საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავიცილოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებები
როგორ ავიცილოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებები

ახალ­გაზ­რდებს შო­რის ძა­ლა­დო­ბამ და და­უნ­დობ­ლო­ბამ კვლავ და­მან­გრე­ველ ტალ­ღა­სა­ვით გა­დაგ­ვირ­ბი­ნა. ხში­რად სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ ერ­თმა­ნეთს აუ­შარ­დე­ბი­ან და უბ­რა­ლოდ წა­მო­რო­შილ­მა სი­ტყვამ ან ქცე­ვამ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი დიდ ტრა­გე­დი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნოს. დიდ­გუ­ლა ახალ­გაზ­რდე­ბი იო­ლად არ პა­ტი­ო­ბენ ერ­თმა­ნეთს თუნ­დაც უაზ­როდ ნათ­ქვამს. არც თა­ვი­ან­თი სი­ტყვე­ბი მი­აქვთ უკან და ვაჟ­კა­ცო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლა ბო­ლომ­დე მი­დის, რაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შე­დე­გით მთავ­რდე­ბა.

სა­გან­გა­შო რე­ა­ლო­ბაა - ახალ­გაზ­რდე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თა და და­ნე­ბით ბოლო დროს ქუ­ჩა­ში ერ­თმა­ნეთს ისევ თავს ეს­ხმი­ან. ამ დღე­ებ­ში ზე­დი­ზედ ორი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის სი­ცო­ცხლე სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა უმი­ზე­ზოდ შე­ი­წი­რეს.

ლადო და­უშ­ვი­ლი მე­გობ­რის თვალ­წინ 20 წლის და­ვით ჭო­ვე­ლი­ძემ ვა­კე­ში, სუ­პერ­მარ­კეტ­თან, "ტე­ტეს" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს ორი მე­გო­ბა­რი ქუ­ჩა­ში იჯდა და ჩიფ­სებს ჭამ­და. ამ დროს ჭო­ვე­ლი­ძეს გა­მო­უვ­ლია და მათ­თვის მო­ბი­ლურ­ზე და­რეკ­ვა უთხო­ვია. - და­სა­რე­კი თან­ხა არ გვაქვს, - უთ­ქვამთ ბი­ჭებს. - რო­გორ თუ არ გაქვთ?! - ამის გამო აუ­შარ­და თურ­მე უც­ნობ თა­ნა­ტო­ლებს, ხელ­ში პარ­კით მზე­სუმ­ზი­რა სჭე­რია და ლადო და­უშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში შე­უყ­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ საქ­ცი­ე­ლის­თვის ლა­დომ მას პა­სუ­ხი მოს­თხო­ვა. უც­ნობ­მა ამ დროს გა­და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღის კონ­და­ხი ჩა­არ­ტყა თავ­ში. ლადო მას­ზე ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი იყო და მო­ძა­ლა­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია. სწო­რედ ამ დროს სა­ბე­დის­წე­როდ გა­ის­რო­ლა ჭო­ვე­ლი­ძემ და ტყვი­ამ პირ­და­პირ გულ­მკერ­დის არე­ში მო­არ­ტყა ლადო და­უშ­ვილს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

შო­კის მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა ლა­დოს დე­დის­თვის გა­მომ­ძი­ებ­ლის ნათ­ქვა­მი - დამ­ნა­შა­ვეს არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა არ გა­აჩ­ნი­აო. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ის კე­კე­ლი­ძე­ზე, მე­გობ­რის სახ­ლში მი­სუ­ლა და "ფე­ის­ბუკ­ში" და­უ­წე­რია: აუ, რა "ტეტე" დავ­კარ­გეო!.. თურ­მე სიმ­ღე­რებს უს­მენ­და დამ­ნა­შა­ვე და "ალა­ი­კებ­დაო".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლი­დან დევ­ნი­ლია. მამა "მხედ­რი­ო­ნე­ლი" ჰყო­ლია და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­უს­რუ­ლე­ბია. ბი­ჭის დედა უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, ბრალ­დე­ბუ­ლი კი - ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მე­გო­ბარ­თან ერ­თად. მას ადრე პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ მო­ეხ­სნა. თა­ვად რა პო­ზი­ცია აქვს ბრალ­დე­ბულს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ შე­ეც­დე­ბა ის თა­ვის მარ­თლე­ბას, ეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა.

არა­ნაკ­ლებ მძი­მეა იო­სე­ბი­ძე­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა. 22 წლის თორ­ნი­კე ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი 3 ივ­ლისს, ღა­მის 11 სა­ათ­ზე სახ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით უბ­ნელ­მა, 31 წლის ზუ­რაბ კვი­ტა­იშ­ვილ­მა უმი­ზე­ზოდ მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ, მაგ­რამ დად­გე­ნი­ლია, ბრალ­დე­ბუ­ლი და მოკ­ლუ­ლი ერ­თმა­ნეთს არ იც­ნობ­დნენ და არც იმ დღეს უკა­მა­თი­ათ. თორ­ნი­კე ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ "ჩზ"-ის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა. ამ­ბო­ბენ, კვი­ტა­იშ­ვი­ლი ბი­ჭე­ბის ხმა­ურ­მა და სი­ცილ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მათ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, - უბან­ში ხმა­მაღ­ლა რა­ტომ ლა­პა­რა­კობ­თო?! ამას მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა და გას­რო­ლაო.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს, ამ­ბობს, რომ თორ­ნი­კეს მკვლე­ლო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჩა­ი­დი­ნა. მისი ად­ვო­კა­ტის, ნანი ფრი­დო­ნაშ­ვი­ლის თქმით, ღა­მით 15-20 ახალ­გაზ­რდა ეზო­ში "აი­პა­დის" გამო ჩხუ­ბობ­და; ერთი ბიჭი პატ­რონს მის ნივთს არ უბ­რუ­ნებ­და და მო­ჩხუბ­რე­ბის და­შოშ­მი­ნე­ბა ზუ­რამ სცა­დაო. "მი­ვი­და და უთხრა, რა ხდე­ბა, რა და­გე­მარ­თათ, რა­ტომ ჩხუ­ბობთ, და­ი­შა­ლე­თო. ამის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­თან ჩხუ­ბი შე­წყვი­ტეს და ყვე­ლამ აგ­რე­სია ჩემ­ზე გად­მო­ი­ტა­ნაო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­ით ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ის გვა­რად ბოლ­ქვა­ძეა. მო­ჩხუ­ბარ ბი­ჭებს შო­რის რამ­დე­ნი­მეს და­ნაც ჰქონ­და. ზუ­რაბ კვი­ტა­იშ­ვი­ლი ეზო­ში, სიბ­ნე­ლე­ში ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს. ვი­ღა­ცებ­მა ხე­ლიც ჰკრეს. ზუ­რა­ბი ცდი­ლობ­და, რო­გორ­მე გა­სუ­ლი­ყო სი­ნათ­ლის­კენ და ალყა გა­ერ­ღვია. მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე და­ნით გას­წო­რე­ბო­და. მო­ა­ხერ­ხა თა­ვის მან­ქა­ნას­თან მის­ვლა, კარი გა­ა­ღო და იქი­დან უცებ ია­რა­ღი ამო­ი­ღო. იფიქ­რა, ია­რაღს რომ და­ი­ნა­ხა­ვენ, შე­ე­შინ­დე­ბათ და და­იშ­ლე­ბი­ა­ნო. იქ არა­ნა­ი­რი და­მიზ­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა. მან ხელ­ში და­ი­ჭი­რა ტე­ლე­ფო­ნი­ვით პის­ტო­ლე­ტი და სა­ხე­ში შე­მო­არ­ტყა ბოლ­ქვა­ძეს ისე, რომ ჩახ­მა­ხის­თვის ხელი არ უხ­ლია. ამ დროს უცებ გა­ის­რო­ლეს და ტყვია მოხ­ვდა 2-3 მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდგარ თორ­ნი­კე ხი­ზა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტში არც კი ჩა­რე­უ­ლა. ბიჭი იქვე წაქ­ცე­უ­ლა. ამის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ყვე­ლა გა­იქ­ცა... ზუ­რაბ კვი­ტა­იშ­ვი­ლი პირ­და­პირ ტა­ძარ­ში წა­ვი­და, მო­ძღვარს ჩა­ა­ბა­რა აღ­სა­რე­ბა და ამის შემ­დეგ ბრა­ლის აღი­ა­რე­ბით პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვი­და," - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი. მისი თქმით, მკვლე­ლი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს და ადას­ტუ­რებს, რომ სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ბიჭი მოკ­ლა...

უც­ნო­ბია პა­სუ­ხი მთა­ვარ კი­თხვა­ზე: რა­ტომ ატა­რებ­და კვი­ტა­იშ­ვი­ლი ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს? რა საფრ­თხეს ელო­და ის და - ვის­გან? უფრო მეტი დე­ტა­ლი ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი და სა­სა­მარ­თლო ვერ­დიქტს გა­მო­ი­ტანს.

კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლი სა­ჩხე­რე­ში მოხ­და. 3 ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვა­ლე­რი ჩ. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 6 ივ­ლისს, სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით 3 მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის, სა­სუ­ლი­ე­რო პირი დაჭ­რა. ამ­ბო­ბენ, ად­გი­ლობ­რი­ვი ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარს უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი თავს და­ეს­ხა. თავ­და­პირ­ვე­ლად უკი­თხავს, რო­გორ შეძ­ლებ­და სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას? მერე, სა­უბ­რი­სას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მამა არ­კა­დის სა­ფეთ­ქელ­თან და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და გა­იქ­ცა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ ფაქ­ტამ­დე კი­დევ ორი პირი ჰყავ­და მძი­მედ დაჭ­რი­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლებს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მო­ში მრა­ვა­ლი ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ. ძა­ლო­ვა­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, დანა ამო­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი ფაქ­ტე­ბის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შიში გაჩ­ნდა. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და. ამ­ბო­ბენ, ბავ­შვე­ბის ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბის გვე­ში­ნია და ვფიქ­რობთ, ძვე­ლი დრო დაბ­რუნ­და, როცა ყვე­ლა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­დი­ო­დაო. "ხალხნო, ვერ ხე­დავთ, რო­გორ გახ­შირ­და მსგავ­სი ფაქ­ტი? ქუ­ჩა­ში გავ­ლა სა­ში­შია. ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ­მა ამ­დე­ნი კრი­მი­ნა­ლი ქუ­ჩა­ში რომ გა­მო­უშ­ვა, მა­შინ თქვა, შე­იძ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლი მოხ­დეს, მაგ­რამ ამას გა­გე­ბით მო­ვე­კი­დო­თო. რას მო­ვე­კი­დო გა­გე­ბით, ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი მი­წა­ში რომ ჩა­მიწ­ვი­ნეს? რად მინ­და აწი ეს ქვე­ყა­ნა?! ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა და უკვე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს არც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი და არც არა­ფე­რი. ბი­ჭე­ბის ხმა­მა­ღალ­მა სა­უ­ბარ­მა გა­ა­გი­ჟა თურ­მე მკვლე­ლი. ახლა დამ­ნა­შა­ვე თა­ვის მარ­თლე­ბას შე­ეც­დე­ბა. ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი ცო­ცხა­ლი არ მყავს", - ამ­ბობს თორ­ნი­კე ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის დედა და მარ­თლაც, ძნე­ლია, რა­მით ანუ­გე­შო.

შს სა­მი­ნის­ტრო­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ში­შის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რია. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2013 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, და­ნა­შა­ულ­მა 3277 ერ­თე­უ­ლით იკლო, ხოლო და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 2012 წელს მომ­ხდა­რია 17485 და­ნა­შა­უ­ლი, აქე­დან გახ­სნი­ლი - 4271 ანუ 24,4%. 2013 წელს, 6 თვე­ში კი სულ მოხ­და 14128 და­ნა­შა­უ­ლი, აქე­დან გა­იხ­სნა 7243 ანუ 51,3%. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს: შარ­შან პირ­ველ 6 თვე­ში 7744 და­ნა­შა­უ­ლი და­ფიქ­სირ­და და აქე­დან გახ­სნი­ლია 1925; წელს, ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში 7032 და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, აქე­დან 35,6% გა­იხ­სნა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს თბი­ლის­ში 712 და­ნა­შა­უ­ლით ნაკ­ლე­ბი და­ფიქ­სირ­და.

მარ­თლაც სა­გან­გა­შოა ახალ­გაზ­რდებს შო­რის ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვად დგას. ჩემს სა­მუ­შაო არ­ქივ­ში სა­უ­ბე­დუ­როდ, გა­სულ წლებ­ში მომ­ხდა­რი მსგავ­სი ფაქ­ტიც მრავ­ლად ინა­ხე­ბა. ბევ­რი ახალ­გაზ­რდა იხ­დის სას­ჯელს თა­ნა­ტო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის. იმე­დია, ისი­ნი ჩა­დე­ნილს გულ­წრფე­ლად ნა­ნო­ბენ, თუმ­ცა ეს ვე­რა­ნა­ი­რი შვე­ბა ვერ იქ­ნე­ბა იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გეს.

რამ­დე­ნი­მე ფაქტს შე­გახ­სე­ნებთ.

2012 წელი ახა­ლი დამ­დგა­რი იყო, როცა 18 წლის სან­დრო და­ლა­ქიშ­ვი­ლი თა­ნა­ტოლ­მა გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. მკვლე­ლო­ბა მა­ში­ნაც ვა­კე­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ას პა­ტა­რა კონ­ფლიქ­ტი უძღო­და. მთვრა­ლი ბი­ჭე­ბი მოკ­ლუ­ლის ბი­ნის სი­ახ­ლო­ვეს იგი­ნე­ბოდ­ნენ, ამის გამო სან­დრომ თურ­მე მათ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, - სახ­ლში დედა და და მყავს, გთხოვთ, ჩემს ფან­ჯა­რას­თან ნუ იგი­ნე­ბი­თო. ამის გამო შე­ლა­პა­რა­კებ­დნენ, მაგ­რამ ინ­ცი­დენ­ტი იმ დღეს სე­რი­ო­ზულ ჩხუბ­ში არ გა­დაზ­რდი­ლა. მე­ო­რე დღეს სან­დრო სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს და საქ­მის გარ­ჩე­ვის დროს და­ნით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ამ მალე და­ა­კა­ვა. ის ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯელს ცი­ხე­ში იხ­დის. მა­შინ გი­ორ­გი მარ­ტო სან­დროს მკვლე­ლო­ბას არ დას­ჯერ­და და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა ქუ­ჩა­ში დაჭ­რა. გი­ორ­გი ლაშ­ქა­რაშ­ვილ­მა მა­შინ ასე­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა:

"1-ელ იან­ვარს ჩემს მე­გო­ბარს სან­დრო და­ლა­ქიშ­ვილ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უხ­და, რაც ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და. მე­ო­რე დღეს ვი­ღა­ცამ და­მი­რე­კა, - სან­დრო, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, "პო­პუ­ლი­სა" და "იო­ლის" მა­ღა­ზი­ე­ბის წინ გე­ლო­დე­ბაო. სწო­რედ იქ შევ­ხვდი იმ ბიჭს და ეზო­ში შე­ვე­დით. იქაც ვი­ლა­პა­რა­კეთ; მი­თხრა, შენს ძმა­კა­ცებს შე­ე­შა­ლათ და ამას მათ პირ­შიც ვე­ტყვიო. - არ გვინ­და გაგ­რძე­ლე­ბა, მოვ­რჩეთ-მეთ­ქი, - მაგ­რამ ამ დროს დე­დის მი­სა­მარ­თით შე­მა­გი­ნა და ხელი და­მარ­ტყა... და­ვი­ნა­ხე, ხელ­ში დანა ეჭი­რა. აფექ­ტში ვი­ყა­ვი, დანა ამო­ვი­ღე და ერთხელ და­ვარ­ტყი, მერე "აბა­ში­ძე­ზე" გა­ვი­ქე­ცი. ცოტა მო­შო­რე­ბით, ქუ­ჩა­ში 4 ბიჭი იდგა და იგი­ნე­ბო­და. მათ ვკი­თხე, მე ხომ არ მა­გი­ნებთ-მეთ­ქი? ამის გამო მათ­თა­ნაც მო­მი­ვი­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ამის შემ­დეგ ფა­ლი­აშ­ვილ­ზე ავე­დი, ერთ-ერთ ეზო­ში უც­ნობ ბი­ჭთან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­მიხ­და და მა­საც დანა ერთხელ და­ვარ­ტყი, მერე გა­ვი­ქე­ცი და ვი­მა­ლე­ბო­დი".

ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით, 21 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მას სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­დე­ბო­და.

არა­ნაკ­ლებ ხმა­უ­რი­ა­ნი იყო შარ­შან 2 იან­ვარს თბი­ლის­ში, აკა­კი შა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა. 23 წლის ვაჟა კორ­კო­ტაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძე და ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია დაჭ­რეს - გვი­ან ღა­მით ქუ­ჩა­ში მყოფ ბი­ჭებს ტყვი­ე­ბი და­უ­ში­ნეს. ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ მე­ზობ­ლე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ და ძირს დაყ­რი­ლი, სის­ხლით მოს­ვრი­ლი ბი­ჭე­ბი სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძის გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ იგი გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ით­ქვა, რომ ეს ტრა­გე­დია ბი­ჭებს შო­რის არ­სე­ბულ­მა კონ­ფლიქტმა გა­მო­იწ­ვია, ე.წ. ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვის გაგ­რძე­ლე­ბა იყო. ძა­ლო­ვა­ნებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 10-ზე მეტი მას­რა ამო­ი­ღეს. ამ­ბობ­დნენ, ბო­როტ­მოქ­მე­დი "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ია­რა­ღით ის­რო­დაო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლო­ვა­ნებ­მა ამ და­ნა­შა­ულ­ში გი­ორ­გი შენ­გე­ლია ამ­ხი­ლეს და იგი მო­სა­მარ­თლე ნინო ელი­ეშ­ვილ­მა გა­ა­სა­მარ­თლა. ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა.

2012 წლის 7 თე­ბერ­ვალს ასე­ვე გა­ა­სა­მარ­თლეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ელი­აშ­ვი­ლი. მას 17-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. 2011 წლის 3 ივ­ლისს თბი­ლის­ში, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე ბრალ­დე­ბულს მოკ­ლულ­თან კონ­ფლიქ­ტი არა­სა­თა­ნა­დო მი­სალ­მე­ბის გამო მო­უხ­და. ეს ფაქ­ტი საქ­მის გარ­ჩე­ვამ­დე მი­ვი­და და და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 11 სა­ათ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბი, სხვებ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. იქ ისევ მოხ­და კონ­ფლიქ­ტი, ბრალ­დე­ბულ­მა და­ნით არას­რულ­წლო­ვა­ნი დაჭ­რა, რო­მე­ლიც ძმას­თან და 4 მე­გო­ბარ­თან ერ­თად იყო იქ მი­სუ­ლი. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობ­და, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ მას გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა.

მო­სა­მარ­თლე ნინო სან­დო­ძემ გა­ნი­ხი­ლა თბი­ლის­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც 2009 წლის 11 აპ­რილს, სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე, მუ­ხი­ან­ში მოხ­და. ბი­ჭე­ბი კორ­პუ­სის წინ დო­მი­ნოს თა­მა­შობ­დნენ, როცა მათ თავს და­ეს­ხა თა­ნა­ტო­ლი და ყვე­ლა­ნი ჩა­ცხრი­ლა. ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ენით აუ­წე­რე­ლი სი­სას­ტი­კის მოწ­მე­ნი გახ­დნენ, მი­წა­ზე ბი­ჭე­ბი ეყარ­ნენ. სა­მი­ვეს ტყვია თავ­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. 20 წლის სერ­გი მელ­ქა­ძე ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, მისი მე­გობ­რე­ბი, ძმე­ბი - 19 წლის ლე­ვა­ნი და 17 წლის თე­მურ გა­ხე­ლა­ძე­ე­ბი უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ოპე­რა­ცი­ის დროს ლე­ვა­ნიც გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მისი ძმა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დიდ­ხანს ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ის გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა... ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის­თვის 19 წლის დე­დი­სერ­თა, გოჩა გე­ლი­აშ­ვი­ლი გა­ა­სა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მკვლე­ლის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვ­დნენ. ბი­ჭე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი მას რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "მა­კა­რო­ვის" პის­ტო­ლე­ტით ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი. ისიც ცნო­ბი­ლია, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე დე­დას უთხრა, სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­გან გა­დავ­დი­ვა­რო. მას შემ­დეგ, რაც თა­ნა­ტო­ლე­ბი და­ხო­ცა, ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა, სახ­ლი­დან წი­ნას­წარ ჩა­ლა­გე­ბუ­ლი ჩან­თა წა­ი­ღო და იმა­ვე ღა­მით მა­ტა­რებ­ლით ბა­თუმ­ში ჩა­ვი­და. დი­ლით, სა­ნამ სარ­ფის სა­ზღვარ­ზე გა­და­ვი­დო­და, ია­რა­ღი ტყე­ში, მი­წა­ში ჩა­მარ­ხა და სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა. 17 აპ­რილს გე­ლი­აშ­ვი­ლი თურ­ქე­თი­დან ისევ სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე დაბ­რუნ­და და პო­ლი­ცი­ას ჩაჰ­ბარ­და. ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებ­და და აცხა­დებ­და, რომ თა­ნა­ტო­ლე­ბი შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ჩა­ცხრი­ლა. მა­შინ დამ­ნა­შა­ვეს 21 წელი მი­უ­სა­ჯეს.

კი­დევ ერთ შემ­ზა­რავ მკვლე­ლო­ბა­ზე მინ­და შე­ვა­ჩე­რო ყუ­რა­დღე­ბა. შარ­შან 7 ივ­ლისს ღა­მით, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი სო­ფე­ლი შეძ­რა. მთვრალ­მა თა­ნა­სოფ­ლელ­მა ხალ­ხის თვალ­წინ ორი ახალ­გაზ­რდა ქუ­ჩა­ში უმი­ზე­ზოდ, უმო­წყა­ლოდ ჩა­ხო­ცა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭე­ბის მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი და­თუ­კიშ­ვი­ლი გამ­ხე­ცე­ბუ­ლი სოფ­ლე­ლის ნას­როლ ტყვი­ებს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა. დამ­ნა­შა­ვემ ტა­ბე­ლუ­რი "მა­კა­რო­ვი­დან" მათ სა­კონ­ტრო­ლო ტყვი­ე­ბიც და­ა­ხა­ლა და მი­ი­მა­ლა. იგი სოდ-ის სპეც­რაზ­მე­ლი, ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი, 30 წლის და­ვით ჩო­თა­ლიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვეს.

მახ­სოვს, მა­შინ წი­ნან­დალ­ში ჩა­სულს, უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დამ­ხვდა. მთე­ლი სო­ფე­ლი შეძ­რუ­ლი იყო ორი სა­ნი­მუ­შო ახალ­გაზ­რდის - შო­თი­კო ბა­ტი­აშ­ვი­ლი­სა და გი­გია გე­მა­ზაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბით. და­ნა­შა­უ­ლი სოფ­ლის ცენ­ტრში, 7 ივ­ლისს, ნათ­ლის­მცემ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა და­ვით ჩო­თა­ლიშ­ვილ­მა ჩა­ი­დი­ნა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ის მე­გო­ბარ­თან ერ­თად, სახ­ლში მთვრა­ლი ბრუნ­დე­ბო­და. თა­ნა­სოფ­ლელ ბი­ჭებს გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა, რომ­ლე­ბიც გი­გია გე­მა­ზაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვლი­ლი დის, თა­თი­ას საფ­ლა­ვი­დან იყ­ვნენ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი და ქუ­ჩა­ში სა­უბ­რობ­დნენ. მათ­გან მხო­ლოდ ერთს იც­ნობ­და. უკი­თხავს, - ბი­ჭე­ბო, თქვენ ბოლ­ქვა­ძე­ე­ბის ძმა­კა­ცე­ბი ხომ არ ხარ­თო (ძმე­ბი ბოლ­ქვა­ძე­ე­ბი წი­ნან­დალ­ში ცხოვ­რო­ბენ; ერთ-ერთი ძმა მოკ­ლუ­ლე­ბის კლა­სე­ლია. - ავტ.)? - ძმა­კა­ცე­ბი არ ვართ, მაგ­რამ მათ­თან ვახ­ლობ­ლობ­თო, - უპა­სუ­ხი­ათ. - ვინც მათი ძმა­კა­ცი არ არის და ვი­საც ეს ბი­ჭე­ბი არ უყ­ვარს, იმა­თი დე­დაო! - შე­უ­გი­ნე­ბია ჩო­თა­ლიშ­ვილს. დე­დას რა­ტომ გვა­გი­ნე­ბო? - უკი­თხავს გი­გი­ას. ამის შემ­დეგ პი­რა­დად გი­გი­ას­თვის შე­უ­გი­ნე­ბია დედა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, დამ­ნა­შა­ვემ "მა­კა­რო­ვი" ამო­ი­ღო და პირ­ვე­ლად გი­გი­ას ეს­რო­ლა. სრო­ლის ხმა­ზე ბი­ჭე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­იქ­ცნენ. ძირს და­ვარ­დნი­ლი მე­გობ­რის მი­საშ­ვე­ლებ­ლად გაქ­ცე­უ­ლი შო­თი­კო ბა­ტი­აშ­ვი­ლი უკან მიბ­რუნ­და. სწო­რედ ამ დროს და­ა­ხა­ლა მა­საც მკვლელ­მა ტყვია. შემ­დეგ გი­ორ­გი და­თუ­კიშ­ვილს გა­ე­კი­და.

უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­ა­გო და­ღუ­პუ­ლებს პა­ტი­ვი. გი­გია გე­მა­ზაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო. ალ­ბათ არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა დე­და­მი­სის გო­დე­ბა, რო­მელ­საც უდა­ნა­შა­უ­ლო შვი­ლი მო­უკ­ლეს. დე­დას ამ ტრა­გე­დი­ამ­დე გო­გო­ნა სიმ­სივ­ნით გარ­და­ეც­ვა­ლა. სა­ში­ნე­ლი წვა­ლე­ბით მარ­ტომ გა­ზარ­და ორი შვი­ლი და ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სრუ­ლი­ად მარ­ტო დარ­ჩა. ჩო­თა­ლიშ­ვი­ლი გა­ა­სა­მარ­თლეს, მაგ­რამ და­მე­თან­ხმე­ბით, ეს შვე­ბა ვერ იქ­ნე­ბა მოკ­ლულ­თა მშობ­ლე­ბის­თვის...

რა­ტომ ძა­ლა­დო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე და რა­ტომ იმე­ტე­ბენ ასე იო­ლად სა­სიკ­ვდი­ლოდ ერ­თმა­ნეთს? - ამ კი­თხვა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. ფსი­ქო­ლო­გე­ბის თქმით, ძა­ლა­დო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მრა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს, ერთ-ერთი ის გახ­ლავთ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მო­ძა­ლა­დედ მოგ­ვევ­ლი­ნა, წარ­სულ­ში თა­ვად იყო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. ხში­რად მი­ზე­ზად მენ­ტა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გვევ­ლი­ნე­ბა, ან - მშო­ბელ­თა ალ­კოჰო­ლიზ­მი, ნარ­კო­მა­ნია, არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა და სხვა. რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­გორ და­ვიც­ვათ შვი­ლე­ბი? - ამ სა­კი­თხებ­ზე, ანა­ლი­ტი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის წევ­რს, ფსი­ქო­ლოგ ანა ცი­ნა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- პირ­ველ რიგ­ში, პრობ­ლე­მაა, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი ქუ­ჩა­ში და­ნე­ბი­თა და ია­რა­ღით და­დი­ან. მარ­თა­ლია, კა­ნო­ნით იკ­რძა­ლე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი არ არის ისე­თი მკაც­რი, რომ ახალ­გაზ­რდას შე­ე­შინ­დეს. ვფიქ­რობ, კა­ნო­ნი უნდა გამ­კაცრ­დეს. ნორ­მა­ლუ­რი არ არის, რომ მათ ია­რაღ­ზე მი­უწ­ვდე­ბათ ხელი. როცა აქვთ, ცდი­ლო­ბენ, ია­რა­ღი საქ­მე­ში გა­მო­ცა­დონ... ახალ­გაზ­რდებ­ში რო­გორც კი აგ­რე­სია პიკს აღ­წევს, ვერ თო­კა­ვენ სა­კუ­თარ თავს, გა­მო­დი­ან გა­რეთ და ამას ასეთ სა­ში­ნელ შე­დე­გამ­დე მივ­ყა­ვართ. პრობ­ლე­მე­ბის უმე­ტე­სო­ბა წე­სით, ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან იჩენს თავს. ყვე­ლა­ფე­რი პირ­ველ რიგ­ში, ოჯა­ხი­დან მო­დის. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბა, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მშო­ბელ­სა და შვილს შო­რის, თვი­თონ მშობ­ლებს შო­რის. ძა­ლა­დო­ბაა, როცა ბავ­შვს რა­ღა­ცას უკ­რძა­ლავთ. ჩვენს კულ­ტუ­რა­ში სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ბევ­რი აკ­რძალ­ვაა. ამის გამო, ბავ­შვებ­ში აგ­რე­სია გროვ­დე­ბა. როცა ეუბ­ნე­ბი­ან, ჯერ პა­ტა­რა ხარ და არ გაქვს უფ­ლე­ბა, ხმა ამო­ი­ღოო, შე­სა­ბა­მი­სად, ის ელო­დე­ბა მო­მენტს, როცა სრულ­წლო­ვა­ნი გახ­დე­ბა. გა­მო­უ­ხა­ტა­ვი აგ­რე­სია, რო­მე­ლიც მას­ში ბუ­დობს, გროვ­დე­ბა და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ამო­ხეთ­ქს. ერ­თმა წა­კინ­კლა­ვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა, მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

- რა­ტომ უჩ­ნდე­ბათ და­ნის ტა­რე­ბის სურ­ვი­ლი?

- ეს არის თავ­დაც­ვის ან იე­რი­შის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა. როცა არ ჰყოფ­ნით სი­ტყვა, არ­გუ­მენ­ტი, და­ნით პრობ­ლე­მას "იო­ლად წყვე­ტენ". ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბავ­შვებს აგ­რე­სი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბას პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვას­წავ­ლით, მაგ­რამ ეს მშო­ბელ­მა ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თად უნდა გა­ა­კე­თოს... კონ­კრე­ტულ და­ნა­შა­უ­ლებს უფრო ღრმა ანა­ლი­ზი სჭირ­დე­ბა და მთე­ლი რიგი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო, რათა დად­გინ­დეს, რა­ტომ იქცა ესა თუ ის ახალ­გაზ­რდა ბო­როტ­მოქ­მე­დად. ერ­თგვარ ჯაჭვთან გვაქვს საქ­მე - ერთი მე­ო­რეს აგ­რე­სი­ას გა­დას­ცემს, მე­ო­რე - მე­სა­მეს; თუ ერთ-ერ­თმა რგოლ­მა არ გა­წყვი­ტა ეს ჯაჭ­ვი, ჯა­დოს­ნუ­რი, ჩა­კე­ტი­ლი წრე იკვრე­ბა... ხში­რად პრობ­ლე­მა ის არის, რომ შვი­ლე­ბი დე­დე­ბის გა­რე­შე იზ­რდე­ბი­ან. უდე­დოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი თა­ო­ბა. შვი­ლის სარ­ჩე­ნად ისი­ნი ქვეყ­ნი­დან მი­დი­ან - ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. შვილს ურ­ჩევ­ნია, დედა გვერ­დით ჰყავ­დეს, ვიდ­რე იქი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნოს სა­თა­მა­შო­ე­ბი. დე­დის სით­ბოს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის და ესეც ახ­დენს გავ­ლე­ნას... მთავ­რო­ბას მივ­მარ­თავ­დი მო­წო­დე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უფრო გა­ამ­კაც­როს, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა ვერ გა­ბე­დონ ქუ­ჩა­ში და­ნი­თა და ცა­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გა­მოს­ვლა. კონ­კრე­ტუ­ლად რა არის ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზი, ეს მა­რა­დი­უ­ლი კი­თხვაა და ყვე­ლა ეპო­ქა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იტან­ჯე­ბა ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის ძი­ე­ბი­სას. პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლებ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა იმუ­შა­ონ, რომ ბავ­შვი სწო­რად აღ­ზარ­დონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ არის კარ­გი მშო­ბე­ლი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ არის.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ ავიცილოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებები

როგორ ავიცილოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებები

ახალგაზრდებს შორის ძალადობამ და დაუნდობლობამ კვლავ დამანგრეველ ტალღასავით გადაგვირბინა. ხშირად სრულიად უმიზეზოდ ერთმანეთს აუშარდებიან და უბრალოდ წამოროშილმა სიტყვამ ან ქცევამ შეიძლება, ყველაფერი დიდ ტრაგედიამდე მიიყვანოს. დიდგულა ახალგაზრდები იოლად არ პატიობენ ერთმანეთს თუნდაც უაზროდ ნათქვამს. არც თავიანთი სიტყვები მიაქვთ უკან და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად ბრძოლა ბოლომდე მიდის, რაც გამოუსწორებელი შედეგით მთავრდება.

საგანგაშო რეალობაა - ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღითა და დანებით ბოლო დროს ქუჩაში ერთმანეთს ისევ თავს ესხმიან. ამ დღეებში ზედიზედ ორი მკვლელობა მოხდა. პერსპექტიული ახალგაზრდების სიცოცხლე სრულიად უცხო ადამიანებმა უმიზეზოდ შეიწირეს.

ლადო დაუშვილი მეგობრის თვალწინ 20 წლის დავით ჭოველიძემ ვაკეში, სუპერმარკეტთან, "ტეტეს" სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა. ეჭვმიტანილი აღიარებს დანაშაულს. იმ საბედისწერო ღამეს ორი მეგობარი ქუჩაში იჯდა და ჩიფსებს ჭამდა. ამ დროს ჭოველიძეს გამოუვლია და მათთვის მობილურზე დარეკვა უთხოვია. - დასარეკი თანხა არ გვაქვს, - უთქვამთ ბიჭებს. - როგორ თუ არ გაქვთ?! - ამის გამო აუშარდა თურმე უცნობ თანატოლებს, ხელში პარკით მზესუმზირა სჭერია და ლადო დაუშვილის მანქანაში შეუყრია. ბუნებრივია, ამ საქციელისთვის ლადომ მას პასუხი მოსთხოვა. უცნობმა ამ დროს გადატენილი იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში. ლადო მასზე ფიზიკურად ძლიერი იყო და მოძალადეს წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ დროს საბედისწეროდ გაისროლა ჭოველიძემ და ტყვიამ პირდაპირ გულმკერდის არეში მოარტყა ლადო დაუშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ლადოს დედისთვის გამომძიებლის ნათქვამი - დამნაშავეს არანაირი სინანულის გრძნობა არ გააჩნიაო. ამ ტრაგედიის შემდეგ ის კეკელიძეზე, მეგობრის სახლში მისულა და "ფეისბუკში" დაუწერია: აუ, რა "ტეტე" დავკარგეო!.. თურმე სიმღერებს უსმენდა დამნაშავე და "ალაიკებდაო".

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ცხინვალიდან დევნილია. მამა "მხედრიონელი" ჰყოლია და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. ბიჭის დედა უკრაინაში ცხოვრობდა, ბრალდებული კი - ნაქირავებ ბინაში მეგობართან ერთად. მას ადრე პირობითი სასჯელი ჰქონდა, რომელიც ამნისტიის შემდეგ მოეხსნა. თავად რა პოზიცია აქვს ბრალდებულს მომხდართან დაკავშირებით, როგორ შეეცდება ის თავის მართლებას, ეს სასამართლო პროცესებზე გამოჩნდება.

არანაკლებ მძიმეა იოსებიძეზე მომხდარი მკვლელობა. 22 წლის თორნიკე ხიზანიშვილი 3 ივლისს, ღამის 11 საათზე სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით უბნელმა, 31 წლის ზურაბ კვიტაიშვილმა უმიზეზოდ მოკლა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებენ, მაგრამ დადგენილია, ბრალდებული და მოკლული ერთმანეთს არ იცნობდნენ და არც იმ დღეს უკამათიათ. თორნიკე ხიზანიშვილი ეჭვმიტანილმა მეგობრების თვალწინ "ჩზ"-ის სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა. ამბობენ, კვიტაიშვილი ბიჭების ხმაურმა და სიცილმა გააღიზიანა. მათ შენიშვნა მისცა, - უბანში ხმამაღლა რატომ ლაპარაკობთო?! ამას მოჰყვა შელაპარაკება და გასროლაო.

თავად ბრალდებული განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამბობს, რომ თორნიკეს მკვლელობა გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მისი ადვოკატის, ნანი ფრიდონაშვილის თქმით, ღამით 15-20 ახალგაზრდა ეზოში "აიპადის" გამო ჩხუბობდა; ერთი ბიჭი პატრონს მის ნივთს არ უბრუნებდა და მოჩხუბრების დაშოშმინება ზურამ სცადაო. "მივიდა და უთხრა, რა ხდება, რა დაგემართათ, რატომ ჩხუბობთ, დაიშალეთო. ამის შემდეგ ერთმანეთთან ჩხუბი შეწყვიტეს და ყველამ აგრესია ჩემზე გადმოიტანაო, განსაკუთრებული აგრესიით ერთ-ერთი ახალგაზრდა გამოირჩეოდა, ის გვარად ბოლქვაძეა. მოჩხუბარ ბიჭებს შორის რამდენიმეს დანაც ჰქონდა. ზურაბ კვიტაიშვილი ეზოში, სიბნელეში ალყაში მოაქციეს. ვიღაცებმა ხელიც ჰკრეს. ზურაბი ცდილობდა, როგორმე გასულიყო სინათლისკენ და ალყა გაერღვია. მან არ გამორიცხა, რომ შეიძლება, რომელიმე დანით გასწორებოდა. მოახერხა თავის მანქანასთან მისვლა, კარი გააღო და იქიდან უცებ იარაღი ამოიღო. იფიქრა, იარაღს რომ დაინახავენ, შეეშინდებათ და დაიშლებიანო. იქ არანაირი დამიზნება არ ყოფილა. მან ხელში დაიჭირა ტელეფონივით პისტოლეტი და სახეში შემოარტყა ბოლქვაძეს ისე, რომ ჩახმახისთვის ხელი არ უხლია. ამ დროს უცებ გაისროლეს და ტყვია მოხვდა 2-3 მეტრის მოშორებით მდგარ თორნიკე ხიზანიშვილს, რომელიც კონფლიქტში არც კი ჩარეულა. ბიჭი იქვე წაქცეულა. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ყველა გაიქცა... ზურაბ კვიტაიშვილი პირდაპირ ტაძარში წავიდა, მოძღვარს ჩააბარა აღსარება და ამის შემდეგ ბრალის აღიარებით პოლიციაში მივიდა," - ამბობს ადვოკატი. მისი თქმით, მკვლელი ძალიან განიცდის ჩადენილ დანაშაულს და ადასტურებს, რომ სრულიად უდანაშაულო ბიჭი მოკლა...

უცნობია პასუხი მთავარ კითხვაზე: რატომ ატარებდა კვიტაიშვილი ცეცხლსასროლ იარაღს? რა საფრთხეს ელოდა ის და - ვისგან? უფრო მეტი დეტალი ამ საქმეზე გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი და სასამართლო ვერდიქტს გამოიტანს.

კიდევ ერთი დანაშაული საჩხერეში მოხდა. 3 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ვალერი ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 6 ივლისს, სოფელ ჭორვილაში ცივი იარაღის გამოყენებით 3 მოქალაქე, მათ შორის, სასულიერო პირი დაჭრა. ამბობენ, ადგილობრივი ტაძრის წინამძღვარს უცნობი მამაკაცი თავს დაესხა. თავდაპირველად უკითხავს, როგორ შეძლებდა სოფლის ტერიტორიის დატოვებას? მერე, საუბრისას, მოულოდნელად, მამა არკადის საფეთქელთან დანით ჭრილობა მიაყენა და გაიქცა. როგორც ირკვევა, ამ ფაქტამდე კიდევ ორი პირი ჰყავდა მძიმედ დაჭრილი. დაშავებულებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავალი ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებათ. ძალოვანებმა დანაშაულის იარაღი, დანა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ბუნებრივია, ასეთი ფაქტების შემდეგ საზოგადოებაში შიში გაჩნდა. მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია გართულდა. ამბობენ, ბავშვების ქუჩაში გაშვების გვეშინია და ვფიქრობთ, ძველი დრო დაბრუნდა, როცა ყველა შეიარაღებული დადიოდაო. "ხალხნო, ვერ ხედავთ, როგორ გახშირდა მსგავსი ფაქტი? ქუჩაში გავლა საშიშია. ბატონმა პრემიერმა ამდენი კრიმინალი ქუჩაში რომ გამოუშვა, მაშინ თქვა, შეიძლება დანაშაული მოხდეს, მაგრამ ამას გაგებით მოვეკიდოთო. რას მოვეკიდო გაგებით, ჩემი უდანაშაულო შვილი მიწაში რომ ჩამიწვინეს? რად მინდა აწი ეს ქვეყანა?! ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა და უკვე აღარ მაინტერესებს არც საქართველოს მომავალი და არც არაფერი. ბიჭების ხმამაღალმა საუბარმა გააგიჟა თურმე მკვლელი. ახლა დამნაშავე თავის მართლებას შეეცდება. ჩემი უდანაშაულო შვილი ცოცხალი არ მყავს", - ამბობს თორნიკე ხიზანიშვილის დედა და მართლაც, ძნელია, რამით ანუგეშო.

შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შიშის საფუძველი არ არსებობს და ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება სტაბილურია. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 3277 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია. ქვეყნის მასშტაბით 2012 წელს მომხდარია 17485 დანაშაული, აქედან გახსნილი - 4271 ანუ 24,4%. 2013 წელს, 6 თვეში კი სულ მოხდა 14128 დანაშაული, აქედან გაიხსნა 7243 ანუ 51,3%. რაც შეეხება თბილისს: შარშან პირველ 6 თვეში 7744 დანაშაული დაფიქსირდა და აქედან გახსნილია 1925; წელს, ანალოგიურ პერიოდში 7032 დანაშაული მოხდა, აქედან 35,6% გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, წელს თბილისში 712 დანაშაულით ნაკლები დაფიქსირდა.

მართლაც საგანგაშოა ახალგაზრდებს შორის ჩადენილი მკვლელობები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პრობლემა მუდმივად დგას. ჩემს სამუშაო არქივში საუბედუროდ, გასულ წლებში მომხდარი მსგავსი ფაქტიც მრავლად ინახება. ბევრი ახალგაზრდა იხდის სასჯელს თანატოლის მკვლელობისთვის. იმედია, ისინი ჩადენილს გულწრფელად ნანობენ, თუმცა ეს ვერანაირი შვება ვერ იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ.

2012 წელი ახალი დამდგარი იყო, როცა 18 წლის სანდრო დალაქიშვილი თანატოლმა გამოასალმა სიცოცხლეს. მკვლელობა მაშინაც ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ამ საშინელ ტრაგედიას პატარა კონფლიქტი უძღოდა. მთვრალი ბიჭები მოკლულის ბინის სიახლოვეს იგინებოდნენ, ამის გამო სანდრომ თურმე მათ შენიშვნა მისცა, - სახლში დედა და და მყავს, გთხოვთ, ჩემს ფანჯარასთან ნუ იგინებითო. ამის გამო შელაპარაკებდნენ, მაგრამ ინციდენტი იმ დღეს სერიოზულ ჩხუბში არ გადაზრდილა. მეორე დღეს სანდრო სახლიდან გაიყვანეს და საქმის გარჩევის დროს დანით სასიკვდილოდ დაჭრეს. ბრალდებული გიორგი ლაშქარაშვილი პოლიციამ მალე დააკავა. ის ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელს ციხეში იხდის. მაშინ გიორგი მარტო სანდროს მკვლელობას არ დასჯერდა და კიდევ რამდენიმე სრულიად უცნობი ახალგაზრდა ქუჩაში დაჭრა. გიორგი ლაშქარაშვილმა მაშინ ასეთი ჩვენება მისცა:

"1-ელ იანვარს ჩემს მეგობარს სანდრო დალაქიშვილთან შელაპარაკება მოუხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. მეორე დღეს ვიღაცამ დამირეკა, - სანდრო, აბაშიძის ქუჩაზე, "პოპულისა" და "იოლის" მაღაზიების წინ გელოდებაო. სწორედ იქ შევხვდი იმ ბიჭს და ეზოში შევედით. იქაც ვილაპარაკეთ; მითხრა, შენს ძმაკაცებს შეეშალათ და ამას მათ პირშიც ვეტყვიო. - არ გვინდა გაგრძელება, მოვრჩეთ-მეთქი, - მაგრამ ამ დროს დედის მისამართით შემაგინა და ხელი დამარტყა... დავინახე, ხელში დანა ეჭირა. აფექტში ვიყავი, დანა ამოვიღე და ერთხელ დავარტყი, მერე "აბაშიძეზე" გავიქეცი. ცოტა მოშორებით, ქუჩაში 4 ბიჭი იდგა და იგინებოდა. მათ ვკითხე, მე ხომ არ მაგინებთ-მეთქი? ამის გამო მათთანაც მომივიდა შელაპარაკება. ამის შემდეგ ფალიაშვილზე ავედი, ერთ-ერთ ეზოში უცნობ ბიჭთან შელაპარაკება მომიხდა და მასაც დანა ერთხელ დავარტყი, მერე გავიქეცი და ვიმალებოდი".

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სავარაუდოდ, მას საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ სასჯელი შეუმცირდებოდა.

არანაკლებ ხმაურიანი იყო შარშან 2 იანვარს თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა. 23 წლის ვაჟა კორკოტაშვილი, გიორგი ნადირაძე და ლევან ღვინჯილია დაჭრეს - გვიან ღამით ქუჩაში მყოფ ბიჭებს ტყვიები დაუშინეს. ინტენსიური სროლების შეწყვეტის შემდეგ მეზობლები გამოცვივდნენ და ძირს დაყრილი, სისხლით მოსვრილი ბიჭები სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, გიორგი ნადირაძის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს და რამდენიმე დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მოგვიანებით ითქვა, რომ ეს ტრაგედია ბიჭებს შორის არსებულმა კონფლიქტმა გამოიწვია, ე.წ. ქუჩური გარჩევის გაგრძელება იყო. ძალოვანებმა შემთხვევის ადგილიდან 10-ზე მეტი მასრა ამოიღეს. ამბობდნენ, ბოროტმოქმედი "მაკაროვის" სისტემის იარაღით ისროდაო. მოგვიანებით ძალოვანებმა ამ დანაშაულში გიორგი შენგელია ამხილეს და იგი მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გაასამართლა. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

2012 წლის 7 თებერვალს ასევე გაასამართლეს განზრახ მკვლელობაში და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული გიორგი ელიაშვილი. მას 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 2011 წლის 3 ივლისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ბრალდებულს მოკლულთან კონფლიქტი არასათანადო მისალმების გამო მოუხდა. ეს ფაქტი საქმის გარჩევამდე მივიდა და დაახლოებით ღამის 11 საათზე დაპირისპირებულები, სხვებთან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ ერთმანეთს. იქ ისევ მოხდა კონფლიქტი, ბრალდებულმა დანით არასრულწლოვანი დაჭრა, რომელიც ძმასთან და 4 მეგობართან ერთად იყო იქ მისული. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მაგრამ სასამართლომ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მოსამართლე ნინო სანდოძემ განიხილა თბილისში გახმაურებული შემზარავი მკვლელობა, რომელიც 2009 წლის 11 აპრილს, საღამოს 6 საათზე, მუხიანში მოხდა. ბიჭები კორპუსის წინ დომინოს თამაშობდნენ, როცა მათ თავს დაესხა თანატოლი და ყველანი ჩაცხრილა. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ენით აუწერელი სისასტიკის მოწმენი გახდნენ, მიწაზე ბიჭები ეყარნენ. სამივეს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. 20 წლის სერგი მელქაძე ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეგობრები, ძმები - 19 წლის ლევანი და 17 წლის თემურ გახელაძეები უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერაციის დროს ლევანიც გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმა კომატოზურ მდგომარეობაში დიდხანს ებრძოდა სიკვდილს. ის გადარჩა, მაგრამ ეტლს მიეჯაჭვა... ამ შემზარავი მკვლელობისთვის 19 წლის დედისერთა, გოჩა გელიაშვილი გაასამართლეს. სასამართლო სხდომები საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. დაზარალებულები მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ. ბიჭების მკვლელობები მას რეგისტრირებული "მაკაროვის" პისტოლეტით ჰქონდა ჩადენილი. ისიც ცნობილია, დანაშაულის ჩადენამდე დედას უთხრა, საცხოვრებლად სხვაგან გადავდივარო. მას შემდეგ, რაც თანატოლები დახოცა, ტაქსი გააჩერა, სახლიდან წინასწარ ჩალაგებული ჩანთა წაიღო და იმავე ღამით მატარებლით ბათუმში ჩავიდა. დილით, სანამ სარფის საზღვარზე გადავიდოდა, იარაღი ტყეში, მიწაში ჩამარხა და საქართველო დატოვა. 17 აპრილს გელიაშვილი თურქეთიდან ისევ სარფის საბაჟოზე დაბრუნდა და პოლიციას ჩაჰბარდა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ თანატოლები შურისძიების მოტივით ჩაცხრილა. მაშინ დამნაშავეს 21 წელი მიუსაჯეს.

კიდევ ერთ შემზარავ მკვლელობაზე მინდა შევაჩერო ყურადღება. შარშან 7 ივლისს ღამით, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი სოფელი შეძრა. მთვრალმა თანასოფლელმა ხალხის თვალწინ ორი ახალგაზრდა ქუჩაში უმიზეზოდ, უმოწყალოდ ჩახოცა. მოკლული ბიჭების მეგობარი, გიორგი დათუკიშვილი გამხეცებული სოფლელის ნასროლ ტყვიებს შემთხვევით გადაურჩა. დამნაშავემ ტაბელური "მაკაროვიდან" მათ საკონტროლო ტყვიებიც დაახალა და მიიმალა. იგი სოდ-ის სპეცრაზმელი, ყოფილი სპორტსმენი, 30 წლის დავით ჩოთალიშვილი აღმოჩნდა. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მახსოვს, მაშინ წინანდალში ჩასულს, უმძიმესი სურათი დამხვდა. მთელი სოფელი შეძრული იყო ორი სანიმუშო ახალგაზრდის - შოთიკო ბატიაშვილისა და გიგია გემაზაშვილის მკვლელობით. დანაშაული სოფლის ცენტრში, 7 ივლისს, ნათლისმცემლობის დღესასწაულიდან დაბრუნებულმა დავით ჩოთალიშვილმა ჩაიდინა. თვითმხილველების თქმით, ის მეგობართან ერთად, სახლში მთვრალი ბრუნდებოდა. თანასოფლელ ბიჭებს გამოელაპარაკა, რომლებიც გიგია გემაზაშვილის გარდაცვლილი დის, თათიას საფლავიდან იყვნენ დაბრუნებულები და ქუჩაში საუბრობდნენ. მათგან მხოლოდ ერთს იცნობდა. უკითხავს, - ბიჭებო, თქვენ ბოლქვაძეების ძმაკაცები ხომ არ ხართო (ძმები ბოლქვაძეები წინანდალში ცხოვრობენ; ერთ-ერთი ძმა მოკლულების კლასელია. - ავტ.)? - ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ მათთან ვახლობლობთო, - უპასუხიათ. - ვინც მათი ძმაკაცი არ არის და ვისაც ეს ბიჭები არ უყვარს, იმათი დედაო! - შეუგინებია ჩოთალიშვილს. დედას რატომ გვაგინებო? - უკითხავს გიგიას. ამის შემდეგ პირადად გიგიასთვის შეუგინებია დედა. თვითმხილველების თქმით, დამნაშავემ "მაკაროვი" ამოიღო და პირველად გიგიას ესროლა. სროლის ხმაზე ბიჭები სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. ძირს დავარდნილი მეგობრის მისაშველებლად გაქცეული შოთიკო ბატიაშვილი უკან მიბრუნდა. სწორედ ამ დროს დაახალა მასაც მკვლელმა ტყვია. შემდეგ გიორგი დათუკიშვილს გაეკიდა.

უამრავმა ადამიანმა მიაგო დაღუპულებს პატივი. გიგია გემაზაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტი იყო. ალბათ არასოდეს დამავიწყდება დედამისის გოდება, რომელსაც უდანაშაულო შვილი მოუკლეს. დედას ამ ტრაგედიამდე გოგონა სიმსივნით გარდაეცვალა. საშინელი წვალებით მარტომ გაზარდა ორი შვილი და ამ ტრაგედიის შემდეგ სრულიად მარტო დარჩა. ჩოთალიშვილი გაასამართლეს, მაგრამ დამეთანხმებით, ეს შვება ვერ იქნება მოკლულთა მშობლებისთვის...

რატომ ძალადობენ ახალგაზრდები ერთმანეთზე და რატომ იმეტებენ ასე იოლად სასიკვდილოდ ერთმანეთს? - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ფსიქოლოგების თქმით, ძალადობის გამომწვევი მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, ერთ-ერთი ის გახლავთ, რომ ადამიანი, რომელიც ამჟამად მოძალადედ მოგვევლინა, წარსულში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. ხშირად მიზეზად მენტალური პრობლემები გვევლინება, ან - მშობელთა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, არაინფორმირებულობა და სხვა. როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი დანაშაულები, როგორ დავიცვათ შვილები? - ამ საკითხებზე, ანალიტიკური ფსიქოლოგიის განვითარების ჯგუფის წევრს, ფსიქოლოგ ანა ცინაძეს ვესაუბრეთ:

- პირველ რიგში, პრობლემაა, რომ ახალგაზრდები ქუჩაში დანებითა და იარაღით დადიან. მართალია, კანონით იკრძალება, მაგრამ როგორც ჩანს, არსებული კანონი არ არის ისეთი მკაცრი, რომ ახალგაზრდას შეეშინდეს. ვფიქრობ, კანონი უნდა გამკაცრდეს. ნორმალური არ არის, რომ მათ იარაღზე მიუწვდებათ ხელი. როცა აქვთ, ცდილობენ, იარაღი საქმეში გამოცადონ... ახალგაზრდებში როგორც კი აგრესია პიკს აღწევს, ვერ თოკავენ საკუთარ თავს, გამოდიან გარეთ და ამას ასეთ საშინელ შედეგამდე მივყავართ. პრობლემების უმეტესობა წესით, ბავშვობის ასაკიდან იჩენს თავს. ყველაფერი პირველ რიგში, ოჯახიდან მოდის. მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში იზრდება, როგორი დამოკიდებულებაა მშობელსა და შვილს შორის, თვითონ მშობლებს შორის. ძალადობაა, როცა ბავშვს რაღაცას უკრძალავთ. ჩვენს კულტურაში საერთოდ, ძალიან ბევრი აკრძალვაა. ამის გამო, ბავშვებში აგრესია გროვდება. როცა ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარ და არ გაქვს უფლება, ხმა ამოიღოო, შესაბამისად, ის ელოდება მომენტს, როცა სრულწლოვანი გახდება. გამოუხატავი აგრესია, რომელიც მასში ბუდობს, გროვდება და ერთ მშვენიერ დღეს ამოხეთქს. ერთმა წაკინკლავებამ შეიძლება, მკვლელობამდე მიიყვანოს.

- რატომ უჩნდებათ დანის ტარების სურვილი?

- ეს არის თავდაცვის ან იერიშის საუკეთესო საშუალება. როცა არ ჰყოფნით სიტყვა, არგუმენტი, დანით პრობლემას "იოლად წყვეტენ". ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვებს აგრესიასთან გამკლავებას პატარაობიდანვე ვასწავლით, მაგრამ ეს მშობელმა ფსიქოლოგთან ერთად უნდა გააკეთოს... კონკრეტულ დანაშაულებს უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება და მთელი რიგი კვლევების ჩატარებაა საჭირო, რათა დადგინდეს, რატომ იქცა ესა თუ ის ახალგაზრდა ბოროტმოქმედად. ერთგვარ ჯაჭვთან გვაქვს საქმე - ერთი მეორეს აგრესიას გადასცემს, მეორე - მესამეს; თუ ერთ-ერთმა რგოლმა არ გაწყვიტა ეს ჯაჭვი, ჯადოსნური, ჩაკეტილი წრე იკვრება... ხშირად პრობლემა ის არის, რომ შვილები დედების გარეშე იზრდებიან. უდედოდ არის დარჩენილი თაობა. შვილის სარჩენად ისინი ქვეყნიდან მიდიან - ეს სერიოზული პრობლემაა. შვილს ურჩევნია, დედა გვერდით ჰყავდეს, ვიდრე იქიდან გამოუგზავნოს სათამაშოები. დედის სითბოს ვერაფერი შეცვლის და ესეც ახდენს გავლენას... მთავრობას მივმართავდი მოწოდებით, კანონმდებლობა უფრო გაამკაცროს, რომ ახალგაზრდებმა ვერ გაბედონ ქუჩაში დანითა და ცაცხლსასროლი იარაღით გამოსვლა. კონკრეტულად რა არის ძალადობის მიზეზი, ეს მარადიული კითხვაა და ყველა ეპოქაში ნებისმიერი საზოგადოება იტანჯება ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას. პირველ რიგში, მშობლებმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ, რომ ბავშვი სწორად აღზარდონ. საქართველოში ყველას ჰგონია, რომ არის კარგი მშობელი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"