მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის თქმას უკ­რძა­ლავს შვი­ლი გია ბუ­ღა­ძეს
რის თქმას უკ­რძა­ლავს შვი­ლი გია ბუ­ღა­ძეს

მხატ­ვა­რი გია ბუ­ღა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკითხ­ვე­ლია და ეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სთ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პრო­ფე­სი­ა­ა. იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ "მო­ი­წამ­ლა" ლი­ტე­რა­ტუ­რით, ბა­ტო­ნი გია დი­დი გა­ტა­ცე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს:

- ჩე­მი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მო­გო­ნე­ბაა "ბა­ში­-ა­ჩუ­კი", ჯერ ფილ­მი ვნა­ხე, შემ­დეგ კი მოთხ­რო­ბაც წა­ვი­კითხ­ე, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც სა­ოც­რად მო­მე­წო­ნა. ყვე­ლა­ზე და­უ­ვიწყ­ა­რი ემო­ცია კი ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას "შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბობ­მა" გა­მო­იწ­ვი­ა, ასე­თი ძლი­ე­რი გან­ცდა ჩემ­ში არც ერთ ნა­წარ­მო­ებს არ გა­უ­ჩე­ნია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.­ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ­დი ძმე­ბი გრი­მე­ბის ზღაპ­რებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­ოც­რად მავ­სებ­და. სხვა­თა შო­რის, დე­და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქა­ლი იყო და ბევ­რს კითხ­უ­ლობ­და, მა­მას კი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოლ­ხე­ნა და ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა კა­ციც კითხ­უ­ლობ­დეს წიგ­ნებს. 8-9 წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­ცა სე­ნაკ­ში გა­მგ­ზავ­ნეს, ბი­ძის, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის ოჯახ­ში. სწო­რედ მან შე­მაყ­ვა­რა წიგ­ნის კითხ­ვა. ბი­ძა­ჩე­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქი­რურ­გი იყო, გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს, მის კა­ბი­ნეტ­ში რომ შე­ვე­დი და ჭე­რამ­დე წიგ­ნე­ბი დამ­ხვდა, რა­მაც ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნა ნო­ქა­ლა­ქევ­ში - ამ ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლას და გზა­დაგ­ზა მიყ­ვე­ბო­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მი­ს "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნაზე". ასე "მომ­წამ­ლა" ბი­ძა­ჩემ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რით და მი­სი დღემ­დე მად­ლი­ე­რი ვარ.

- ალ­ბათ, მი­სი გავ­ლე­ნით სე­რი­ო­ზუ­ლი წიგ­ნე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დით.

- დი­ახ, ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ წა­ვი­კი­თხე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა". ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და რა გა­ვი­გე, ეს სულ სხვა სა­კითხ­ი­ა, თუმ­ცა ამ რო­მან­მა ჩემს აზ­როვ­ნე­ბა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. მე­რე უკ­ვე სხვა რო­მა­ნე­ბიც წა­ვი­კი­თხე და დღემ­დე ვა­მა­ყობ იმით, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკითხ­ვე­ლი ვარ. მარ­თა­ლი­ა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი ვარ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის მა­ინც ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პრო­ფე­სი­ა­ა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-70 ფურ­ცელს მა­ინც ვკითხ­უ­ლობ, რა თქმა უნ­და, ეს არ არის მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მი­ხა­რი­ა, რომ დღემ­დე ამ "და­ა­ვა­დე­ბით" ვარ შეპყ­რო­ბი­ლი.

- რას გვე­ტყ­ო­დით თქვე­ნი სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე?

- ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გო­ე­თეს "სა­უბ­რე­ბი ეკერ­მან­თან", ეს იყო ჩე­მი გზამ­კვლე­ვი გო­ე­თეს სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად. აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნო ნო­ვა­ლი­სი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ჩე­მი ყო­ველ­დღი­უ­რი მეგ­ზუ­რია ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლაც, ვა­ჟა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორც პე­ი­ზაჟ­ში - ხე­ე­ბი. რო­გორც პე­ი­ზაჟს ვერ და­ხა­ტავ ხე­ე­ბის გა­რე­შე, ასე­ვე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი ყო­ფაც ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას გა­რე­შე.

- ბა­ტო­ნო გი­ა, თქვენც ფიქ­რობთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდო­ბა წიგნს ძა­ლი­ან და­შორ­და?

- მე ლექ­ტო­რი ვარ და ყო­ველ­დღე მი­წევს ასე­უ­ლო­ბით ახ­ალ­გაზ­რდას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მეც ვფიქ­რობ, რომ ­კომ­პი­უ­ტერ­მა ახალ­გაზ­რდე­ბი ძა­ლი­ან და­ა­შო­რა წიგნს, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. შე­უძ­ლე­ბე­ლია კომ­პი­უ­ტე­რით მი­ი­ღო ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორ­საც წიგ­ნი გაძ­ლევს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით "მოვ­წამ­ლო", ვუყ­ვე­ბი ათას­გვარ ამ­ბავს, მოს­მე­ნა უყ­ვართ, მაგ­რამ წა­კითხ­ვა - ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა, აქ­ვე მინ­და და­გამ­შვი­დოთ და გითხ­რათ, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში წა­მო­ვი­და ტალ­ღა გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი­სა. გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და მა­ღა­ლი დო­ნის ახალ­გაზ­რდა და ამა­ვე დროს გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლიც. თუ ჩემს ბავ­შვო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წრე­ბის ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა უფ­რო მე­ტი იყო, დღეს ორი უკი­დუ­რე­სო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა: გვყავს უზო­მოდ გო­ნი­ე­რი ბავ­შვე­ბი და ამა­ვე დროს არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც ვე­რა­ფერს გა­ა­გე­ბი­ნებ. მე ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი ახალ­გაზ­რდებს: კარ­გი წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ადა­მი­ანს ვერ მოკ­ლავ და თუ შე­მო­გაკ­ვდე­ბა, იდარ­დებ მა­ინ­ც-მეთ­ქი.

- ამ კითხ­ვას ყვე­ლა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად პა­სუ­ხობს: პრო­ზა უფ­რო ახ­ლო­ბე­ლია თქვენ­თვის, თუ პო­ე­ზი­ა?

- პრო­ზა ჩე­მი სი­ცოცხ­ლე­ა, თა­ნაც, კარ­გა ხა­ნია სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ვმუ­შა­ობ და პრო­ზას­თან უფ­რო ხში­რი შე­ხე­ბა მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­ზი­ას - ჰო­მე­რო­სის პო­ე­მე­ბი აუ­ღე­ბე­ლი სი­მაღ­ლე­ა! ჩემ­თვის არა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა ამ პო­ე­ტით აღ­ტა­ცე­ბა. ჰო­მე­რო­სის "ი­ლი­ა­და" და "ო­დი­სე­ა" ის გან­ძი­ა, რო­მე­ლიც არ მთავ­რდე­ბა და ამო­უ­წუ­რა­ვი­ა. მე ამ ქმნი­ლე­ბე­ბით ვცო­ცხ­ლობ და ალ­ბათ მა­თი თან­ხლე­ბით მოვ­კვდე­ბი. ამა­ვე დროს ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩრდი­ლო­უ­რი სა­გე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო დან­ტე ალი­გი­ე­რი და რუს­თა­ვე­ლი, გა­ლაკ­ტი­ო­ნი და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი - ესე­ნი ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი პო­ე­ტე­ბი არი­ან. 16-17 წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­ცა მო­დი­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბამ გა­მი­ტა­ცა, გა­ვი­გე, რომ მო­დი­ლი­ა­ნი ჯი­ბით ბოდ­ლე­რის ლექ­სებს და­ა­ტა­რებ­და, მა­შინ ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის პა­ტა­რა წიგ­ნი გა­მო­ვი­და და მეც ამ კრე­ბულს ჯი­ბით და­ვა­ტა­რებ­დი. ერ­თი სიტყ­ვით, მო­დი­ლი­ანს ვბა­ძავ­დი, თუმ­ცა რო­გორც ქარ­თველ­მა, ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ამო­ვარ­ჩი­ე.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა მოგ­წონთ გა­მორ­ჩე­უ­ლად?

- მარ­თა­ლი­ა, ის ადა­მი­ა­ნი მიკ­რძა­ლავს ამის თქმას, მაგ­რამ ჩე­მი შვი­ლის - ლა­შა ბუ­ღა­ძის წიგ­ნებს ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი და მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა. რა­ტი ამაღ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ლა­შას სა­მე­გობ­რო წრეს ეკუთ­ვნის და შვი­ლი­ვით მყავს გაზ­რდი­ლი. მომ­წონს ბა­სა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე შვი­ლი­ვით მიყ­ვარს. დი­დი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლის სა­ოც­რად თბილ, კარგ მოთხ­რო­ბებს და მინ­და, რომ მწერ­ლო­ბას და­უბ­რუნ­დეს იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მწე­რა­ლი­ა. სულ მინ­და ვუთხ­რა: ზა­ალ, შე­ეშ­ვი პო­ლი­ტი­კას და შენს საქ­მეს მი­ხე­დე-­მეთ­ქი!

- და ბო­ლოს, დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ წიგ­ნი, რომ­ლის კითხ­ვაც არა­სო­დეს მოგ­ბეზ­რდე­ბათ?

- რო­გორც გითხ­ა­რით, გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის წიგ­ნები ჩემ­თვის არის ჰო­მე­რო­სის "ი­ლი­ა­და" და "ო­დი­სე­ა". არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია დან­ტეს "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დი­ა", გო­ე­თე­სა და ნო­ვა­ლი­სის ქმნი­ლე­ბე­ბი. არა­ნაკ­ლებ ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის გერ­მა­ნე­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბაც. ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შე­მეძ­ლო გა­ნუწყ­ვეტ­ლივ მე­კი­თხა ჰერ­მან ჰე­სეს "თა­მა­ში ყალ­ბი მარ­გა­ლი­ტე­ბით" - ეს გე­ნი­ა­ლუ­რი რო­მა­ნი­ა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რის თქმას უკ­რძა­ლავს შვი­ლი გია ბუ­ღა­ძეს

რის თქმას უკ­რძა­ლავს შვი­ლი გია ბუ­ღა­ძეს

მხატ­ვა­რი გია ბუ­ღა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკითხ­ვე­ლია და ეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სთ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პრო­ფე­სი­ა­ა. იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ "მო­ი­წამ­ლა" ლი­ტე­რა­ტუ­რით, ბა­ტო­ნი გია დი­დი გა­ტა­ცე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს:

- ჩე­მი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მო­გო­ნე­ბაა "ბა­ში­-ა­ჩუ­კი", ჯერ ფილ­მი ვნა­ხე, შემ­დეგ კი მოთხ­რო­ბაც წა­ვი­კითხ­ე, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც სა­ოც­რად მო­მე­წო­ნა. ყვე­ლა­ზე და­უ­ვიწყ­ა­რი ემო­ცია კი ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას "შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბობ­მა" გა­მო­იწ­ვი­ა, ასე­თი ძლი­ე­რი გან­ცდა ჩემ­ში არც ერთ ნა­წარ­მო­ებს არ გა­უ­ჩე­ნია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.­ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ­დი ძმე­ბი გრი­მე­ბის ზღაპ­რებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­ოც­რად მავ­სებ­და. სხვა­თა შო­რის, დე­და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქა­ლი იყო და ბევრს კითხ­უ­ლობ­და, მა­მას კი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოლ­ხე­ნა და ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა კა­ციც კითხ­უ­ლობ­დეს წიგ­ნებს. 8-9 წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­ცა სე­ნაკ­ში გა­მგ­ზავ­ნეს, ბი­ძის, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის ოჯახ­ში. სწო­რედ მან შე­მაყ­ვა­რა წიგ­ნის კითხ­ვა. ბი­ძა­ჩე­მი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქი­რურ­გი იყო, გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს, მის კა­ბი­ნეტ­ში რომ შე­ვე­დი და ჭე­რამ­დე წიგ­ნე­ბი დამ­ხვდა, რა­მაც ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამის შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნა ნო­ქა­ლა­ქევ­ში - ამ ის­ტო­რი­ულ ად­გი­ლას და გზა­დაგ­ზა მიყ­ვე­ბო­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მი­ს "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნაზე". ასე "მომ­წამ­ლა" ბიძაჩემ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რით და მი­სი დღემ­დე მად­ლი­ე­რი ვარ.

- ალ­ბათ, მი­სი გავ­ლე­ნით სე­რი­ო­ზუ­ლი წიგ­ნე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დით.

- დი­ახ, ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ წა­ვი­კითხე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა". ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და რა გა­ვი­გე, ეს სულ სხვა სა­კითხ­ი­ა, თუმ­ცა ამ რო­მან­მა ჩემს აზ­როვ­ნე­ბა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. მე­რე უკ­ვე სხვა რო­მა­ნე­ბიც წა­ვი­კითხე და დღემ­დე ვა­მა­ყობ იმით, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მკითხ­ვე­ლი ვარ. მარ­თა­ლი­ა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვა­რი ვარ, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის მა­ინც ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო პრო­ფე­სი­ა­ა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 50-70 ფურ­ცელს მა­ინც ვკითხ­უ­ლობ, რა თქმა უნ­და, ეს არ არის მხო­ლოდ მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მი­ხა­რი­ა, რომ დღემ­დე ამ "და­ა­ვა­დე­ბით" ვარ შეპყ­რო­ბი­ლი.

- რას გვეტყ­ო­დით თქვე­ნი სა­მა­გი­დო წიგ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე?

- ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო გო­ე­თეს "სა­უბ­რე­ბი ეკერ­მან­თან", ეს იყო ჩე­მი გზამ­კვლე­ვი გო­ე­თეს სხვა ნა­წარ­მო­ე­ბებ­თან ერ­თად. აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვნიშ­ნო ნო­ვა­ლი­სი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ჩე­მი ყო­ველ­დღი­უ­რი მეგ­ზუ­რია ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლაც, ვა­ჟა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორც პე­ი­ზაჟ­ში - ხე­ე­ბი. რო­გორც პე­ი­ზაჟს ვერ და­ხა­ტავ ხე­ე­ბის გა­რე­შე, ასე­ვე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩე­მი ყო­ფაც ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას გა­რე­შე.

- ბა­ტო­ნო გი­ა, თქვენც ფიქ­რობთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდო­ბა წიგნს ძა­ლი­ან და­შორ­და?

- მე ლექ­ტო­რი ვარ და ყო­ველ­დღე მი­წევს ასე­უ­ლო­ბით ახ­ალგაზ­რდას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მეც ვფიქ­რობ, რომ ­კომ­პი­უ­ტერ­მა ახალ­გაზრდე­ბი ძა­ლი­ან და­ა­შო­რა წიგნს, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. შე­უძ­ლე­ბე­ლია კომ­პი­უ­ტე­რით მი­ი­ღო ისე­თი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორ­საც წიგ­ნი გაძ­ლევს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რით "მოვ­წამ­ლო", ვუყ­ვე­ბი ათას­გვარ ამბავს, მოს­მე­ნა უყ­ვართ, მაგ­რამ წა­კითხ­ვა - ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა, აქ­ვე მინ­და და­გამ­შვი­დოთ და გითხ­რათ, რომ ბო­ლო პე­რი­ოდ­ში წა­მო­ვი­და ტალ­ღა გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვე­ბი­სა. გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და მა­ღა­ლი დო­ნის ახალ­გაზ­რდა და ამა­ვე დროს გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლიც. თუ ჩემს ბავ­შვო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო მოს­წრე­ბის ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა უფ­რო მე­ტი იყო, დღეს ორი უკი­დუ­რე­სო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა: გვყავს უზომოდ გო­ნი­ე­რი ბავ­შვე­ბი და ამა­ვე დროს არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც ვე­რა­ფერს გა­ა­გე­ბი­ნებ. მე ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი ახალ­გაზ­რდებს: კარ­გი წიგ­ნის წა­კითხ­ვის შემ­დეგ ადა­მი­ანს ვერ მოკ­ლავ და თუ შე­მო­გაკ­ვდე­ბა, იდარ­დებ მა­ინ­ც-მეთ­ქი.

- ამ კითხ­ვას ყვე­ლა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად პა­სუ­ხობს: პრო­ზა უფ­რო ახ­ლო­ბე­ლია თქვენ­თვის, თუ პო­ე­ზი­ა?

- პრო­ზა ჩე­მი სი­ცოცხ­ლე­ა, თა­ნაც, კარ­გა ხა­ნია სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ვმუ­შა­ობ და პრო­ზას­თან უფ­რო ხში­რი შე­ხე­ბა მაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­ზი­ას - ჰო­მე­რო­სის პო­ე­მე­ბი აუ­ღე­ბე­ლი სი­მაღ­ლე­ა! ჩემ­თვის არა­სო­დეს დას­რულ­დე­ბა ამ პო­ე­ტით აღ­ტა­ცე­ბა. ჰო­მე­რო­სის "ი­ლი­ა­და" და "ო­დი­სე­ა" ის გან­ძი­ა, რო­მე­ლიც არ მთავ­რდე­ბა და ამო­უ­წუ­რა­ვი­ა. მე ამ ქმნი­ლე­ბე­ბით ვცოცხ­ლობ და ალ­ბათ მა­თი თან­ხლე­ბით მოვ­კვდე­ბი. ამა­ვე დროს ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩრდი­ლო­უ­რი სა­გე­ბი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო დან­ტე ალი­გი­ე­რი და რუს­თა­ვე­ლი, გა­ლაკ­ტი­ო­ნი და ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლი - ესე­ნი ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი პო­ე­ტე­ბი არი­ან. 16-17 წლი­სა ვი­ყა­ვი, რო­ცა მო­დი­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბამ გა­მი­ტა­ცა, გა­ვი­გე, რომ მო­დი­ლი­ა­ნი ჯი­ბით ბოდ­ლე­რის ლექ­სებს და­ა­ტა­რებ­და, მა­შინ ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის პა­ტა­რა წიგ­ნი გა­მო­ვი­და და მეც ამ კრე­ბულს ჯი­ბით და­ვა­ტა­რებ­დი. ერ­თი სიტყ­ვით, მო­დი­ლი­ანს ვბა­ძავ­დი, თუმ­ცა რო­გორც ქარ­თველ­მა, ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ამო­ვარ­ჩი­ე.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ მწერ­ლებს შო­რის ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა მოგ­წონთ გა­მორ­ჩე­უ­ლად?

- მარ­თა­ლი­ა, ის ადა­მი­ა­ნი მიკ­რძა­ლავს ამის თქმას, მაგ­რამ ჩე­მი შვი­ლის - ლა­შა ბუ­ღა­ძის წიგ­ნებს ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი და მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა. რა­ტი ამაღ­ლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ლა­შას სა­მე­გობ­რო წრეს ეკუთ­ვნის და შვი­ლი­ვით მყავს გაზ­რდი­ლი. მომ­წონს ბა­სა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე შვი­ლი­ვით მიყ­ვარს. დი­დი ინ­ტე­რე­სით ვკითხ­უ­ლობ ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლის სა­ოც­რად თბილ, კარგ მოთხ­რო­ბებს და მინ­და, რომ მწერ­ლო­ბას და­უბ­რუნ­დეს იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი მწე­რა­ლი­ა. სულ მინ­და ვუთხ­რა: ზა­ალ, შე­ეშ­ვი პო­ლი­ტი­კას და შენს საქ­მეს მი­ხე­დე-­მეთ­ქი!

- და ბო­ლოს, დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ წიგ­ნი, რომ­ლის კითხ­ვაც არა­სო­დეს მოგ­ბეზ­რდე­ბათ?

- რო­გორც გითხ­ა­რით, გუ­ლი­სა და გო­ნე­ბის წიგ­ნები ჩემ­თვის არის ჰო­მე­რო­სის "ი­ლი­ა­და" და "ო­დი­სე­ა". არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია დან­ტეს "ღვთა­ებ­რი­ვი კო­მე­დი­ა", გო­ე­თე­სა და ნო­ვა­ლი­სის ქმნი­ლე­ბე­ბი. არა­ნაკ­ლებ ძვირ­ფა­სია ჩემ­თვის გერ­მა­ნე­ლი რო­მან­ტი­კო­სე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბაც. ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შე­მეძ­ლო გა­ნუწყ­ვეტ­ლივ მე­კითხა ჰერ­მან ჰე­სეს "თა­მა­ში ყალ­ბი მარ­გა­ლი­ტე­ბით" - ეს გე­ნი­ა­ლუ­რი რო­მა­ნი­ა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს