Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება
საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება

ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე კი­თხვე­ბით თავ­გა­ბეზ­რე­ბულ­მა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ პრო­კუ­რორს მი­ა­ძა­ხა -"ნა­ცი­ო­ნა­ლებს" არ­ჩევ­ნებ­ში რომ გა­ე­მარ­ჯვათ, ასეთ შე­კი­თხვებს და­მის­ვამ­დიო? მარ­თლაც, ალ­ბათ, ყო­ფი­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ცი­ხე­ში თუ გა­რეთ მყოფ ლი­დე­რებს ენატ­რე­ბათ ის დრო, რო­დე­საც მომ­კი­თხა­ვი და გამ­კი­თხა­ვი არა­ვინ იყო და ზო­გი­ერ­თი, დღეს რომ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად დევ­ნი­ლად ასა­ღებს თავს, ში­შის ზარს სცემ­და სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას. თუმ­ცა ალ­ბათ, სჯობს, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა"სა­კუ­თარ თავს ჰკი­თხონ - რა­ტომ მი­იყ­ვა­ნეს საქ­მე იქამ­დე, რომ პრა­ი­მე­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნე­ბის თან­ხლე­ბით უწევთ და სა­ნამ შე­ნო­ბა­ში შე­აღ­წე­ვენ, ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ - ემანდ კვერ­ცხი ან ბოთ­ლი არ მოხ­ვდეთ თავ­ში. ბა­თუ­მი­სა და ზუგ­დი­დის მსგავ­სად, პრა­ი­მერს ინ­ცი­დენ­ტე­ბის გა­რე­შე არც თბი­ლის­ში ჩა­უვ­ლია. ექ­სპერ­ტი დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და ინ­ცი­დენ­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან გა­ი­გი­ვე­ბა­ში ბრა­ლი თა­ვად ყო­ფილ მმარ­თველ გუნდს მი­უ­ძღვის.

- თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში მარ­თლაც სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი. ალ­ბათ, ყვე­ლა ელო­დე­ბა, რა ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს საკ­რე­ბუ­ლოს ახა­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას "მი­მარ­თუ­ლე­ბით". თუმ­ცა ზედ­მე­ტი მო­ლო­დი­ნი არ უნდა გვქონ­დეს. თუ არ­ჩე­ვი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, მათ შო­რის, უგუ­ლა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბობს მა­სა­ლე­ბი, ეს პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მეა და არა საკ­რე­ბუ­ლო­სი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, საკ­რე­ბუ­ლო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის შეც­ვლა და ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა დიდ­მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად არ მი­მაჩ­ნია. მთა­ვა­რია, რომ ახ­ლოვ­დე­ბა ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი, ქვეყ­ნის პირ­ველ პირს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ეწუ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა. ისიც ნა­თე­ლია, რომ ვე­რა­ნა­ი­რი ხე­ლოვ­ნუ­რი კო­ა­ბი­ტა­ცია თუ და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა ვერ უშ­ვე­ლის ვერც ერთ პარ­ტი­ას, თუ მას მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ აქვს და­საყ­რდე­ნი. მა­გა­ლი­თად, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ორი გზა აქვს - ან გა­სა­მარ­თლდე­ბა რო­გორც პარ­ტია, ან უნდა მო­ა­ხერ­ხონ და მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვოს. ეს არის მათი გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა. სხვა­თა შო­რის, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისიც და­დას­ტურ­და, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წამ­გე­ბი­ან გზას ადგა, როცა გან­სა­კუთ­რე­ბით პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­და იმ ძა­ლას, რო­მელ­საც ამომ­რჩე­ველ­მა 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს უარი უთხრა. მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბა, - ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ამო­ცა­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­დარ­ჩე­ნა­აო. არც ერთი პარ­ტი­ის საქ­მე არ არის მე­ო­რე პარ­ტი­ის გა­დარ­ჩე­ნა. ამი­ტომ ერ­თმა­ნე­თის­თვის თავს ნუ იკ­ლა­ვენ და ნუ ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, სა­ტე­ლი­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბის "სარ­ტყე­ლი" შეკ­რას თა­ვის გარ­შე­მო.

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გუ­ლის­ხმობთ?

- ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მომძლავ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ სა­ტე­ლი­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბის "სარ­ტყე­ლი" შე­მო­ირ­ტყან. არა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" 9-წლი­ან­მა მმარ­თვე­ლო­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბაც რომ გქონ­დეს, ვერ იქ­ნე­ბი დღეგ­რძე­ლი, თუ მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბას ან­გა­რიშს არ გა­უ­წევ. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნე­ბი, ბო­დი­ში ამ გა­მოთ­ქმის­თვის, "და­აჩ­მო­რო", ცი­ხე­ებ­ში გა­მო­კე­ტო და გა­ა­ღა­ტა­კო, მაგ­რამ ქარ­თველ ხალ­ხს აქვს უნი­კა­ლუ­რი უნა­რი, ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნოს. აი, შე­დე­გიც - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ფლობ­დნენ, დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა კი -– ბუნ­დო­ვა­ნი. ამ ახალ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი აქვს, რო­მელ­ზეც ყუ­რა­დღე­ბა არ მახ­ვილ­დე­ბა - არ ჩანს "ბე­ლა­დი". ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია - ბო­ლოს და ბო­ლოს დად­გა დრო, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი­სას არ გვყავს თვა­ლებ­გად­მო­კარ­კლუ­ლი იდი­ო­ტი, რო­მე­ლიც პი­რი­დან ცე­ცხლს აფ­რქვევს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თრთოლ­ვას იწყებს, შემ­დეგ ხალ­ხი მას ირ­ჩევს და ორ წე­ლი­წად­ში კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე ვდგე­ბით.

რო­გორც იქნა, შეგ­ვიძ­ლია ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ის, რომ პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არ­ჩევ­ნე­ბი "ბე­ლა­დის" გა­რე­შე ტარ­დე­ბა, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტია.

- ბოლო დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სულ უფრო უც­ნა­ურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. მა­გა­ლი­თად, თქვა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ივა­ნიშ­ვილ­მა პუ­ტი­ნის­გან 2 მი­ლი­არ­დი აიღო. პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვას FBI-ს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ნი­ტო­რებ­ზე აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ და დას­კვნაც და­წე­რეს - ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნი­ე­რად იყოო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა FBI-ს სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბას ელო­და, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლე­ბი დუ­მან და უკვე ისე გა­მო­დის, რომ არც უარ­ყო­ფენ და არც ადას­ტუ­რე­ბენ.

- დე­პუ­ტა­ტო­ბი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კო­სა­დაც მი­მაჩ­ნდა. ერთ-ერთი შეხ­ვედ­რი­სას ვუ­თხა­რი, რომ თუ ამ გუნ­დით მო­ვი­დო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, და­ი­ღუ­პე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი რჩე­ვა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ასეც მოხ­და. არა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი სხვა გზით რომ წა­სუ­ლი­ყო და ხალ­ხის ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა არ მო­ეხ­დი­ნა, 20-30-წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი დღეგ­რძე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს ივა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ალ­ბათ, იმას გუ­ლის­ხმობ­და, რომ პრე­მი­ე­რის ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში სა­ბაზ­რო კა­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ძვი­რად გა­ი­ყი­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება

საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე კითხვებით თავგაბეზრებულმა ბაჩო ახალაიამ პროკურორს მიაძახა -"ნაციონალებს" არჩევნებში რომ გაემარჯვათ, ასეთ შეკითხვებს დამისვამდიო? მართლაც, ალბათ, ყოფილი მმართველი პარტიის ციხეში თუ გარეთ მყოფ ლიდერებს ენატრებათ ის დრო, როდესაც მომკითხავი და გამკითხავი არავინ იყო და ზოგიერთი, დღეს რომ პოლიტიკურად მოტივირებულად დევნილად ასაღებს თავს, შიშის ზარს სცემდა საკუთარ მოსახლეობას. თუმცა ალბათ, სჯობს, "ნაციონალებმა"საკუთარ თავს ჰკითხონ - რატომ მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ პრაიმერების ჩატარება პოლიციის კორდონების თანხლებით უწევთ და სანამ შენობაში შეაღწევენ, ფრთხილად უნდა იყვნენ - ემანდ კვერცხი ან ბოთლი არ მოხვდეთ თავში. ბათუმისა და ზუგდიდის მსგავსად, პრაიმერს ინციდენტების გარეშე არც თბილისში ჩაუვლია. ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალების" ღონისძიებებისა და ინციდენტების ერთმანეთთან გაიგივებაში ბრალი თავად ყოფილ მმართველ გუნდს მიუძღვის.

- თბილისის საკრებულოში მართლაც საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ალბათ, ყველა ელოდება, რა ნაბიჯებს გადადგამს საკრებულოს ახალი უმრავლესობა თბილისის მერის, გიგი უგულავას "მიმართულებით". თუმცა ზედმეტი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. თუ არჩევითი თანამდებობის პირის, მათ შორის, უგულავას წინააღმდეგ არსებობს მასალები, ეს პროკურატურის საქმეა და არა საკრებულოსი. სიმართლე გითხრათ, საკრებულოში უმრავლესობის შეცვლა და ახალი თავმჯდომარის არჩევა დიდმნიშვნელოვან მოვლენად არ მიმაჩნია. მთავარია, რომ ახლოვდება ოქტომბრის არჩევნები, ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილება ეწურება და საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება იწყება. ისიც ნათელია, რომ ვერანაირი ხელოვნური კოაბიტაცია თუ დასავლეთ-აღმოსავლეთის მხარდაჭერა ვერ უშველის ვერც ერთ პარტიას, თუ მას მოსახლეობაში არ აქვს დასაყრდენი. მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობას" ორი გზა აქვს - ან გასამართლდება როგორც პარტია, ან უნდა მოახერხონ და მოსახლეობის მხარდაჭერა მოიპოვოს. ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. სხვათა შორის, ბოლო თვეების განმავლობაში ისიც დადასტურდა, რომ ახალი ხელისუფლება წამგებიან გზას ადგა, როცა განსაკუთრებით პრივილეგირებულად მიიჩნევდა იმ ძალას, რომელსაც ამომრჩეველმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს უარი უთხრა. მოვისმინეთ განცხადება, - ქართული დემოკრატიის ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენააო. არც ერთი პარტიის საქმე არ არის მეორე პარტიის გადარჩენა. ამიტომ ერთმანეთისთვის თავს ნუ იკლავენ და ნუ ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, სატელიტური პარტიების "სარტყელი" შეკრას თავის გარშემო.

- "ქართულ ოცნებას" გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმას, რომ მომძლავრებული პოლიტიკური ძალები ცდილობენ სატელიტური პარტიების "სარტყელი" შემოირტყან. არადა, სააკაშვილისა და "ნაციონალების" 9-წლიანმა მმართველობამ დაადასტურა, რომ აბსოლუტური ძალაუფლებაც რომ გქონდეს, ვერ იქნები დღეგრძელი, თუ მოსახლეობის ნებას ანგარიშს არ გაუწევ. შესაძლოა, ადამიანები, ბოდიში ამ გამოთქმისთვის, "დააჩმორო", ციხეებში გამოკეტო და გააღატაკო, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს უნიკალური უნარი, ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს. აი, შედეგიც - მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" განადგურებულია, მისი პოლიტიკური პერსპექტივა კი -– ბუნდოვანი. ამ ახალ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აქვს, რომელზეც ყურადღება არ მახვილდება - არ ჩანს "ბელადი". ეს შესანიშნავია - ბოლოს და ბოლოს დადგა დრო, როდესაც არჩევნებისას არ გვყავს თვალებგადმოკარკლული იდიოტი, რომელიც პირიდან ცეცხლს აფრქვევს და ქართველი ხალხი თრთოლვას იწყებს, შემდეგ ხალხი მას ირჩევს და ორ წელიწადში კატასტროფის წინაშე ვდგებით.

როგორც იქნა, შეგვიძლია ნორმალურ ადამიანებზე ვილაპარაკოთ. ის, რომ პირველად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არჩევნები "ბელადის" გარეშე ტარდება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის გარდამტეხი მომენტია.

- ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო უცნაურ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, თქვა, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა პუტინისგან 2 მილიარდი აიღო. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის დარბევას FBI-ს სპეციალისტები მონიტორებზე აკვირდებოდნენ და დასკვნაც დაწერეს - ყველაფერი კანონიერად იყოო. საზოგადოება FBI-ს საპასუხო განცხადებას ელოდა, მაგრამ ამერიკელები დუმან და უკვე ისე გამოდის, რომ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

- დეპუტატობისას მიხეილ სააკაშვილთან საუკეთესო ურთიერთობა მქონდა და ძალიან პერსპექტიულ პოლიტიკოსადაც მიმაჩნდა. ერთ-ერთი შეხვედრისას ვუთხარი, რომ თუ ამ გუნდით მოვიდოდა ხელისუფლებაში, დაიღუპებოდა. სამწუხაროდ, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ასეც მოხდა. არადა, სააკაშვილი სხვა გზით რომ წასულიყო და ხალხის ნების იგნორირება არ მოეხდინა, 20-30-წლიანი პოლიტიკური დღეგრძელობა ექნებოდა. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს ივანიშვილთან დაკავშირებით, ალბათ, იმას გულისხმობდა, რომ პრემიერის ბიზნესი რუსეთში საბაზრო კაპიტალიზაციაზე ძვირად გაიყიდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა