საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი გარდაცვალების შემდეგაც "მოგზაურობს"
მამაკაცი გარდაცვალების შემდეგაც "მოგზაურობს"

ამე­რი­კე­ლი გორ­დონ სმი­ტი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც "მოგ­ზა­უ­რობს". აშშ-ის შტატ ტე­ნეს­ში მცხოვ­რებ­მა წყვილ­მა, 57 წლის გორ­დონ სმიტ­მა და 56 წლის ბე­ვერ­ლიმ 27 წელი ბედ­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­რეს. თუმ­ცა შარ­შან ბე­ვერ­ლის ქმა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

გორ­დონს ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარ­და და წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­დი­ო­და სა­ზღვარ­გა­რეთ, ხოლო ყო­ვე­ლი კვი­რის თა­ვი­სუ­ფალ დღეს ქა­ლაქ­გა­რეთ ატა­რებ­და. სწო­რედ ამი­ტომ ცოლ­მა საყ­ვა­რე­ლი ქმრის პა­ტივ­სა­ცე­მად მისი ფერ­ფლი ბოთ­ლში ჩა­ყა­რა და ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში გა­და­აგ­დო. ბოთ­ლში ფერ­ფლთან ერ­თად წე­რი­ლი და სიმ­ბო­ლუ­რად 2 დო­ლა­რი­ა­ნი დევს.

"მას ოკე­ა­ნე და სა­ნა­პი­რო ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და­გეგ­მი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა და სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ემოგ­ზა­უ­რა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 3 კვი­რის შემ­დეგ ფლო­რი­და­ში ჩა­ვე­დი, აქ ბოლო 27 წელი ყო­ველ თე­ბერ­ვალს ჩა­მოვ­დი­ო­დით და მისი ფერ­ფლი ოკე­ა­ნე­ში ჩა­ვას­ვე­ნე", - ამ­ბობს ბე­ვერ­ლი.

ბოთ­ლში ჩა­დე­ბულ წე­რილ­ში წე­რია, რომ ფერ­ფლი გორ­დონ სმიტს ეკუთ­ვნის და მას მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. "ყვე­ლას ვინც ბოთლს ნა­ხავთ, გთხოვთ მის მე­უღ­ლეს და­ურ­ე­კოთ და უთხრათ, სად იმ­ყო­ფე­ბა გორ­დო­ნის ფერ­ფლი, რად­გა­ნაც ის თა­ვის ცოლს ყო­ველ­თვის ეხ­მი­ა­ნე­ბო­და და თა­ვი­სი ახა­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბო­და. 2 დო­ლა­რიც იმის­თვი­საა, რომ და­რეკ­ვი­სას თქვე­ნი ფული არ და­ხარ­ჯოთ. ამას­თან, ყვე­ლა ვინც ბოთლს იპო­ვის, მას­ში სა­კუ­თარ წე­რილს დებს იმის ნიშ­ნად, რომ ფერ­ფლი ნამ­დვი­ლად იპო­ვა და თან წე­რი­ლის პოვ­ნის ად­გილ­საც უთი­თებს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სმი­ტე­ბის ოჯახ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი ზარი გა­ის­მა - ფლო­რი­და­ში მცხოვ­რე­ბი 79 წლის მაილ მარ­კე­რი იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ გორ­დო­ნის ფერ­ფლი ამ­ჟა­მად ის­ლა­მო­რა­დის კუნ­ძულ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც მა­ილ­მა თქვა, ბოთ­ლი ისევ წყალ­ში გა­და­აგ­დო. 2 კვი­რის წინ ბე­ვერ­ლის ჯუდი გლუნზმა და­უ­რე­კა. ჯუ­დიმ გორ­დო­ნის ფერ­ფლი კუნ­ძულ ფლო­რი­და-კი­სი­ზე, სას­ტუმ­რო Glunz Ocean Beach Hotel-ის წინ იპო­ვა და ისევ ოკე­ა­ნე­ში გა­და­აგ­დო.

გორ­დო­ნის ფერ­ფლი ისევ ოკე­ა­ნე­ში მოგ­ზა­უ­რობს. ბე­ვერ­ლი მო­უთ­მენ­ლად ელის ტე­ლე­ფო­ნის ზარს, რო­მე­ლიც შე­ა­ტყო­ბი­ნებს, თუ სად იმ­ყო­ფე­ბა მისი მე­უღ­ლე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მამაკაცი გარდაცვალების შემდეგაც "მოგზაურობს"

მამაკაცი გარდაცვალების შემდეგაც "მოგზაურობს"

ამერიკელი გორდონ სმიტი გარდაცვალების შემდეგაც "მოგზაურობს". აშშ-ის შტატ ტენესში მცხოვრებმა წყვილმა, 57 წლის გორდონ სმიტმა და 56 წლის ბევერლიმ 27 წელი ბედნიერ ქორწინებაში გაატარეს. თუმცა შარშან ბევერლის ქმარი მოულოდნელად გარდაიცვალა.

გორდონს ყველაზე მეტად მოგზაურობა უყვარდა და წელიწადში რამდენჯერმე მიდიოდა საზღვარგარეთ, ხოლო ყოველი კვირის თავისუფალ დღეს ქალაქგარეთ ატარებდა. სწორედ ამიტომ ცოლმა საყვარელი ქმრის პატივსაცემად მისი ფერფლი ბოთლში ჩაყარა და ატლანტის ოკეანეში გადააგდო. ბოთლში ფერფლთან ერთად წერილი და სიმბოლურად 2 დოლარიანი დევს.

"მას ოკეანე და სანაპირო ყველაზე მეტად უყვარდა. მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაგეგმილი შვებულება ვერ გამოიყენა და საშუალება მივეცი სიკვდილის შემდეგ ემოგზაურა. მისი გარდაცვალებიდან 3 კვირის შემდეგ ფლორიდაში ჩავედი, აქ ბოლო 27 წელი ყოველ თებერვალს ჩამოვდიოდით და მისი ფერფლი ოკეანეში ჩავასვენე", - ამბობს ბევერლი.

ბოთლში ჩადებულ წერილში წერია, რომ ფერფლი გორდონ სმიტს ეკუთვნის და მას მოგზაურობა ძალიან უყვარდა. "ყველას ვინც ბოთლს ნახავთ, გთხოვთ მის მეუღლეს დაურეკოთ და უთხრათ, სად იმყოფება გორდონის ფერფლი, რადგანაც ის თავის ცოლს ყოველთვის ეხმიანებოდა და თავისი ახალი ადგილმდებარეობის შესახებ უყვებოდა. 2 დოლარიც იმისთვისაა, რომ დარეკვისას თქვენი ფული არ დახარჯოთ. ამასთან, ყველა ვინც ბოთლს იპოვის, მასში საკუთარ წერილს დებს იმის ნიშნად, რომ ფერფლი ნამდვილად იპოვა და თან წერილის პოვნის ადგილსაც უთითებს.

რამდენიმე თვის წინ სმიტების ოჯახში მოულოდნელი ზარი გაისმა - ფლორიდაში მცხოვრები 79 წლის მაილ მარკერი იტყობინებოდა, რომ გორდონის ფერფლი ამჟამად ისლამორადის კუნძულზე იმყოფება. როგორც მაილმა თქვა, ბოთლი ისევ წყალში გადააგდო. 2 კვირის წინ ბევერლის ჯუდი გლუნზმა დაურეკა. ჯუდიმ გორდონის ფერფლი კუნძულ ფლორიდა-კისიზე, სასტუმრო Glunz Ocean Beach Hotel-ის წინ იპოვა და ისევ ოკეანეში გადააგდო.

გორდონის ფერფლი ისევ ოკეანეში მოგზაურობს. ბევერლი მოუთმენლად ელის ტელეფონის ზარს, რომელიც შეატყობინებს, თუ სად იმყოფება მისი მეუღლე.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"