მსოფლიოში ყველაზე ცეცხლოვან ქალებად კვლავ ბრაზილიელები დაასახელეს. ბოლო რამდენიმე წელია რეიტინგის ლიდერი ბრაზილიაა.
ბრაზილიელების გარუჯული ტანი და გრძელი შავი თმა გულგრილს ვერავის ტოვებს. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით ყოველი მესამე გოგონა სამოდელო ბიზნესშია ჩართული, ან ადგილობრივ სამბას სკოლაში ცეკვავს. ტელევიზიებში ახალი ტელესერიალის გადაღების კასტინგი რამდენიმე თვე გრძელდება, რადგანაც რეჟისორებს ნამდვილი თავსატეხი აქვთ - რიგში ყოველთვის უნაკლო ტანისა და ლამაზი სახის ნაკვთების მქონე რიგითი ბრაზილიელი გოგონები დგანან, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება პროდუსერებს უჭირთ.
"გაისეირნეთ ბრაზილიის ნებისმიერ სანაპიროზე, ან რამდენიმე წუთით ბარში შედით - გაოგნდებით, იმდენ ლამაზ ქალს ნახავთ", - ამბობენ კაცები.
წელს გამოკითხვაში, რომელშიც სუსტმა სქესმა მიიღო მონაწილეობა, ყველაზე მიმზიდველ კაცებად ბრიტანელებთან და იტალიელებთან ერთად, ბრაზილიელი კაცებიც დაასახელეს.
მომზადებულია MissTravel-ის მიხედვით.