პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის პრეზიდენტის რეზიდენციას?
რა ბედი ელის პრეზიდენტის რეზიდენციას?

სულ მალე თბი­ლისს პრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი რე­ზი­დენ­ცია და­ამ­შვე­ნებს. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ვე­ლი ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ახა­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის გახ­სნა ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ად იქცა, რო­მელ­საც ახა­ლი მთავ­რო­ბაც არ ღა­ლა­ტობს. ჯერ სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა უარი კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე და ავ­ლა­ბარ­ში და­სახ­ლდა, ახლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თა­ვის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს კოლ­მე­უ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე, ყო­ფილ აშშ-ის სა­ელ­ჩო­ში, ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე უპი­რებს "ჩა­სახ­ლე­ბას".

უკვე შეკ­რუ­ლია ერ­თგვა­რი სამ­კუ­თხე­დიც - კრწა­ნი­სი, ავ­ლა­ბა­რი, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­და­ნი. სა­ვა­რა­უ­დოდ, 5 წლის მერე "ოთხკუ­თხე­დიც" არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ. გიდ­თა პროგ­რა­მა­ში ძვე­ლი თბი­ლი­სის უბ­ნე­ბის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებ­ში ალ­ბათ და­მა­ტე­ბი­თი ტუ­რიც გაჩ­ნდე­ბა - ტური პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ებ­ში.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ათო­ნე­ლის ქუ­ჩის სა­სახ­ლე არ იქ­ნე­ბა ისე­თი პომ­პე­ზუ­რი, რო­გორც ავ­ლაბ­რის. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, შე­ნო­ბის ძვე­ლი ნა­წი­ლი რე­მონტდე­ბა, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, შე­ნო­ბის გა­რე­მონ­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქო­ნია მი­ღე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­სა­თავ­სებ­ლად.

"თუმ­ცა, ახალ­მა მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ნაც­ვლად, აქ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­თავ­სდეს. მი­ზე­ზი ჩემ­თვის უც­ნო­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ შე­ნო­ბას, ის შედ­გე­ბა ორი ბლო­კის­გან: A ბლო­კი არის ძვე­ლი შე­ნო­ბა, რომ­ლის რე­მონ­ტიც უნდა მოხ­დეს. B ბლო­კი არის უკან მიდ­გმუ­ლი ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბა, ანუ და­მა­ტე­ბი­თი ფარ­თი. A ბლო­კის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის ვადა არის მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბრის ბოლო, ხოლო B ბლო­კის უნდა დას­რულ­დეს 2014 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს. ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, რომ ეს მშე­ნებ­ლო­ბა ამ ვა­დებ­ში დამ­თავ­რდეს. თუ რა­ი­მე გა­რე­მო­ე­ბამ არ შეგ­ვი­შა­ლა ხელი, მო­ეს­წრე­ბა, რომ A ბლო­კი მზად იყოს და იქ გან­თავ­სდეს მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

რა დატ­ვირ­თვა მი­ე­ცე­მა ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ას?

მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბას ჯერ არ უმსჯე­ლია, რა გან­თავ­სდე­ბა რე­ზი­დენ­ცი­ა­ში. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი სწო­რედ მან უნდა მი­ი­ღოს.

თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო ვერ­სია უკვე და­სა­ხელ­და. სა­უ­ბა­რი მი­დის იმა­ზე, რომ შე­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ან კულ­ტუ­რულ ცენ­ტრად გა­და­კეთ­დეს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ "პრე­ზი­დენ­ტის­თვის ავ­ლაბ­რის ამ­ხე­ლა კომ­პლექ­სი ნამ­დვი­ლად არ არის სა­ჭი­რო".

"საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა ის, რაც მზად­დე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის­თვის. ეს არის გო­ნივ­რუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სა­კითხს ისე არ უნდა ვუ­ყუ­როთ, რომ ტრა­დი­ცი­ად იქცა ეს. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მას შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი მკვეთ­რად იკ­ვე­ცე­ბა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა ამ­ხე­ლა კომ­პლექ­სი მის­თვის. ჩემ­თვის უც­ნო­ბია, იქ რა გან­თავ­სდე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ის არა სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის, არა­მედ სხვა მიზ­ნით გა­მოდ­გეს, მა­გა­ლი­თად კულ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ხმა­ლა­ძემ.

ექ­სპერ­ტი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე კი აცხა­დებს, რომ ამ ეტაპ­ზე რე­ზი­დენ­ცი­ის გა­და­ტა­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნა­ად­რე­ვია - ჯერ შემ­დგო­მი ფუნ­ქცი­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ე­ღოთ და შემ­დგომ გა­და­ტა­ნის. "ახლა გა­მო­დის, რომ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას შე­უც­ვა­ლეს ად­გი­ლი მარ­ტო იმი­ტომ, რომ წინა პრე­ზი­დენ­ტის იყო და ეს სტი­ლი მომ­გე­ბი­ა­ნი არ არის", - აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ზი­დენ­ცია ავ­ლა­ბარ­ში, აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ის 2004-09 წლებ­ში აშენ­და და მას­ზე რამ­დე­ნი­მე არ­ქი­ტექ­ტო­რი მუ­შა­ობ­და.

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

რა ბედი ელის პრეზიდენტის რეზიდენციას?

რა ბედი ელის პრეზიდენტის რეზიდენციას?

სულ მალე თბილისს პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია დაამშვენებს. საქართველოს ყოველი ახალი პრეზიდენტისთვის ახალი რეზიდენციის გახსნა ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელსაც ახალი მთავრობაც არ ღალატობს. ჯერ სააკაშვილმა თქვა უარი კრწანისის რეზიდენციაზე და ავლაბარში დასახლდა, ახლა "ქართული ოცნება" თავის საპრეზიდენტო კანდიდატს კოლმეუნეობის მოედანზე, ყოფილ აშშ-ის საელჩოში, ათონელის ქუჩაზე უპირებს "ჩასახლებას".

უკვე შეკრულია ერთგვარი სამკუთხედიც - კრწანისი, ავლაბარი, კოლმეურნეობის მოედანი. სავარაუდოდ, 5 წლის მერე ”ოთხკუთხედიც” არ უნდა გამოვრიცხოთ. გიდთა პროგრამაში ძველი თბილისის უბნების ღირსშესანიშნაობებში ალბათ დამატებითი ტურიც გაჩნდება - ტური პრეზიდენტის რეზიდენციებში.

როგორც ცნობილია, ათონელის ქუჩის სასახლე არ იქნება ისეთი პომპეზური, როგორც ავლაბრის. როგორც "ამბები.გე"-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ განუცხადა, შენობის ძველი ნაწილი რემონტდება, სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, შენობის გარემონტების გადაწყვეტილება ყოფილ ხელისუფლებას ჰქონია მიღებული პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განსათავსებლად.

"თუმცა, ახალმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ნაცვლად, აქ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდეს. მიზეზი ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება უშუალოდ შენობას, ის შედგება ორი ბლოკისგან: A ბლოკი არის ძველი შენობა, რომლის რემონტიც უნდა მოხდეს. B ბლოკი არის უკან მიდგმული ახალი მშენებლობა, ანუ დამატებითი ფართი. A ბლოკის მშენებლობის დასრულების ვადა არის მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო, ხოლო B ბლოკის უნდა დასრულდეს 2014 წლის აპრილის ბოლოს. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ეს მშენებლობა ამ ვადებში დამთავრდეს. თუ რაიმე გარემოებამ არ შეგვიშალა ხელი, მოესწრება, რომ A ბლოკი მზად იყოს და იქ განთავსდეს მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია", - განაცხადა ნარმანიამ.

რა დატვირთვა მიეცემა ავლაბრის რეზიდენციას?

მთავრობის კანცელარიის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობას ჯერ არ უმსჯელია, რა განთავსდება რეზიდენციაში. გადაწყვეტილება კი სწორედ მან უნდა მიიღოს.

თუმცა რამდენიმე სავარაუდო ვერსია უკვე დასახელდა. საუბარი მიდის იმაზე, რომ შენობა შესაძლებელია საგანმანათლებლო ან კულტურულ ცენტრად გადაკეთდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტისთვის ავლაბრის ამხელა კომპლექსი ნამდვილად არ არის საჭირო".

"საკმარისი იქნება ის, რაც მზადდება ახალი პრეზიდენტისთვის. ეს არის გონივრული და რაციონალური გადაწყვეტილება. საკითხს ისე არ უნდა ვუყუროთ, რომ ტრადიციად იქცა ეს. საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის უფლებები მკვეთრად იკვეცება, მიზანშეწონილია თუ არა ამხელა კომპლექსი მისთვის. ჩემთვის უცნობია, იქ რა განთავსდება, თუმცა შესაძლებელია, რომ ის არა სამთავრობო სტრუქტურებისთვის, არამედ სხვა მიზნით გამოდგეს, მაგალითად კულტურული ობიექტებისთვის", - განაცხადა ხმალაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რეზიდენციის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება ნაადრევია - ჯერ შემდგომი ფუნქციების გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და შემდგომ გადატანის. "ახლა გამოდის, რომ პრეზიდენტის რეზიდენციას შეუცვალეს ადგილი მარტო იმიტომ, რომ წინა პრეზიდენტის იყო და ეს სტილი მომგებიანი არ არის", - აღნიშნა საყვარელიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელი ოფიციალური რეზიდენცია ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ის 2004-09 წლებში აშენდა და მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა.

ლექსო ნაბახტეველი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა