ჰოლივუდის მსახიობი მეგან ფოქსი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ.
"ოფიციალურად ვადასტურებ, რომ მეგანი ფეხმძიმედაა. წყვილი ძალიან ბედნიერია", - განუცხადა ვარსკვლავის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.
მეგანსა და მის მეუღლეს, ბრაიან ოსტინ გრინს 1 წლის ნოე ჰყავთ. მეგანი ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ ქალისთვის დედობა ყველაზე წარმატებული კარიერაა და ბევრი შვილის ყოლა სურს. თუმცა პირველი შვილის გაჩენიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ ბავშვის აღზრდა უჭირს და ღამე ძილი აკლია. შეგახსენებთ, წყვილი 2010 წელს დაქორწინდა.
მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.