მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოკლეს ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა
რატომ მოკლეს ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა

ბა­თუმ­ში რუ­სუ­ლი პოპ-ჯგუ­ფის "სე­რებ­როს" კონ­ცერ­ტის დროს ფარ­ნა­ვაზ მე­ფის ქუ­ჩა­ზე მეტრში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 43 წლის მა­მა­კაც­მა 22 წლის კოკა კე­კე­ლია და­ნით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. მუც­ლის არე­ში დაჭ­რი­ლი კე­კე­ლია სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო-ბრი­გა­დის მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლი ბა­თუმ­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მა­მი­დას ბი­ნა­ში მი­ას­ვე­ნეს. კოკა კე­კე­ლია ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი იყო, მშობ­ლე­ბი წლე­ბის წინ უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­ვიდ­ნენ, კოკა კი ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­და.

რო­გორც ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა მო­ქა­ლა­ქემ "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, ერთი კვი­რის წინ ბა­თუმ­ში ჩა­მო­სულ ტუ­რისტ გო­გო­ნას­გან კო­კამ ფული ისეს­ხა. გუ­შინ, გვი­ან ღა­მით კი პი­ა­ცას­თან გო­გოს­თვის ფუ­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად მი­ვი­და. მე­ზობ­ლის გან­მარ­ტე­ბით, გო­გო­ნა კონ­ცერტს ეს­წრე­ბო­და, სა­ი­და­ნაც მა­მა­კაც­თან ერ­თად გა­მო­ვი­და. კო­კას და მა­მა­კაცს კი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ, რაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­და.

ბა­თუმ­ში ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და. კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ტე­რი­ტო­რი­ის პე­რი­მეტრს ყო­ველ­თვის აკონ­ტრო­ლე­ბენ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კი კონ­ცერ­ტის ტე­რი­ტო­რი­ის მო­მიჯ­ნა­ვე ქუ­ჩე­ბი სრუ­ლად გა­და­კე­ტი­ლია. მკვლე­ლო­ბის ად­გილ­თან ახ­ლოს რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და, აჭა­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძე ადას­ტუ­რებს.

police.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ოპე­რა­ტი­ულ მა­სა­ლა­ში ის ამ­ბობს, რომ "მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ბა­თუმ­ში მოძ­რავ ყვე­ლა სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟს სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლის შე­სა­ხებ აღ­წე­რი­ლო­ბა გა­და­ე­ცა". პო­ლი­ცი­ამ ოპე­რა­ტი­უ­ლად იმუ­შა­ვა და მკვლე­ლი 10 წუთ­ში და­ა­კა­ვეს: "ეკი­პა­ჟის და­ნახ­ვა­ზე პი­როვ­ნე­ბამ გაქ­ცე­ვა სცა­და. შე­ვა­ჩე­რეთ, ტან­საც­მელ­ზე სის­ხლის კვა­ლი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ჯი­ბე­ში კი სის­ხლი­ა­ნი დანა ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა პატ­რულ ინ­სპექ­ტორ­მა ცირა გვი­ა­ნი­ძემ.

პი­ა­ცას­თან მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ხმა­უ­რის, ჩხუ­ბის ხმა გა­ი­გეს. "ხმა­უ­რი რომ გა­ვი­გე და გა­მო­ვე­დი, ჩემს მე­ზობ­ლებს მან­ქა­ნა­ში სვამ­დნენ და და­სა­კი­თხად მი­ყავ­დათ", - აღ­ნიშ­ნა თვითმხილ­ველ­მა.

გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, ბა­თუმ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­ზე, ბა­თუმ­ში კრი­მი­ნა­ლის შემ­თხვე­ვე­ბი, აჭა­რის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 9%-ით არის გაზ­რდი­ლი.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

რატომ მოკლეს ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა

რატომ მოკლეს ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა

ბათუმში რუსული პოპ-ჯგუფის "სერებროს" კონცერტის დროს ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მეტრში მკვლელობა მოხდა. 43 წლის მამაკაცმა 22 წლის კოკა კეკელია დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მუცლის არეში დაჭრილი კეკელია სასწრაფო სამედიცინო-ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამიდას ბინაში მიასვენეს. კოკა კეკელია ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი იყო, მშობლები წლების წინ უცხოეთში სამუშაოდ წავიდნენ, კოკა კი ბებიასთან იზრდებოდა.

როგორც ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქემ "ამბები.გე"-სთან საუბრისას განმარტა, ერთი კვირის წინ ბათუმში ჩამოსულ ტურისტ გოგონასგან კოკამ ფული ისესხა. გუშინ, გვიან ღამით კი პიაცასთან გოგოსთვის ფულის დასაბრუნებლად მივიდა. მეზობლის განმარტებით, გოგონა კონცერტს ესწრებოდა, საიდანაც მამაკაცთან ერთად გამოვიდა. კოკას და მამაკაცს კი ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კონცერტი ჩატარდა. კონცერტის დაწყებამდე სამართალდამცველები ტერიტორიის პერიმეტრს ყოველთვის აკონტროლებენ, ხშირ შემთხვევაში კი კონცერტის ტერიტორიის მომიჯნავე ქუჩები სრულად გადაკეტილია. მკვლელობის ადგილთან ახლოს რომ რამდენიმე ათეული სამართალდამცველი იმყოფებოდა, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კუპატაძე ადასტურებს.

police.ge-ზე გამოქვეყნებულ ოპერატიულ მასალაში ის ამბობს, რომ "მკვლელობიდან რამდენიმე წუთში ბათუმში მოძრავ ყველა საპატრულო ეკიპაჟს სავარაუდო მკვლელის შესახებ აღწერილობა გადაეცა". პოლიციამ ოპერატიულად იმუშავა და მკვლელი 10 წუთში დააკავეს: "ეკიპაჟის დანახვაზე პიროვნებამ გაქცევა სცადა. შევაჩერეთ, ტანსაცმელზე სისხლის კვალი აღენიშნებოდა, ჯიბეში კი სისხლიანი დანა ჰქონდა", - აღნიშნა პატრულ ინსპექტორმა ცირა გვიანიძემ.

პიაცასთან მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ მკვლელობამდე ხმაურის, ჩხუბის ხმა გაიგეს. "ხმაური რომ გავიგე და გამოვედი, ჩემს მეზობლებს მანქანაში სვამდნენ და დასაკითხად მიყავდათ", - აღნიშნა თვითმხილველმა.

გასულ წლებთან შედარებით, ბათუმში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა გაზრდილია. მიუხედავად ამისა, საკურორტო სეზონზე, ბათუმში კრიმინალის შემთხვევები, აჭარის პროკურატურის ინფორმაციით, 9%-ით არის გაზრდილი.

ნინო ხოზრევანიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ