"ექსპო ჯორჯიასთან" სამართალდამცველებმა აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დაკავებულია ყოფილი პოლიტპატიმარი ფრიდონ მერებაშვილი.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ასევე ყოფილმა პოლიტპატიმარმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა, მერებაშვილი არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ის სამართალდამცველებმა უკანონოდ დააკავეს.
"მერებაშვილს არაფერი დაუშავებია, ის იყო თავისთვის, არანაირი ხულიგნობა არ ჩაუდენია, მას მოჰკიდეს პოლიციელებმა ხელი და წაიყვანეს. მისი დაკავება უკანონოა", - აღნიშნა წითელაშვილმა.
დღეს ასევე, დეპუტატ გიორგი კანდელაკთან მომხდარი ინციდენტის შედეგად აქციის მონაწილე, "თავისუფალი საქართველოს" წევრი ირაკლი ჭუბაბრია დააკავეს.