საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიზიკის კანონები და დიდი ავიაცია
ფიზიკის კანონები და დიდი ავიაცია

ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პი­სა თუ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის საფ­რე­ნი აპა­რა­ტი, ჰა­ერ­ში ფი­ზი­კის კა­ნო­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დაფ­რი­ნავს. მაგ­რამ ზოგ­ჯერ პი­ლო­ტე­ბი ისეთ ფი­ზი­კურ მოვ­ლე­ნებ­საც აწყდე­ბი­ან, რომ­ლებ­საც ინ­ჟინ­რე­ბი საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

შვე­ულმფრე­ნი სამ­ხედ­რო თუ სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის გა­ნუყ­რე­ლი ატ­რი­ბუ­ტია. ამ ტი­პის საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ხილ­ვა პლა­ნე­ტის პრაქ­ტი­კუ­ლად ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში შე­იძ­ლე­ბა. ხში­რად მათ ფრე­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უდაბ­ნო­ებ­შიც უწევთ. ასეთ გე­ოგ­რა­ფი­ულ პი­რო­ბებ­ში აფ­რე­ნა-დაშ­ვე­ბი­სას, მი­წი­დან ჰა­ერ­ში დიდი ოდე­ნო­ბით მტვე­რი და ქვი­შა აი­ტყორ­ცნე­ბა, შვე­ულმფრე­ნის ხრახ­ნის ბო­ლო­ებ­ზე კი მოყ­ვი­თა­ლო ფე­რის ნა­თე­ბა წარ­მო­იქ­მნე­ბა. ამ ეფექტს - ტრი­ბო­ლუ­მი­ნის­ცენ­სია ეწო­დე­ბა. ნა­თე­ბის ეფექ­ტი კრის­ტა­ლუ­რი სხე­უ­ლის (ამ შემ­თხვე­ვა­ში ქვი­შის) დაფშვნი­სას წარ­მო­იქ­მე­ნე­ბა. ამე­რი­კა­ში ტრი­ბო­ლუ­მი­ნის­ცენ­სი­ას, რო­მელ­საც ღამ-ღა­მო­ბით ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ავ­ღა­ნეთ­სა და ერაყ­ში შვე­ულფმ­რე­ნის დაშ­ვე­ბი­სას ხე­და­ვენ, 2009 წელს ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად კოპ-ეტ­ჩელ­სის ეფექ­ტი ეწო­დე­ბა.

თვითმფრი­ნა­ვე­ბის პი­ლო­ტე­ბის­თვის სხვა ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნა­ცაა ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთ მათ­განს წმინ­და ელ­მის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ამ ეფექ­ტის პირ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ჩა­ნა­წე­რი 1886 წლით თა­რიღ­დე­ბა. მა­შინ მისი მომსწრე­ნი ჭექა-ქუ­ხილ­ში მო­ყო­ლი­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბი გახ­დნენ, რომ­ლებ­მაც მა­ღა­ლი ან­ძე­ბის წვე­რო­ებ­ზე კაშ­კა­შა ფე­რის ნა­თე­ბა შე­ნიშ­ნეს. ეს ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნა, ელექტრუ­ლი ვე­ლის დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბის გამო გრძე­ლი და ბას­რი სხე­უ­ლე­ბის ბო­ლო­ებ­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა. ხო­მალ­დე­ბი­სა და გე­მე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის გამო, დღეს ზღვა­ში წმინ­და ელ­მის ეფექ­ტი იშ­ვი­ა­თო­ბაა. თუმ­ცა ავი­ა­ცი­ა­ში მისი ხილ­ვა ჭექა-ქუ­ხი­ლის ზო­ნა­ში ფრე­ნი­სას, თვითმფრი­ნა­ვის მი­ნებ­სა და ფრთის ბო­ლო­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა.

ავი­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ეფექ­ტი, მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, დიდი სიჩ­ქა­რით მფრე­ნი თვითმფრი­ნა­ვის უკან წარ­მოქ­მნი­ლი ღრუ­ბე­ლია. ამ მოვ­ლე­ნას პრან­დტლ-გლო­ერ­ტის ეფექ­ტი ეწო­დე­ბა. დიდი სიჩ­ქა­რით ფრე­ნი­სას, თვითმფრი­ნა­ვის უკან და­ბა­ლი წნე­ვის არე წარ­მო­იქ­მნე­ბა. ასეთ პი­რო­ბებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რაც იკ­ლებს და კონ­დენ­სა­ცი­ის გზით წყლის ორ­თქლი პა­ტა­რა წვე­თე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ღრუ­ბელს აყა­ლი­ბებს. მიჩ­ნე­უ­ლია, რომ პრან­დტლ-გლო­ერ­ტის ეფექ­ტი მხო­ლოდ ბგე­რას­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით ფრე­ნი­სას წარ­მო­იქ­მნე­ბა. თუმ­ცა ეს მცდა­რი გან­სა­ზღვრაა. ღრუბ­ლის ფორ­მი­რე­ბა მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში სწრა­ფად მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფიზიკის კანონები და დიდი ავიაცია

ფიზიკის კანონები და დიდი ავიაცია

ნებისმიერი ტიპისა თუ დანიშნულების საფრენი აპარატი, ჰაერში ფიზიკის კანონების საფუძველზე დაფრინავს. მაგრამ ზოგჯერ პილოტები ისეთ ფიზიკურ მოვლენებსაც აწყდებიან, რომლებსაც ინჟინრები საფრენი აპარატების პროექტირებისას არ ითვალისწინებენ.

შვეულმფრენი სამხედრო თუ სამოქალაქო ავიაციის განუყრელი ატრიბუტია. ამ ტიპის საფრენი აპარატის ხილვა პლანეტის პრაქტიკულად ნებისმიერ წერტილში შეიძლება. ხშირად მათ ფრენების შესრულება უდაბნოებშიც უწევთ. ასეთ გეოგრაფიულ პირობებში აფრენა-დაშვებისას, მიწიდან ჰაერში დიდი ოდენობით მტვერი და ქვიშა აიტყორცნება, შვეულმფრენის ხრახნის ბოლოებზე კი მოყვითალო ფერის ნათება წარმოიქმნება. ამ ეფექტს - ტრიბოლუმინისცენსია ეწოდება. ნათების ეფექტი კრისტალური სხეულის (ამ შემთხვევაში ქვიშის) დაფშვნისას წარმოიქმენება. ამერიკაში ტრიბოლუმინისცენსიას, რომელსაც ღამ-ღამობით ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთსა და ერაყში შვეულფმრენის დაშვებისას ხედავენ, 2009 წელს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად კოპ-ეტჩელსის ეფექტი ეწოდება.

თვითმფრინავების პილოტებისთვის სხვა ფიზიკური მოვლენაცაა ცნობილი. ერთ-ერთ მათგანს წმინდა ელმის სახელით მოიხსენიებენ. ამ ეფექტის პირველი დოკუმენტური ჩანაწერი 1886 წლით თარიღდება. მაშინ მისი მომსწრენი ჭექა-ქუხილში მოყოლილი მეზღვაურები გახდნენ, რომლებმაც მაღალი ანძების წვეროებზე კაშკაშა ფერის ნათება შენიშნეს. ეს ფიზიკური მოვლენა, ელექტრული ველის დიდი დაძაბულობის გამო გრძელი და ბასრი სხეულების ბოლოებზე წარმოიქმნება. ხომალდებისა და გემების თავისებური კონსტრუქციის გამო, დღეს ზღვაში წმინდა ელმის ეფექტი იშვიათობაა. თუმცა ავიაციაში მისი ხილვა ჭექა-ქუხილის ზონაში ფრენისას, თვითმფრინავის მინებსა და ფრთის ბოლოებზე შეიძლება.

ავიაციაში ყველაზე გავრცელებული ფიზიკური ეფექტი, მაღალი ტენიანობის პირობებში, დიდი სიჩქარით მფრენი თვითმფრინავის უკან წარმოქმნილი ღრუბელია. ამ მოვლენას პრანდტლ-გლოერტის ეფექტი ეწოდება. დიდი სიჩქარით ფრენისას, თვითმფრინავის უკან დაბალი წნევის არე წარმოიქმნება. ასეთ პირობებში ტემპერატურაც იკლებს და კონდენსაციის გზით წყლის ორთქლი პატარა წვეთებად გადაიქცევა, რაც საბოლოო ჯამში ღრუბელს აყალიბებს. მიჩნეულია, რომ პრანდტლ-გლოერტის ეფექტი მხოლოდ ბგერასთან მიახლოებული სიჩქარით ფრენისას წარმოიქმნება. თუმცა ეს მცდარი განსაზღვრაა. ღრუბლის ფორმირება მაღალი ტენიანობის პირობებში სწრაფად მოძრავი ავტომობილის უკანაც შეიძლება მოხდეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე