პოლიტიკა
სამართალი

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ფაქტები წიგნებზე
საინტერესო ფაქტები წიგნებზე

ჯეფ­რი ჩო­სე­რის "კენ­ტერ­ბე­რუ­ლი მო­თხრო­ბე­ბის" ორი­გი­ნა­ლი სარ­ე­კორ­დო თან­ხად - 4.621.500 ფუნ­ტად გა­ი­ყი­და ლონ­დონ­ში, კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე. წიგ­ნი 1998 წლის 8 ივ­ლისს ასე ძვი­რად კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა შე­ი­ძი­ნა. ცნო­ბის­თვის: ეს გახ­ლდათ პირ­ვე­ლი სა­ავ­ტო­რო ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც უი­ლი­ამ ქაქსტონ­მა 1477 წელს გა­მოს­ცა ინ­გლის­ში.

ლუის კე­რო­ლის პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის - "ალი­სა სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში" იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მე­ბი ნიუ-იორ­კის აუქ­ცი­ონ­ზე 1,5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ამ ფაქ­ტით წიგ­ნი სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში გა­ყი­დულ სა­ბავ­შვო გა­მო­ცე­მებს შო­რის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სად იქცა. წიგ­ნი წარ­მო­ად­გენს თვით კე­რო­ლის სა­მუ­შაო ასლს, რა­საც სა­გან­გე­ბოდ პა­ტა­რა მკი­თხვე­ლის­თვის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ტექ­სტის მო­სამ­ზა­დებ­ლად ამუ­შა­ვებ­და. 1865 წლი­დან დღემ­დე ნა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მის მხო­ლოდ 22 ას­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მათ­გან 17 ინა­ხე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში და ხუთი კი, იმ ას­ლის ჩათ­ვლით, ახ­ლა­ხან რომ გა­ი­ყი­და, უკვე კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის სა­კუთ­რე­ბაა. სხვა­თა შო­რის, ალი­სას თავ­გა­და­სა­ვა­ლი სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყო ლუის კე­რო­ლის გა­სე­ირ­ნე­ბით ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერთი გახ­ლდათ ალი­სა ლი­დე­ლი. ბავ­შვე­ბის თხოვ­ნით კე­რო­ლი გზა­დაგ­ზა თხზავ­და ამ­ბებს, რო­მელ­საც მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში გა­ნაგ­რძობ­და. 2 წლის შემ­დეგ მწე­რალ­მა პა­ტა­რა ალი­სას აჩუ­ქა ხელ­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც 4 თა­ვის­გან შედ­გე­ბო­და და ზედ 7 წლის ალი­სას ფოტო იყო მიკ­რუ­ლი. ხელ­ნა­წერს ეწე­რა: "სა­შო­ბაო სა­ჩუ­ქა­რი ძვირ­ფას გო­გო­ნას - ზა­ფხუ­ლის დღის მო­სა­გონ­რად!"

ალექ­სან­დრე დი­უ­მამ "სამი მუშ­კე­ტე­რის" წერა ერთ-ერთი გა­ზე­თის­თვის თავ­და­პირ­ვე­ლად სე­რი­ა­ლის ფორ­მატ­ში და­ი­წყო და გა­მომ­ცე­მელს სტრი­ქო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ანა­ზღა­უ­რე­ბას დაჰ­ყა­ბულ­და. ჰო­ნო­რა­რის გა­საზ­რდე­ლად დი­უ­მამ ნა­წარ­მო­ებ­ში "შე­მო­იყ­ვა­ნა" სი­ტყვა­ძუნ­წი პერ­სო­ნა­ჟი - ათო­სის მსა­ხუ­რი გრი­მო, რო­მე­ლიც უმე­ტეს­წი­ლად ყვე­ლას მოკ­ლედ, - "ჰო" და "არას" პა­სუ­ხობ­და. წიგ­ნის გაგ­რძე­ლე­ბას - "ოცი წლის შემ­დეგ" უკვე სი­ტყვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით მი­ხედ­ვით უნა­ზღა­უ­რებ­დნენ, ამი­ტომ გრი­მოც უფრო "მჭევ­რმე­ტყვე­ლი" გახ­და. სხვა­თა შო­რის, პირ­ველ ხელ­ნა­წერ­ში დ,არ­ტა­ნი­ანს მწე­რალ­მა "ნა­თა­ნი­ე­ლი" უწო­და, მაგ­რამ გა­მომ­ცემ­ლებ­მა და­უ­წუ­ნეს და სა­ხე­ლიც ამო­ი­შა­ლა.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საინტერესო ფაქტები წიგნებზე

საინტერესო ფაქტები წიგნებზე

ჯეფრი ჩოსერის "კენტერბერული მოთხრობების" ორიგინალი სარეკორდო თანხად - 4.621.500 ფუნტად გაიყიდა ლონდონში, კრისტის აუქციონზე. წიგნი 1998 წლის 8 ივლისს ასე ძვირად კერძო კოლექციონერმა შეიძინა. ცნობისთვის: ეს გახლდათ პირველი საავტორო ნამუშევარი, რომელიც უილიამ ქაქსტონმა 1477 წელს გამოსცა ინგლისში.

ლუის კეროლის პოპულარული ნაწარმოების - "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" იშვიათი გამოცემები ნიუ-იორკის აუქციონზე 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ ფაქტით წიგნი სხვადასხვა პერიოდში გაყიდულ საბავშვო გამოცემებს შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად იქცა. წიგნი წარმოადგენს თვით კეროლის სამუშაო ასლს, რასაც საგანგებოდ პატარა მკითხველისთვის გამარტივებული ტექსტის მოსამზადებლად ამუშავებდა. 1865 წლიდან დღემდე ნაწარმოების პირველი გამოცემის მხოლოდ 22 ასლია შემორჩენილი. მათგან 17 ინახება ბიბლიოთეკებში და ხუთი კი, იმ ასლის ჩათვლით, ახლახან რომ გაიყიდა, უკვე კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. სხვათა შორის, ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში დაიწყო ლუის კეროლის გასეირნებით ოქსფორდის უნივერსიტეტის რექტორის ქალიშვილებთან ერთად, რომელთა შორის ერთ-ერთი გახლდათ ალისა ლიდელი. ბავშვების თხოვნით კეროლი გზადაგზა თხზავდა ამბებს, რომელსაც მომდევნო დღეებში განაგრძობდა. 2 წლის შემდეგ მწერალმა პატარა ალისას აჩუქა ხელნაწერი, რომელიც 4 თავისგან შედგებოდა და ზედ 7 წლის ალისას ფოტო იყო მიკრული. ხელნაწერს ეწერა: "საშობაო საჩუქარი ძვირფას გოგონას - ზაფხულის დღის მოსაგონრად!"

ალექსანდრე დიუმამ "სამი მუშკეტერის" წერა ერთ-ერთი გაზეთისთვის თავდაპირველად სერიალის ფორმატში დაიწყო და გამომცემელს სტრიქონების რაოდენობით ანაზღაურებას დაჰყაბულდა. ჰონორარის გასაზრდელად დიუმამ ნაწარმოებში "შემოიყვანა" სიტყვაძუნწი პერსონაჟი - ათოსის მსახური გრიმო, რომელიც უმეტესწილად ყველას მოკლედ, - "ჰო" და "არას" პასუხობდა. წიგნის გაგრძელებას - "ოცი წლის შემდეგ" უკვე სიტყვების რაოდენობით მიხედვით უნაზღაურებდნენ, ამიტომ გრიმოც უფრო "მჭევრმეტყველი" გახდა. სხვათა შორის, პირველ ხელნაწერში დ,არტანიანს მწერალმა "ნათანიელი" უწოდა, მაგრამ გამომცემლებმა დაუწუნეს და სახელიც ამოიშალა.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს