მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუ, რომელიც დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა
კუ, რომელიც დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა

ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია გი­რინ­ში ნი­კო­ტინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი კუ ცხოვ­რობს. ის დღე­ში 10 ღერ სი­გა­რეტს ეწე­ვა და თუ პატ­რონ­მა სი­გა­რე­ტი არ მი­ა­წო­და, სი­სინს იწყებს და აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი 2 თვის წინ და­ი­წყო. კუს პატ­რო­ნი, ტან­გი ამ­ბობს, რომ ქვე­წარ­მა­ვალ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად საკ­ვე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა. მას მუ­ცელ­ში ბას­რი ძვა­ლი ჰქონ­და შერ­ჭო­ბი­ლი. კაც­მა ძვლის ამო­ღე­ბა სცა­და, მაგ­რამ კუს ეტ­კი­ნა და ტანგს თი­თებ­ზე უკბი­ნა. პატ­რო­ნი მიხ­ვდა, რომ კუს­გან თავ­დას­ხმის მო­სა­გე­რი­ებ­ლად ერ­თა­დერ­თი გზა კბი­ლებ­ქვეშ რა­ი­მე ნივ­თის მო­თავ­სე­ბა იყო. სწო­რედ ამი­ტომ სი­გა­რე­ტი კუს პირ­ში ჩა­უ­დო, მაგ­რამ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ კუს სი­გა­რეტს და­აჩ­ვევ­და. მე­ო­რე დღეს ტან­გი სახ­ლში მძი­მე სა­მუ­შაო დღის შემ­დეგ დაბ­რუნ­და და რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და­ი­წყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად კუ მას­თან მი­ვი­და და სი­გა­რე­ტის კო­ლოფ­ში "შეძ­ვრა". ტან­გის თქმით, მას შემ­დეგ ქვე­წარ­მა­ვა­ლი ზრდას­რუ­ლი კა­ცი­ვით დღე­ში 10 ღერ სი­გა­რეტს ეწე­ვა.

"კუ სი­გა­რეტს ჩემ­თან ერ­თად ეწე­ვა. ისე­თი შეგ­რძნე­ბაა, თით­ქოს გვერ­დით მე­გო­ბა­რი კაცი დგას. აღარ მინ­და ნი­კო­ტინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყოს, თა­ნაც მომ­წყინ­და მის­თვის სი­გა­რე­ტის ღე­რე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა. ზოგ­ჯერ სი­გა­რე­ტი ჩემ­თვი­საც კი აღარ მრჩე­ბა", - დარ­დობს ტან­გი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია odditycentral.com-ის მი­ხედ­ვით.

კუ, რომელიც დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა

კუ, რომელიც დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა

ჩინეთის პროვინცია გირინში ნიკოტინზე დამოკიდებული კუ ცხოვრობს. ის დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა და თუ პატრონმა სიგარეტი არ მიაწოდა, სისინს იწყებს და აგრესიული ხდება.

ყველაფერი 2 თვის წინ დაიწყო. კუს პატრონი, ტანგი ამბობს, რომ ქვეწარმავალმა მოულოდნელად საკვების მიმართ ინტერესი დაკარგა. მას მუცელში ბასრი ძვალი ჰქონდა შერჭობილი. კაცმა ძვლის ამოღება სცადა, მაგრამ კუს ეტკინა და ტანგს თითებზე უკბინა. პატრონი მიხვდა, რომ კუსგან თავდასხმის მოსაგერიებლად ერთადერთი გზა კბილებქვეშ რაიმე ნივთის მოთავსება იყო. სწორედ ამიტომ სიგარეტი კუს პირში ჩაუდო, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ კუს სიგარეტს დააჩვევდა. მეორე დღეს ტანგი სახლში მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დაბრუნდა და რელაქსაციისთვის სიგარეტის მოწევა დაიწყო. მოულოდნელად კუ მასთან მივიდა და სიგარეტის კოლოფში ”შეძვრა”. ტანგის თქმით, მას შემდეგ ქვეწარმავალი ზრდასრული კაცივით დღეში 10 ღერ სიგარეტს ეწევა.

"კუ სიგარეტს ჩემთან ერთად ეწევა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს გვერდით მეგობარი კაცი დგას. აღარ მინდა ნიკოტინზე დამოკიდებული იყოს, თანაც მომწყინდა მისთვის სიგარეტის ღერების განაწილება. ზოგჯერ სიგარეტი ჩემთვისაც კი აღარ მრჩება", - დარდობს ტანგი.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს