მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუშტ-ბურთი" - ფეხბურთის მხიარული სახეობა
"ბუშტ-ბურთი" - ფეხბურთის მხიარული სახეობა

თუ ფიქ­რობთ, რომ ფეხ­ბურ­თი ვერ გახ­დე­ბა უფრო სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი, ცდე­ბით. ორმა ნორ­ვე­გი­ელ­მა მე­გო­ბარ­მა ჰენ­რიკ ელ­ვეს­ტად­მა და იო­ჰან გოლ­დენ­მა ფეხ­ბურ­თი და ზორ­ბინ­გი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს. ზორ­ბინ­გი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­სარ­თო­ბია, რო­მელ­შიც მო­თა­მა­შის სხე­უ­ლი გამჭვირ­ვა­ლე ბურთშია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი თა­მა­ში, ზორ­ბფეხ­ბურ­თი შე­იქ­მნა, რო­მელ­საც ხში­რად "ბუშტ-ბურ­თსაც" ეძა­ხი­ან.

თა­მა­შის პრინ­ცი­პი ასე­თია: მო­თა­მა­შე­ე­ბის სხე­უ­ლე­ბი ხსე­ნე­ბულ გამჭვირ­ვა­ლე ბურთში თავ­სდე­ბა. ბურთს გა­რეთ მხო­ლოდ ფე­ხე­ბი რჩე­ბა, რათა მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­და­ად­გი­ლე­ბა შეძ­ლონ. ვი­ნა­ი­დან ხე­ლე­ბი ბურთში რჩე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ებს წო­ნა­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა უჭირთ, რაც ამ უც­ნა­ურ ფეხ­ბურთს უფრო სა­ხა­ლი­სოს და სა­ნა­ხა­ობ­რივს ხდის.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბი­ან, ძირს აგ­დე­ბენ და ბურ­თის წარ­თმე­ვას ცდი­ლო­ბენ, რაც გო­ლის გა­ტა­ნას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მა­ღა­ლი კონ­ტაქ­ტუ­რო­ბი­სა, ტრამ­ვე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რია, ვი­ნა­ი­დან მო­თა­მა­შეს ბურ­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის­გან იცავს.

ამ უც­ნა­უ­რი სპორ­ტის პირ­ვე­ლი მატ­ჩი 2011 წელს ნორ­ვე­გი­ის ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცა. შემ­დეგ სი­უ­ჟე­ტი ვი­დე­ო­პორ­ტალ youtube-ზე გან­თავ­სდა და მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ჩა­იც­ვით" ბუშ­ტე­ბი და ითა­მა­შეთ ფეხ­ბურ­თი - სპორ­ტის უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ო­ბა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია drunov.ru-ის მი­ხედ­ვით.

"ბუშტ-ბურთი" - ფეხბურთის მხიარული სახეობა

"ბუშტ-ბურთი" - ფეხბურთის მხიარული სახეობა

თუ ფიქრობთ, რომ ფეხბურთი ვერ გახდება უფრო სანახაობრივი, ცდებით. ორმა ნორვეგიელმა მეგობარმა ჰენრიკ ელვესტადმა და იოჰან გოლდენმა ფეხბურთი და ზორბინგი გააერთიანეს. ზორბინგი პოპულარული გასართობია, რომელშიც მოთამაშის სხეული გამჭვირვალე ბურთშია მოთავსებული. მათი გაერთიანებით ძალიან მხიარული თამაში, ზორბფეხბურთი შეიქმნა, რომელსაც ხშირად "ბუშტ-ბურთსაც" ეძახიან.

თამაშის პრინციპი ასეთია: მოთამაშეების სხეულები ხსენებულ გამჭვირვალე ბურთში თავსდება. ბურთს გარეთ მხოლოდ ფეხები რჩება, რათა მონაწილეებმა გადაადგილება შეძლონ. ვინაიდან ხელები ბურთში რჩება, მონაწილეებს წონაწორობის შენარჩუნება უჭირთ, რაც ამ უცნაურ ფეხბურთს უფრო სახალისოს და სანახაობრივს ხდის.

მონაწილეები ერთმანეთს ეჯახებიან, ძირს აგდებენ და ბურთის წართმევას ცდილობენ, რაც გოლის გატანას კიდევ უფრო ართულებს. მიუხედავად მონაწილეებს შორის მაღალი კონტაქტურობისა, ტრამვები მინიმალურია, ვინაიდან მოთამაშეს ბურთი დაზიანებებისგან იცავს.

ამ უცნაური სპორტის პირველი მატჩი 2011 წელს ნორვეგიის ტელევიზიით გადაიცა. შემდეგ სიუჟეტი ვიდეოპორტალ youtube-ზე განთავსდა და მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო: "ჩაიცვით" ბუშტები და ითამაშეთ ფეხბურთი - სპორტის უჩვეულო სახეობა

მომზადებულია drunov.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს