მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ზერეკიძე ბიჭის მამა გახდება
გიორგი ზერეკიძე ბიჭის მამა გახდება

გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­იც­ნო. მისი საქ­მე რე­ზო­ნან­სუ­ლი გახ­ლდათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა 14 წლის ბი­ჭის გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნამ. გი­ორ­გი ორ­ჯერ და­ა­კა­ვეს და ცი­ხე­ში და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი წლის გა­ტა­რე­ბამ მო­უ­წია. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ მო­ას­წრო, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა, საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნას გუ­ლის მო­გე­ბა და სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ბევ­რი მძი­მე დღე გა­და­ი­ტა­ნა. ამა­ზე არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია, ამი­ტომ ამ­ჯე­რად მხო­ლოდ კარ­გზე და მის ახალ ოჯახ­ზე ვი­სა­უბ­რეთ. ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გის­თან და მის მე­უღ­ლეს­თან, მა­რი­კა ვა­სა­ძეს­თან ჩავ­წე­რეთ. წყვილ­მა ოთხი თვის წინ იქორ­წი­ნა და უკვე პა­ტა­რას ელო­დე­ბი­ან.

მა­რი­კა:

- მე­სა­მე კლას­ში ვი­ყა­ვი, 53-ე სკო­ლა­ში რომ გა­და­ვე­დი და იქ გა­ვი­ცა­ნი გი­ორ­გი, მას შემ­დეგ ერ­თად მოვ­დი­ვართ.

გი­ორ­გი:

- მა­რი­კა დიდი ხანი არ მიმ­ხელ­და სიყ­ვა­რულს და ორი წლის წინ გა­მო­მი­ტყდა. მე სულ მიყ­ვარ­და და ამას ღიად ვამ­ბობ­დი. ყვე­ლამ იცო­და, რომ მა­რი­კა ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. თვი­თონ არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ეს სა­ერ­თოდ მა­გი­ჟებ­და. ზედ არ მი­ყუ­რებ­და, იმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, რომ დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. წლე­ბის შემ­დეგ გა­ვუმ­ხი­ლე და ყოყ­მა­ნით, მაგ­რამ თა­ვა­დაც გა­მო­მი­ტყდა. მა­რი­კა ჩემი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, ჩემ­თვის ის ყვე­ლა­ფე­რია. ბაღ­შიც კი არ მყო­ლია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. არ ვცდი­ლობ, რომ მას თავი სხვა­ნა­ი­რად მო­ვაჩ­ვე­ნო. ყვე­ლა­ზე ბუ­ნებ­რი­ვი მა­რი­კას­თან ვარ.

მა­რი­კა:

- 14 წლი­სე­ბი ვი­ყა­ვით, გი­ორ­გი რომ და­ა­კა­ვეს. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. მახ­სოვს, ლონ­დონ­ში ვი­ყა­ვი სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი, ჩემი ჩას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს დე­დამ და­მი­რე­კა და მი­თხრა. მშობ­ლე­ბი იც­ნობ­დნენ გი­ორ­გის და მეც მის ოჯახ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. მომ­ხდა­რი ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ჩემი ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ბავ­შვე­ბის აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო, გი­ორ­გის გა­მოშ­ვე­ბის მო­თხოვ­ნით და მეც აქ­ტი­უ­რად ჩა­ვე­ბი.

- ოჯა­ხი რო­გორ უყუ­რებ­და შენს აქ­ტი­უ­რო­ბას?

- გი­ორ­გი ცი­ხი­დან ყო­ველ­დღე მი­რე­კავ­და. დედა მე­უბ­ნე­ბო­და, ცოტა მე­ში­ნია, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ცი­ხე­ში ნერ­ვე­ბი არ გა­უ­ფუჭ­დე­სო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ე­გუა. რომ არ სცოდ­ნო­და, გი­ორ­გი რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, ალ­ბათ წი­ნა­აღ­მდე­გი იქ­ნე­ბო­და. ყო­ველ­თვის დავ­დი­ო­დი სა­სა­მარ­თლო­ზე კლა­სე­ლებ­თან ერ­თად. გი­ორ­გიმ სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო და ცი­ხი­დან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გა­ვი­და და ჩა­ა­ბა­რა. ზუს­ტად იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვდა, სა­დაც მე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მე­გო­ნა, რომ ამის მერე გა­მო­უშ­ვებ­დნენ, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ გი­ორ­გის გარ­და ყვე­ლა გა­მო­უშ­ვეს. ორი წლის წინ დე­კემ­ბერ­ში ციხე და­ტო­ვა და ერ­თად დავ­დი­ო­დით უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

გი­ორ­გი:

- ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ფონი იყო გარ­შე­მო, ლა­ღად ვერ დავ­დი­ო­დით. ში­შის სა­ში­ნე­ლი გან­ცდა მქონ­და, ორ თვე­ში პრო­ვო­კა­ცია მო­მი­წყვეს და ისევ და­მა­კა­ვეს.

მა­რი­კა:

- ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ იმ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც გი­ორ­გი გა­რეთ იყო, იმ­დე­ნად კარ­გად ვგრძნობ­დი მას­თან თავს, რომ მზად ვი­ყა­ვი, გინ­და რვა წელი მჯდა­რი­ყო, დავ­ლო­დე­ბო­დი.

- ალ­ბათ, რთუ­ლია, როცა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფს იმა­ზეც გი­წევ­და ფიქ­რი, რომ შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს არ შე­ე­წუ­ხე­ბი­ნათ.

- მა­რი­კა ისე­თი ტი­პია, რომ აბე­ზარ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ად­ვი­ლად იშო­რებს. იმ­დე­ნად აჩენს თა­ვის პა­ტი­ოს­ნე­ბას, რომ ზედ­მეტს ვერ უბე­და­ვენ და ხვდე­ბი­ან, რომ შან­სი არ აქვთ.

მა­რი­კა:

- ხში­რად არ დავ­დი­ო­დი ქუ­ჩა­ში, კლუ­ბებ­ში, რომ ხალ­ხს არ ეფიქ­რა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცი­ხე­ში ჰყავს და რამ­დენს და­დი­სო.

გი­ორ­გი:

- ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მეს­მის მა­რი­კას მშობ­ლე­ბის, რო­მელ­თათ­ვი­საც ძნე­ლია გა­ი­გონ, რომ ბიჭს, რო­მე­ლიც 14 წლი­დან შვი­დი წელი ცი­ხე­შია, ფსი­ქი­კა შერ­ჩეს. მაგ­რამ იმ­დე­ნად კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რომ მეხ­მა­რე­ბი­ან, სწო­რად წარვმარ­თო ჩემი ცხოვ­რე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი კრი­მი­ნალს მე­ძახ­და და ერთი-ორ­ჯერ ცი­ხე­ში მეც კრი­მი­ნა­ლი­ვით გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ მთა­ვა­რია, გა­რეთ გა­მოს­ვლის შემ­დეგ რო­გორ გა­რე­მო­ში ხარ, შენც მათ ემ­სგავ­სე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

გიორგი ზერეკიძე ბიჭის მამა გახდება

გიორგი ზერეკიძე ბიჭის მამა გახდება

გიორგი ზერეკიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მისი საქმე რეზონანსული გახლდათ, საზოგადოება აღაშფოთა 14 წლის ბიჭის გისოსებს მიღმა აღმოჩენამ. გიორგი ორჯერ დააკავეს და ციხეში დაახლოებით შვიდი წლის გატარებამ მოუწია. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ მოასწრო, უნივერსიტეტში ჩაბარება, საყვარელი გოგონას გულის მოგება და სამწუხაროა, მაგრამ ბევრი მძიმე დღე გადაიტანა. ამაზე არაერთხელ უსაუბრია, ამიტომ ამჯერად მხოლოდ კარგზე და მის ახალ ოჯახზე ვისაუბრეთ. ინტერვიუ გიორგისთან და მის მეუღლესთან, მარიკა ვასაძესთან ჩავწერეთ. წყვილმა ოთხი თვის წინ იქორწინა და უკვე პატარას ელოდებიან.

მარიკა:

- მესამე კლასში ვიყავი, 53-ე სკოლაში რომ გადავედი და იქ გავიცანი გიორგი, მას შემდეგ ერთად მოვდივართ.

გიორგი:

- მარიკა დიდი ხანი არ მიმხელდა სიყვარულს და ორი წლის წინ გამომიტყდა. მე სულ მიყვარდა და ამას ღიად ვამბობდი. ყველამ იცოდა, რომ მარიკა ჩემი შეყვარებული იყო. თვითონ არ მელაპარაკებოდა, ეს საერთოდ მაგიჟებდა. ზედ არ მიყურებდა, იმის საშუალებას არ მაძლევდა, რომ დავლაპარაკებოდი. წლების შემდეგ გავუმხილე და ყოყმანით, მაგრამ თავადაც გამომიტყდა. მარიკა ჩემი პირველი სიყვარულია, ჩემთვის ის ყველაფერია. ბაღშიც კი არ მყოლია შეყვარებული. არ ვცდილობ, რომ მას თავი სხვანაირად მოვაჩვენო. ყველაზე ბუნებრივი მარიკასთან ვარ.

მარიკა:

- 14 წლისები ვიყავით, გიორგი რომ დააკავეს. ძალიან განვიცადე. მახსოვს, ლონდონში ვიყავი სასწავლებლად წასული, ჩემი ჩასვლიდან მეორე დღეს დედამ დამირეკა და მითხრა. მშობლები იცნობდნენ გიორგის და მეც მის ოჯახთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მომხდარი ძალიან განვიცადე. ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ბავშვების აქციები დაიწყო, გიორგის გამოშვების მოთხოვნით და მეც აქტიურად ჩავები.

- ოჯახი როგორ უყურებდა შენს აქტიურობას?

- გიორგი ციხიდან ყოველდღე მირეკავდა. დედა მეუბნებოდა, ცოტა მეშინია, დაკავების შემდეგ ციხეში ნერვები არ გაუფუჭდესო. დროთა განმავლობაში შეეგუა. რომ არ სცოდნოდა, გიორგი როგორი პიროვნება იყო, ალბათ წინააღმდეგი იქნებოდა. ყოველთვის დავდიოდი სასამართლოზე კლასელებთან ერთად. გიორგიმ სიურპრიზი მომიწყო და ციხიდან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და ჩააბარა. ზუსტად იმ უნივერსიტეტში მოხვდა, სადაც მე. ძალიან გამიხარდა, მეგონა, რომ ამის მერე გამოუშვებდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ გიორგის გარდა ყველა გამოუშვეს. ორი წლის წინ დეკემბერში ციხე დატოვა და ერთად დავდიოდით უნივერსიტეტში.

გიორგი:

- ძალიან დაძაბული ფონი იყო გარშემო, ლაღად ვერ დავდიოდით. შიშის საშინელი განცდა მქონდა, ორ თვეში პროვოკაცია მომიწყვეს და ისევ დამაკავეს.

მარიკა:

- ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე, მაგრამ იმ ორი თვის განმავლობაში, როდესაც გიორგი გარეთ იყო, იმდენად კარგად ვგრძნობდი მასთან თავს, რომ მზად ვიყავი, გინდა რვა წელი მჯდარიყო, დავლოდებოდი.

- ალბათ, რთულია, როცა პატიმრობაში მყოფს იმაზეც გიწევდა ფიქრი, რომ შენი შეყვარებული თაყვანისმცემლებს არ შეეწუხებინათ.

- მარიკა ისეთი ტიპია, რომ აბეზარ თაყვანისმცემლებს ადვილად იშორებს. იმდენად აჩენს თავის პატიოსნებას, რომ ზედმეტს ვერ უბედავენ და ხვდებიან, რომ შანსი არ აქვთ.

მარიკა:

- ხშირად არ დავდიოდი ქუჩაში, კლუბებში, რომ ხალხს არ ეფიქრა, შეყვარებული ციხეში ჰყავს და რამდენს დადისო.

გიორგი:

- ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, მესმის მარიკას მშობლების, რომელთათვისაც ძნელია გაიგონ, რომ ბიჭს, რომელიც 14 წლიდან შვიდი წელი ციხეშია, ფსიქიკა შერჩეს. მაგრამ იმდენად კარგი დამოკიდებულება აქვთ, რომ მეხმარებიან, სწორად წარვმართო ჩემი ცხოვრება. სააკაშვილი კრიმინალს მეძახდა და ერთი-ორჯერ ციხეში მეც კრიმინალივით გავიარე, მაგრამ მთავარია, გარეთ გამოსვლის შემდეგ როგორ გარემოში ხარ, შენც მათ ემსგავსები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია