მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთში რუსი დამსვენებლები მომრავლდნენ
ქობულეთში რუსი დამსვენებლები მომრავლდნენ

"ბოლო ორი კვი­რაა, დამ­სვე­ნებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ერ­თი­ო­რად იმა­ტა. თით­ქმის ყო­ველ­დღე მაქვს მარ­შრუ­ტი. ღა­მის რე­ი­სიც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ჭეს­თან ჩა­მე­ძი­ნა და კი­ნა­ღამ თა­ვიც და­ვი­ღუ­პე და სხვე­ბიც დავ­ღუ­პე. გვერ­დით ახალ­გაზ­რდა ბიჭი მეჯ­და და იმან სტა­ცა სა­ჭეს ხელი... მად­ლო­ბა უფალს, გა­დავ­რჩით და მა­შინ და­ვი­ფი­ცე, - ეს ბო­ლოა, ორ რე­ისს არას­დროს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი", - მიყ­ვე­ბა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი. მგზავ­რე­ბი გა­ცხა­რე­ბით სა­უბ­რო­ბენ ამინ­დზე: "ეს ერ­თა­დერ­თი მარ­შრუ­ტია, სა­დაც პო­ლი­ტი­კის გამო არ ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ში­გა­და­შიგ, ერთი-ორი ინ­ტრი­გა­ნი მა­ინც გა­მო­ე­რე­ვა", - ღი­მი­ლით ამ­ბობს მძღო­ლი... ცო­ტაც და... გა­მარ­ჯო­ბა, მზი­ა­ნო აჭა­რავ!..

ად­გი­ლობ­რივ­თა თქმით, ტუ­რის­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად სტარ­ტი უკვე აი­ღეს. შე­ვე­ცა­დე გა­მერ­კვია, რა შე­იც­ვა­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ და რას ელო­დე­ბი­ან ისი­ნი ამ მთავ­რო­ბი­სა და მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნის­გან...

მა­რი­კა, 43 წლის:

- ზღვას­თან საკ­მა­ოდ ახ­ლოს ვცხოვ­რობ. ოჯა­ხუ­რი სას­ტუმ­რო მაქვს, მაგ­რამ რად­გან კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი არ მქონ­და, ყო­ველ­წლი­უ­რად 4-5 ოჯახ­ზე მეტს ვერ ვი­ღებ­დი... 2007 წლის ბო­ლოს ავი­ღეთ კრე­დი­ტი, სახ­ლი გა­ვა­რე­მონ­ტეთ, მო­ვუ­მა­ტეთ და... ომიც და­ი­წყო... ერთი სი­ტყვით, ის სე­ზო­ნიც ჩაგ­ვი­ვარ­და და მომ­დევ­ნოც. დავ­რჩით რამ­დე­ნი­მე­ა­თა­სი­ა­ნი ბან­კის ვა­ლის პი­რის­პირ. ვე­რა­ვის სთხოვ­დი ფულს, რად­გან გარ­შე­მო ყვე­ლა ჩვენს დღე­ში იყო. ბან­კი სეს­ხის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და და სახ­ლის და­კარ­გვის საფრ­თხის წი­ნა­შე ვი­დე­ქით. მე­უღ­ლეს ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე "შა­ქა­რი" და­ე­მარ­თა... ვის­თა­ნაც კი ხელი მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და, ყვე­ლას ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა და ასე ტან­ჯვით მო­ვე­დით აქამ­დე.

- ახლა რა შე­იც­ვა­ლა?

- ამ­ბო­ბენ, სეს­ხებს გა­დაგ­ვი­ვა­დე­ბენ და ნა­წილ-ნა­წილ და­ფარ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცე­მენ. ეს ძა­ლი­ან დიდი შე­ღა­ვა­თი იქ­ნე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც ჩვენს პრობ­ლე­მებს სწავ­ლობს და დარ­ჩე­ნილ თან­ხას იმის მი­ხედ­ვით დავ­ფა­რავთ, თუ რო­გო­რია ჩვე­ნი ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, სეს­ხი რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბის შიში აღარ გვაქვს. რო­გორც აგ­ვიხ­სნეს, სა­აღ­სრუ­ლე­ბო პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

- ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი უკვე და­წყე­ბუ­ლია. დამ­სვე­ნებ­ლე­ბი გყავთ?

- კი, გვყავს. მარ­თა­ლია, წელს პი­ა­რი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ბევ­რი ტუ­რის­ტია, უფრო მე­ტად - რუ­სე­ბი. აქ უკვე ხუმ­რო­ბენ, რომ ბი­ძი­ნამ რუ­სე­თი­დან ხალ­ხი ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნაო.

- რუ­სე­ბი არი­ან თუ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი?

- რუ­სე­ბი არი­ან, - ლარ­სით შე­მო­ვე­დით, ბევ­რი ხალ­ხი იყო და რიგ­ში დგო­მამ მოგ­ვი­წი­აო, - უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი იყ­ვნენ. ახლა ჩემ­თან მოს­კო­ვე­ლი ბე­ბია და შვი­ლიშ­ვი­ლი ის­ვე­ნე­ბენ. ბე­ბია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, ბა­კუ­რი­ან­ში დას­ვე­ნე­ბის წლებს იხ­სე­ნებს. მა­შინ ცხვა­რი­ჭა­მი­ა­შიც ყო­ფი­ლა ჩა­მო­სუ­ლი... გე­ო­ლო­გი ყო­ფი­ლა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­მოვ­ლი­ლი მაქ­ვსო. ერთი თვე დარ­ჩე­ბი­ან.

ნანა, 43 წლის:

- ჩემს ბავ­შვო­ბა­შიც კი არ მახ­სოვს ამ­დე­ნი რუსი დამ­სვე­ნე­ბე­ლი... თურ­მე, რა უპ­რე­ტენ­ზიო ხალ­ხია. ბინა აი­ღეს და მთე­ლი ღა­მეც პლაჟ­ზე არი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით სახ­ლში მხო­ლოდ და­სა­ბა­ნად და მო­სა­წეს­რი­გებ­ლად მო­დი­ან... სალ­მი­სა და დამ­შვი­დო­ბე­ბის დროს ღი­მი­ლი არ ავი­წყდე­ბათ და პო­ლი­ტი­კა­ზე მათ ნამ­დვი­ლად არ ვე­სა­უბ­რე­ბით. ამ­ბო­ბენ, - ძა­ლი­ან გვინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა, მაგ­რამ პუ­ტი­ნის უაზ­რო პო­ლი­ტი­კის გამო თავს ვი­კა­ვებ­დით, ვფიქ­რობ­დით, ვა­ი­თუ, მტრუ­ლად დაგ­ვხვდნენ-თქო...

- ამ­ბო­ბენ, თურ­ქეთ­სა და ეგ­ვიპ­ტე­ში არ­სე­ბულ­მა არე­უ­ლო­ბამ დამ­სვე­ნე­ბელ­თა ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში "გად­მო­ის­რო­ლაო"...

- დიახ, რამ­დე­ნი­მემ თქვა, ბი­ლე­თე­ბი და­ვაბ­რუ­ნეთ და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა ვარ­ჩი­ე­თო. რამ­დე­ნი­მემ ხუმ­რო­ბით მი­თხრა, - რას ერ­ჩო­დით მი­შას, რამ­დე­ნი რამე გა­უ­კე­თე­ბი­აო! ჩვე­ნებ­მა უპა­სუ­ხეს, - ჩვე­ნი დაქ­ცე­ვის ხარ­ჯზეო... ახალ­მა თა­ო­ბამ რუ­სუ­ლი სა­ერ­თოდ არ იცის და ეს აღ­ნიშ­ნეს. რუსი დამ­სვე­ნე­ბე­ლი ასე თუ ისე, მა­ინც "ახა­ლი ხი­ლია" ჩვენ­თვის და ისე ფრთხი­ლად იქ­ცე­ვი­ან, ისე­თი მო­ზო­მი­ლე­ბი არი­ან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, რომ ზოგ­ჯერ გვგო­ნია, და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა აქვთ და ცდი­ლო­ბენ, არ გაგ­ვა­ღი­ზი­ა­ნონ.

სვეტ­ლა­ნა, მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი:

- არა მაქვს გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ბინა, ამი­ტომ ჩემი პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი წა­მო­ვი­წყე. ტუ­რის­ტე­ბის სიმ­რავ­ლე, ცხა­დია, მეც ხელს მაძ­ლევს. ამ ეტაპ­ზე ქო­ბუ­ლეთ­ში ბი­ნის ქირა ერთ ადა­მი­ან­ზე 15-20 ლა­რის ფარ­გლებ­შია. სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო შე­და­რე­ბით ძვი­რია - ორად­გი­ლი­ა­ნი ნომ­რის ფასი 50-დან 60 ლა­რამ­დეა. არ ვიცი, ბა­თუმ­ში რა ხდე­ბა, მაგ­რამ არა მგო­ნია, დიდი გან­სხვა­ვე­ბა იყოს... წლე­ვან­დე­ლი წელი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ქო­ბუ­ლეთს უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტი ეწ­ვია. გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. ზო­გი­ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა "ნა­ცი­ო­ნალ­მა" რამ­დენ­ჯერ­მე წა­მოგ­ვა­ძა­ხა, - ფუ­ლის გამო მტერ­საც მო­ნე­ბი­ვით ემ­სა­ხუ­რე­ბი­თო. რა თქმა უნდა, რუ­სებს გუ­ლის­ხმო­ბენ...

სერ­გეი, რუსი დამ­სვე­ნე­ბე­ლი, 42 წლის:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. აქ პირ­ვე­ლად ვარ და ძა­ლი­ან მომ­წონს. სა­ნამ ქო­ბუ­ლეთ­ში ჩა­მო­ვი­დო­დით, თბი­ლისს, მცხე­თა­სა და სიღ­ნაღს ვეს­ტუმ­რეთ. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნა გაქვთ, თბი­ლი და მზი­ა­ნი კლი­მა­ტით. ერთი კვი­რაა, ზღვა­ზე ვართ და ჯერ­ჯე­რო­ბით არ უწ­ვი­მია. ჩემი ცოლი მე­უბ­ნე­ბა, - ბაშ­ვებ­მა - კი, მაგ­რამ ჩვენ მგო­ნი, არ დაგ­ვიმ­სა­ხუ­რე­ბია სა­მო­თხე­ში მოხ­ვედ­რაო... აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­თი... ცო­ტაც და ევ­რო­პუ­ლი დო­ნის ტუ­რის­ტულ ქვეყ­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბით. მხო­ლოდ წეს­რი­გის გამ­კაც­რე­ბა, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბის მე­ტად დაც­ვა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბაა სა­ჭი­რო. და­ნარ­ჩე­ნი თქვენს ქვე­ყა­ნას უფალ­მა მიჰ­მად­ლა...

ლუბა, სერ­გე­ის ცოლი:

- ჩემ­მა მე­უღ­ლემ რა­ღა­ცე­ბი არ გი­თხრათ და მინ­და, მო­გიყ­ვეთ ჩვე­ნი აქ ჩა­მოს­ვლის ამ­ბა­ვი: თა­ვი­დან თურ­ქეთ­ში გვინ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ იქ ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი გო­გო­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ბარ­ში და თით­ქმის ყვე­ლა დაბ­რუნ­და: ყო­ველ­დღე იკე­ტე­ბა ბა­რე­ბი და კა­ფე­ე­ბი და სა­მუ­შაო არა­ფე­რი­აო... იქ დას­ვე­ნე­ბა ჩაგ­ვი­ვარ­და, არა­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი ად­გი­ლია. ინ­ტერ­ნეტ­ში ვე­ძებ­დით სხვა­დას­ხვა ად­გილს. მა­ნამ­დე, აპ­რილ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით მოგ­ვი­წია ჩა­მოს­ვლამ და სწო­რედ მა­შინ და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ის ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩემ­მა მე­უღ­ლემ ჩა­მო­გით­ვა­ლათ. მა­შინ მივ­ხვდით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან დიდი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის ქვე­ყა­ნაა და ამ ყვე­ლაფ­რის შე­მო­ნახ­ვის­თვის, ქარ­თვე­ლი ერი პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. რო­დე­საც თურ­ქეთ­ში წას­ვლა ჩაგ­ვი­ვარ­და, სა­ქარ­თვე­ლო გაგ­ვახ­სენ­და... ერ­თმა მე­გო­ბარ­მა გვი­თხრა, რომ შარ­შან აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ, გაგ­რა­ში ის­ვე­ნებ­და და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო, რად­გან წყა­ლი სუფ­თა იყო და ამინ­დებ­მაც შე­უ­წყო ხელი... ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ მო­ვიქ­ცე­ო­დით, რად­გან ეს სა­ქარ­თვე­ლოს უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა იქ­ნე­ბო­და. ამი­ტო­მაც აჭა­რა­ში ჩა­მოს­ვლა ვარ­ჩი­ეთ. ქო­ბუ­ლე­თის შემ­დეგ, ცოტა ხნით ბა­თუმ­საც ვეს­ტუმ­რე­ბით და გო­ნი­ო­საც... გა­ი­სად კი ალ­ბათ მთა­ში დავ­გეგ­მავთ ტურს.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქობულეთში რუსი დამსვენებლები მომრავლდნენ

ქობულეთში რუსი დამსვენებლები მომრავლდნენ

"ბოლო ორი კვირაა, დამსვენებლების რაოდენობამ ერთიორად იმატა. თითქმის ყოველდღე მაქვს მარშრუტი. ღამის რეისიც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი. რამდენიმე წლის წინ საჭესთან ჩამეძინა და კინაღამ თავიც დავიღუპე და სხვებიც დავღუპე. გვერდით ახალგაზრდა ბიჭი მეჯდა და იმან სტაცა საჭეს ხელი... მადლობა უფალს, გადავრჩით და მაშინ დავიფიცე, - ეს ბოლოა, ორ რეისს არასდროს გავაკეთებ-მეთქი", - მიყვება მიკროავტობუსის მძღოლი. მგზავრები გაცხარებით საუბრობენ ამინდზე: "ეს ერთადერთი მარშრუტია, სადაც პოლიტიკის გამო არ ხოცავენ ერთმანეთს, თუმცა შიგადაშიგ, ერთი-ორი ინტრიგანი მაინც გამოერევა", - ღიმილით ამბობს მძღოლი... ცოტაც და... გამარჯობა, მზიანო აჭარავ!..

ადგილობრივთა თქმით, ტურისტების მისაღებად სტარტი უკვე აიღეს. შევეცადე გამერკვია, რა შეიცვალა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და რას ელოდებიან ისინი ამ მთავრობისა და მიმდინარე სეზონისგან...

მარიკა, 43 წლის:

- ზღვასთან საკმაოდ ახლოს ვცხოვრობ. ოჯახური სასტუმრო მაქვს, მაგრამ რადგან კეთილმოწყობილი არ მქონდა, ყოველწლიურად 4-5 ოჯახზე მეტს ვერ ვიღებდი... 2007 წლის ბოლოს ავიღეთ კრედიტი, სახლი გავარემონტეთ, მოვუმატეთ და... ომიც დაიწყო... ერთი სიტყვით, ის სეზონიც ჩაგვივარდა და მომდევნოც. დავრჩით რამდენიმეათასიანი ბანკის ვალის პირისპირ. ვერავის სთხოვდი ფულს, რადგან გარშემო ყველა ჩვენს დღეში იყო. ბანკი სესხის დაბრუნებას ითხოვდა და სახლის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვიდექით. მეუღლეს ნერვიულობის ნიადაგზე "შაქარი" დაემართა... ვისთანაც კი ხელი მიგვიწვდებოდა, ყველას ვთხოვეთ დახმარება და ასე ტანჯვით მოვედით აქამდე.

- ახლა რა შეიცვალა?

- ამბობენ, სესხებს გადაგვივადებენ და ნაწილ-ნაწილ დაფარვის საშუალებას მოგვცემენ. ეს ძალიან დიდი შეღავათი იქნება. სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ჩვენს პრობლემებს სწავლობს და დარჩენილ თანხას იმის მიხედვით დავფარავთ, თუ როგორია ჩვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა და შემოსავალი. თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, სესხი როგორ გადანაწილდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სახლიდან გამოგდების შიში აღარ გვაქვს. როგორც აგვიხსნეს, სააღსრულებო პროცესი შეჩერებულია.

- ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია. დამსვენებლები გყავთ?

- კი, გვყავს. მართალია, წელს პიარი არ ყოფილა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ტურისტია, უფრო მეტად - რუსები. აქ უკვე ხუმრობენ, რომ ბიძინამ რუსეთიდან ხალხი ჩამოგვიყვანაო.

- რუსები არიან თუ უკრაინელები?

- რუსები არიან, - ლარსით შემოვედით, ბევრი ხალხი იყო და რიგში დგომამ მოგვიწიაო, - უკმაყოფილონი იყვნენ. ახლა ჩემთან მოსკოველი ბებია და შვილიშვილი ისვენებენ. ბებია საბჭოთა კავშირის დროს, ბაკურიანში დასვენების წლებს იხსენებს. მაშინ ცხვარიჭამიაშიც ყოფილა ჩამოსული... გეოლოგი ყოფილა და მთელი საქართველო შემოვლილი მაქვსო. ერთი თვე დარჩებიან.

ნანა, 43 წლის:

- ჩემს ბავშვობაშიც კი არ მახსოვს ამდენი რუსი დამსვენებელი... თურმე, რა უპრეტენზიო ხალხია. ბინა აიღეს და მთელი ღამეც პლაჟზე არიან. ჯერჯერობით სახლში მხოლოდ დასაბანად და მოსაწესრიგებლად მოდიან... სალმისა და დამშვიდობების დროს ღიმილი არ ავიწყდებათ და პოლიტიკაზე მათ ნამდვილად არ ვესაუბრებით. ამბობენ, - ძალიან გვინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ პუტინის უაზრო პოლიტიკის გამო თავს ვიკავებდით, ვფიქრობდით, ვაითუ, მტრულად დაგვხვდნენ-თქო...

- ამბობენ, თურქეთსა და ეგვიპტეში არსებულმა არეულობამ დამსვენებელთა ნაწილი საქართველოში "გადმოისროლაო"...

- დიახ, რამდენიმემ თქვა, ბილეთები დავაბრუნეთ და საქართველოში წამოსვლა ვარჩიეთო. რამდენიმემ ხუმრობით მითხრა, - რას ერჩოდით მიშას, რამდენი რამე გაუკეთებიაო! ჩვენებმა უპასუხეს, - ჩვენი დაქცევის ხარჯზეო... ახალმა თაობამ რუსული საერთოდ არ იცის და ეს აღნიშნეს. რუსი დამსვენებელი ასე თუ ისე, მაინც "ახალი ხილია" ჩვენთვის და ისე ფრთხილად იქცევიან, ისეთი მოზომილები არიან ურთიერთობისას, რომ ზოგჯერ გვგონია, დანაშაულის განცდა აქვთ და ცდილობენ, არ გაგვაღიზიანონ.

სვეტლანა, მაღაზიის გამყიდველი:

- არა მაქვს გასაქირავებელი ბინა, ამიტომ ჩემი პატარა ბიზნესი წამოვიწყე. ტურისტების სიმრავლე, ცხადია, მეც ხელს მაძლევს. ამ ეტაპზე ქობულეთში ბინის ქირა ერთ ადამიანზე 15-20 ლარის ფარგლებშია. საოჯახო ტიპის სასტუმრო შედარებით ძვირია - ორადგილიანი ნომრის ფასი 50-დან 60 ლარამდეა. არ ვიცი, ბათუმში რა ხდება, მაგრამ არა მგონია, დიდი განსხვავება იყოს... წლევანდელი წელი იმითაა გამორჩეული, რომ ქობულეთს უამრავი უცხოელი ტურისტი ეწვია. განსაკუთრებით რუსები აქტიურობენ. ზოგიერთმა ადგილობრივმა "ნაციონალმა" რამდენჯერმე წამოგვაძახა, - ფულის გამო მტერსაც მონებივით ემსახურებითო. რა თქმა უნდა, რუსებს გულისხმობენ...

სერგეი, რუსი დამსვენებელი, 42 წლის:

- საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვედი. აქ პირველად ვარ და ძალიან მომწონს. სანამ ქობულეთში ჩამოვიდოდით, თბილისს, მცხეთასა და სიღნაღს ვესტუმრეთ. ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ, თბილი და მზიანი კლიმატით. ერთი კვირაა, ზღვაზე ვართ და ჯერჯერობით არ უწვიმია. ჩემი ცოლი მეუბნება, - ბაშვებმა - კი, მაგრამ ჩვენ მგონი, არ დაგვიმსახურებია სამოთხეში მოხვედრაო... აღფრთოვანებულია საქართველოთი... ცოტაც და ევროპული დონის ტურისტულ ქვეყნად ჩამოყალიბდებით. მხოლოდ წესრიგის გამკაცრება, სანიტარიული ნორმების მეტად დაცვა და ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო. დანარჩენი თქვენს ქვეყანას უფალმა მიჰმადლა...

ლუბა, სერგეის ცოლი:

- ჩემმა მეუღლემ რაღაცები არ გითხრათ და მინდა, მოგიყვეთ ჩვენი აქ ჩამოსვლის ამბავი: თავიდან თურქეთში გვინდოდა წასვლა, მაგრამ იქ ჩვენი ახლობელი გოგონები მუშაობდნენ ბარში და თითქმის ყველა დაბრუნდა: ყოველდღე იკეტება ბარები და კაფეები და სამუშაო არაფერიაო... იქ დასვენება ჩაგვივარდა, არადა, მატერიალურად ის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. ინტერნეტში ვეძებდით სხვადასხვა ადგილს. მანამდე, აპრილში, საქართველოში საქმიანი ვიზიტით მოგვიწია ჩამოსვლამ და სწორედ მაშინ დავათვალიერეთ ის ადგილები, რომელიც ჩემმა მეუღლემ ჩამოგითვალათ. მაშინ მივხვდით, რომ საქართველო ძალიან დიდი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა და ამ ყველაფრის შემონახვისთვის, ქართველი ერი პატივისცემას იმსახურებს. როდესაც თურქეთში წასვლა ჩაგვივარდა, საქართველო გაგვახსენდა... ერთმა მეგობარმა გვითხრა, რომ შარშან აფხაზეთში, კერძოდ, გაგრაში ისვენებდა და ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან წყალი სუფთა იყო და ამინდებმაც შეუწყო ხელი... ჩვენ ვთქვით, რომ ასე არ მოვიქცეოდით, რადგან ეს საქართველოს უპატივცემულობა იქნებოდა. ამიტომაც აჭარაში ჩამოსვლა ვარჩიეთ. ქობულეთის შემდეგ, ცოტა ხნით ბათუმსაც ვესტუმრებით და გონიოსაც... გაისად კი ალბათ მთაში დავგეგმავთ ტურს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია