს სწო­რედ იმ ცრუ წარ­მოდ­გე­ნებ­სა და შავ პი­არ­ზე, რაც შექ­მნი­ლია ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­შე­მო. რაც შე­ე­ხე­ბა მა­კ­კე­ი­ნის გან­ცხა­დე­ბას, იგი იყო მკვეთ­რად ან­ტი­რუ­სუ­ლი, ერ­თგვა­რი სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და სნო­უ­დე­ნის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო.

- ეს არა­თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა ხომ არ ნიშ­ნავს იმას, რომ სე­ნა­ტო­რე­ბის ქე­ბა­ცა და კრი­ტი­კაც მოჩ­ვე­ნე­ბი­თია და სი­ნამ­დვი­ლე­ში პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

- ვფიქ­რობ, მა­კ­კე­ი­ნი გულ­წრფე­ლა­დაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში შეს­ვლით. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, მან იმი­ტო­მაც გვახ­სე­ნა, რომ ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი რან­გის დე­ლე­გა­ცი­ის­გან არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბა მი­ი­ღო, თუ რო­გო­რია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სი და ემუქ­რე­ბა თუ არა ამ კურსს ცვლი­ლე­ბა. ვფიქ­რობ, ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ იგი დარ­წმუნ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჭეშ­მა­რი­ტად სურს ნა­ტო­ში შეს­ვლა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ არანორმალური და ანომალიურია"

"პრეზიდენტის განცხადება FBI-ს შესახებ არანორმალური და ანომალიურია"

რამდენიმე ხნის წინ ქართველი საზოგადოება გააოგნა პრეზიდენტის სკანდალურმა განცხადებამ, რომ 26 მაისს მომიტინგეთა დარბევისას შსს-ში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები ისხდნენ, ამ ყველაფერს უყურებდნენ და მეტიც, მთავრობის ქმედება მოიწონეს. ეს განცხადება საზოგადოებამ სხვადასხვაგვარად შეაფასა, პრეზიდენტს კი უკვე მერამდენედ დასდეს ბრალი ქვეყნის საგარეო კურსის საბოტირებაში. ცხოველი ინტერესი გამოიწვია ასევე საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციის ვიზიტმა ვაშინგტონში.

ამ და სხვა თემებზე საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა შეერთებულ შტატებში, ბატონმა არჩილ გეგეშიძემ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა:

- დავიწყოთ ელჩის რანგში თქვენი პირველი ხმაურიანი განცხადებით, როცა თქვენ ბრძანეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობდა, დაეკნინებინა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მნიშვნელობა. რა მოხდა მაშინ და მიმდინარეობს თუ არა ხელისუფლების გადაბარების პროცესი საგარეო ასპარეზზე უფრო რთულად, ვიდრე ეს მოხდა ქვეყნის შიგნით?

- ეს საკმაოდ დელიკატური თემაა. საქართველოში არსებული არაორდინარული ვითარება, როდესაც ხელისუფლება ერთგვარად გაორებულია, ცხადია, გავლენას ახდენს საელჩოების მუშაობაზეც. "კოჰაბიტაციის" პირობებში შეიქმნა ვითარება, როდესაც ერთი ძალა ცდილობს მეორის დისკრედიტირებას როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე. ამით განსაკუთრებულად ზარალდება "ქართული ოცნება", რომელსაც ოქტომბრიდან მოყოლებული გაუთავებლად აკრიტიკებენ, რომ თითქოსდა არ არიან ჭეშმარიტი დემოკრატები და აშშ-თან მეგობრობას რუსებთან ყოფნას ამჯობინებენ. პრეზიდენტის დამოკიდებულება საელჩოსადმი სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, სადაც მოახერხებს, თავისი გაიტანოს. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ინციდენტს: პრეზიდენტს სულ ორი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის ერთი გავლენიან რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოსთან. სწორედ ამ შეხვედრაზე არ ისურვა პრეზიდენტმა საელჩოს წარმომადგენელთა ხილვა, მიუხედავად იმისა, რომ საელჩო მონაწილეობდა მისი ორივე შეხვედრის დაგეგმვაში. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წასვლის წინ პრეზიდენტმა დამირეკა და მადლობა გადაიხადა შეხვედრების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისათვის.

- კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ფიგურის წონადობაზეც გვესაუბრა ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში. მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან გამუდმებით ისმის ბრალდებები, რომ იგი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საბოტირებას ახდენს. რამდენად შესწევს სააკაშვილს ამის ძალა?

- პრეზიდენტი აკრიტიკებს მთავრობის შიდა და საგარეო პოლიტიკას და ეს ერთგვარად აძნელებს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ობიექტურ აღქმას მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ჯერ კიდევ ბევრს აწვალებს ეჭვი, მართლაც ხომ არ არის "ქართული ოცნების" დასავლური კურსი მოჩვენებითი და ხომ არ შეიცვალა ქვეყნის ორიენტაციის ვექტორი რუსეთისაკენ.

- თუმცა, ალბათ, ისეთი პოლიტიკოსებიც ბლომად არიან, ვინც ყოფილ ხელისუფლებას იმიტომ უჭერენ მხარს, რომ მათ პოლიტიკურ მოკავშირეებად რჩებიან და რეალური სურათის დანახვა სულაც არ აძლევთ ხელს.

- სავსებით გეთანხმებით. ამასთანავე, აქ, ვაშინგტონში, ძალიან ბევრს წყვეტს პიროვნული ურთიერთობები და კონტაქტები.

აქაური "პოლიტიკის კეთებისათვის" დამახასიათებელია პოლიტიკური მოვლენების პერსონიფიცირება. პირადი კონტაქტების გაბმა-დალაგება კი წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო.

ეს კეთდებოდა სხვადასხვა ფორმით, საზოგადოდ კი ამ მექანიზმს "მოპატიჟება-პატივისცემის" მექანიზმი შეგვიძლია ვუწოდოთ.

თუმცა ბოლო პერიოდში გამოვლენილმა დანაშაულებმა, რომელსაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, თუნდაც ფარული ვიდეოფირის ინციდენტმა, მათი მოკავშირეების ენთუზიაზმი ერთგვარად გაანელა. კიდევ ერთი ფაქტორი: ახალი ხელისუფლების წინასთან შედარებით დაბალმა ცნობადობამ შექმნა ერთგვარი უნდობლობაც და სკეპტიკური დამოკიდებულებაც მის მიმართ. რაც შეეხება სააკაშვილის წონადობას, კვლავაც აქვთ მის მიმართ სიმპათიები, თუმცა შთაბეჭდილებები სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება.

- კონკრეტული მაგალითებიც მოვიყვანოთ: სენატორ ტერნერის ინიციატივა, სენატის მიერ მიღებული დოკუმენტი, სენატორების წერილი. ამის ფონზე, უცნაურად ჩანს მაკკეინის ახალი განცხადება იმის თაობაზე, რომ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ნატოში შესვლა.

- ის, რომ ტერნერმა ჩანაწერი გააკეთებინა თავდაცვის ავტორიზების აქტში, მეტყველებს სწორედ იმ ცრუ წარმოდგენებსა და შავ პიარზე, რაც შექმნილია ახლანდელი ხელისუფლების გარშემო. რაც შეეხება მაკკეინის განცხადებას, იგი იყო მკვეთრად ანტირუსული, ერთგვარი სამაგიეროს გადახდა სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილების გამო.

- ეს არათანამიმდევრულობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სენატორების ქებაცა და კრიტიკაც მოჩვენებითია და სინამდვილეში პოლიტიკურ კონიუნქტურას ემსახურება?

- ვფიქრობ, მაკკეინი გულწრფელადაა დაინტერესებული ნატოს გაფართოებითა და საქართველოს ალიანსში შესვლით. გარდა ამისა, ვფიქრობ, მან იმიტომაც გვახსენა, რომ ახლახან საქართველოს უმაღლესი რანგის დელეგაციისგან არგუმენტირებული განმარტება მიიღო, თუ როგორია საქართველოს საგარეო კურსი და ემუქრება თუ არა ამ კურსს ცვლილება. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ იგი დარწმუნდა, რომ საქართველოს ჭეშმარიტად სურს ნატოში შესვლა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა