პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერიალი "საიდუმლო მასალები" 20 წლის გახდა
სერიალი "საიდუმლო მასალები" 20 წლის გახდა

რე­ჟი­სორ კრის კარ­ტე­რის ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლი "სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი", რო­მელ­მაც მსოფ­ლიო სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ და­ი­პყრო, 20 წლის გახ­და. პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სე­რი­ა­ლი 1990-იანი წლე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ ტე­ლე­მოვ­ლე­ნად იქცა.

თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ტე­ლე­სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი დე­ვიდ დუ­ხოვ­ნი და ჯი­ლი­ან ან­დერ­სო­ნი, გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შე­იკ­რიბ­ნენ. მათ გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან "სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბის" გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ზღვა დახ­ვდათ. ჯი­ლი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში აღი­ა­რა, რომ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და თუ 20 წლის შემ­დე­გაც ემახ­სოვ­რდე­ბო­დათ ეს სე­რი­ა­ლი.

რე­ჟი­სორს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია, რომ სე­რი­ა­ლი დიდი ხნის წინ დას­რულ­და და მას­ზე მუ­შა­ო­ბას აღა­რა­ვინ აპი­რებს. ჯი­ლი­ან­მა და დე­ვიდ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გა­და­ი­ღეს და არც ავ­ტოგ­რა­ფე­ბის ჩა­მო­რი­გე­ბა და­ი­ზა­რეს. დე­ვიდ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, სა­დაც უნდა წა­ვი­დეს, ხალ­ხი მას აგენტ ფოქს მალ­დე­რის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს.

"სა­ო­ცა­რია! ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და და ხალ­ხს ეს სე­რი­ა­ლი ისევ ახ­სოვს. ჩემ­თან სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამ სე­რი­ალ­ზე გა­ი­ზარ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სერიალი "საიდუმლო მასალები" 20 წლის გახდა

სერიალი "საიდუმლო მასალები" 20 წლის გახდა

რეჟისორ კრის კარტერის ამერიკული სერიალი "საიდუმლო მასალები", რომელმაც მსოფლიო სატელევიზიო შოუ დაიპყრო, 20 წლის გახდა. პარანორმალური მოვლენების ამსახველი სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ ტელემოვლენად იქცა.

თარიღის აღსანიშნავად ტელესერიალის მთავარი გმირები, მსახიობები დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი, გადამღებ ჯგუფთან ერთად კალიფორნიაში შეიკრიბნენ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დაწესებულებასთან "საიდუმლო მასალების" გულშემატკივართა ზღვა დახვდათ. ჯილიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ ვერ წარმოიდგენდა თუ 20 წლის შემდეგაც ემახსოვრდებოდათ ეს სერიალი.

რეჟისორს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწია, რომ სერიალი დიდი ხნის წინ დასრულდა და მასზე მუშაობას აღარავინ აპირებს. ჯილიანმა და დევიდმა გულშემატკივრებთან ფოტოსურათები გადაიღეს და არც ავტოგრაფების ჩამორიგება დაიზარეს. დევიდმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც უნდა წავიდეს, ხალხი მას აგენტ ფოქს მალდერის სახელით მოიხსენიებს.

"საოცარია! ამდენი დრო გავიდა და ხალხს ეს სერიალი ისევ ახსოვს. ჩემთან სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და მეუბნებიან, რომ ამ სერიალზე გაიზარდნენ", - განაცხადა მსახიობმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება