ავიაკომპანია Flydubai უკვე 65 მიმართულებით დაფრინავს. Flydubai ოპერირების ქსელს სისტემატურად აფართოებს. კომპანიამ ფრენები მედინას მიმართულებით დაიწყო. წელს ავიაკომპანიამ 15 ახალი მიმართულებით დანიშნა პირდაპირი რეისები. მედინა ავიაკომპანიის ქსელის 65-ე მიმართულება გახდება.
ამასთან დაკავშირებით Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ივლისის თვე იდეალური დროა მედინაში პირდაპირი ფრენების შესასრულებლად. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დუბაიდან მედინაში პირდაპირი რეისის დანიშვნაში დაგვეხმარნენ".
ფრენები მედინას მიმართულებით დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მეორე ტერმინალიდან განხორციელდება. დანიშნულების ადგილი მედინას პრინც მუჰამედ ბინ აბდულაზიზის სახელობის აეროპორტი იქნება. ახალი რეისი ხელს შეუწყობს სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებს სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურონ სიდიდით მეორე წმინდა ქალაქში. ახალი რეისი დაეხმარება მედინას სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ინახულონ მეგობრები და ოჯახის წევრები რამადანის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ან გაატარონ Eid Al-Fitr (3-დღიანი ზეიმი რამადანის დასრულების შემდეგ) გაერთიანებულ არაბეთის საემიროებში", - განაცხადა გაიტ ალ გაიტმა.
საუდის არაბეთის სამეფოში პირდაპირ რეისებს Flydubai კიდევ 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს. ესენია: რიადი, ჯედა, დამამი, აბბა, ქასიმი, ჰაილი, ტაბუკი, იანბუ და ტაიფი.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9