პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო ბერკეტი კვლავ საფრთხეშია
"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო ბერკეტი კვლავ საფრთხეშია

პარ­ლა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", შე­საძ­ლოა, კი­დევ ერთი ან რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი გა­მო­აკ­ლდეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­უ­ბა­რია ხუ­ლოს მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ­ზე, ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე­ზე, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­ტო­ვე­ბას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გეგ­მავ­და, მაგ­რამ უმ­ცი­რე­სო­ბას დღემ­დე შე­მორ­ჩა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, "რე­ზო­ნან­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაქ­რა­ძის შეხ­ვედ­რამ ივა­ნიშ­ვილ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნა­წილს ბაქ­რა­ძის ეს ქმე­დე­ბა არ მო­ე­წო­ნა, რად­გან ჩათ­ვა­ლეს, რომ მან ლი­დე­რო­ბა უკვე სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო.

თუ კი­დევ ერთი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" დე­პუ­ტა­ტი პარ­ტი­ის რი­გებს გა­მოკ­ლდა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და მის მხარ­დამ­ჭერ ძა­ლას სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბამ­დე, რაც 100 ხმას გუ­ლის­ხმობს, 2 დე­პუ­ტა­ტი­ღა და­აკ­ლდე­ბათ.

ბოლ­ქვა­ძის უმ­ცი­რე­სო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყო­ველ­თვის ვრცელ­დე­ბა, რო­გორც კი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შიგ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე იწყე­ბა სა­უ­ბა­რი. მარ­თა­ლია, გუ­შინ უმ­ცი­რე­სო­ბა ერ­თმა­ნეთს ღიად არ და­პი­რის­პი­რე­ბია, მაგ­რამ ღიად გა­მო­ხა­ტეს აგ­რე­სია იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც უმ­ცი­რე­სო­ბა უკვე და­ტო­ვეს.

სა­უ­ბა­რია სე­ნა­კის მა­ჟო­რი­ტარ გუ­რამ მი­სა­ბიშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და. ის, ასე­ვე, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნეთ­ში პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა­საც ას­რუ­ლებ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ პარ­ტი­აც და­ტო­ვა და უმ­ცი­რე­სო­ბაც.

უმ­ცი­რე­სო­ბა კი გუ­შინ მას შემ­დეგ და­უ­პი­რის­პირ­და, რაც მან ოპო­ზი­ცია ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ "უმ­ცი­რე­სო­ბა არ­ღვევს მო­რა­ლის ნორ­მებს".

მისი თქმით, უმ­ცი­რე­სო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ მა­ჟო­რი­ტა­რებს ცილს სწა­მებს და "ნა­ძირ­ლებს" უწო­დებს და ახლა უფრო რწმუნ­დე­ბი­ან, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ტო­ვე­ბით სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს.მი­სა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას უმ­ცი­რე­სო­ბის საპ­რო­ტეს­ტო შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც მი­სა­ბიშ­ვი­ლი ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლის­კენ გა­ე­მარ­თა, თუმ­ცა და­პი­რის­პი­რე­ბა მან­და­ტურ­მა გან­მუხ­ტა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო კუ­ლუ­ა­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია იმ ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი უმ­ცი­რე­სო­ბის და­ტო­ვე­ბას ისევ აპი­რებს. თუ ეს მოხ­და, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ ბერ­კეტს და­კარ­გავს.

შე­გას­ხე­ნებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა აქვს მი­სა­ღე­ბი და ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ სამი დე­პუ­ტა­ტის თან­ხმო­ბაც, რო­მე­ლიც დღეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბამ­დე აკ­ლდე­ბა. სა­უ­ბა­რია სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნებს: პრე­მი­ე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უნდა შე­ვი­დეს ძა­ლა­ში; სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბი­სათ­ვის და პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს და­საძ­ლე­ვად სა­ჭი­რო კვო­რუ­მის 3/4-იდან (რო­მე­ლიც ასე­ვე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უნდა შე­ვი­დეს ძა­ლა­ში) ამ­ჟა­მად არ­სე­ბულ 2/3-მდე და­წე­ვას; ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას (პრე­ზი­დენ­ტი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი); და, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან პარლ­მენ­ტის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ჩა­ნა­წე­რის ამო­ღე­ბას.

უმ­ცი­რე­სო­ბის და­ტო­ვე­ბას რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი რომ გეგ­მავს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი კარ­გა ხა­ნია, მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ დღემ­დე ეს ვერ ან არ მო­ხერ­ხდა. პრინ­ციპ­ში, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ეს სა­კი­თხი არც არა­ვის გახ­სე­ნე­ბია. მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ბაქ­რა­ძის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" რამ­დე­ნი­მე წევ­რი და­ტო­ვებს.

უმ­ცი­რე­სო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი კი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა­საც მათი თხოვ­ნის გამო ვერ და­ვა­სა­ხე­ლებთ, "რე­ზო­ნანსთან" ამ­ბო­ბენ, რომ ბაქ­რა­ძის შეხ­ვედ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნა­წილს ბაქ­რა­ძის ეს ქმე­დე­ბა არ მო­ე­წო­ნა, რად­გან ჩათ­ვა­ლეს, რომ მან ლი­დე­რო­ბა უკვე სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და ამის გამო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შიგ­ნით არ­სე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის საკ­მა­ოდ მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბაა.

სა­გუ­ლის­ხმოა აკა­კი ბო­ბო­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბაც, სა­დაც ის ითხოვს, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა და მე­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ტი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი უნდა და­ტო­ვონ და ახა­ლი ლი­დე­რე­ბი და­სა­ხელ­დეს. ეს გან­ცხა­დე­ბა კი სწო­რედ იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ პარ­ტი­ის შიგ­ნით ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ ფონ­ზე კი უმ­ცი­რე­სო­ბის და­ტო­ვე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა რამ­დე­ნი­მე თვალ­საზ­რი­სით. პირ­ვე­ლი არის ის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აგი­ტა­ცი­ის ფონ­ზე, რომ პარ­ტია ძა­ლას იკ­რებს და მისი რე­ი­ტინ­გი იზ­რდე­ბა, უმ­ცი­რე­სო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტის წას­ვლა სწო­რედ იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ეს ასე არ არის და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", უბ­რა­ლოდ, თა­ვის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლო­ბენ.

მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ო­რე მი­ზე­ზი, რაც უმ­ცი­რე­სო­ბი­დან დე­პუ­ტა­ტებს წას­ვლის შე­საძ­ლო მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა და ეს უკვე ბაქ­რა­ძი­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რას უკავ­შირ­დე­ბა. საქ­მე ის არის, რომ ბაქ­რა­ძეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი აღარ ენ­დო­ბი­ან და ამი­ტომ თა­ვის თავ­ზე ვე­ღარ იღებს იმას, უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რამ­დე­ნად გაგ­რძელ­დე­ბა და ამ პრო­ცეს­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" რა როლს ითა­მა­შე­ბენ.

იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, თუ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი უმ­ცი­რე­სო­ბას და­ტო­ვებს, მათ­ზე ბაქ­რა­ძე აღარ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და, თუკი ისი­ნი ხმას მის­ცე­მენ იმ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, რა­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ამის გამო ბაქ­რა­ძეს სა­კუ­თა­რი გუნ­დის წი­ნა­შე აღარ მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ. მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" დე­პუ­ტა­ტე­ბის წას­ვლა­ზე სა­უ­ბა­რი.

უმ­ცი­რე­სო­ბი­დან და ფრაქ­ცი­ი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე ბოლ­ქვა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" წას­ვლას ჯერ არ აპი­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მას, აღ­ნიშ­ნა, რომ "ბევრ რა­მეს გეგ­მავს, მაგ­რამ ვერ ას­რუ­ლებს".

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად ფრაქ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი აკა­კი ბო­ბო­ხი­ძე ამ­ბობს, რომ "ბოლ­ქვა­ძეს აქვს პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა იყე­ნებს", თუმ­ცა ბო­ბო­ხი­ძეს იმე­დი აქვს, რომ ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბას შეძ­ლებს.

ბოლ­ქვა­ძის უმ­ცი­რე­სო­ბი­დან გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" გა­მიჯ­ნუ­ლი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის კი­დევ ერთი ფრაქ­ცია შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას.

დღეს პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი არი­ან გოჩა ენუ­ქი­ძე, იაშა შერ­ვა­ში­ძე, მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი, გუ­რამ მი­სა­ბიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი. თუ მათ რი­გებს ბოლ­ქვა­ძეც შე­უ­ერ­თდე­ბა, ახა­ლი ფრაქ­ცია შე­იქ­მნე­ბა.

ამას­თან, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი გოჩა ენუ­ქი­ძე იმა­საც ამ­ბობს, რომ მათ არა მხო­ლოდ ან­ზორ ბოლ­ქვა­ძე, არა­მედ სხვა დე­პუ­ტა­ტე­ბიც შე­ურთდე­ბი­ან, რა­ზეც ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­კეთ­დე­ბა.

რუ­სი­კო მა­ჩა­ი­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო ბერკეტი კვლავ საფრთხეშია

"ნაცმოძრაობის" საკონსტიტუციო ბერკეტი კვლავ საფრთხეშია

პარლამენტში "ნაციონალურ მოძრაობას", შესაძლოა, კიდევ ერთი ან რამდენიმე დეპუტატი გამოაკლდეს. ყოველ შემთხვევაში, საუბარია ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე, ანზორ ბოლქვაძეზე, რომელიც "ნაციონალების" დატოვებას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, მაგრამ უმცირესობას დღემდე შემორჩა.

ამის პარალელურად, "რეზონანსის" ინფორმაციით, ბაქრაძის შეხვედრამ ივანიშვილთან "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გამოიწვია. ნაწილს ბაქრაძის ეს ქმედება არ მოეწონა, რადგან ჩათვალეს, რომ მან ლიდერობა უკვე საკუთარ თავზე აიღო.

თუ კიდევ ერთი "ნაციონალი" დეპუტატი პარტიის რიგებს გამოკლდა, "ქართულ ოცნებას" და მის მხარდამჭერ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობამდე, რაც 100 ხმას გულისხმობს, 2 დეპუტატიღა დააკლდებათ.

ბოლქვაძის უმცირესობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის ვრცელდება, როგორც კი "ნაციონალების" შიგნით დაპირისპირებაზე იწყება საუბარი. მართალია, გუშინ უმცირესობა ერთმანეთს ღიად არ დაპირისპირებია, მაგრამ ღიად გამოხატეს აგრესია იმ დეპუტატების მიმართ, რომლებმაც უმცირესობა უკვე დატოვეს.

საუბარია სენაკის მაჟორიტარ გურამ მისაბიშვილზე, რომელიც არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გამოდიოდა. ის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობასაც ასრულებდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ პარტიაც დატოვა და უმცირესობაც.

უმცირესობა კი გუშინ მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან ოპოზიცია ცილისმწამებლური კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "უმცირესობა არღვევს მორალის ნორმებს".

მისი თქმით, უმცირესობა დამოუკიდებელ მაჟორიტარებს ცილს სწამებს და "ნაძირლებს" უწოდებს და ახლა უფრო რწმუნდებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.მისაბიშვილის განცხადებას უმცირესობის საპროტესტო შეძახილები მოჰყვა, რის შემდეგაც მისაბიშვილი ლევან ბეჟაშვილისკენ გაემართა, თუმცა დაპირისპირება მანდატურმა განმუხტა.

საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით კი, "ნაციონალების" განსაკუთრებული აგრესია იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რამდენიმე დეპუტატი უმცირესობის დატოვებას ისევ აპირებს. თუ ეს მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ვაჭრობის ყველანაირ ბერკეტს დაკარგავს.

შეგასხენებთ, რომ ხელისუფლებას რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილება აქვს მისაღები და ამისთვის აუცილებელია იმ სამი დეპუტატის თანხმობაც, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობამდე აკლდება. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც ითვალისწინებს: პრემიერის უფლებამოსილების შემცირებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში; საკონსტიტუციო ცვლილებისათვის და პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭირო კვორუმის 3/4-იდან (რომელიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში) ამჟამად არსებულ 2/3-მდე დაწევას; ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლების მინიჭებას (პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი); და, კონსტიტუციიდან პარლმენტის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ჩანაწერის ამოღებას.

უმცირესობის დატოვებას რამდენიმე დეპუტატი რომ გეგმავს, ამაზე საუბარი კარგა ხანია, მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე ეს ვერ ან არ მოხერხდა. პრინციპში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ეს საკითხი არც არავის გახსენებია. მაგრამ ივანიშვილისა და ბაქრაძის შეხვედრის შემდეგ აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე წევრი დატოვებს.

უმცირესობასთან დაახლოებული პირები კი, რომელთა ვინაობასაც მათი თხოვნის გამო ვერ დავასახელებთ, "რეზონანსთან" ამბობენ, რომ ბაქრაძის შეხვედრამ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გამოიწვია. ნაწილს ბაქრაძის ეს ქმედება არ მოეწონა, რადგან ჩათვალეს, რომ მან ლიდერობა უკვე საკუთარ თავზე აიღო და ამის გამო "ნაციონალების" შიგნით არსებულ დაჯგუფებებს შორის საკმაოდ მწვავე დაპირისპირებაა.

საგულისხმოა აკაკი ბობოხიძის განცხადებაც, სადაც ის ითხოვს, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა პარტიაში თანამდებობები უნდა დატოვონ და ახალი ლიდერები დასახელდეს. ეს განცხადება კი სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ პარტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. ამ ფონზე კი უმცირესობის დატოვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი არის ის, რომ "ნაციონალების" აგიტაციის ფონზე, რომ პარტია ძალას იკრებს და მისი რეიტინგი იზრდება, უმცირესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლა სწორედ იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ეს ასე არ არის და "ნაციონალები", უბრალოდ, თავის დამშვიდებას ცდილობენ.

მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია მეორე მიზეზი, რაც უმცირესობიდან დეპუტატებს წასვლის შესაძლო მიზეზად სახელდება და ეს უკვე ბაქრაძისა და ივანიშვილის შეხვედრას უკავშირდება. საქმე ის არის, რომ ბაქრაძეს "ნაციონალების" შიგნით არსებული დაჯგუფებები აღარ ენდობიან და ამიტომ თავის თავზე ვეღარ იღებს იმას, უმრავლესობასთან მოლაპარაკებები რამდენად გაგრძელდება და ამ პროცესში "ნაციონალები" რა როლს ითამაშებენ.

იმ შემთხვევაში კი, თუ რამდენიმე დეპუტატი უმცირესობას დატოვებს, მათზე ბაქრაძე აღარ იქნება პასუხისმგებელი და, თუკი ისინი ხმას მისცემენ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწინააღმდეგება, ამის გამო ბაქრაძეს საკუთარი გუნდის წინაშე აღარ მოუწევს პასუხისგება.

ამ ინფორმაციაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ოფიციალურად არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. მაგრამ ფაქტია, რომ აქტიურად დაიწყო "ნაციონალებიდან" დეპუტატების წასვლაზე საუბარი.

უმცირესობიდან და ფრაქციიდან წასვლის თაობაზე ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ჯერ არ აპირებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, აღნიშნა, რომ "ბევრ რამეს გეგმავს, მაგრამ ვერ ასრულებს".

ამასთან დაკავშირებით თავად ფრაქციის ხელმძღვანელი აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ "ბოლქვაძეს აქვს პრობლემები, რომელსაც უმრავლესობა იყენებს", თუმცა ბობოხიძეს იმედი აქვს, რომ ანზორ ბოლქვაძე პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს.

ბოლქვაძის უმცირესობიდან გასვლის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობიდან" გამიჯნული მაჟორიტარების კიდევ ერთი ფრაქცია შეიძლება შეიქმნას.

დღეს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები არიან გოჩა ენუქიძე, იაშა შერვაშიძე, მარიკა ვერულაშვილი, გურამ მისაბიშვილი და გიორგი ფეიქრიშვილი. თუ მათ რიგებს ბოლქვაძეც შეუერთდება, ახალი ფრაქცია შეიქმნება.

ამასთან, "ნაციონალების" ყოფილი თანაგუნდელი გოჩა ენუქიძე იმასაც ამბობს, რომ მათ არა მხოლოდ ანზორ ბოლქვაძე, არამედ სხვა დეპუტატებიც შეურთდებიან, რაზეც ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.

რუსიკო მაჩაიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა