ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახური, სავარაუდოდ, გეგმას ვერ შეასრულებს. სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ვარლამ გობეჯიშვილის თქმით, მიმდინარე წელს დასუფთავების სამსახურს შემოსავლის ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.
"წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2013 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჩამოეწერათ ძველი დავალიანება. ამან კი ჩვენ შეგვიქმნა პრობლემები, რადგან ის თანხა, რომლის აკუმულირებაც ხდება ქალაქის ბიუჯეტში, ძირითადად, სწორედ ძველი დავალიანებებისა და წინსწრებით გადახდის შემდეგ გროვდება", - აცხადებს გობეჯიშვილი.