მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანიას ცოლი მაჭანკლობას იწყებს
ირაკლი ალასანიას ცოლი მაჭანკლობას იწყებს

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ მალე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბა აღ­მოვ­ჩნდე­ბით. სო­ცი­ო­ლო­გე­ბის­თვის სა­გან­გა­შოდ თვალ­ში სა­ცე­მია, რომ ქარ­თვე­ლე­ბი, სხვა ეთ­ნო­სებ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქმის არ ვმრავ­ლდე­ბით. ქა­ლებ­საც და კა­ცებ­საც უჭირთ და­ქორ­წი­ნე­ბა და შემ­დეგ შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა. დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­თან ბრძო­ლის პროგ­რა­მებს ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ში ად­გენს და ახორ­ცი­ე­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იქ­მნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მოძ­რა­ო­ბე­ბი. ცოტა ხნის წინ ჩვენ­თა­ნაც წა­მო­ი­წყო ასე­თი მოძ­რა­ო­ბა, შე­იქ­მნა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ფონ­დი, რო­მელ­თა­ნაც საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა აქვს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლეს - ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეს. მას სურს, ფონ­დის მეს­ვე­უ­რებს შეს­თა­ვა­ზოს კლუ­ბე­ბის გახ­სნა, სა­დაც მხო­ლოდ მარ­ტო­ხე­ლე­ბი, და­სა­ქორ­წი­ნებ­ლე­ბი და­იშ­ვე­ბი­ან და შე­ეც­დე­ბი­ან, შე­არ­ჩი­ონ მე­წყვი­ლე, რო­მელ­თან ცხოვ­რე­ბის და შვი­ლის გა­ჩე­ნის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ.

თუმ­ცა, სა­ნამ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ნა­თი­ას იდე­ას აი­ტა­ცე­ბენ, ის უკვე აპი­რებს მა­ჭანკლო­ბას. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­ნა­ცხა­და. "რომ იკი­თხო, ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლე­ბი გა­სა­თხოვ­რე­ბი არი­ან და თუ დაგ­ჭირ­და, ქალს ვერ იპო­ვი. 50 წლის კა­ცის­თვის (კარ­გი და გა­და­სა­რე­ვი კა­ცია, ცოლ-შვი­ლი არ ჰყო­ლია) ვე­ძებ თეთრ, საყ­ვა­რელ, ოდ­ნავ ფუმ­ფუ­ლა, 30-40 წლამ­დე ასა­კის ქალს, რო­მელ­საც აქვს სურ­ვი­ლი, ჰყავ­დეს შვი­ლე­ბი, ან ერთი შვი­ლი მა­ინც. თუ და­ლან­დოთ ვინ­მე ასე­თი, მო­მი­კა­კუ­ნეთ, რა..." - ამ­ბობ­და ნა­თია "ფე­ის­ბუ­კის" თა­ვის გვერ­დზე. გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ქა­ლე­ბი შერ­ჩე­უ­ლია, სა­სი­ძოს­თან მხი­ა­რულ გა­რე­მო­ში შეხ­ვედ­რა იგეგ­მე­ბა. "მა­ჭან­კალს" იმე­დი აქვს, რომ მისი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ არ ჩა­ივ­ლის. შემ­დეგ კი სხვებს მი­ხე­დავს, რიგ­ში უკვე დგა­ნან. ნა­თი­ას დახ­მა­რე­ბას მა­ღა­ლი, შავგვრე­მა­ნი, ჭკვი­ა­ნი, პერ­სპექ­ტი­უ­ლი, ოღონდ ახალ­გაზ­რდა აჩი­კოც ითხოვს და 20-დან 30 წლამ­დე ასა­კის გო­გო­ნას მო­ძებ­ნას სთხოვს ახალ­მოვ­ლე­ნილ "ხა­ნუ­მას". ერ­თსაც 49 წლის ძმის­თვის უნდა სა­ცო­ლის შერ­ჩე­ვა.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე: - სა­ო­ცა­რი რამ ხდე­ბა. უამ­რა­ვი მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნი და­დის ამ ქვე­ყა­ნა­ში და ერ­თმა­ნეთს ვერ ხვდე­ბი­ან, სა­ლა­პა­რა­კოს ვერ პო­უ­ლო­ბენ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყონ. ამი­ტო­მაც ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით გა­დავ­წყვი­ტე, ერთ ახ­ლო­ბელს და­ვეხ­მა­რო. სე­რი­ო­ზუ­ლი ხუმ­რო­ბა კი გა­მო­მი­ვი­და, რად­გან ეს ამ­ბა­ვი და­ემ­თხვა ინი­ცი­ა­ტი­ვას, შე­იქ­მნას ფონ­დი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად და გა­მახ­სენ­და, რომ ამე­რი­კა­ში არის გაც­ნო­ბის ბა­რე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ მარ­ტო­ხე­ლებს უშ­ვე­ბენ. იქ­ნებ მსგავ­სი იდეა ფონდსაც გა­უჩ­ნდეს და ასე­თი ბარი გახ­სნას ჩვე­ნე­ბუ­რი მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თვის.

- ესე იგი, სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობთ დე­მოგ­რა­ფი­ულ პრობ­ლე­მებ­ზე...

- დე­მოგ­რა­ფი­ის­თვის მთა­ვარ მებ­რძო­ლად, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­მოვ­დგე­ბი, მხო­ლოდ ორი შვი­ლი მყავს. თუმ­ცა, მე თვი­თონ სწო­რედ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბის გამო გა­მა­ჩი­ნეს მშობ­ლებ­მა ერთი კა­ხე­ლი კა­ცის წა­ქე­ზე­ბით. მა­მა­ჩე­მი ახალ­გაზ­რდა რომ იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­უ­წო­დებ­და თურ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბევ­რი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნე­თო. ერთხე­ლაც კა­ხეთ­ში ყო­ფი­ლა ხალ­ხმრა­ვალ შეხ­ვედ­რა­ზე და იქ და­უ­წყია ლა­პა­რა­კი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა­ზე. ძა­ლი­ან შა­უ­ღო­ნე­ბია კა­ხე­ლე­ბი და თურ­მე ერ­თმა ბი­ძამ ამოს­ძა­ხა, შენ რამ­დე­ნი გყა­ა­ა­ვო? ორიო, უთ­ქვამს მა­მას. ხო­ო­და, დას­ტო­ვე ტრი­ბუ­ნა, ხმა არა გაქ ამო­სა­ღე­ბიო. შემ­ცბარ მა­მას დარ­ცხვე­ნით უთ­ქვამს, კარ­გი, ახლა დაგ­ტო­ვებთ, მაგ­რამ გაის ამ დროს სამი მე­ყო­ლე­ბაო. აი, ასე გავჩნდი მე. ძა­ლი­ან მინ­და ვი­ცო­დე, ის კა­ხე­ლი კაცი ვინ იყო, იმას ვუ­მად­ლი, რომ დე­და­მი­წა­ზე ჩემი გა­სე­ირ­ნე­ბა შედ­გა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები

ირაკლი ალასანიას ცოლი მაჭანკლობას იწყებს

ირაკლი ალასანიას ცოლი მაჭანკლობას იწყებს

სტატისტიკის თანახმად, არსებობს საფრთხე, რომ მალე საკუთარ ქვეყანაში ქართველები უმცირესობა აღმოვჩნდებით. სოციოლოგებისთვის საგანგაშოდ თვალში საცემია, რომ ქართველები, სხვა ეთნოსებთან შედარებით, თითქმის არ ვმრავლდებით. ქალებსაც და კაცებსაც უჭირთ დაქორწინება და შემდეგ შვილების გაჩენა. დემოგრაფიულ პრობლემებთან ბრძოლის პროგრამებს ნებისმიერ სახელმწიფოში ადგენს და ახორციელებს ხელისუფლება, იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოძრაობები. ცოტა ხნის წინ ჩვენთანაც წამოიწყო ასეთი მოძრაობა, შეიქმნა დემოგრაფიული ფონდი, რომელთანაც საქმიანი წინადადება აქვს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლეს - ნათია ფანჯიკიძეს. მას სურს, ფონდის მესვეურებს შესთავაზოს კლუბების გახსნა, სადაც მხოლოდ მარტოხელები, დასაქორწინებლები დაიშვებიან და შეეცდებიან, შეარჩიონ მეწყვილე, რომელთან ცხოვრების და შვილის გაჩენის სურვილი გაუჩნდებათ.

თუმცა, სანამ ბიზნესმენები ნათიას იდეას აიტაცებენ, ის უკვე აპირებს მაჭანკლობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც განაცხადა. "რომ იკითხო, ნახევარი საქართველოს ქალები გასათხოვრები არიან და თუ დაგჭირდა, ქალს ვერ იპოვი. 50 წლის კაცისთვის (კარგი და გადასარევი კაცია, ცოლ-შვილი არ ჰყოლია) ვეძებ თეთრ, საყვარელ, ოდნავ ფუმფულა, 30-40 წლამდე ასაკის ქალს, რომელსაც აქვს სურვილი, ჰყავდეს შვილები, ან ერთი შვილი მაინც. თუ დალანდოთ ვინმე ასეთი, მომიკაკუნეთ, რა..." - ამბობდა ნათია "ფეისბუკის" თავის გვერდზე. გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. ქალები შერჩეულია, სასიძოსთან მხიარულ გარემოში შეხვედრა იგეგმება. "მაჭანკალს" იმედი აქვს, რომ მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის. შემდეგ კი სხვებს მიხედავს, რიგში უკვე დგანან. ნათიას დახმარებას მაღალი, შავგვრემანი, ჭკვიანი, პერსპექტიული, ოღონდ ახალგაზრდა აჩიკოც ითხოვს და 20-დან 30 წლამდე ასაკის გოგონას მოძებნას სთხოვს ახალმოვლენილ "ხანუმას". ერთსაც 49 წლის ძმისთვის უნდა საცოლის შერჩევა.

ნათია ფანჯიკიძე: - საოცარი რამ ხდება. უამრავი მარტოხელა ადამიანი დადის ამ ქვეყანაში და ერთმანეთს ვერ ხვდებიან, სალაპარაკოს ვერ პოულობენ, რომ ურთიერთობა დაიწყონ. ამიტომაც ნახევრად ხუმრობით გადავწყვიტე, ერთ ახლობელს დავეხმარო. სერიოზული ხუმრობა კი გამომივიდა, რადგან ეს ამბავი დაემთხვა ინიციატივას, შეიქმნას ფონდი დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად და გამახსენდა, რომ ამერიკაში არის გაცნობის ბარები, სადაც მხოლოდ მარტოხელებს უშვებენ. იქნებ მსგავსი იდეა ფონდსაც გაუჩნდეს და ასეთი ბარი გახსნას ჩვენებური მარტოხელებისთვის.

- ესე იგი, სერიოზულად ფიქრობთ დემოგრაფიულ პრობლემებზე...

- დემოგრაფიისთვის მთავარ მებრძოლად, სამწუხაროდ, ვერ გამოვდგები, მხოლოდ ორი შვილი მყავს. თუმცა, მე თვითონ სწორედ დემოგრაფიული პრობლემების აქტუალურობის გამო გამაჩინეს მშობლებმა ერთი კახელი კაცის წაქეზებით. მამაჩემი ახალგაზრდა რომ იყო, განსაკუთრებით მოუწოდებდა თურმე საზოგადოებას, ბევრი შვილი გააჩინეთო. ერთხელაც კახეთში ყოფილა ხალხმრავალ შეხვედრაზე და იქ დაუწყია ლაპარაკი მრავალშვილიანობაზე. ძალიან შაუღონებია კახელები და თურმე ერთმა ბიძამ ამოსძახა, შენ რამდენი გყააავო? ორიო, უთქვამს მამას. ხოოდა, დასტოვე ტრიბუნა, ხმა არა გაქ ამოსაღებიო. შემცბარ მამას დარცხვენით უთქვამს, კარგი, ახლა დაგტოვებთ, მაგრამ გაის ამ დროს სამი მეყოლებაო. აი, ასე გავჩნდი მე. ძალიან მინდა ვიცოდე, ის კახელი კაცი ვინ იყო, იმას ვუმადლი, რომ დედამიწაზე ჩემი გასეირნება შედგა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია