მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გეგმავენ დასვენებას ცნობილი სახეები
სად გეგმავენ დასვენებას ცნობილი სახეები

ქარ­თულ კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა რომ იაფი სი­ა­მოვ­ნე­ბა არ არის, ამის შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ. ბოლო წლებ­ში აჭა­რა­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის ფასი, რე­ტორ­ნებ­ში სმა-ჭამა და სა­ნა­პი­რო­ზე შეზ­ლონ­გი­სა თუ ქოლ­გის და­ქი­რა­ვე­ბა იმ­დე­ნად გაძ­ვირ­და, რომ აშ­კა­რაა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თვე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფას­ზე გათ­ვლი­ლი არ არის. რო­გორც ჩანს, აჭა­რა­ში გათ­ვლებს არა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­ზე, არა­მედ უცხო­ელ ტუ­რის­ტებ­ზე აკე­თე­ბენ. ტუ­რის­ტე­ბი უცხო­ე­თი­დან, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გია, თუმ­ცა, ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უნდა იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი სამ­შობ­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა.

რო­დე­საც ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან დას­ვე­ნე­ბის თე­მა­ზე გა­სა­უბ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, არ გვე­გო­ნა, თუ ეს გახ­დე­ბო­და ჩვე­ნი სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა, თუმ­ცა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი დას­ვე­ნე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ ამ­ჯო­ბი­ნებს, ოღონდ არა იმი­ტომ, რომ სქე­ლი ჯიბე აქვთ, პი­რი­ქით, ეს მათ­თვის თან­ხის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. როცა ხარ­ჯავ, გინ­და, შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სი მი­ი­ღო, რაც სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ვე დიდი პრობ­ლე­მაა.

თიკა ფა­ცა­ცია:

- 26 ივ­ლისს მთავ­რდე­ბა ჩვე­ნი ეთე­რი და იწყე­ბა ჩემი შვე­ბუ­ლე­ბა.

- ტე­ლე­ვი­ზი­ის მუ­შა­კებს მთე­ლი აგ­ვის­ტო გაქვთ შვე­ბუ­ლე­ბით ტკბო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა?

- (იცი­ნის) დიახ, ასეა. ჯერ არ ვიცი, რა და რო­გორ დავ­გეგ­მო, რად­გან აგერ "ნი­ჭი­ე­რიც" იწყე­ბა უკვე და ვე­რა­ფერს ვგეგ­მავ ამ პრო­ექ­ტის გამო. ძა­ლი­ან მინ­და, ქმარ­სა და ბავ­შვებ­თან ერ­თად ზღვა­ზე მოვ­ხვდე, მაგ­რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვარ ტე­ლეპ­რო­ექ­ტზე. არა­ვინ იცის, რო­დის და­ი­წყე­ბა ჩა­წე­რე­ბი, გუ­შინ გა­ვი­გე "ნი­ჭი­ე­რის" ამ­ბა­ვი. რო­გორც წესი, ეთერ­ში პრო­ექ­ტი გვი­ან გა­დის ხოლ­მე, მაგ­რამ ჩვენ ჩა­წე­რა­სა და მუ­შა­ო­ბას გა­ცი­ლე­ბით ადრე ვი­წყებთ.

- ქარ­თულ კუ­რორ­ტს მი­ა­შუ­რებ?

- არ ვა­პი­რებ და არ ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას ქარ­თულ კუ­რორ­ტებს, რად­გან ძვი­რია და ნაკ­ლე­ბი სერ­ვი­სია ამ ფა­სად. მირ­ჩევ­ნია, უცხო ქვე­ყა­ნა ვნა­ხო და ამას­თა­ნა­ვე, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად და­ვის­ვე­ნო. მე­უბ­ნე­ბი­ან, პატ­რი­ო­ტი არ ხარო, მაგ­რამ რა ვქნა, როცა მთე­ლი წელი ვე­ლო­დე­ბი დას­ვე­ნე­ბას და ფული უნდა დავ­ხარ­ჯო. ორი წე­ლია ზღვა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ და ამი­ტომ ვაძ­ლევ თავს ამის თქმის უფ­ლე­ბას. უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვარ, სა­ბერ­ძნეთ­ში მინ­და გამ­გზავ­რე­ბა.

- თიკა, "ნი­ჭი­ე­რი" მო­გე­ნატ­რა?

- ძა­ლი­ან. დიდი ხა­ნია მე და ვა­ნი­კოს ერ­თად არ გვი­მუ­შა­ვია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი.

- ამას წი­ნათ "პრო­ფილ­ში" ფან­ტას­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი. რო­გორ ინარ­ჩუ­ნებ გა­რეგ­ნო­ბას?

- არა­ნა­ი­რი სა­ი­დუმ­ლო არ მაქვს. ზა­ფხუ­ლია და ბევ­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი უნდა მი­ირ­თვათ. ალ­ბათ იცით, რომ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბაც მიყ­ვარს, ცურ­ვა, და ესეც ეფექ­ტუ­რია. ამას­თა­ნა­ვე, სა­ხე­ზე არ ვი­კა­რებ მზეს და წელ­საც არ ვა­პი­რებ ზღვა­ზე გა­რუ­ჯვას. დი­ლი­დან­ვე ქოლ­გის ქვეშ ვიქ­ნე­ბი. უბ­რა­ლოდ, ზღვა თა­ვი­სი მო­ნა­ბე­რი ნი­ა­ვით ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა და ამი­ტო­მაც მიყ­ვარს.

- რა­ტომ ამ­ბობ რუ­ჯზე უარს?

- სამი წე­ლია, აღარ ვირუ­ჯე­ბი. თა­ვად შე­ვა­ტყვე ჩემს კანს, რომ მზის­გან დას­ვე­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­და. წლებ­მა, როცა მზე ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან ცუდი ხელი და­ა­ტყო ჩემს კანს. მივ­ხვდი, რომ პა­უ­ზა უნდა ამე­ღო. მომ­წონს რუჯი, ოღონდ ზო­მი­ე­რი და უსაფრ­თხო. თა­ნაც, ახლა მო­დუ­რიც არ არის.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი:

- კუ­რორ­ტს ვე­ძებ­დი. მინ­და, შევ­ცვა­ლო მარ­შრუ­ტი და რა­ი­მე ახა­ლი ვცა­დო, მა­გა­ლი­თად, სა­ზღვაო კუ­რორ­ტი, სა­დაც ბავ­შვებ­თან ერ­თად არ და­მის­ვე­ნია. ჯერ კი­დევ ვე­ძებ. უფრო ევ­რო­პა მინ­და.

- რა კრი­ტე­რი­უ­მით არ­ჩევ და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გილს, ბავ­შვე­ბის­თვის რაც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა?

- ზა­ფხულ­ში არ მიყ­ვარს ქა­ლა­ქებ­ში სი­ა­რუ­ლი, დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, როცა მცხე­ლა, დის­კომ­ფორ­ტი მექ­მნე­ბა, ამი­ტო­მაც უფრო შე­მოდ­გო­მა­ზე მიყ­ვარს ახა­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, როცა და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გილს ვარ­ჩევ, ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რომ იყოს კარ­გი სას­ტუმ­რო, ზღვა და ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთ­თან რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობ­დეს, რათა ბავ­შვებ­თან ერ­თად დას­ვე­ნე­ბა გა­მი­ად­ვილ­დეს. რთუ­ლია, რო­დე­საც პა­ტა­რე­ბი მიგ­ყავს და კომ­ფორ­ტი არ არ­სე­ბობს.

- ქარ­თულ კუ­რორ­ტებ­ზე რას იტყვი? წელს არ აპი­რებ, ეს­ტუმ­რო? და თუ ეთან­ხმე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ ძვი­რია და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სი არ არის.

- ბა­თუმ­ში ამას ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ზე ვერ ვი­ტყვი, რად­გან არის რამ­დე­ნი­მე სას­ტუმ­რო, სა­დაც კარ­გი ნომ­რე­ბიც არის და შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბაც, უბ­რა­ლოდ, ვე­თან­ხმე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ ძა­ლი­ან ძვი­რია. თა­ნაც, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არას­დროს ხარ და­ზღვე­უ­ლი, რომ კარ­გი ამინ­დი იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ი­ხა­დო ძვი­რი, წახ­ვი­დე ქარ­თულ კუ­რორტზე ორი კვი­რით და მთე­ლი დას­ვე­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წვიმ­დეს, ამი­ტო­მაც და­სას­ვე­ნებ­ლად აჭა­რა­ში არას­დროს მივ­დი­ვარ. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე და წყალ­ში გა­დავ­ყა­რე თან­ხა, არა­და, შე­მეძ­ლო, თურ­ქეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად კომ­ფორ­ტუ­ლად და კარგ ამინ­დში და­მეს­ვე­ნა. ასე რომ, მა­ინც ვცდი­ლობ, სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­დე. როცა მარ­ტო ვი­ყა­ვი, ოჯა­ხი არ მქონ­და, ბავ­შვე­ბი არ მყავ­და, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყოფ­ნი­სას კუ­რორტზე წვიმ­და თუ არა, დი­დად არ მა­ნაღ­ვლებ­და, ახლა კი ამინ­დი ერთ-ერთი მთა­ვა­რია.

- სა­უ­კე­თე­სო კუ­რორ­ტი შე­გიძ­ლია გა­იხ­სე­ნო?

- სა­უ­კე­თე­სოდ შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო სენ-ტრო­პე. გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია ჩემ­თვის, ალ­ბათ, არის უკე­თე­სი ად­გი­ლე­ბიც, თუმ­ცა მე ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა. სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზეც ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ, ჯერ ერთი, ერ­თმა­ნე­თის­გან ეს ორი ად­გი­ლი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა და მე­ო­რე, სენ-ტრო­პე­თი უფრო მო­ვი­ხიბ­ლე. რაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, არის თეთ­რი ქვი­შა, ანუ ისე­თი ოქ­როს­ფე­რი, რომ სი­თეთ­რე­ში გა­და­დის. გამჭვირ­ვა­ლე, წყნა­რი, მა­რი­ლი­ა­ნი ზღვაა. იქ სა­ო­ცარ რუჯს იღებ, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა იმ ზღვა­ში ბა­ნა­ო­ბა და მა­გა­რი გა­რუ­ჯუ­ლიც ჩა­მო­ვე­დი. არის ფან­ტას­ტი­კუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბი, ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი. მთე­ლი დღე შე­გიძ­ლია სა­ნა­პი­რო­ზე გა­ა­ტა­რო. პლუს ამას, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია, სა­დაც მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბი ჩა­დი­ან და ის­ვე­ნე­ბენ, რად­გან იქ­ვეა მო­ნა­კო, მონ­ტე-კარ­ლო... ქუ­ჩებ­ში მოძ­რა­ო­ბენ ფან­ტას­ტი­კუ­რი მან­ქა­ნე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჩაც­მუ­ლი ხალ­ხი და­დის, დის­კო­თე­კე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, ბა­რე­ბი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს. ისე­თი დროს­ტა­რე­ბაა, ვერ აგი­წერთ. მე ალ­ბათ მთლად ისე­თი დრო ვერ გა­ვა­ტა­რე, რო­გო­რიც იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, როცა ქა­ლა­ქი იცი, მაგ­რამ მა­ინც და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი იყო.

- სენ-ტრო­პე­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყა­ვი?

- არა, მშობ­ლებ­თან ერ­თად - 12 წლის წინ. ძა­ლი­ან დიდი დრო გა­ვი­და. ალ­ბათ, ახლა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი კუ­რორ­ტია.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

სად გეგმავენ დასვენებას ცნობილი სახეები

სად გეგმავენ დასვენებას ცნობილი სახეები

ქართულ კურორტებზე დასვენება რომ იაფი სიამოვნება არ არის, ამის შესახებ დიდი ხანია ლაპარაკობენ. ბოლო წლებში აჭარაში სასტუმროების ფასი, რეტორნებში სმა-ჭამა და სანაპიროზე შეზლონგისა თუ ქოლგის დაქირავება იმდენად გაძვირდა, რომ აშკარაა, ეს ყველაფერი ქართველების საშუალო ხელფასზე გათვლილი არ არის. როგორც ჩანს, აჭარაში გათვლებს არა თანამემამულეებზე, არამედ უცხოელ ტურისტებზე აკეთებენ. ტურისტები უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა, ალბათ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამშობლოში დასვენება.

როდესაც ცნობილ სახეებთან დასვენების თემაზე გასაუბრება გადავწყვიტეთ, არ გვეგონა, თუ ეს გახდებოდა ჩვენი საუბრის მთავარი თემა, თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ მცირე გამონაკლისების გარდა, თითქმის ყველა მათგანი დასვენებას საზღვარგარეთ ამჯობინებს, ოღონდ არა იმიტომ, რომ სქელი ჯიბე აქვთ, პირიქით, ეს მათთვის თანხის სწორად გამოყენების საუკეთესო საშუალებაა. როცა ხარჯავ, გინდა, შესაბამისი სერვისი მიიღო, რაც საქართველოს კურორტებზე, სამწუხაროდ, ასევე დიდი პრობლემაა.

თიკა ფაცაცია:

- 26 ივლისს მთავრდება ჩვენი ეთერი და იწყება ჩემი შვებულება.

- ტელევიზიის მუშაკებს მთელი აგვისტო გაქვთ შვებულებით ტკბობის ბედნიერება?

- (იცინის) დიახ, ასეა. ჯერ არ ვიცი, რა და როგორ დავგეგმო, რადგან აგერ "ნიჭიერიც" იწყება უკვე და ვერაფერს ვგეგმავ ამ პროექტის გამო. ძალიან მინდა, ქმარსა და ბავშვებთან ერთად ზღვაზე მოვხვდე, მაგრამ დამოკიდებული ვარ ტელეპროექტზე. არავინ იცის, როდის დაიწყება ჩაწერები, გუშინ გავიგე "ნიჭიერის" ამბავი. როგორც წესი, ეთერში პროექტი გვიან გადის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჩაწერასა და მუშაობას გაცილებით ადრე ვიწყებთ.

- ქართულ კურორტს მიაშურებ?

- არ ვაპირებ და არ ვანიჭებ უპირატესობას ქართულ კურორტებს, რადგან ძვირია და ნაკლები სერვისია ამ ფასად. მირჩევნია, უცხო ქვეყანა ვნახო და ამასთანავე, უფრო კომფორტულად დავისვენო. მეუბნებიან, პატრიოტი არ ხარო, მაგრამ რა ვქნა, როცა მთელი წელი ველოდები დასვენებას და ფული უნდა დავხარჯო. ორი წელია ზღვაზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას. უკვე ჩამოყალიბებული ვარ, საბერძნეთში მინდა გამგზავრება.

- თიკა, "ნიჭიერი" მოგენატრა?

- ძალიან. დიდი ხანია მე და ვანიკოს ერთად არ გვიმუშავია და განსაკუთრებულად ვემზადები.

- ამას წინათ "პროფილში" ფანტასტიკურად გამოიყურებოდი. როგორ ინარჩუნებ გარეგნობას?

- არანაირი საიდუმლო არ მაქვს. ზაფხულია და ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ალბათ იცით, რომ ფიზიკური აქტიურობაც მიყვარს, ცურვა, და ესეც ეფექტურია. ამასთანავე, სახეზე არ ვიკარებ მზეს და წელსაც არ ვაპირებ ზღვაზე გარუჯვას. დილიდანვე ქოლგის ქვეშ ვიქნები. უბრალოდ, ზღვა თავისი მონაბერი ნიავით ძალიან სასიამოვნოა და ამიტომაც მიყვარს.

- რატომ ამბობ რუჯზე უარს?

- სამი წელია, აღარ ვირუჯები. თავად შევატყვე ჩემს კანს, რომ მზისგან დასვენება სჭირდებოდა. წლებმა, როცა მზე ჭარბი რაოდენობით მივიღე, ძალიან ცუდი ხელი დაატყო ჩემს კანს. მივხვდი, რომ პაუზა უნდა ამეღო. მომწონს რუჯი, ოღონდ ზომიერი და უსაფრთხო. თანაც, ახლა მოდურიც არ არის.

სალომე გოგიაშვილი:

- კურორტს ვეძებდი. მინდა, შევცვალო მარშრუტი და რაიმე ახალი ვცადო, მაგალითად, საზღვაო კურორტი, სადაც ბავშვებთან ერთად არ დამისვენია. ჯერ კიდევ ვეძებ. უფრო ევროპა მინდა.

- რა კრიტერიუმით არჩევ დასასვენებელ ადგილს, ბავშვებისთვის რაც საინტერესო იქნება?

- ზაფხულში არ მიყვარს ქალაქებში სიარული, დათვალიერება, როცა მცხელა, დისკომფორტი მექმნება, ამიტომაც უფრო შემოდგომაზე მიყვარს ახალი ადგილების მონახულება და დათვალიერება. შესაბამისად, როცა დასასვენებელ ადგილს ვარჩევ, ვითვალისწინებ, რომ იყოს კარგი სასტუმრო, ზღვა და ეს ორი რამ ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს მდებარეობდეს, რათა ბავშვებთან ერთად დასვენება გამიადვილდეს. რთულია, როდესაც პატარები მიგყავს და კომფორტი არ არსებობს.

- ქართულ კურორტებზე რას იტყვი? წელს არ აპირებ, ესტუმრო? და თუ ეთანხმები მოსაზრებას, რომ ძვირია და შესაბამისი სერვისი არ არის.

- ბათუმში ამას ყველა სასტუმროზე ვერ ვიტყვი, რადგან არის რამდენიმე სასტუმრო, სადაც კარგი ნომრებიც არის და შესაბამისი მომსახურებაც, უბრალოდ, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ძალიან ძვირია. თანაც, საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს ხარ დაზღვეული, რომ კარგი ამინდი იქნება. შეიძლება, გადაიხადო ძვირი, წახვიდე ქართულ კურორტზე ორი კვირით და მთელი დასვენების განმავლობაში წვიმდეს, ამიტომაც დასასვენებლად აჭარაში არასდროს მივდივარ. რამდენჯერმე ვცადე და წყალში გადავყარე თანხა, არადა, შემეძლო, თურქეთში წავსულიყავი და გარანტირებულად კომფორტულად და კარგ ამინდში დამესვენა. ასე რომ, მაინც ვცდილობ, საზღვარგარეთ წავიდე. როცა მარტო ვიყავი, ოჯახი არ მქონდა, ბავშვები არ მყავდა, მეგობრებთან ერთად ყოფნისას კურორტზე წვიმდა თუ არა, დიდად არ მანაღვლებდა, ახლა კი ამინდი ერთ-ერთი მთავარია.

- საუკეთესო კურორტი შეგიძლია გაიხსენო?

- საუკეთესოდ შემიძლია დავასახელო სენ-ტროპე. განუმეორებელია ჩემთვის, ალბათ, არის უკეთესი ადგილებიც, თუმცა მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. სეიშელის კუნძულებზეც ვყოფილვარ, მაგრამ, ჯერ ერთი, ერთმანეთისგან ეს ორი ადგილი ძალიან განსხვავდება და მეორე, სენ-ტროპეთი უფრო მოვიხიბლე. რაც ძალიან მიყვარს, არის თეთრი ქვიშა, ანუ ისეთი ოქროსფერი, რომ სითეთრეში გადადის. გამჭვირვალე, წყნარი, მარილიანი ზღვაა. იქ საოცარ რუჯს იღებ, ძალიან სასიამოვნოა იმ ზღვაში ბანაობა და მაგარი გარუჯულიც ჩამოვედი. არის ფანტასტიკური სასტუმროები, ერთმანეთზე უკეთესი. მთელი დღე შეგიძლია სანაპიროზე გაატარო. პლუს ამას, ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები ჩადიან და ისვენებენ, რადგან იქვეა მონაკო, მონტე-კარლო... ქუჩებში მოძრაობენ ფანტასტიკური მანქანებით, არაჩვეულებრივად ჩაცმული ხალხი დადის, დისკოთეკები, მაღაზიები, ბარები 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ისეთი დროსტარებაა, ვერ აგიწერთ. მე ალბათ მთლად ისეთი დრო ვერ გავატარე, როგორიც იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა ქალაქი იცი, მაგრამ მაინც დაუვიწყარი დღეები იყო.

- სენ-ტროპეში მეუღლესთან ერთად იყავი?

- არა, მშობლებთან ერთად - 12 წლის წინ. ძალიან დიდი დრო გავიდა. ალბათ, ახლა გაცილებით უკეთესი კურორტია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება