ქლოე 1997 წლის 10 თებერვალს დაიბადა აშშ-ის ქალაქ ატლანტაში. მამამისი პლასტიკური ქირურგია, დედა კი - მედდა. ქლოეს ოთხი უფროსი ძმა ჰყავს.
2002 წელს დედასა და უფროს ძმასთან ერთად ნიუ-იორკში გადაბარგდა, სადაც საშემსრულებლო ხელოვნების პროფესიონალურ სკოლაში მიიღეს. სწორედ იქ დაინტერესდა სამსახიობო კარიერით.
ჰოლივუდში პირველი როლი ვიოლეტა იყო სერიალ "მცველის" ორ ეპიზოდში. პირველი კინოროლი კი 2005 წელს ერგო, ფილმში "ბეჰოლდერის გული". ასევე გამოჩნდა სტივენ სიგალის ექშენში "დღეს მოკვდები". მორეცმა პატარა როლები ითამაშა სერიალში "სასოწარკვეთილი დიასახლისები", "დიდი დედის სახლი" და ა.შ.