მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წა­ვა თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კბი­ლაშ­ვი­ლი
წა­ვა თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კბი­ლაშ­ვი­ლი

გა­სულ კვი­რას პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ტრა­დი­ცი­უ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც კითხ­ვა იმ პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა თუ სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც და­უს­ვეს, რო­მელ­თაც პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბა­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი. ლა­პა­რა­კი, უპირ­ვე­ლე­სად, შე­ე­ხო ლა­დო ბე­დუ­კა­ძეს, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის ცი­ხი­დან გა­მო­ტა­ნა და რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. პრე­მი­ერ­მა კითხ­ვა­ზე უპა­სუ­ხა, რომ არ იც­ნობ­და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს, რაც პი­რა­დად მეც, რო­მე­ლიც ვეს­წრე­ბო­დი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას, ცო­ტა არ იყოს, უც­ნა­უ­რად მო­მეჩ­ვე­ნა, რად­გან ლა­დო ბე­დუ­კა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე მარ­თლაც რეზო­ნან­სუ­ლი იყო. ივა­ნიშ­ვი­ლის პა­სუ­ხი მით უფ­რო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იყო უც­ნა­უ­რი, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ზე სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად სწო­რედ ამ კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ების შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი პრო­ტეს­ტის ტალ­ღა­ზე მი­ი­ღო და თა­ნაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბო­ლო ხანს მმარ­თველ ძა­ლას ყვე­ლა­ზე ხში­რად ბე­დუ­კა­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნის გა­მო აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მოკ­ლედ, ცო­ტა ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი­ა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ იცო­და, რო­გორ, რა­ტომ და ვი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ლა­დო ბე­დუ­კა­ძე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ უფ­რო გა­საკ­ვი­რი იყო მი­სი სა­ჯა­რო მი­მარ­თვა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი­სად­მი, სა­დაც ის ბე­დუ­კა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტებს არა­და­მა­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნევ­და და ამ საქ­მის გა­და­ხედ­ვას ითხ­ოვ­და.

"მინ­და, ვთხო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ამი­ტომ შე­მიძ­ლი­ა, მას პი­რა­დად მივ­მარ­თო, რომ კი­დევ ერ­თხელ კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხე­დოს მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს და თუ­კი გა­ი­ზი­ა­რებს ჩემს მო­საზ­რე­ბებს, იქ­ნებ გა­მო­ი­ნა­ხოს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­თი გა­და­სინ­ჯვის­თვის", - წერ­და ივა­ნიშ­ვი­ლი ღია წე­რილ­ში. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა პრე­მი­ერს იმა­ვე დღეს არ უპა­სუ­ხა, რა­მაც ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის­თვის კარ­გი პი­რო­ბე­ბი შექ­მნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მთავ­რო­ბი­სა და ზო­გა­დად კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა პრე­მი­ე­რის მოთხ­ოვ­ნას იზი­ა­რებ­და. სა­ინ­ტე­რე­სო იყო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ მან შუ­ამ­დგომ­ლო­ბის ში­ნა­არ­სი მხო­ლოდ მას მე­რე გა­ი­გო, რაც ის სა­სა­მარ­თლოს წა­რედ­გი­ნა, რაც, თა­ვის მხრივ, ბა­დებს კითხ­ვებს, რად­გან რო­დე­საც ეს მოხ­და, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯერ კი­დევ ემორ­ჩი­ლე­ბო­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და სა­ეჭ­ვო­ა, ასეთ რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი წი­ნას­წარ არ ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ საქ­მის კურ­სში. იუ­რის­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევ­და, რომ პრე­მი­ე­რის მოთხ­ოვ­ნა საქ­მის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვად არ იყო სწო­რი და ეს ვერ მოხ­დე­ბო­და, რაც შემ­დეგ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ამა­სო­ბა­ში და­იწყო მით­ქმა-­მოთ­ქმა, რომ კბი­ლაშ­ვილს გა­დად­გო­მა მო­უ­წევ­და ან მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, და­იწყო მი­სი სა­ვა­რა­უ­დო შემ­ცვლე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც: ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი... ასევ და­იწყო ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ვი­ღაც კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით ცდი­ლობ­და კბი­ლაშ­ვი­ლის­თვის ფე­ხის და­დე­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ამ ძა­ლებ­მა წა­ა­ქე­ზეს ივა­ნიშ­ვი­ლი ამ ფორ­მით და­პი­რის­პი­რე­ბო­და კბი­ლაშ­ვილს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით, ელოდ­ნენ, რომ კბი­ლაშ­ვი­ლი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ივა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­ოვ­ნას და მო­ძებ­ნი­და სა­მარ­თლებ­რივ გზას საქ­მის გა­და­სა­ხე­დად, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცალ­-ცალ­კე მი­მო­ი­ხი­ლა საქ­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი მხა­რე და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ას­პექ­ტი, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ და­ის­მე­ბა კითხ­ვა, იყო თუ არა მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი. მან ასე­ვე გან­მარ­ტა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მო­ტი­ვე­ბიც და გა­ნაცხ­ა­და, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს აუხ­სნა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრსაც. რო­გორც ჩანს, ეს ახ­სნა ივა­ნიშ­ვილ­მა საკ­მა­რი­სად არ მი­იჩ­ნი­ა, შე­სა­ბა­მი­სად, კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია კითხ­ვა, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მო­უ­წევს თუ არა კბი­ლაშ­ვილს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა? ფაქ­ტი ერ­თი­ა: მას კა­ნო­ნი არ და­ურ­ღ­ვე­ვია და ამას­თან­ვე მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლიც იწო­ნებს, თუმ­ცა ეს არ მოს­წონს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და კბი­ლაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხ­ოვს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მოს­წონთ.

"ი­მათ­გან, ვის­თა­ნაც ამ თე­მა­ზე მო­მი­წია აზ­რთა ურ­თი­ერ­თგაც­ვლამ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით, ვერ ვიხ­სე­ნებ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ეს იყო სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ამ ტი­პის საქ­მე­ზე ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი", - ეს უკ­ვე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის აზ­რი­ა. ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კითხ­ვა: თუ ყვე­ლას­თვის ასე­თი მი­უ­ღე­ბე­ლია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­დაწყ­­ვე­ტი­ლე­ბა, მა­ნამ­დე რა­ტომ არ ამო­ი­ღეს ხმა, ვიდ­რე პრე­მი­ე­რი იტყ­ო­და ამა­ზე რა­მეს, ან აზ­რთა ამ­გვა­რი სხვა­დას­ხვა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ გუნ­დის შიგ­ნით მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას?

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

წა­ვა თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კბი­ლაშ­ვი­ლი

წა­ვა თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან კბი­ლაშ­ვი­ლი

გა­სულ კვი­რას პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ტრა­დი­ცი­უ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც კითხ­ვა იმ პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა თუ სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლობის შე­სა­ხე­ბაც და­უს­ვეს, რო­მელ­თაც პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბა­ში ედე­ბო­დათ ბრა­ლი. ლა­პა­რა­კი, უპირ­ვე­ლე­სად, შე­ე­ხო ლა­დო ბე­დუ­კა­ძეს, რო­მელ­საც უკავ­შირ­დე­ბა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის ცი­ხი­დან გა­მო­ტა­ნა და რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. პრე­მი­ერ­მა კითხ­ვა­ზე უპა­სუ­ხა, რომ არ იც­ნობ­და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებს, რაც პი­რა­დად მეც, რო­მე­ლიც ვეს­წრე­ბო­დი პრესკონ­ფე­რენ­ცი­ას, ცო­ტა არ იყოს, უც­ნა­უ­რად მო­მეჩ­ვე­ნა, რად­გან ლა­დო ბე­დუ­კა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი საქ­მე მარ­თლაც რეზო­ნან­სუ­ლი იყო. ივა­ნიშ­ვი­ლის პა­სუ­ხი მით უფ­რო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იყო უც­ნა­უ­რი, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" არ­ჩევ­ნებ­ზე სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად სწო­რედ ამ კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ების შე­დე­გად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი პრო­ტეს­ტის ტალ­ღა­ზე მი­ი­ღო და თა­ნაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბო­ლო ხანს მმარ­თველ ძა­ლას ყვე­ლა­ზე ხში­რად ბე­დუ­კა­ძის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ყოფ­ნის გა­მო აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მოკ­ლედ, ცო­ტა ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი­ა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ იცო­და, რო­გორ, რა­ტომ და ვი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ლა­დო ბე­დუ­კა­ძე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ უფ­რო გა­საკ­ვი­რი იყო მი­სი სა­ჯა­რო მი­მარ­თვა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი­სად­მი, სა­დაც ის ბე­დუ­კა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტებს არა­და­მა­ჯე­რებ­ლად მი­იჩ­ნევ­და და ამ საქ­მის გა­და­ხედ­ვას ითხ­ოვ­და.

"მინ­და, ვთხო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ამი­ტომ შე­მიძ­ლი­ა, მას პი­რა­დად მივ­მარ­თო, რომ კი­დევ ერ­თხელ კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხე­დოს მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს და თუ­კი გა­ი­ზი­ა­რებს ჩემს მო­საზ­რე­ბებს, იქ­ნებ გა­მო­ი­ნა­ხოს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­თი გა­და­სინ­ჯვის­თვის", - წერ­და ივა­ნიშ­ვი­ლი ღია წე­რილ­ში. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა პრე­მი­ერს იმა­ვე დღეს არ უპა­სუ­ხა, რა­მაც ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის­თვის კარ­გი პი­რო­ბე­ბი შექ­მნა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მთავ­რო­ბი­სა და ზო­გა­დად კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა პრე­მი­ე­რის მოთხ­ოვ­ნას იზი­ა­რებ­და. სა­ინ­ტე­რე­სო იყო იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა, რომ მან შუ­ამ­დგომ­ლო­ბის ში­ნა­არ­სი მხო­ლოდ მას მე­რე გა­ი­გო, რაც ის სა­სა­მარ­თლოს წა­რედ­გი­ნა, რაც, თა­ვის მხრივ, ბა­დებს კითხ­ვებს, რად­გან რო­დე­საც ეს მოხ­და, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ჯერ კი­დევ ემორ­ჩი­ლე­ბო­და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს და სა­ეჭ­ვო­ა, ასეთ რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი წი­ნას­წარ არ ჩა­ე­ყე­ნე­ბი­ნათ საქ­მის კურ­სში. იუ­რის­ტთა უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევ­და, რომ პრე­მი­ე­რის მოთხ­ოვ­ნა საქ­მის გა­და­ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვად არ იყო სწო­რი და ეს ვერ მოხ­დე­ბო­და, რაც შემ­დეგ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. ამა­სო­ბა­ში და­იწყო მით­ქმა-­მოთქმა, რომ კბი­ლაშ­ვილს გა­დად­გო­მა მო­უ­წევ­და ან მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, და­იწყო მი­სი სა­ვა­რა­უ­დო შემ­ცვლე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბაც: ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი, მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი... ასევ და­იწყო ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ვი­ღაც კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით ცდი­ლობ­და კბი­ლაშ­ვი­ლის­თვის ფე­ხის და­დე­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ამ ძა­ლებ­მა წა­ა­ქე­ზეს ივა­ნიშ­ვი­ლი ამ ფორ­მით და­პი­რის­პი­რე­ბო­და კბი­ლაშ­ვილს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბი კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით, ელოდ­ნენ, რომ კბი­ლაშ­ვი­ლი გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ივა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­ოვ­ნას და მო­ძებ­ნი­და სა­მარ­თლებ­რივ გზას საქ­მის გა­და­სა­ხე­დად, მაგრამ ასე არ მოხ­და. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცალ­-ცალ­კე მი­მო­ი­ხი­ლა საქ­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი მხა­რე და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ას­პექ­ტი, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, ვერ და­ის­მე­ბა კითხ­ვა, იყო თუ არა მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი. მან ასე­ვე გან­მარ­ტა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მო­ტი­ვე­ბიც და გა­ნაცხ­ა­და, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ეს აუხ­სნა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრსაც. რო­გორც ჩანს, ეს ახ­სნა ივა­ნიშ­ვილ­მა საკ­მა­რი­სად არ მი­იჩ­ნი­ა, შე­სა­ბა­მი­სად, კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია კითხ­ვა, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მო­უ­წევს თუ არა კბი­ლაშ­ვილს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა? ფაქ­ტი ერ­თი­ა: მას კა­ნო­ნი არ და­ურ­ღ­ვე­ვია და ამას­თან­ვე მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლიც იწო­ნებს, თუმ­ცა ეს არ მოს­წონს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და კბი­ლაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხ­ოვს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს არც "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მოს­წონთ.

"ი­მათ­გან, ვის­თა­ნაც ამ თე­მა­ზე მო­მი­წია აზ­რთა ურ­თი­ერ­თგაც­ვლამ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით, ვერ ვიხ­სე­ნებ პი­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ეს იყო სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ამ ტი­პის საქ­მე­ზე ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი", - ეს უკ­ვე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის აზ­რი­ა. ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კითხ­ვა: თუ ყვე­ლას­თვის ასე­თი მი­უ­ღე­ბე­ლია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­დაწყ­­ვე­ტი­ლე­ბა, მა­ნამ­დე რა­ტომ არ ამო­ი­ღეს ხმა, ვიდ­რე პრე­მი­ე­რი იტყ­ო­და ამა­ზე რა­მეს, ან აზ­რთა ამ­გვა­რი სხვა­დას­ხვა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ გუნ­დის შიგ­ნით მთა­ვარ პრო­კუ­რორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას?

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა