პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქა ამბავი სველი ჯაზფესტივალისა
აქა ამბავი სველი ჯაზფესტივალისა

ჩემს კუ­დაბ­ზი­კა და­ქა­ლებ­თან ერ­თად, რო­გორც კაი ხალ­ხი იტყვის ხოლ­მე, "ჯა­ზე­ბის" მო­სას­მე­ნად ზღვის­პი­რეთს მი­ვა­შუ­რე. წლე­ვან­დე­ლი, რი­გით მეშ­ვი­დე ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯა­ზ­ფეს­ტი­ვა­ლის ჰედ­ლა­ი­ნე­რი გახ­ლდათ ლე­გენ­და­რუ­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, 7 "გრე­მის" მფლო­ბე­ლი ელ ჯერო, ასე­ვე ჯა­ზის მოყ­ვა­რუ­ლებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ეს­მი­ნათ კარ­მენ სო­უ­ზას კვარ­ტე­ტის­თვის, გი­ტა­რისტ მაიკ სტერ­ნი­სა და ბას­გი­ტა­რისტ ვიქ­ტორ ვუ­ტე­ნის ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი დუ­ე­ტის­თვის და ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცთუ ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ რიტმ ენდ ბლუ­ზი­სა და ჯა­ზის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვის, ხოსე ჯე­იმ­სის­თვის, რომ­ლის ბენ­დი ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია. პი­რა­დად მე, ხოსე ჯე­იმ­სის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვი­ნა­ი­დან მისი კონ­ცერ­ტი კვი­რას იყო და მე­ო­რე დღეს, ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი­ვით, სამ­სა­ხურ­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სწო­რედ ჯე­იმ­სის გა­მოს­ვლა­ზე დას­წრე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, არა­და, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ სწო­რედ დას­კვნი­თი კონ­ცერ­ტი იყო ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო. თუკი არ მო­გის­მე­ნი­ათ ხოსე ჯე­იმ­სის ახა­ლი ალ­ბო­მი და მე­ტიც, არც მისი ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნით შე­გი­წუ­ხე­ბი­ათ თავი, ბუკ­ლე, რო­გორც მუ­სი­კის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი, გირ­ჩევთ, სას­წრა­ფოდ მო­ი­ნა­ხუ­ლოთ "იუ­თუ­ბი" და მისი რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ცი­ით მა­ინც და­იტ­კბოთ სმე­ნა.

მოკ­ლედ, მე მხო­ლოდ და მხო­ლოდ ორ კონ­ცერტს და­ვეს­წა­რი, მათ შო­რის, ერთ-ერთი ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნა­ზე ელ ჯე­როს გა­მოს­ვლა იყო. მინ­და გი­თხრათ, რომ ზო­გა­დად, ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შემ­სრუ­ლებ­ლის კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა ძა­ლი­ან მინ­დო­და. თავს იმით ვიმ­შვი­დებ­დი, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად და იმის მი­უ­ხე­და­ვად, მღე­რის უკვე თუ ვე­ღარ-მეთ­ქი, ამ ლე­გენ­და­რულ მუ­სი­კოსს თვალს შე­ვავ­ლებ­დი და ამით და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან კარ­გი კონ­ცერ­ტე­ბი­სა და ლა­ი­ვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი გახ­ლა­ვართ, ელ ჯე­როს გა­მოს­ვლით კმა­ყო­ფი­ლი არ დავ­რჩი. 73 წლის მუ­სი­კო­სი ფორ­მა­ში აღარ არის, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ამას ისიც მოწ­მობ­და, რომ პოლ დეზ­მონ­დის ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ცია "თაკე 5"-ის ბა­თუ­მუ­რი შეს­რუ­ლე­ბა ახ­ლო­საც ვერ მო­ვი­დო­და ელ ჯე­როს ად­რინ­დელ იმპრო­ვი­ზა­ცი­ებ­თან, მე­ტიც, ამ ვა­რი­ან­ტში ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი უფრო მეტი იყო, ვიდ­რე თა­ვად ელ ჯე­როს ხმა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აქა ამბავი სველი ჯაზფესტივალისა

აქა ამბავი სველი ჯაზფესტივალისა

ჩემს კუდაბზიკა დაქალებთან ერთად, როგორც კაი ხალხი იტყვის ხოლმე, "ჯაზების" მოსასმენად ზღვისპირეთს მივაშურე. წლევანდელი, რიგით მეშვიდე ბათუმის საერთაშორისო ჯაზფესტივალის ჰედლაინერი გახლდათ ლეგენდარული შემსრულებელი, 7 "გრემის" მფლობელი ელ ჯერო, ასევე ჯაზის მოყვარულებს ჰქონდათ საშუალება, მოესმინათ კარმენ სოუზას კვარტეტისთვის, გიტარისტ მაიკ სტერნისა და ბასგიტარისტ ვიქტორ ვუტენის ვირტუოზული დუეტისთვის და ბოლოს, საქართველოში არცთუ ცნობილი, მაგრამ რიტმ ენდ ბლუზისა და ჯაზის ამომავალი ვარსკვლავის, ხოსე ჯეიმსისთვის, რომლის ბენდი ცალკე აღნიშვნის ღირსია. პირადად მე, ხოსე ჯეიმსის დიდი სიყვარულის მიუხედავად, ვინაიდან მისი კონცერტი კვირას იყო და მეორე დღეს, ყველა ნორმალური ადამიანივით, სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, სწორედ ჯეიმსის გამოსვლაზე დასწრება ვერ მოვახერხე, არადა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სწორედ დასკვნითი კონცერტი იყო ყველაზე საინტერესო. თუკი არ მოგისმენიათ ხოსე ჯეიმსის ახალი ალბომი და მეტიც, არც მისი ძველი სიმღერების მოსმენით შეგიწუხებიათ თავი, ბუკლე, როგორც მუსიკის დიდი მოყვარული, გირჩევთ, სასწრაფოდ მოინახულოთ "იუთუბი" და მისი რამდენიმე კომპოზიციით მაინც დაიტკბოთ სმენა.

მოკლედ, მე მხოლოდ და მხოლოდ ორ კონცერტს დავესწარი, მათ შორის, ერთ-ერთი ფესტივალის გახსნაზე ელ ჯეროს გამოსვლა იყო. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, ამ შესანიშნავი შემსრულებლის კონცერტზე დასწრება ძალიან მინდოდა. თავს იმით ვიმშვიდებდი, ასაკის მიუხედავად და იმის მიუხედავად, მღერის უკვე თუ ვეღარ-მეთქი, ამ ლეგენდარულ მუსიკოსს თვალს შევავლებდი და ამით დავიკმაყოფილებდი ცნობისმოყვარეობას, თუმცა, ვინაიდან კარგი კონცერტებისა და ლაივების მოყვარული გახლავართ, ელ ჯეროს გამოსვლით კმაყოფილი არ დავრჩი. 73 წლის მუსიკოსი ფორმაში აღარ არის, რაც ძალიან სამწუხაროა. ამას ისიც მოწმობდა, რომ პოლ დეზმონდის ცნობილი კომპოზიცია "თაკე 5"-ის ბათუმური შესრულება ახლოსაც ვერ მოვიდოდა ელ ჯეროს ადრინდელ იმპროვიზაციებთან, მეტიც, ამ ვარიანტში ინსტრუმენტალი უფრო მეტი იყო, ვიდრე თავად ელ ჯეროს ხმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება